„საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 339
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 10/04/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 57, 15/04/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.011.744
  • Word
339
10/04/2008
სსმ, 57, 15/04/2008
200.250.000.22.033.011.744
„საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
„საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.011.744

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №339

2008 წლის 10 აპრილი

ქ. თბილისი

საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებაში (სსმ III, 29.11.07, №169, მუხლი 1881) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანების პირველი მუხლის ე“ ქვეპუნქტით დამტკიცებული ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №5):

ა) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3.

ნაწილი 2. პირადი ინფორმაცია“

ა) 2.1 ქვეპუნქტში აღინიშნება პირის გვარი;

ბ) 2.2 ქვეპუნქტში აღინიშნება პირის სახელი;

გ) 2.3 ქვეპუნქტში აღინიშნება პირის მუდმივი საცხოვრებელი (რეგისტრაციის) ადგილი;

დ) 2.4 ქვეპუნქტში აღინიშნება პირის მოქალაქეობა;

ე) 2.5 ქვეპუნქტში აღინიშნება პირის პასპორტის ნომერი და პირადი ნომერი;

ვ) 2.6 ქვეპუნქტში აღინიშნება პირის დაბადების თარიღი;

ზ) 2.7 ქვეპუნქტში აღინიშნება ქვეყანა, საიდანაც ჩამოვიდა პირი;

თ) 2.8 ქვეპუნქტში აღინიშნება ქვეყანა, სადაც მიემგზავრება პირი;

ი) 2.9 და 2.10 ქვეპუნქტებში აღინიშნება ხელბარგისა და ბარგის შეკვრების რაოდენობა.“.

ბ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 5.

ნაწილი 4.“ თუ დეკლარაციის მესამე ნაწილის გრაფებში აირჩიეთ დადებითი პასუხი, შეავსეთ ცხრილი (გარდა 3.9 ქვეპუნქტის შემთხვევისა). ცხრილის შესაბამის უჯრებში აღინიშნება საქონლის დასახელება, მათი მოკლე აღწერილობა, რაოდენობა (ზომის ერთეუ­ლის მითითებით სეს ესნ-ის მიხედვით) როგორც ციფრებით, ისე სიტყვიერად. თუ ცხრილში დარჩება ცარიელი უჯრები, ისინი გადაიხაზება.“.

2. ბრძანების პირველი მუხლის ვ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაცია“ (დანართი №6) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გილაური

დანართი №6

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო შემოსავლების სამსახური

ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაცია

 

1. საბაჟო რეჟიმები

 

1.1. საქართველოში შემოსვლა (იმპორტი)  

1.2. საქართველოდან გასვლა (ექსპორტი)

1.3. ტრანზიტი

 

2. პირადი ინფორმაცია

 

2.1. გვარი-----------------------------------------------------------------------------------------------------

2.2. სახელი---------------------------------------------------------------------------------------------------   

2.3. საცხოვრებელი ადგილი (ქვეყანა, მისამართი)------------------------------------------------------

2.4. მოქალაქეობა---------------------------------------------------------------------------------------------

2.5. პასპორტის ნომერი და პირადი ნომერი -------------------------------------------------------------

2.6. დაბადების თარიღი ------------------------------------------------------------------------------------

2.7. ქვეყანა, საიდანაც ჩამოვიდა პირი--------------------------------------------------------------------

2.8. ქვეყანა, სადაც მიემგზავრება პირი-------------------------------------------------------------------

2.9. თან მიმაქვს ბარგი და ხელბარგი ---------------------------------------------------------- ადგილი  

2.10. ჩემგან დამოუკიდებლად იგზავნება ბარგი ----------------------------------------------ადგილი

 

3. ინფორმაცია საქონლის შესახებ

თან მაქვს ან ბარგით და ხელბარგით გადავაადგილებ შემდეგ საქონელს:

 

3.1. 30 000 ლარზე (ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე) მეტი ოდენობის ნაღდი ფული ან ფასიანი ქაღალდები                                                                                            

                   დიახ                         არა 

3.2. იარაღი ან ასაფეთქებელი მასალები                              

                   დიახ                         არა

3.3. ნარკოტიკული ან ფსიქოტროპიული ნივთიერებები                       

                   დიახ                         არა 

3.4. ანტიკვარული ან ხელოვნების ნიმუშები                          

                   დიახ                         არა 

3.5. მომწამვლელი ნივთიერებები ან მედიკამენტები                      

                   დიახ                         არა 

3.6. მცენარეები და ცხოველები, მათი ნაწილები ან მათგან მიღებული პროდუქცია            

                   დიახ                         არა

3.7. მაღალი სიხშირის რადიოელექტრონული მოწყობილობები, კავშირგაბმულობის საშუალებები   

                   დიახ                         არა

3.8. რადიოაქტიური მასალები 

                   დიახ                         არა 

3.9. ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონელი

                   დიახ                         არა

(დადებითი პასუხის შემთხვევაში საქონლის რეკვიზიტები დეკლარანტის მიერ მიეთითება დანართ №7-ში)

ნებისმიერი ოდენობით ვალუტის საქართველოში შემოტანა და მისი გატანა თავისუფლდება გადასახდელებისაგან, თუმცა პირის მიერ 30 000 ლარზე (ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე) მეტი ოდენობის ნაღდი ფულის ან ფასიანი ქაღალდების საზღვარზე გადაადგილება ექვემდებარება სავალდებულო დეკლარირებას.                                                                                         

იმ შემთხვევაში, თუ პირი არ განახორციელებს სავალდებულო საბაჟო დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის დეკლარირებას, მის მიმართ გატარდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესაბამისი ღონისძიებები. 

4. თუ დეკლარაციის მე-3 ნაწილის გრაფებში აირჩიეთ დადებითი პასუხი, შეავსეთ ცხრილი (გარდა 3.9 ქვეპუნქტის შემთხვევისა):

 

საქონლის დასახელება

რაოდენობა (ზომის ერთეული სეს ესნ-ის მიხედვით)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მოგესალმებათ საქართველოს საბაჟო ! ! !

საქართველოს საბაჟო სამსახური ვალდებულია აღკვეთოს აკრძალული ნივთების ქვეყანაში შემოტანა. საბაჟო მოხელე უფლებამოსილია დაგისვათ შეკითხვები, შეამოწმოს თქვენი პირადი ბარგი და ხელბარგი. თუ თქვენ შეგარჩიეს შემოწმებისათვის, საბაჟოს მოხელეები მოგეპყრობიან თავაზიანად, პროფესიონალურად და დაიცავენ თქვენს უფლებებს. საბაჟოს თანამშრომლები უპასუხებენ თქვენს შეკითხვებს. გაუგებრობის შემთხვევაში შეგიძლიათ ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის სატელეფონო ცენტრის მომსახურებით, ცხელი ხაზის № 8 800 111.

5. მნიშვნელოვანი ინფორმაცია

5.1. იმპორტისას საბაჟო გადასახდელებისაგან თავისუფლდება პირის მიერ ერთი დღე-ღამის განმავლობაში შემოტანილი:

5.1.1. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 06, 07, 08, 19 ჯგუფებისა და 0401–0406, 1601, 1702–1704, 2101–2102 სასაქონლო პოზიციების შესაბამისი ჯამური თანხით 500 ლარამდე ღირებულების, საერთო წონით არა უმეტეს 30 კგ-ისა კვების პროდუქტები (მხოლოდ ფიზიკური პირის მიერ, მათ შორის, საფოსტო გზავნილის შემთხვევაში);

5.1.2. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 28–96 ჯგუფების შესაბამისი 1000 ლარამდე (ფიზიკური პირის მიერ საჰაერო ტრანსპორტით შემოტანისას – 3000 ლარამდე) ღირებულების, 50 კგ-მდე საერთო წონის საქონელი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის;

5.1.3. უცხოეთში ყოველ 6 თვეზე მეტი ხნით ყოფნის შემდეგ საქართველოში შემოსული ფიზიკური პირის მიერ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 28–96 ჯგუფების შესაბამისი 7500 ლარამდე ღირებულების საქონელი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის, ხოლო უცხო ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობიდან ან საკონსულო დაწესებულებიდან როტაციის წესით სამუშაო მივლინებიდან გამოწვეული დიპლომატიური თანამდებობის პირისათვის – დამატებით მის მიერ პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონელი (ოჯახზე ერთი სატრანსპორტო საშუალება, მაცივარი, კომპიუტერი და ტელევიზორი);

5.1.4. 18 წლის ასაკს მიღწეული პირის მიერ შემოტანილი 200 ღერი სიგარეტი და 2 ლირტი ყველა სახის ალკოჰოლური სასმელი, აგრეთვე 50 სიგარა (სიგარილა) ან 250 გრამი თამბაქო ან თამბაქოს დასახელებული ნაწარმი საერთო წონით არა უმეტეს 250 გრამისა (აქციზის გადასახადის გარდა);

5.1.5. საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემოსვლისას ფიზიკური პირის მიერ  შემოტანილი საქონელი (მათ შორის, ავეჯი, საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონელი, ოჯახზე ერთი სატრანსპორტო საშუალება), რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის.

5.2. თუ თქვენ მიერ საქართველოში შემოტანილი საქონლის პარამეტრები აღემატება მე-5 ნაწილის 5.1. პუნქტში აღნიშნულს, თქვენ შეგიძლიათ:

5.2.1. საქონელი მოათავსოთ დროებითი შენახვის საწყობში და წარადგინოთ შესაბამისი განაცხადი;

5.2.2. საქონელი თქვენ მიერ მითითებულ საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილამდე გადააადგილოთ საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით“ კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამასთან, თუ თქვენ მიერ შემოტანილი დაბეგვრას დაქვემდებარებული საქონელი არ აღემატება 20 კგ-სა და 0,5მ3-ს, უნდა მოითხოვოთ დანართი №7 და შეიტანოთ მასში საქონლის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია, ხოლო საბაჟო ორგანო შესაძლებლობის შემთხვევაში უზრუნველყოფს ამ საქონლის მიტანას უახლოეს ან თქვენ მიერ მითითებულ საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილამდე;

5.2.3. წარადგინოთ სატვირთო-საბაჟო დეკლარაცია კანონმდებლობით განსაზღვრულ ადგილებში. ამასთან, საბაჟო ორგანოს მიერ გადაადგილებული დაბეგვრას დაქვემდებარებული 20 კგ-სა და 0,5მ3-ზე ნაკლები საქონლის დანიშნულების ადგილზე მიტანის დროს, თქვენი მოთხოვნის საფუძველზე, საბაჟო ორგანო ავსებს სატვირთო საბაჟო დეკლარაციას.

 

„---------------------------- 200---- წელი

 

დეკლარანტის ხელმოწერა --------------------------------