დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 501 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 09/06/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 82, 10/06/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190.010.000.22.033.011.906 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.010.000.22.033.011.906
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №501
2008 წლის 9 ივნისი
ქ. თბილისი
„საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებაში (სსმ III, 29.11.2007წ., №169, მუხ. 1881) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. ბრძანების პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „უ“ და „ფ“ ქვეპუნქტები:
„უ) ინსტრუქცია „სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განყოფილებების სარეგისტრაციო სამსახურებში განთავსებული საბაჟო ორგანოების საბაჟო დამუშავების ოპერაციების განმახორციელებელი ჯგუფების განლაგების ადგილებში საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში გაცხადებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე საბაჟო დეკლარაციის შევსების, წარდგენის და რეგისტრაციის წესების შესახებ“ (დანართი №20);
ფ) „სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმა №3“ (დანართი №21).“.
2. საბაჟო რეჟიმების (გარდა ტრანზიტის საბაჟო რეჟიმისა და საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილის მიერ ან მისი დანიშნულებით შემოტანილი საქონლისა, რომლის მიმართაც დადგენილი წესით ხორციელდება გამარტივებული საბაჟო კონტროლი) აგრეთვე რეექსპორტის შესაბამისად გაცხადებულ საქონელზე სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმის შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის და რეგისტრაციის წესების შესახებ ინსტრუქციაში (დანართი №1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
ა) დაემატოს 11 მუხლი შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11.
ამ ინსტრუქციის მოქმედება არ ვრცელდება საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში გაცხადებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც ექვემდებარება დეკლარირებას „სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განყოფილებების სარეგისტრაციო სამსახურებში განთავსებული საბაჟო ორგანოების საბაჟო დამუშავების ოპერაციების განმახორციელებელი ჯგუფების განლაგების ადგილებში საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში გაცხადებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე საბაჟო დეკლარაციის შევსების, წარდგენის და რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციით (დანართი №20) განსაზღვრული წესით.“;
ბ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დეკლარაციის წარდგენა ხდება საქართველოს საბაჟო კოდექსის 61-ე მუხლით დადგენილ ვადებში, რომელიც აითვლება საქონლის ზოგადი დეკლარირების საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 111 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობისათვის“ მინიჭებული „D“ ნომრის გასწვრივ მითითებული შევსების თარიღიდან (ექსპორტის საბაჟო რეჟიმის დროს ფიზიკური პირის მიერ გასატან საქონელზე სატვირთო საბაჟო დეკლარაცია წარედგინება იმ შემთხვევაში, თუ საქონელი არ ექვემდებარება სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ფორმა №2-ით დეკლარირებას).“;
გ) მე-8 მუხლის 53-ე პუნქტი ამოღებულ იქნეს;
დ) მე-9 მუხლის მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
3. ბრძანებას დაემატოს დანართი №20 და დანართი №21 თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გილაური
დანართი №20
ინსტრუქცია
„სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განყოფილებების სარეგისტრაციო სამსახურებში განთავსებული საბაჟო ორგანოების საბაჟო დამუშავების ოპერაციების განმახორციელებელი ჯგუფების განლაგების ადგილებში საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში გაცხადებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე საბაჟო დეკლარაციის შევსების, წარდგენის და რეგისტრაციის წესების შესახებ“
მუხლი 1
1. „სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განყოფილებების სარეგისტრაციო სამსახურებში განთავსებული საბაჟო ორგანოების საბაჟო დამუშავების ოპერაციების განმახორციელებელი ჯგუფების განლაგების ადგილებში საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში გაცხადებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე საბაჟო დეკლარაციის შევსების, წარდგენის და რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქცია (შემდგომში – ინსტრუქცია) განსაზღვრავს „სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმა №3“-ის (შემდგომში – დეკლარაცია) შევსების, წარდგენის და რეგისტრაციის წესებს.
2. ამ ინსტრუქციის მოქმედება არ ვრცელდება საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში გაცხადებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე:
ა) რომლებიც არ არის აღწერილი და კლასიფიცირებული საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8703 სასაქონლო პოზიციაში;
ბ) რომლებიც თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებამდე იმყოფებოდა სხვა საბაჟო რეჟიმში;
გ) რომელთა მიმართ გამოიყენება საგადასახადო შეღავათები ან/და საბაჟო გადასახდელებისაგან გათავისუფლება;
დ) რომელთა მიმართ გამოიყენება უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესი;
ე) რომელთა მიმართ ადგილი აქვს საბაჟო კანონმდებლობის დარღვევას.
მუხლი 2
ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინთა განმარტებები:
ა) „დეკლარანტი“ – პირი, რომელიც საბაჟო დეკლარირებას ახორციელებს თავისი სახელით ან რომლის სახელითაც ხორციელდება საბაჟო დეკლარირება;
ბ) „საქონელი“ ან „ავტოსატრანსპორტო საშუალება“ – საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8703 სასაქონლო პოზიციაში აღწერილი და კლასიფიცირებული ავტოსატრანსპორტო საშუალება;
გ) „რისკი“ – საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის პოტენციური დარღვევის ალბათობა;
დ) „დერეფანი (მწვანე, ყვითელი)“ – საბაჟო კონტროლი, რომელიც ხორციელდება დეკლარირებული საქონლის შესახებ მონაცემთა რისკის გათვალისწინებით;
ე) მწვანე დერეფანი – საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში მოქცევისას დეკლარირებული საქონლის გაშვება საბაჟო დეკლარაციის და თანდართული დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების გარეშე;
ვ) „ყვითელი დერეფანი“ – საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში მოქცევისას დეკლარირებული საქონლის გაშვება საბაჟო დეკლარაციის და თანდართული დოკუმენტების კამერალური შემოწმებით.
მუხლი 3
დეკლარაციის წარდგენა ხდება საქართველოს საბაჟო კოდექსის 61-ე მუხლით დადგენილ ვადებში, რომელიც აითვლება საქონლის ზოგადი დეკლარირების საფუძველზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 111 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობისათვის“ მინიჭებული „D“ ნომრის გასწვრივ მითითებული შევსების თარიღიდან.
მუხლი 4
ერთი დეკლარაციით შეიძლება გაცხადდეს ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალება.
მუხლი 5
1. დეკლარაცია წარედგინება ამ ბრძანების დანართი №21-ით დადგენილი ფორმით.
2. დეკლარაციას ავსებს დეკლარანტი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დეკლარანტი თხოვნით მიმართავს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) დეკლარაციის შევსების თაობაზე.
3. დეკლარაციასთან ერთად წარედგინება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1760 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციით“ გათვალისწინებული, აგრეთვე კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შესაბამისი დოკუმენტები, საბაჟო გადასახდელების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების ორიგინალების ჩათვლით.
4. დეკლარაცია ივსება ქართულ ენაზე, მონაცემთა დამუშავებისა და გადაცემის ელექტრონული სისტემის გამოყენებით, ამ ინსტრუქციის მე-7 მუხლით დადგენილი წესით.
5. შევსებული დეკლარაცია სააგენტოს მიერ ელექტრონულად მიეწოდება საბაჟო ორგანოს.
6. დეკლარაციის ყველა გრაფის დადგენილი წესით შევსების შემთხვევაში, საბაჟო ორგანოს მიერ, მონაცემთა დამუშავებისა და გადაცემის ელექტრონული სისტემის გამოყენებით, დეკლარაციას ავტომატურად ენიჭება ნომერი, რაც ნიშნავს დეკლარირების დასრულებას და საქონლის გაშვებას მწვანე დერეფნის შესაბამისად.
7. დასრულებული დეკლარაცია ამოიბეჭდება 3 ეგზემპლარად და ნაწილდება შემდეგნაირად:
ა) ერთი ეგზემპლარი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად გადაეცემა საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანოს;
ბ) მეორე ეგზემპლარი გადაეცემა მომსახურების სააგენტოს;
გ) მესამე ეგზემპლარი უბრუნდება დეკლარანტს.
მუხლი 6
საბაჟო კანონმდებლობის დარღვევის ნიშნების არსებობის შემთხვევაში დეკლარაციას ნომერი არ მიენიჭება, არ ამოიბეჭდება და საქონელი ექვემდებარება საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელებას ყვითელი დერეფნის შესაბამისად.
მუხლი 7
1. დეკლარანტი დეკლარაციის შევსებისას ავსებს პირველ–მე-11 გრაფებს.
2. გრაფა 1. „იმპორტიორი“ – გრაფაში აღინიშნება საქონლის მიმღების შესახებ მონაცემები. თუ საქონლის მიმღები იურიდიული პირია, გრაფაში აღინიშნება მისი სრული სახელწოდება, მისამართი, ტელეფონის ან ფაქსის (ტელეფაქსის) ნომერი, ხოლო გრაფის ზედა ნაწილში „№“ ნიშნის შემდეგ აღინიშნება საქონლის მიმღების საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც მინიჭებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ. თუ საქონლის მიმღები ფიზიკური პირია, გრაფაში აღინიშნება მისი სახელი, გვარი, მისამართი, ხოლო გრაფის ზედა ნაწილში „№“ ნიშნის შემდეგ აღინიშნება მოქალაქის პირადობის მოწმობაში აღნიშნული პირადი ნომერი ან საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც მინიჭებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ.
3. გრაფა 2. „წარმომადგენელი“ – თუ დეკლარირება ხორციელდება წარმომადგენლის მეშვეობით, გრაფაში აღინიშნება წარმომადგენლის სრული სახელწოდება, მისამართი, ტელეფონის ან ფაქსის (ტელეფაქსის) ნომერი, ხოლო გრაფის ზედა ნაწილში „№“ ნიშნის შემდეგ აღინიშნება წარმომადგენლის საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც მინიჭებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ. თუ წარმომადგენელი ფიზიკური პირია, გრაფაში აღინიშნება მისი სახელი, გვარი, მისამართი, ხოლო გრაფის ზედა ნაწილში „№“ ნიშნის შემდეგ აღინიშნება მოქალაქის პირადობის მოწმობაში აღნიშნული პირადი ნომერი. იმ შემთხვევაში, თუ დეკლარანტი არის უშუალოდ საქონლის მიმღები, მაშინ გრაფაში მიეთითება – „იხ. გრაფა 1“.
4. გრაფა 3. „გამომგზავნი ქვეყანა“ – გრაფაში აღინიშნება საქართველოში საქონლის გამომგზავნი ქვეყნის მოკლე დასახელება ამ ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის“ (დანართი №15) ნაწილი 3-ის შესაბამისად. გამომგზავნი ქვეყანა განისაზღვრება სატრანსპორტო დოკუმენტებში მოყვანილი ცნობების საფუძველზე, რომელთა თანახმად ხორციელდებოდა საქონლის საერთაშორისო გადაზიდვა.
5. გრაფა 4. „VIN კოდი“ – გრაფაში აღინიშნება ავტოსატრანსპორტო საშუალების „VIN“ (Vehicle Identification Number) ან სხვა საიდენტიფიკაციო ნომერი.
6. გრაფა 5. „საქონლის აღწერილობა“, რომელიც შედგება 3 უჯრისაგან:
ა) უჯრა 5.1 – მიეთითება საქონლის თერთმეტნიშნა კოდი სეს ესნ-ის შესაბამისად;
ბ) უჯრა 5.2 – მიეთითება დეკლარირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების ძრავის მოცულობა სმ3-ში;
გ) უჯრა 5.3 – მიეთითება დეკლარირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მარკა, მოდელი, გამოშვების წელი.
7. გრაფა 6. „შევსების თარიღი“ – გრაფაში მიეთითება დეკლარაციის შევსების თარიღი.
8. გრაფა 7. „საბაჟო ღირებულება“ – გრაფაში მიეთითება მე-5 გრაფაში მითითებული საქონლის საბაჟო ღირებულება ლარებში.
9. გრაფა 8. „ხელმოწერა“ – გრაფაში დეკლარანტი ხელმოწერით ადასტურებს დეკლარაციაში გაცხადებული მონაცემების სისწორეს.
10. გრაფა 9. „აღრიცხვის მოწმობის №“ – გრაფაში მიეთითება სატრანსპორტო საშუალებაზე გამოწერილი „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის“ ნომერი.
11. გრაფა 10. „სატრანზიტო ნომერი“ – გრაფაში მიეთითება ავტოსატრანსპორტო საშუალების შიდა ტრანზიტული სარეგისტრაციო ნომერი.
12. გრაფა 11. „საბაჟო გადასახდელების გაანგარიშება“ რომელიც შედგება 4 უჯრისაგან:
ა) უჯრა 11.1. – მიეთითება დეკლარირებულ საქონელზე დარიცხული საბაჟო მოსაკრებლის ოდენობა;
ბ) უჯრა 11.2. – მიეთითება დეკლარირებულ საქონელზე დარიცხული საბაჟო გადასახადის ოდენობა;
გ) უჯრა 11.3. – მიეთითება დეკლარირებულ საქონელზე დარიცხული აქციზის ოდენობა;
დ) უჯრა 11.4. – მიეთითება დეკლარირებულ საქონელზე დარიცხული საბაჟო გადასახდელების ჯამი.
სატვირთო – საბაჟო დეკლარაცია ფორმა N3 (დანართიN21)
|
|
|
|
|
|
|
| N | XXXXX/XXXXX |
| |||||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||||||
| 1 | იმპორტიორი |
|
|
|
|
| რეჟიმი |
| ||||||||||||||||||||
|
|
|
|
|
| 40 |
|
| |||||||||||||||||||||
|
|
|
|
| 9 | გამოწერილი მოწმობის N |
| ||||||||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||||||
| 2 | წარმომადგენელი |
|
|
| 10 |
| სატრანზიტო ნომერი |
| ||||||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||||||
| 3 | გამომგზავნი ქვეყანა |
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||||||
| 4 | VIN კოდი |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||||||
| 5 | საქონლის აღწერილობა | 11 | საბაჟო გადასახდელების გაანგარიშება | |||||||||||||||||||||||||
|
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||
| 5.1 | 5.2 | 5.3 | დარიცხვა ლარი | 11.1 | საბაჟო მოსაკრებელი |
| ||||||||||||||||||||||
| საქონლის კოდი სეს ესნ-ის შესაბამისად | ძრავის მოცულობა სმ 3 | მანქანის მარკა |
|
|
|
|
| |||||||||||||||||||||
|
|
|
|
|
| 11.2 | საბაჟო გადასახადი |
| |||||||||||||||||||||
|
|
| მოდელი |
|
|
|
|
| |||||||||||||||||||||
|
|
|
|
|
| 11.3 | აქციზი |
| |||||||||||||||||||||
|
|
|
|
| გამოშვების წელი |
|
|
|
|
| |||||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
| 11.4 | სულ დაერიცხა |
| |||||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||||||
| 6 | შევსების თარიღი |
|
|
|
| 7 | საბაჟო ღირებულება (ლარი) | |||||||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||||||||
|
| ––––– | ––––– | 2008 წ. |
|
|
|
|
|
| |||||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||||||
| 8 | ხელმოწერა |
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||||||||||||
|
|
| ––––––––––––––––––
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები