„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 626
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 29/05/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 77, 30/05/2008
სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.22.034.011.866
626
29/05/2008
სსმ, 77, 30/05/2008
310.150.000.22.034.011.866
„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.22.034.011.866

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №626

2008 წლის 29 მაისი

ქ. თბილისი

„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 (სსმ III, 01.02.2007 წ., №14, მუხ.153) ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-3 მუხლის მე-18 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„18. დათვალიერების აქტი – მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დადგენილი წესით რეგისტრაციისას ან სარეგისტრაციო ცვლილებების განხორცილებისას უფლებამოსილი პირის მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეკვიზიტების წარმოდგენილ დოკუმენტებთან ვიზუალურად შედარების შედეგად შედგენილი აქტი (ფორმა 1), რომელშიც აისახება კანონმდებლობით განსაზღვრული მონაცემები (დანართი 3). დათვალიერების აქტის მოქმედების ვადა განისაზღვრება 30 დღით.“.

2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ბ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ა) ხეითის განყოფილება;“;

ბ) „გ.დ“ ქვეპუნქტების შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ.ე.“ და „გ.ვ.“ ქვეპუნქტები:    

„გ.ე) ოზურგეთის განყოფილება;

„გ.ვ) საჩხერე-ამბროლაურის ქვეგანყოფილება.“.

3. მე-17 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რდაქციით:

„ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;“.

4. მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კანონმდებლობით განსაზღვრული გამონაკლისების გარდა, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სანომრე ან დროებითი სანომრე ნიშნები სარეგისტრაციო სამსახურებს ბარდება:

ა) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის შეცვლისას;

ბ) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სანომრე ნიშნების შეცვლისას;

გ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვიდან მოხსნისას;

დ) სანომრე ან დროებითი სანომრე ნიშნების დაზიანების, დაკარგვის ან მათი მოქმედების ვადის ამოწურვისას;

ე) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პირველადი რეგისტრაციისას;

ვ) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.“.

5. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„1. გარდა ამ ინსტრუქციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა დასაშვებია სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გამოთავისუფლებული (ჩაბარებული) სანომრე ნიშნების დადგენილი წესით ხელახალი გაცემა ჩაბარებიდან ერთი სამუშაო დღის განმავლობაში.

2. ამ ინსტრუქციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სანომრე ნიშნების გაცემა შესაძლებელია შენახვის ვალდებულების გასვლის შემდგომ.

3. კანონმდებლობით განსაზღვრული გამონაკლისების გარდა, მიმოქცევიდან ამოიღება:

ა) მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად ჩაბარებული სანომრე ნიშნები, თუ მათი ხელახალი გაცემა არ განხორციელდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში;

ბ) ამ ინსტრუქციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ჩაბარებული სანომრე ნიშნები, თუ არ მოხდა მათი აღდგენა-გაცემა;

გ) ის ჩაბარებული სანომრე ან დროებითი სანომრე ნიშნები, რომელთა ხელახალ გაცემას ან/და შენახვას არ ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა.

4. დასაშვებია მიმოქცევიდან ამოღებული (განადგურებული) სანომრე ნიშნის ლათინური ასოებისა და ციფრების იდენტური კომბინაციით ახალი სანომრე ნიშნის დამზადება და დადგენილი წესით მიმოქცევაში გაშვება.“.

6. ამოღებულ იქნეს 21-ე მუხლი.

7. 26-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„მუხლი 26.

1. მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების პირველადი რეგისტრაციისათვის მესაკუთრის მიერ სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილ უნდა იქნეს:

ა) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;

გ) დათვალიერების აქტი;

დ) განცხადება (დანართი 2);

ე) კანონით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;

ვ) შიდა ტრანზიტი.

2. უცხოეთიდან საქართველოში რეგისტრაციის ან დროებითი რეგისტრაციის მიზნით შემოყვანილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პირველადი რეგისტრაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საბაჟო ვალდებულების შესრულების ან ასეთი ვალდებულების წარმოუშობლობის დამადასტურებილი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ.“.

8. 27-ე მუხლის შენიშვნის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ფიზიკური პირის მიერ მის საკუთრებაში 6 თვემდე ვადით არსებული სატრანსპორტო საშუალების გასხვისებისას, აგრეთვე საჩუქრად ან მემკვიდრეობით მიღებისას, სარეგისტრაციო სამსახურის თანამშრომელი გააცნობს გამსხვისებელს (შემძენს) ან საჩუქრად ან მემკვიდრეობით მიმღებ ფიზიკურ პირს წერილობით გაფრთხილებას (დანართი 7), რომლის მიხედვითაც იგი ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გამოცხადდეს შესაბამის საგადასახადო სამსახურში ან სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში განლაგებულ საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელთან ანგარიშებისა და გადახდის ვალდებულების შესასრულებლად და აფრთხილებს დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ გამსხვისებელმა ან შემძენმა უარი განაცხადა გაფრთხილებაზე ხელის მოწერაზე, ჩაითვლება რომ იგი გაეცნო დაკისრებულ ვალდებულებებს.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ ინსტრუქციის მე-17, 26-ე, 27-ე, 271  მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში იურიდიულმა პირმა დამატებით უნდა წარმოადგინოს:

ა) არასრულყოფილი ელექტრონული სახელმწიფო (მათ შორის, სამეწარმეო) რეესტრის ამონაწერის ან მისი არარსებობის შემთხვევაში იურიდიული პირის რეგისტრაციის ამსახველი დოკუმენტაცია;

ბ) იურიდიული პირის ბეჭედი ან/და უფლებამოსილი პირის რწმუნებულება.“.

9. 27-ე მუხლის შენიშვნას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები:

„5. ამ ინსტრუქციის მე-17 მუხლის მე-6 პუნქტის, აგრეთვე 251 , 26-ე, 27-ე, 271  მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოქალაქის პირადობის მოწმობის წარმოდგენა სავალდებულო არ არის, თუ პირის მიერ წარმოდგენილი მოქალაქის პასპორტით ან საქართველოს საგამოცდო სამსახურების მიერ 2006 წლის 1 აპრილიდან გაცემული მართვის მოწმობით შესაძლებელია რეგისტრაციისათვის განსაზღვრული ფიზიკური პირის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების დადგენა სამოქალაქო რეესტრის ჩანაწერების ამსახველი მონაცემთა ელექტრონული ბაზის მეშვეობით.

6. პირის მიერ მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ჩანაწერები უქმდება ან/და იცვლება ზემოაღნიშნულ დოკუმენტში არსებული სარეგისტრაციო მონაცემების შესაბამისად.“.

10. 30-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის წერილობითი მომართვა და საკუთრების უფლების შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი.“.

11. 41-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სარეგისტრაციო სამსახურებში წარმოდგენილ დოკუმენტში ან/და სარეგისტრაციო ნიშანზე, ან/და ნომრიან აგრეგატზე უზუსტობის, შეუსაბამობის, გადასწორების, დაზიანების კვალის ან სამართლებრივი შეზღუდვის არსებობის შემთხვევაში მექანიკური სატრანსპორტო საშუალება ან/და თანდართული დოკუმენტაცია ექვემდებარება დამატებით შემოწმებას.

2. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოების შესწავლა სცილდება სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებს ან შემოწმების შედეგად ვერ დგინდება აღმოჩენილი გარემოებების კანონმდებლობასთან შესაბამისობა, სააგენტო წყვეტს რეგისტრაციის პროცესს უფლებამოსილი ორგანოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

3. მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე აღრიცხული სამართლებრივი შეზღუდვები უქმდება კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე.“.

12. ინსტრუქციას დაემატოს შემდეგი შინაარსის 459  მუხლი:

     „მუხლი 45 9 .

 სააგენტოს მიერ „საქართველოს მოქალაქის მიერ საქართველოს საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით შემოყვანილი, ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში ან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშულების რეგისტრციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების საქართველოს ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით შემოყვანის ფაქტი დგინდება საბაჟო ორგანოების მიერ გაცემული შესაბამისი წერილობითი ინფორმაციის საფუძველზე.“.

13. ბრძანების დნართი №3 ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

 

დანართი 3

მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების

                                                          ა ქ ტ ი                                                              № – –– 200 წ.

 

                                                                                                                           ფორმა 1

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო

 

მექანიკური სატრანსპორტო საშუალება:

მფლობელი:

მოწმობა:

მარკა, მოდელი:

ტიპი:                                                                                                  საიდენტიფიკაციო კოდი:

გამოშვების წელი:                                                                           ძრავას №

ძრავას მოც.                                                                                      ძარის №

ფერი:                                                                                                  შასის №

                                                                                                            დასაშვები მასა:

სანომრე ნიშანი                                                                                დაუტვირთავი მასა:

შემოწმებელი:                                                                                       დამთვალიერებელი:

 

14. ბრძანების დანართი №7 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით:

დანართი №7

 

გ ა ფ რ თ ხ ი ლ ე ბ ა

 

 სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაფრთხილებთ, რომ, თუ თქვენ ასხვისებთ თქვენს საკუთრებაში 6 თვემდე ვადით არსებულ სატრანსპორტო საშუალებას (გარდა სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში ქონების რეალიზაციისა), აგრეთვე საგადასახადო წლის განმავლობაში საჩუქრად იღებთ 1000 ლარის და მეტი ღირებულების ქონებას (გარდა I და II რიგის მემკვიდრეების მიერ მათთვის ქონების ჩუქებისა, ასევე საგადასახადო წლის განმავლობაში III და IV რიგის მემკვიდრეების მიერ 150 000 ლარამდე ღირებულების ქონების საჩუქრად მიღებისა), ვალდებული ხართ სატრანსპორტო საშუალების გადაცემიდან (რეგისტრაციიდან) არა უგვიანეს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე საცხოვრებელი ადგილის მიხედვით საგადასახადო ორგანოს ან სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში განლაგებულ საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლებს წარუდგინოთ დეკლარაცია და ამავე ვადაში გადაიხადოთ კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი.

აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა წარმოადგენს საგადასახადო სამართალდარღვევას, რის გამოც დაგეკისრებათ პასუხისგებლობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის XVIII თავის მიხედვით.

 

გავეცანი:

გამსხვისებელი: —————————           შემძენი: ———————————-

 

თანამდებობის პირი: ————————               —— ——————— 200 წ

 

    მუხლი 2

1. ამ ინსტრუქციის 459  მუხლი ძალაშია „საქართველოს მოქალაქის მიერ საქართველოს საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით შემოყვანილი, ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში ან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშულების რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედების ვადით.

2.  ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. მერაბიშვილი