„საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 11 იანვრის №1-1/34 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1-1/524
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 11/04/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 55, 04/11/2008
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.024.011.742
  • Word
1-1/524
11/04/2008
სსმ, 55, 04/11/2008
040.030.000.22.024.011.742
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 11 იანვრის №1-1/34 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.024.011.742

საქართველოს ეკონომიკური განვითარების

მინისტრის ბრძანება №1-1/524

2008 წლის 11 აპრილი

 ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 11 იანვრის №1-1/34 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1.

 საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 11 იანვრის №1-1/34 ბრძანებით (სსმ III, 16.01.2007წ., №6, მუხ. 45) დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს წესდებაში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება და დამატება:

1. მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ. გადაცემული ქონების მშენებლობა, აღჭურვა, ექსპლუატაცია, მოვლა-პატრონობა, კეთილმოწყობა, რეკონსტრუქცია, მიმდინარე და კაპიტალური რემონტების ჩატარება;“.

2. მე-2 მუხლს დაემატოს „ვ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ვ, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოსა და/ან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დავალებით სახელმწიფო ორგანოთა საქმიანობასთან დაკავშირებული ობიექტების აღჭურვა, კეთილმოწყობა, მიმდინარე და კაპიტალური რემონტების ჩატარება და სერვისული მომსახურება.“.

მუხლი 2.

 ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

ე. შარაშიძე