დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გადასახადის გადამხდელთა სახელმწიფო ან/და საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის, იურიდიულ პირთა ფილიალების სახელმწიფო ან/და საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 8 მაისის №419 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 535 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 20/06/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 91, 27/06/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200.090.000.22.033.011.952 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.090.000.22.033.011.952
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №535
2008 წლის 20 ივნისი
ქ. თბილისი
„გადასახადის გადამხდელთა სახელმწიფო ან/და საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის, იურიდიულ პირთა ფილიალების სახელმწიფო ან/და საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 8 მაისის №419 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „გადასახადის გადამხდელთა სახელმწიფო ან/და საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის, იურიდიულ პირთა ფილიალების სახელმწიფო ან/და საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 8 მაისის №419 ბრძანებაში (სსმ III, 08.05.2008 წ., №70, მუხ. 757) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. ბრძანების პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მ) მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექცია, რომელიც ახორციელებს:
მ.ა) ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საწარმოების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული არასამეწარმეო (არა-კომერციული) იურიდიული პირების, ფილიალების (წარმომადგენლობების) რეესტრში ცვლილებების რეგისტრაციას და რეესტრიდან ამონაწერების გაცემას;
მ.ბ) „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 54-ე პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული იურიდიული პირების სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციას, ცვლილებათა რეგისტრაციას და ამონაწერის გაცემას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 261 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად.“.
2. ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ ქვეპუნქტი:
„ო) თავისუფალი ინდუსტრიული ზონა – ,,თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თავისუფალი ზონა.“.
3. ინსტრუქციის მე-5 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,7. საწარმოს შეუძლია დაარსოს ფილიალი, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს. საქართველოში რეგისტრირებული საწარმოს ფილიალის რეგისტრაცია სავალდებულო არ არის (თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი). საწარმოს შეუძლია ფილიალის დაარსების შესახებ შეტყობინება გაუგზავნოს მარეგისტრირებელ ორგანოს ფილიალის ადგილსამყოფლის მიხედვით, რომელიც ვალდებულია სამეწარმეო რეესტრში შეიტანოს ინფორმაცია ფილიალის რეგისტრაციის თაობაზე.“.
4. ინსტრუქციას დაემატოს 21-ე მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 21. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში გადასახადის გადამხდელთა სახელმწიფო ან/და საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის, იურიდიულ პირთა ფილიალების სახელმწიფო ან/და საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის პროცედურები.
1. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმო შეიძლება იყოს ნებისმიერი სამეწამეო სუბიექტი, რომელიც რეგისტრირებულია თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით.
2. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საწარმოს, უცხოური საწარმოს ფილიალის (მუდმივი დაწესებულების) სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაცია ხორციელდება ამ ინსტრუქციის მე-5 მუხლით დადგენილი წესის მიხედვით.
3. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გარეთ საქართველოში დარეგისტრირებულ საწარმოს შეუძლია დაარსოს ფილიალი თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მარეგისტრირებელ ორგანოს საწარმოს ფილიალის (მუდმივი დაწესებულების) იურიდიული მისამართის მიხედვით წარედგინება სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის შესახებ განცხადება (დანართი №6), რომელშიც უნდა მიეთითოს:
ა) ფილიალის (მუდმივი დაწესებულების) საფირმო სახელწოდება;
ბ) ფილიალის (მუდმივი დაწესებულების) იურიდიული მისამართი;
გ) დამფუძნებლის საფირმო სახელწოდება, იურიდიული მისამართი, იმ ორგანოს დასახელება, რომელმაც რეგისტრაციაში გაატარა იურიდიული პირი, რეგისტრაციის თარიღი, რეგისტრაციის და/ან საიდენტიფიკაციო ნომერი, მონაცემები მისი წარმომადგენლების შესახებ;
დ) ფილიალის (მუდმივი დაწესებულების) საქმიანობის ხანგრძლივობა (ვადიანი ფილიალის შემთხვევაში მიეთითება ვადა წლების მიხედვით. სხვა შემთხვევაში – ,,უვადო“);
ე) თუ ფილიალს (მუდმივ დაწესებულებას) ჰყავს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი რამდენიმე პირი, განცხადებაში უნდა მიეთითოს, ისინი ერთად წარმოადგენენ ფილიალს (მუდმივ დაწესებულებას) თუ ცალ-ცალკე;
ვ) განცხადების სარეგისტრაციოდ წარდგენის თარიღი;
ზ) ფილიალის (მუდმივი დაწესებულების) წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირების ხელმოწერა. განცხადებაში ხელმოწერები შეიძლება განხორციელდეს უშუალოდ რეგისტრაციაზე უფლებამოსილი პირის თანდასწრებით. სხვა შემთხვევაში განცხადება და ფილიალის (მუდმივი დაწესებულების) წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) ხელმოწერის ნიმუშები წარმოდგენილ უნდა იქნეს ნოტარიალურად დამოწმებული წესით;
თ) სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (დამოწმებული საბანკო დაწესებულების მიერ).
5. მარეგისტრირებელი ორგანო საწარმოს ფილიალის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის შესახებ განცხადების მიღებისთანავე (განცხადების სათანადო რეგისტრაციისთანავე) დაუყოვნებლივ ამოწმებს განცხადებაში შეტანილი მონაცემების სისრულეს, განცხადებაზე თანდართული დოკუმენტების შესაბამისობას მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან და, თუ წარმოდგენილი დოკუმენტები აკმაყოფილებს სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაციისათვის/აღრიცხვისათვის დადგენილ პირობებს, განცხადება დასტურდება რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით და დადგენილი ნიმუშის ბეჭდით. რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირი იღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის თაობაზე. რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სარეგისტრაციო მონაცემები შეიტანება შესაბამის რეესტრში და სახელმწიფო ან/და საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის მონაცემთა დამუშავების კომპიუტერულ ბაზაში, ფილიალს ენიჭება საიდენტიფიკაციო ნომერი და გაიცემა სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობა (დანართი №11). მოწმობაზე ხელს აწერს რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირი.
6. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში დარეგისტრირებულ საწარმოს შეუძლია დაარსოს ფილიალი საქართველოს ტერიტორიაზე. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმო საქართველოს სხვა ტერიტორიაზე (თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გარეთ) საქმიანობას ახორციელებს როგორც უცხოური საწარმოს მუდმივი დაწესებულება.
7. ,,თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ორგანიზატორი ან/და ადმინისტრატორი არ წარმოადგენს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს და რეგისტრირებულ უნდა იქნეს საქართველოს სხვა ტერიტორიაზე (თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გარეთ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
5. ბრძანების დანართი №18 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2.
1. ბრძანება, გარდა ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტში მოცემული ,,მ.ბ“ ქვეპუნქტისა, ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტში მოცემული ,,მ.ბ“ ქვეპუნქტი ძალაში შედის 2009 წლის 1 იანვრიდან.
ნ. გილაური
დანართი №18
რეგიონალური ცენტრების (საგადასახადო ინსპექციების) სამოქმედო ტერიტორიული ერთეულებისათვის განსაზღვრული შვიდციფრა (მე-2 – მე-7 ციფრის ჩათვლით) დიაპაზონები გადასახადის გადამხდელზე საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭებისათვის
| I | აფხაზეთის საგადასახადო ინსპექცია |
|
|
| 1 | ქ. სოხუმი | 4,925,001 | 5,072,000 |
| 2 | ქ. გაგრა | 5,072,001 | 5,152,200 |
| 3 | ქ. ტყვარჩელი | 5,152,201 | 5,171,600 |
| 4 | გალის რაონი | 5,171,601 | 5,251,900 |
| 5 | გუდაუთის რაიონი | 5,251,901 | 5,306,900 |
| 6 | გულრიფშის რაიონი | 5,306,901 | 5,364,100 |
| 7 | ოჩამჩირის რაიონი | 5,364,101 | 5,440,600 |
| 8 | აჟარა | 5,520,601 | 5,530,600 |
| II | მსხვილ გადამხდელთა ინსპექცია | 5,720,401 | 5,770,400 |
| III | ქ. თბილისის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) |
|
|
| 1 | გლდანი-ნაძალადევის რაიონი | 1 | 194,300 |
|
|
| 943,401 | 1,132,200 |
| 2 | დიდუბე-ჩუღურეთის რაიონი | 194,301 | 288,600 |
|
|
| 288,601 | 381,200 |
| 3 | ძველი თბილისის რაიონი | 437,801 | 485,100 |
|
|
| 381,201 | 437,800 |
| 4 | ისანი-სამგორის რაიონი | 602,401 | 814,000 |
|
|
| 814,001 | 943,400 |
| 5 | ვაკე-საბურთალოს რაიონი | 485,101 | 602,400 |
|
|
| 1,132,201 | 1,267,000 |
| 6 | დიდგორის რაიონი | 5,440,601 | 5,520,600 |
| IV | ბათუმის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) |
|
|
| 1 | ქ. ბათუმი | 4,538,301 | 4,675,400 |
| 2 | ქედის რაიონი | 4,675,401 | 4,695,100 |
| 3 | შუახევის რაიონი | 4,786,001 | 4,804,700 |
| 4 | ხულოს რაიონი | 4,804,701 | 4,838,100 |
| 5 | ხელვაჩაურის რაიონი | 4,838,101 | 4,925,000 |
| 6 | ქობულეთის რაიონი | 4,695,101 | 4,786,000 |
| V | ქუთაისის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) |
|
|
| 1 | ქ. ქუთაისი | 1,267,001 | 1,508,000 |
| 2 | ონის რაიონი | 3,797,601 | 3,810,700 |
| 3 | სამტრედიის რაიონი | 3,872,401 | 3,939,200 |
| 4 | საჩხერის რაიონი | 3,939,201 | 3,986,000 |
| 5 | ცაგერის რაიონი | 4,256,901 | 4,272,800 |
| 6 | ხარაგაულის რაიონი | 4,356,701 | 4,385,400 |
| 7 | ხონის რაიონი | 4,495,601 | 4,530,700 |
| 8 | ვანის რაიონი | 2,964,901 | 3,002,400 |
| 9 | ზესტაფონის რაიონი | 3,002,401 | 3,079,700 |
| 10 | თერჯოლის რაიონი | 3,194,501 | 3,238,500 |
| 11 | ლენტეხის რაიონი | 3,406,501 | 3,415,700 |
| 12 | ქ. ჭიათურა | 1,558,901 | 1,628,800 |
| 13 | ქ. ტყიბული | 1,961,701 | 1,998,200 |
| 14 | ქ. წყალტუბო | 2,126,701 | 2,201,400 |
| 15 | ამბროლაურის რაიონი | 2,293,401 | 2,309,800 |
| 16 | ბაღდათის რაიონი | 2,505,201 | 2,535,700 |
| VI | რუსთვის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) |
|
|
| 1 | ქ. რუსთვი | 1,628,801 | 1,787,300 |
| 2 | წალკის რაიონი | 4,311,901 | 4,356,700 |
| 3 | მარნეულის რაიონი | 3,415,701 | 3,542,800 |
| 4 | დმანისის რაიონი | 2,888,101 | 2,927,300 |
| 5 | ბოლნისის რაიონი | 2,535,701 | 2,610,900 |
| 6 | გარდაბნის რაიონი | 2,651,701 | 2,771,600 |
| 7 | თეთრიწყაროს რაიონი | 3,079,701 | 3,116,500 |
| VII | ფოთის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) |
|
|
| 1 | ქ. ფოთი | 1,508,001 | 1,558,900 |
| 2 | სენაკის რაიონი | 3,986,001 | 4,038,800 |
| 3 | ჩხოროწყუს რაიონი | 4,226,001 | 4,256,900 |
| 4 | წალენჯიხის რაიონი | 4,272,801 | 4,311,900 |
| 5 | მარტვილის რაიონი | 3,542,801 | 3,589,100 |
| 6 | ქ. ზუგდიდი | 1,998,201 | 2,126,700 |
| 7 | აბაშის რაიონი | 2,243,001 | 2,271,700 |
| 8 | ხობის რაიონი | 4,454,701 | 4,495,600 |
| 9 | მესტიის რაიონი | 3,589,101 | 3,603,100 |
| VIII | გურიის საგადასახადო ინსპექცია |
|
|
| 1 | ოზურგეთის რაიონი | 3,705,801 | 3,797,600 |
| 2 | ლანჩხუთის რაიონი | 3,364,201 | 3,406,500 |
| 3 | ჩოხატაურის რაიონი | 4,199,301 | 4,226,000 |
| IX | გორის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) |
|
|
| 1 | ქ. გორი | 1,787,301 2,201,401 | 1,961,700 2,243,000 |
| 2 | მცხეთის რაიონი | 3,603,101 | 3,668,300 |
| 3 | ყაზბეგის რაიონი | 4,148,300 | 4,155,400 |
| 4 | დუშეთის რაიონი | 2,931,953 | 2,964,900 |
| 5 | თიანეთის რაიონი | 3,238,501 | 3,253,900 |
| 6 | ქარელის რაიონი | 4,088,501 | 4,149,200 |
| 7 | ხაშურის რაიონი | 4,385,401 | 4,454,700 |
| 8 | კასპის რაიონი | 3,253,901 | 3,310,100 |
| X | ცხინვალის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) |
|
|
| 1 | ქ. ცხინვალი | 5,560,601 | 5,600,400 |
| 2 | ცხინვალის რაიონი | 5,600,401 | 5,661,400 |
| 3 | ყორნისის რაიონი | 5,661,401 | 5,720,400 |
| 4 | ჯავის რაიონი | 4,530,701 | 4,538,300 |
| 5 | ქურთა | 5,550,601 | 5,560,600 |
| 6 | ერედვი | 5,530,601 | 5,540,600 |
| 7 | თიღვი | 5,540,601 | 5,550,600 |
| 8 | ახალგორის რაიონი | 2,323,401 | 2,335,100 |
| XI | თელავის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) |
|
|
| 1 | თელავის რაიონი | 3,116,501 | 3,194,500 |
| 2 | საგარეჯოს რაიონი | 3,810,701 | 3,872,400 |
| 3 | სიღნაღის რაიონი | 4,038,801 | 4,088,500 |
| 4 | ლაგოდეხის რაიონი | 3,310,101 | 3,364,200 |
| 5 | გურჯაანის რაიონი | 2,771,601 | 2,851,800 |
| 6 | დედოფლისწყაროს რაიონი | 2,851,801 | 2,888,100 |
| 7 | ყვარელის რაიონი | 4,155,401 | 4,199,300 |
| 8 | ახმეტის რაიონი | 2,461,101 | 2,505,200 |
| XII | ახალციხის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) |
|
|
| 1 | ახალციხის რაიონი | 2,406,501 | 2,461,100 |
| 2 | ნინოწმინდის რაიონი | 3,668,301 | 3,705,800 |
| 3 | ადიგენის რაიონი | 2,271,701 | 2,293,400 |
| 4 | ასპინძის რაიონი | 2,309,801 | 2,323,400 |
| 5 | ახალქალაქის რაიონი | 2,335,101 | 2,406,500 |
| 6 | ბორჯომის რაიონი | 2,610,901 | 2,651,700 |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები