„შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 13 იანვრის №1/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 205/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 10/09/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 135, 12/09/2008
სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.012.162
  • Word
205/ნ
10/09/2008
სსმ, 135, 12/09/2008
470.230.000.22.035.012.162
„შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 13 იანვრის №1/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი

სახელწმიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.012.162

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №205/ნ

2008 წლის 10 სექტემბერი

ქ. თბილისი

შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 13 იანვრის №1/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 13 იანვრის №1/ნ ბრძანებით (სსმ III, №9, 2003 წელი, მუხლი 86) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის ძ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ძ) ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები არაკეთილსაიმედო პროგნოზით რადიკალური მკურნალობის დროს ან მკურნალობის შემდგომ პერიოდში (სხივური, ქირურგიული, ქიმიოთერაპიული, კომბინირებული ან კომპლექსური), II კლინიკური ჯგუფი: დაბალ-(G3) და არადიფერენცირებული (G4) ნებისმიერი სტადიის (I-II-III-IV) კიბო; III და IV სტადიის ნებისმიერი დიფერენციაციის (G1, G2, G3, G4) კიბო; ფარისებრი ჯირკვლის მედულური და არადიფერენცირებული I-II-III-IV სტადიის კიბო – ნებისმიერ ასაკში, ხოლო პაპილური და ფოლიკულური II-III-IV სტადიის – 45 წლის ზემოთ ასაკში; კანის მელანომები – ნებისმიერი სტადიის; სარკომები – ნებისმიერი სტადიის; ც.ნ.ს. ავთვისებიანი სიმსივნეები – ნებისმიერი სტადიისა და ავთვისებიანობის ხარისხის (გადამოწმების ვადით)“.

2. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის წ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

წ) ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების რეციდივები და მეტასტაზები, რომლებიც საჭიროებენ მკურნალობას, II კლინიკური ჯგუფი (გადამოწმების ვადით)“.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. კვიტაშვილი