,,გარანტიის წარდგენისა და გამოყენების, მისი წარდგენისაგან გათავისუფლების შემთხვევების და საგარანტიო თანხის განსაზღვრის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1767 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“

  • Word
,,გარანტიის წარდგენისა და გამოყენების, მისი წარდგენისაგან გათავისუფლების შემთხვევების და საგარანტიო თანხის განსაზღვრის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1767 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 72
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 18/01/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 11, 24/01/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.011.416
  • Word
72
18/01/2008
სსმ, 11, 24/01/2008
230.210.000.22.033.011.416
,,გარანტიის წარდგენისა და გამოყენების, მისი წარდგენისაგან გათავისუფლების შემთხვევების და საგარანტიო თანხის განსაზღვრის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1767 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.011.416

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №72

2008 წლის 18 იანვარი

ქ. თბილისი

,,გარანტიის წარდგენისა და გამოყენების, მისი წარდგენისაგან გათავისუფლების შემთხვევების და საგარანტიო თანხის განსაზღვრის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე� საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის�� 20 დეკემბრის №1767 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ� საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,გარანტიის წარდგენისა და გამოყენების, მისი წარდგენისაგან გათავისუფლების შემ-თხვევების და საგარანტიო თანხის განსაზღვრის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე� საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1767 ბრძანებით (სსმ III, 22.12.2006წ., №172, მუხ.2333) დამტკიცებულ ,,გარანტიის წარდგენისა და გამოყენების, მისი წარდგენისაგან გათავისუფლების შემთხვევების და საგარანტიო თანხის განსაზღვრის წესების შესახებ� ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს ,,თ� ქვეპუნქტი.

2. მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,მ�ქვეპუნქტი:

,,მ) ფიზიკური პირის მიერ მსუბუქი ან სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილდება სეს ესნ-ის 3403 19 100 00, 3403 19 910 00, 3403 19 990 00, 3403 99 900 00, 2710 19 710 00 � 2710 99 000 00 კოდებით გათვალისწინებული ზეთები არა უმეტეს 10 ლიტრისა ან/და ბენზინი არა უმეტეს 20 ლიტრისა.�.

3. მე-3 მუხლიდან ამოღებულ იქნეს ,,გ.დ� ქვეპუნქტი.

4. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ორ სხვადასხვა საბაჟო კონტროლის ზონას შორის საქონლის გადაადგილებისას � ერთ სატრანსპორტო საშუალებაზე 40 000 ევროს ეკვივალენტური ოდენობით ეროვნულ ვალუტაში, ხოლო საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანების დანართი №12 � ,,ნედლი ნავთობისა და მისი გადამუშავებით მიღებული საქონლის (გარდა ნედლი ნავთობისა, რომელიც გადაადგილდება მილსადენი ტრანსპორტით ან ტრანზიტის საბაჟო რეჟიმით) ნუსხით� გათვალისწინებულ საქონლის შემთხვევაში � 80 000 ევროს ეკვივალენტური ოდენობით ეროვნულ ვალუტაში;�.

5. მე-6 მუხლის პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს ,,ზ� ქვეპუნქტი.

6. მე-6 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს ,,ი� ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,ი) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე თამბაქოს ნაწარმის (40000 ცალზე მეტი სიგარა და სიგარი-ლები, ან 70000 ცალზე მეტი სიგარეტი, ან 100 კილოგრამზე მეტი თამბაქო � 2403 (გარდა 2403 10 900 00, 2403 99 900 00) ტრანზიტის და რეექსპორტის საბაჟო რეჟიმით გადაადგილებისას � ერთ სატრანსპორტო საშუალებაზე 80 000 ევროს ეკვივალენტური ოდენობით ეროვნულ ვალუტაში.�.

7. მე-9 მუხლიდან ამოღებულ იქნეს ,,ზ� ქვეპუნქტი.

8. მე-10 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ზ) თავისუფალ ზონაში ან თავისუფალ საწყობში მოთავსებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიის სხვა ადგილზე უკანონოდ გადაადგილებისას; საბაჟო ზედამხედველობიდან საქონლის უკანონოდ გასვლისას.�.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

ნ. გილაური