,,საქართველოს საფოსტო მარკების ნომინალის, ტირაჟის და მიმოქცევაში გაშვების შესახებ“

  • Word
,,საქართველოს საფოსტო მარკების ნომინალის, ტირაჟის და მიმოქცევაში გაშვების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 1-1/253
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 27/02/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 38, 11/03/2008
სარეგისტრაციო კოდი 320.080.000.22.024.011.567
  • Word
1-1/253
27/02/2008
სსმ, 38, 11/03/2008
320.080.000.22.024.011.567
,,საქართველოს საფოსტო მარკების ნომინალის, ტირაჟის და მიმოქცევაში გაშვების შესახებ“
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 320.080.000.22.024.011.567

საქართველოს ეკონომიკური განვითარების

მინისტრის  ბრძანება №1-1/253

2008 წლის 27 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს საფოსტო მარკების ნომინალის, ტირაჟის და მიმოქცევაში გაშვების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის 09.06.2006 წლის №351 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქართველოს საფოსტო საგადახდო ნიშნების შესახებ დებულების“ პირველი მუხლის მე-2 პუნქტის და მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1) 2008 წლის 14 მარტიდან გაშვებულ იქნეს მიმოქცევაში საქართველოს საფოსტო ნიშნები (მარკები):

ა) ,,საქართველოს მწვერვალები“ – 3 დასახელების მარკა; ავტორი: ბ. გაგნიძე; ბეჭდვა: ოფსეტური, მრავალფერიანი; ნომინალი 20,50,70 თეთრი; რაოდენობა: 20-თეთრიანი 50 000 ცალი, 50 და 70-თეთრიანი 100 000 ცალი თითოეული; მარკების ზომები: 38X30მმ.

 

მარკა №439           მარკა №440                 მარკა №441

უშბა                       მყინვარწვერი               შხარა

 

  

 

 

ბ) ,,ევროპა 2007 – სკაუტიზმი“ – 2 მარკა; ავტორი: ბ. გაგნიძე; ბეჭდვა: ოფსეტური, მრავალფერიანი; ნომინალი 90 და 100 თეთრი; რაოდენობა: 90-თეთრიანი 150 000 ცალი, 100-თეთრიანი 55 000 ცალი. აქედან: 700 ცალი თითეული სახის მარკა პერფორაციის გარეშე; მარკების ზომები: 40X30მმ.

 

      

 

 

 

 

 

მარკა №442                                  მარკა №443

               

 

გ) ,,საქართველო – იაპონიის დიპლომა-ტიური ურთიერთობის 15 წელი“ – 1 მარკა; ავტორი: ბ. გაგნიძე ბეჭდვა ოფსეტური, მრავალფერიანი; ნომინალი 100 თეთრი; რაოდენობა 10 000 ცალი; მარკის ზომა: 44X35მმ.

 

   მარკა №444

 

 

 

დ) ,,ქართული საილუზიო ხელოვნება“ – 1 მარკა; ავტორი: ბ. გაგნიძე; ბეჭდვა: ოფსეტური, მრავალფერიანი; ნომინალი 100 თეთრი; რაოდენობა 10 000 ცალი; ფურცლის ზომა 70X80მმ, მარკის ზომა 38X30მმ.

 

 

 

 

 

                     მარკა №445

 

 

2) ბრძანება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

ე. შარაშიძე