დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 533 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 20/06/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 91, 27/06/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230.210.000.22.033.011.950 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.011.950
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №533
2008 წლის 20 ივნისი
ქ. თბილისი
„საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებით (სსმ III, 29.11.2007 წ., №169, მუხ. 1881) დამტკიცებულ „სატვირთო საბაჟო დეკლარაცია ფორმა №2“-ის შევსების წესის შესახებ” ინსტრუქციაში (დანართი №16) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) ინსტრუქციის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2.
პირველ მუხლში მითითებული დეკლარაციით საბაჟო დამუშავების ოპერაციას ექვემდებარება ფიზიკური პირის მიერ ერთი სახეობის ტრანსპორტით გადაადგილებული, თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში გაცხადებული 1 500 ლარზე ნაკლები საბაჟო ღირებულების მქონე პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი ან ექსპორტის საბაჟო რეჟიმში გაცხადებული 3000 ლარზე ნაკლები საბაჟო ღირებულების მქონე საქონელი (საქონელთა ჯგუფი), გარდა იმპორტისა და ექსპორტის საბაჟო რეჟიმებში გაცხადებული შემდეგი საქონლისა:
ა) აქციზური საქონელი;
ბ) საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 27, 28, 29, 30, 36, 71, 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8709, 8710, 8711, 8712, 8713, 8716, 88, 89, 93, 97-ე ჯგუფებით გათვალისწინებული საქონელი;
გ) ყველა ის საქონელი, რომლის იმპორტიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან, გარდა ამავე კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტში მითითებული საქონლისა;
დ) „შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ორმაგი დანიშნულების პროდუქცია;
ე) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2705 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონელი, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან საქონლის იმპორტისა.“;
ბ) ინსტრუქციის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2
პირველ მუხლში მითითებული დეკლარაციით საბაჟო დამუშავების ოპერაციას ექვემდებარება ფიზიკური პირის მიერ ერთი სახეობის ტრანსპორტით გადაადგილებული, თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში გაცხადებული 1 500 ლარზე ნაკლები საბაჟო ღირებულების მქონე პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი ან ექსპორტის საბაჟო რეჟიმში გაცხადებული 3000 ლარზე ნაკლები საბაჟო ღირებულების მქონე საქონელი (საქონელთა ჯგუფი), გარდა იმპორტისა და ექსპორტის საბაჟო რეჟიმებში გაცხადებული შემდეგი საქონლისა:
ა) აქციზური საქონელი;
ბ) საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 27, 28, 29, 30, 36, 71, 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8709, 8710, 8711, 8712, 8713, 8716, 88, 89, 93, 97-ე ჯგუფებით გათვალისწინებული საქონელი;
გ) ყველა ის საქონელი, რომლის იმპორტიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან, გარდა ამავე კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტში მითითებული საქონლისა;
დ) „შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ორმაგი დანიშნულების პროდუქცია;
ე) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2705 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონელი, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან ან თავისუფალი საწყობიდან საქონლის იმპორტისა.“.
მუხლი 2.
1. ბრძანება, გარდა ბრძანების პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე და მოქმედებს 2009 წლის 1 იანვრამდე.
2. ბრძანების პირველი მუხლის “ბ” ქვეპუნქტი ძალაში შედის 2009 წლის 1 იანვრიდან.
ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები