„მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებისა და მძღოლის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 10 აგვისტოს №1098 ბრძანებაში და ბრძანებით დამტკიცებულ წესში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებისა და მძღოლის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 10 აგვისტოს №1098 ბრძანებაში და ბრძანებით დამტკიცებულ წესში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 627
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 29/05/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 77, 30/05/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 01/08/2012
სარეგისტრაციო კოდი 140.130.000.22.034.011.867
  • Word
627
29/05/2008
სსმ, 77, 30/05/2008
140.130.000.22.034.011.867
„მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებისა და მძღოლის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 10 აგვისტოს №1098 ბრძანებაში და ბრძანებით დამტკიცებულ წესში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.130.000.22.034.011.867

საქართველოს შინაგან საქმეთა

მინისტრის ბრძანება №627

2008 წლის 29 მაისი

ქ. თბილისი

,,მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებისა და მძღოლის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 10 აგვისტოს №1098 ბრძანებაში და ბრძანებით დამტკიცებულ წესში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების“ მე-11 პუნქტის ,,ა“ და ,,ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებისა და მძღოლის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 10 აგვისტოს №1098 ბრძანების (სსმ III, 13.08.2007 წ., №113 მუხ. 1256) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. დამტკიცდეს ,,მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებისა და მძღოლის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ თანდართული წესი.“.

მუხლი 2. ,,მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებისა და მძღოლის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 10 აგვისტოს №1098 ბრძანებით (სსმ III, 13.08.2007 წ., №113 მუხ. 1256) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. ამოღებულ იქნეს მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი.

2. მე-7 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

4. ,,A“, ,,B“, ,,T1“, ,,T2“ ,,T3“ ან T4 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მქონე ,,C“ კატეგორიაზე გადამზადებულ პირებს, ,,C“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება მიეცემათ ამ კატეგორიის შესაბამის სატრანსპორტო საშუალებაზე პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების შემდეგ.“.

3. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) თბილისის სამმართველოს საგამოცდო განყოფილება;

ა.ა) თბილისის სამმართველოს საგამოცდო განყოფილების პრაქტიკული გამოცდის ქვეგანყოფილება.“.

4. ამოღებულ იქნეს ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის ,,ბ.ა“ ქვეპუნქტი.

5. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის ,,ბ.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ.ე.) ხეითის განყოფილება.“.

6. ბრძანებით დამტკიცებული წესიდან მე-19 მუხლს დაემატოს ,,გ.ვ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,გ.ვ) საჩხერე-ამბროლაურის ქვეგანყოფილება“.

7. 21-ე მუხლის შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,შენიშვნა:

1. ,,D“ და ,,E“ კატეგორიებზე გამოცდაზე დასაშვებად მძღოლ კანდიდატებს უნდა გააჩნდეთ ამ წესით გათვალისწინებული შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობის მიღების სტაჟი.

2. გაწვევით ვადიან სამხედრო სამსახურში მყოფმა მოსამსახურემ ამ მუხლით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან ერთად დამატებით უნდა წარმოადგინოს სამხედრო ბილეთი, ცნობა სამხედრო ნაწილიდან და პირადობის მოწმობის ასლი.

3. სოფლის ან/და დაბის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მძღოლ-კანდიდატებს უფლება აქვთ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა ,,A“, ,,B“, ,,C“, ,,T1“, ,,T2“ კატეგორიის მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ და მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საბუთის ნაცვლად წარმოადგინონ გამგეობის (მერიის) რწმუნებულის მიერ გაცემული სარეკომენდაციო ბარათი (დანართი №7).

4. ამ წესით განსაზღვრულ შემთხვევებში, მოქალაქის პირადობის მოწმობის წარმოდგენა სავალდებულო არ არის, თუ პირის მიერ წარმოდგენილი მოქალაქის პასპორტით ან საქართველოს საგამოცდო სამსახურების მიერ 2006 წლის 1 აპრილიდან გაცემული მართვის მოწმობით შესაძლებელია რეგისტრაციისათვის განსაზღვრული ფიზიკური პირის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების დადგენა სამოქალაქო რეესტრის ჩანაწერების ამსახველი მონაცემთა ელექტრონული ბაზის მეშვეობით.“.

მუხლი 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. მერაბიშვილი