დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 28 თებერვლის №130 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 351 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 14/04/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 60, 21/04/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 26/07/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.030.22.023.011.755 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.023.011.755
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება №351
2008 წლის 14 აპრილი
ქ. თბილისი
„საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 28 თებერვლის №130 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 28 თებერვლის №130 ბრძანებით (სსმ III, 09.03.2006, №31, მუხ. 362) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-5 მუხლიდან ამოღებულ იქნეს „კ“ ქვეპუნქტი;
ბ) მე-10, მე-11 და მე-12 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10.
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) სამართლებრივი აქტების მომზადებისა და ექსპერტიზის სამმართველო;
ბ) სასამართლო დავების უზრუნველყოფის სამმართველო.
მუხლი 11.
სამართლებრივი აქტების მომზადებისა და ექსპერტიზის სამმართველო თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს:
ა) ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებას;
ბ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას;
გ) ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებისა და ნორმატიულ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე წინადადებების მომზადებას;
დ) სამინისტროს საპარლამენტო მდივნის საქმიანობის უზრუნველყოფას;
ე) სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ მომზადებული საკანონმდებლო აქტების პროექტების კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს მთავრობაში წარდგენის პროცედურების კოორდინაციას;
ვ) სამინისტროს კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმით გათვალისწინებული საკითხების დადგენილ ვადებში გადაწყვეტის კოორდინაციას;
ზ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისაგან სამინისტროში კანონშემოქმედებითი პროცესის მიმდინარეობის თაობაზე ინფორმაციის გამოთხოვას;
თ) სამართლებრივი თვალსაზრისით გარემოსდაცვით ხელშეკრულებებში საქართველოს მონაწილეობის მიზანშეწონილობის ანალიზს და შესაბამისი სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაციაში მონაწილეობას. საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის უზრუნველყოფას საერთაშორისო გარემოსდაცვით კანონმდებლობასთან (კონვენციებთან);
ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო გარემოსდაცვით ხელშეკრულებებთან დაკავშირებულ შეხვედრებში, კონსულტაციებში და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობას;
კ) საერთაშორისო ხელშეკრულების ეროვნული პასუხისმგებელი პირებისა და საკონტაქტო პირებისაგან შესაბამის საერთაშორისო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით წერილობით ინფორმაციებისა (მათ შორის საერთაშორისო გარემოსდაცვითი კონვენციებით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების მდგომარეობის შესახებ) და ანგარიშების მოთხოვნას;
ლ) კანონმდებლობით და მინისტრის დავალებებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 12.
სასამართლო დავების უზრუნველყოფის სამმართველო თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს:
ა) სამინისტროს წარმომადგენლობას საქართველოს სასამართლოებში;
ბ) დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით ინფორმაციის გამოთხოვას სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისაგან;
გ) სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი დავების ანალიზს;
დ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების და საჭიროების შემთხვევაში მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის დავალებით სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწე-სებულებების სამართლებრივ უზრუნველყოფას;
ე) კომპეტენციის ფარგლებში მოქალაქეებისაგან და იურიდიული პირებისაგან მიღებული განცხადებების, საჩივრებისა და წერილების განხილვას;
ვ) კანონმდებლობით და მინისტრის დავალებებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. გამცემლიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები