დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებაში ცვლილების და დამატებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 331 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 07/04/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 54, 10/04/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190.010.000.22.033.011.734 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.010.000.22.033.011.734
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №331
2008 წლის 7 აპრილი
ქ. თბილისი
„საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებაში ცვლილების და დამატებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებით (სსმ III, 29.11.07წ., №169, მუხ. 1881) დამტკიცებულ „საბაჟო რეჟიმების (გარდა ტრანზიტის საბაჟო რეჟიმისა და საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილის მიერ ან მისი დანიშნულებით შემოტანილი საქონლისა, რომლის მიმართაც დადგენილი წესით ხორციელდება გამარტივებული საბაჟო კონტროლი), აგრეთვე რეექსპორტის შესაბამისად გაცხადებულ საქონელზე სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმის შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის და რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციასა (დანართი №1) და „საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორში“ (დანართი №15) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:
1. „საბაჟო რეჟიმების (გარდა ტრანზიტის საბაჟო რეჟიმისა და საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილის მიერ ან მისი დანიშნულებით შემოტანილი საქონლისა, რომლის მიმართაც დადგენილი წესით ხორციელდება გამარტივებული საბაჟო კონტროლი), აგრეთვე რეექსპორტის შესაბამისად გაცხადებულ საქონელზე სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმის შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის და რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციაში (დანართი №1) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
ა) მე-8 მუხლს დაემატოს 53-ე პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„53. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განყოფილებების სარეგისტრაციო სამსახურებში განთავსებული საბაჟო ორგანოების საბაჟო დამუშავების ოპერაციების განმახორციელებელი ჯგუფების განლაგების ადგილებში საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში გაცხადებულ მსუბუქ ავტომანქანებზე დეკლარაციის შევსების დროს (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებამდე საქონელი იმყოფებოდა სხვა საბაჟო რეჟიმში ან/და როდესაც დეკლარაციაში მითითებულია საგადასახადო შეღავათების გამოყენების შესახებ) ქვემოთ ჩამოთვლილი გრაფები ივსება შემდეგნაირად:
ა) გრაფა 14 „დეკლარანტი/წარმომადგენელი“ – გრაფის ზედა ნაწილში „№“ ნიშნის შემდეგ აღინიშნება „000000000“;
ბ) გრაფა 28 „ფინანსური და საბანკო მონაცემები“ – გრაფაში აღინიშნება „000001“;
გ) გრაფა 35 „ბრუტო წონა (კგ)“ – გრაფაში აღინიშნება „1“;
დ) გრაფა 38 „ნეტო წონა (კგ)“ – გრაფაში აღინიშნება „1“;
ე) გრაფა 40 „საერთო დეკლარაცია/წინმსწრები დოკუმენტი“ – „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის“ არსებობის შემთხვევაში მიეთითება მოწმობის ნომერი;
ვ) გრაფა 44 „დამატებითი ინფორმაცია“ – არ ივსება.“;
ბ) მე-9 მუხლს დაემატოს მე-6 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„6. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განყოფილებების სარეგისტრაციო სამსახურებში განთავსებული საბაჟო ორგანოების საბაჟო დამუშავების ოპერაციების განმახორციელებელი ჯგუფების განლაგების ადგილებში საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში გაცხადებულ მსუბუქ ავტომანქანებზე დეკლარაციის შევსების დროს (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებამდე საქონელი იმყოფებოდა სხვა საბაჟო რეჟიმში ან/და როდესაც დეკლარაციაში მითითებულია საგადასახადო შეღავათების გამოყენების შესახებ):
ა) დეკლარაციას K ნომერი არ ენიჭება. შემოწმების დასრულება დასტურდება A ნომრის მინიჭებით. საქონლის გაშვების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას საბაჟო მოხელე დეკლარაციაზე დაუსვამს შტამპს „გაშვება ნებადართულია“, დაუსვამს პირადნომრიან ბეჭედს, თარიღს და ხელმოწერას, რითაც საბაჟო დამუშავების ოპერაცია დასრულებულია;
ბ) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი თან ერთვის დეკლარაციის საბაჟოს ეგზემპლარს და ინახება მასთან ერთად.“.
2. „საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის“ (დანართი №15) მე-2 ნაწილის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გილაური
2. საბაჟო დამუშავების ოპერაციების განხორციელების სხვა ადგილები
რეგიონალური ცენტრები (საგადასახადო ინსპექციები)
| № | კოდი | რეგიონალური ცენტრები (საგადასახადო ინსპექციები) |
| 1 | 60000
69040
69000
20002
69026
69227
69043
69015
69016
69030 | თბილისის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია):
ქ. თბილისი, ჭირნახულის I შესახვევი №7;
ქ. თბილისი, ცოტნე დადიანის ქ. №30;
ქ. თბილისი, ცოტნე დადიანის ქ. №30 (მხოლოდ საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილეთა მიერ, ან მათი დანიშნულებით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაციებისათვის);
ქ. თბილისი, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია;
ქ. მცხეთა, მუხრანის ქ. №17
საქართველოს საბაჟო საზღვრიდან ქ. თბილისის რკინიგზის სამგზავრო სადგურის ტერიტორიის ჩათვლით და უკუმიმართულებით მოძრავი ერევანი-ბათუმი-ერევანი, ბათუმი-ერევანი-ბათუმის საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლის ძირითადი მარშრუტის მსვლელობის სწრაფი სამგზავრო მატარებელი. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება აღნიშნული პროცედურის მატარებელში წარმართვა, საქონლის საბაჟო რეჟიმში მოქცევის ოპერაცია განხორციელდება უახლოეს ან დეკლარანტის მიერ შერჩეულ საბაჟო პროცედურის ჩატარების ადგილზე;
ქ. თბილისი, აეროპორტის დასახლება (შპს „გაკო ტერმინალის“ საწყობის ტერიტორია);
ქ. თბილისი, ქიზიყის ქ. №4 (შპს „კასპიან კრედო & ჯორჯიას“ საწყობის ტერიტორია);
ქ. თბილისი, იუმაშევის ქ. №14 (სს „ლილო 1-ის“ საწყობის ტერიტორია)
|
| 2 |
69300 | ახალციხის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია): საბაჟო გამშვები პუნქტი „ვალეს“ ტერიტორია |
| 3 |
69017 | თელავის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია): ქ. თელავი, ერეკლე II–ის გამზ. №1;
|
| 4 |
69033 | ცხინვალის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია): სოფელი ქურთა |
| 5 |
69400
69450 | ქუთაისის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია): წყალტუბოს რაიონი, სოფ. ქვიტირი, „საბაჟო-კემპინგი”
სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ქ. ქუთაისის სარეგისტრაციო განყოფილების შენობა |
| 6
|
69014
69050 | რუსთავის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია):
ქ. რუსთავი, ფიროსმანის ქ. №38
სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ქ. თბილისის სამმართველოს სარეგისტრაციო განყოფილების შენობა |
| 7 |
69600
20001
69605
| ბათუმის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია):
ხელვაჩაურის რ-ნი, სოფელი ადლია, შპს „ტერმინალის“ საწყობის ტერიტორია
ხელვაჩაურის რ-ნი, სოფელი ადლია, შპს „ტერმინალის“ საწყობის ტერიტორია (მხოლოდ საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილეთა მიერ, ან მათი დანიშნულებით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაციებისათვის)
ქ. ბათუმი, ტბელ-აბუსერიძის ქ. №11, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ქ. ბათუმის სარეგისტრაციო განყოფილების შენობა |
| 8 |
69500
20001
69502
69510
| ფოთის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია):
ქ. ფოთი, კოკაიას ხეივანი №1
ქ. ფოთი, კოკაიას ხეივანი №1 (მხოლოდ საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილეთა მიერ, ან მათი დანიშნულებით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაციებისათვის);
ხობის რაიონი, სოფელი ყულევი
ქ. ფოთი, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ქ. ფოთის სარეგისტრაციო განყოფილების შენობა“ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები