დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 403 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 01/05/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 68, 01/05/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230.210.000.22.033.011.804 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.011.804
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №403
2008 წლის 1 მაისი
ქ. თბილისი
„საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებაში (სსმ III, 29.11.2007 წ., №169, მუხ. 1881) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო რეჟიმების (გარდა ტრანზიტის საბაჟო რეჟიმისა და საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილის მიერ ან მისი დანიშნულებით შემოტანილი საქონლისა, რომლის მიმართაც დადგენილი წესით ხორციელდება გამარტივებული საბაჟო კონტროლი) აგრეთვე რეექსპორტის შესაბამისად გაცხადებულ საქონელზე სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმის შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის და რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №1):
ა) მე-6 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. აკრძალულია საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ დეკლარაციის შევსება ან დეკლარაციაში მონაცემების დამატება ან მასში მონაცემების შეცვლა, გარდა იმ მონაცემებისა, რომელთა შეტანა ან/და შეცვლა განეკუთვნება საბაჟო ორგანოს კომპეტენციას, აგრეთვე ელექტრონული დამუშავების დროს გამოყენებული კოდირებული მონაცემების შეცვლის ან დამატების გარდა, თუ ისინი დეკლარაციაში შეტანილია არაკოდირებული სახით.“;
ბ) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 57-ე პუნქტი:
„57. თუ დეკლარაციის გრაფები – 2 (მხოლოდ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან დაკავშირებული საბაჟო დამუშავების ოპერაციების შემთხვევაში), 3, 8 (მხოლოდ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან დაკავშირებული საბაჟო დამუშავების ოპერაციების შემთხვევაში), 10, 11, 12, 15, 15ა, 17, 17ა, 18, 19, 21, 22, 23, 25, 26, 27, 28, 29, 30, 31, 32, 37, 40, 42, 43, 44, 45, 47, 49 არასწორად არის შევსებული და აღნიშნული შეცდომა არ იწვევს საბაჟო სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობას, საბაჟო მოხელეს შეუძლია ცვლილებები შეიტანოს დეკლარაციის აღნიშნულ გრაფებში.“;
გ) ამოღებულ იქნეს მე-9 მუხლის მე-5 პუნქტი.
2. ბრძანებით დამტკიცებული „ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის შესაბამისად გაცხადებულ საქონელზე სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმის, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის და რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №4):
ა) მე-7 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. აკრძალულია საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ დეკლარაციის შევსება ან დეკლარაციაში მონაცემების დამატება ან მასში მონაცემების შეცვლა, გარდა იმ მონაცემებისა, რომელთა შეტანა ან/და შეცვლა განეკუთვნება საბაჟო ორგანოს კომპეტენციას, აგრეთვე ელექტრონული დამუშავების დროს გამოყენებული კოდირებული მონაცემების შეცვლის ან დამატების გარდა, თუ ისინი დეკლარაციაში შეტანილია არაკოდირებული სახით.“;
ბ) მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:
„7. თუ დეკლარაციის გრაფები – 2, 3, 8, 15, 15ა, 17, 17ა, 18, 19, 21, 25, 27, 31, 32, 40 არასწორად არის შევსებული და აღნიშნული შეცდომა არ იწვევს საბაჟო სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობას, საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელ მოხელეს შეუძლია ცვლილებები შეიტანოს დეკლარაციის აღნიშნულ გრაფებში.“.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები