დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 595 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 11/07/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 100, 15/07/2008 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/08/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230.210.000.22.033.012.030 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.012.030
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №595
2008 წლის 11 ივლისი
ქ. თბილისი
„საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანების (სსმ III, 29.11.07, №169, მუხ. 1881) დანართი №15-ის მე-2 ნაწილის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
2. ბრძანება ამოქმედდეს 2008 წლის 1 აგვისტოდან.
ნ. გილაური
1. საბაჟო ორგანოები
| № | კოდი | საბაჟო ორგანოები |
| 1 | 60000 | თბილისის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) |
| 2 | 69405 | ქუთაისის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) |
| 3 | 69114 | რუსთავის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) |
| 4 | 69037 | თელავის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) |
| 5 | 69038 | ახალციხის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) |
| 6 | 69202 | ცხინვალის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) |
| 7 | 69555 | ბათუმის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) |
| 8 | 69656 | ფოთის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) |
| 9 | 69001 | საბაჟო საგუშაგო „თბილისის აეროპორტი“ |
| 10 | 69002 | საბაჟო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდი“ |
| 11 | 69003 | საბაჟო გამშვები პუნქტი „სადახლო“ |
| 12 | 69005 | საბაჟო გამშვები პუნქტი „გუგუთი“ |
| 13 | 69006 | საბაჟო გამშვები პუნქტი „ახკერპი“ |
| 14 | 69007 | საბაჟო გამშვები პუნქტი „სამთაწყარო“ |
| 15 | 69009 | საბაჟო გამშვები პუნქტი „გარდაბანი“ |
| 16 | 69010 | საბაჟო გამშვები პუნქტი „ლაგოდეხი“ |
| 17 | 69021 | საბაჟო გამშვები პუნქტი „მტკვარი“ |
| 18 | 69101 | საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ |
| 19 | 69301 | საბაჟო გამშვები პუნქტი „ვალე“ |
| 20 | 69302 | საბაჟო გამშვები პუნქტი „ნინოწმინდა“ |
| 21 | 69401 | საბაჟო გამშვები პუნქტი „ქუთაისისა და სენაკის აეროპორტები“ |
| 22 | 69501 | საბაჟო საგუშაგო „ფოთისა და ყულევის პორტები“ |
| 23 | 69601 | საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფი“ |
| 24 | 69602 | საბაჟო საგუშაგო „ბათუმის პორტი“ |
| 25 | 69603 | საბაჟო გამშვები პუნქტი „ბათუმის აეროპორტი“ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები