,,საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 თებერვლის №4 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“

  • Word
,,საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 თებერვლის №4 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 18/04/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 61, 22/04/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 02/03/2012
სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.16.009.011.776
  • Word
13
18/04/2008
სსმ, 61, 22/04/2008
010.220.020.16.009.011.776
,,საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 თებერვლის №4 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია

                                                                                             სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი

                                                  010.220.020.16.009.011.776

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება 13

2008 წლის 18 აპრილი . თბილისი

,,საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებსაქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 თებერვლის 4 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

,,დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებსაქართველოს კანონის და ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებსაქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის და მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დაადგინა:

    მუხლი 1.

,,საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომა-რაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებსაქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 თებერვლის 4 დადგენილებით (სსმ III, 08.02.2008, 20, მუხ. 232) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-4 მუხლის მე-10 პუნქტის ,,.ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,.) აღმასრულებელი დირექტორის არყოფნის შემთხვევაში ახორციელებს მის უფლებამოსილებებს;“.

2. მე-4 მუხლის მე-10 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ქვეპუნქტი:

,,) აღმასრულებელი დირექტორისა და მისი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში მათ უფლებამოსილებას კომისიის თავმჯდომარის ბრძანების საფუძ-ველზე, ახორციელებს ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსი.“.

3. მე-7 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს:

) შემდეგი შინაარსის ,,1ქვეპუნქტი:

,,1) წყალმომარაგების დეპარტამენტი;“;

) შემდეგი შინაარსის ,,1ქვეპუნქტი:

,,1) კომპიუტერულ-ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის სამმართველო;“.

4. მე-11 მუხლის:

) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ტარიფებისა და ფასწარმოქმნის დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ელექტროენერგეტიკის სამმართველო და ბუნებრივი გაზის სამმართველო.“;

) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები:

,,3.ელექტროენერგეტიკის     სამმართველო     უზრუნველყოფს ელექტროენერგეტიკის და წყალმომრაგების სექტორებში ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,“ – ,,ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებას.

4. ბუნებრივი გაზის სამართველო უზრუნველყოფს ბუნებრივი გაზის სექტორში ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,“ – ,,და ,,ქვეპუნქტებით გათვალის-წინებული ფუნქციების შესრულებას.“.

5. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    ,,მუხლი 13.

1. მეთოდოლოგიური და ინფორმაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

) მეთოდოლოგიური სამმართველო;

) ანალიზისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამმართველო.

2. მეთოდოლოგიური სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

) ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების დარგების რეგულირების მეთოდოლოგიური საფუძვლების შემუშავება და მათი სრულყოფის კოორდინაცია;

) შემუშავებული პროექტების ანალიზი და სრულყოფაში მონაწილეობის მიღება თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

) ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში სამართლებრივი აქტების შემუშავება თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

) მიღებული ნორმატიული აქტების დადგენილი წესით საქართველოს იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციისა და ნორმატიული აქტების ოფიცია-ლურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნების უზრუნველყოფა.

3. ანალიზისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

) რეგულირების საერთაშორისო ტენდენციებისა და მეთოდოლოგიური მიდგომების შესწავლა-ანალიზი და მათ საფუძველზე სათანადო ინფორმაციის, წინადადებების და შესაბამისი სამართლებრივი აქტების მომზადება;

) ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის და წყალმომარაგების ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიის შემუშავება, ანალიზი და სრულყოფა;

) შემუშავებული პროექტების ანალიზი და სრულყოფაში მონაწილეობის მიღება თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

) კომისიის კომპენტენციის ფარგლებში აპარატის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის და წყალ-მომარაგების სექტორის ობიექტების სარეაბილიტაციო და საინვესტიციო პროგრამების განხილვაში მონაწილეობა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავება.“.

6. X თავის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის X1 თავი:

,,თავი X1. წყალმომარაგების დეპარტამენტი

    მუხლი 151

წყალმომარაგების დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

) სასმელი წყლის მიწოდების სფეროში კომისიის კომპეტენციას მიკუთვნებული სადავო საკითხების განსახილველად მომზადება;

) სასმელი წყლის მიმწოდებელთაგან მიღებული, კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაციის ანალიზი;

) წყალმომარაგების სექტორში სასმელი წყლის მიმწოდებლების მიერ შემოტანილი განაცხადების განხილვა;

) წყალმომარაგების სექტორის ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის შემუშავება და სრულყოფა;

) რეგულირების საფასურის გადახდაზე სასმელი წყლის მიმწოდებლებთან შესათანხმებელი გრაფიკის შემუშავებაში მონაწილების მიღება;“.

7. XIII თავის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის XIII1 თავი:

,,თავი XIII1. კომპიუტერულ-ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის სამმართველო

    მუხლი 181.

კომპიუტერულ-ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

) კომისიის აპარატის შიდა კომპიუტერული ქსელის გამართული მუშაობისა და განვითარების უზრუნველყოფა, შიდა ერთიანი ინფორმაციული ბაზის შექმნა, მასში ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზის პროგრამების (კანონები, დადგენილებები, გადაწყვე-ტილებები, ბრძანებები და . .). ყოველკვირეული განახლება და კომისიის მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებისა და სხვადასხვა სახის ინფორმაციის განთავსება;

) კომპიუტერული ტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის საკითხებში კომისიის აპარატის თანამშრომელთა კონსულტაცია;

) სერვერის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა. სერვერზე ოპერაციული სისტემისა და პროგ-რამების განახლება. შიდა ქსელის მიერთება გლობალურ ქსელთან (ინტერნეტთან);

) კომისიის აპარატის თანამშრომლების კომპიუ-ტერების პროგრამული უზრუნველყოფა, ოპერაციული სისტემების დაყენება-განახლება, საოფისე, ანტივი-რუსული და სხვა პროგრამების ჩაწერა და განახლება. კომპიუტერებისა და პერიფერიული მოწყობილობების ტექნიკური უზრუნველყოფა, დიაგნოსტიკა, რემონტი და განახლება;

) კომისიის სხდომების აუდიო ჩანაწერების გაკეთება. აუდიო ჩანაწერების ციფრულ ფორმატში გადაყვანა და მათი არქივის შექმნა. კომისიის სხდომის დარბაზის ტექნიკური უზრუნველყოფა.“.

მუხლი 2. ეს დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

   გ. ჩალაგაშვილი