დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს მოქალაქეთა, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა და ლტოლვილთა პირადობის დადასტურებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის (სამგზავრო პასპორტისა და დოკუმენტის) გაცემის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 12 ნოემბრის №1398 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 218 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 19/09/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 139, 19/09/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 27/07/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.130.000.22.027.012.179 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.130.000.22.027.012.179
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №218
2008 წლის 19 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს მოქალაქეთა, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა და ლტოლვილთა პირადობის დადასტურებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის (სამგზავრო პასპორტისა და დოკუმენტის) გაცემის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 12 ნოემბრის №1398 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს მოქალაქეთა, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა და ლტოლვილთა პირადობის დადასტურებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის (სამგზავრო პასპორტისა და დოკუმენტის) გაცემის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 12 ნოემბრის №1398 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს მოქალაქეთა, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა და ლტოლვილთა პირადობის დადას-ტურებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის (სამგზავრო პასპორტისა და დოკუმენტის) გაცემის შესახებ ინსტრუქციაში (სსმ III, 2004 წ., №132, მუხ. 1163) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. თუ პირი პირველად იღებს პირადობის (ბინადრობის) მოწმობას და არ გააჩნია მანამდე გაცემული სხვა ფოტოსურათიანი საბუთი ან პირის განცხადება-ანკეტაზე არსებული სურათის იდენტურობა, ხანდაზმულობის ან სხვა მიზეზის გამო ვერ დგინდება წარდგენილ ფოტოსურათთან, პირადობის (ბინადრობის) მოწმობაში ჩასაკრავად განკუთვნილ ფოტოსურათზე გამოსახული პირის იდენტურობა წერილობით უნდა დაადასტუროს სრულწლოვანმა პირმა. ამგვარი დადასტურება შეიძლება განახორციელოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობის მიღების მსურველი პირის მშობელმა, შვილმა, მეუღლემ, ბებიამ, პაპამ, დამ, ძმამ, მეურვემ, მზრუნველმა, ბიძამ (დედის და მამის ძმა), მამიდამ (მამის და), დეიდამ (დედის და), საბავშვო დაწესებულების ხელმძღვანელმა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელმა, შესაბამისი ტერიტორიული სამსახურის ხელმძღვანელმა, რწმუნებულმა ან უბნის ინსპექტორმა, სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სამხედრო ნაწილის მეთაურმა, სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის თანამშრომელმა. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში საქართველოს იურისდიქციის სრულ აღდგენამდე იძულებით გადაადგილებული პირის ფოტოიდენტურობის დადასტურება შეიძლება განახორციელოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შესაბამისმა წარმომადგენლობამ. საბავშვო დაწესებულების ხელმძღვანელი, ზოგადსაგანმანათლებლო და წესებულების ხელმძღვანელი, რწმუნებული, უბნის ინსპექტორი, სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სამხედრო ნაწილის მეთაური და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა დადასტურებას ამოწმებენ შესაბამისი ბეჭდით.“.
2. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) თუ იძულებით გადაადგილებულ პირს არ გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი საბუთი, იგი წარადგენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შესაბამისი წარმომადგენლობის ან ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილი ორგანოს დასკვნას მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენის თაობაზე.“.
3. მე-12 მუხლის 2² პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2². თუ პირს ამ მუხლის მე-2 და 21 პუნქტებით გათვალისწინებული არც ერთი დოკუმენტი არ გააჩნია, პირადობის მოწმობა შეიძლება გაიცეს განცხადება-ანკეტის საფუძველზე. თუ განცხადება-ანკეტის მოპოვება შეუძლებელია, პირადობის მოწმობა შეიძლება გაიცეს სააგენტოს ფოტოსურათიანი ელექტრონულ მონაცემთა ბაზის საფუძველზე.“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გვარამია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები