,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 28
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 03/10/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 147, 07/10/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 01/07/2021
სარეგისტრაციო კოდი 300.280.000.16.009.012.244
  • Word
28
03/10/2008
სსმ, 147, 07/10/2008
300.280.000.16.009.012.244
,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.280.000.16.009.012.244

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის

დადგენილება №28

 2008 წლის 3 ოქტომბერი

ქ. ქუთაისი

“ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების” დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე ვადგენთ:

1. „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების” დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებაში (სსმ III, 22.09.2008 წელი, №140, მუხლი 1385) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესები” არ ვრცელდება იმ ურთიერთობებზე რომელსაც არეგულირებს:

ა) „ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიების მომხმარებლების მიერ ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისის (სემეკ) 2007 წლის 30 მაისის N9 დადგენილება.

ბ) „სს „ეი-ი-ეს თელასის“ სააბონენტო სექტორის მომხმარებლებისათვის (მოსახლეობისათვის) 1999 წლის 4 იანვრის შემდეგ წარმოქმნილი ვალის რესტრუქტურიზაციის წესის“, “სააბონენტო, საბიუჯეტო და კომერციულ სექტორში აღურიცხავი ელექტროენერგიის დარიცხვის მეთოდიკისა“ და “ფიქსირებული გადასახადის მიხედვით ელექტროენერგიის საფასურის გადახდის წესის“ დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2001 წლის 31 დეკემბერის N15 დადგენილება.

გ) „სს კახეთის ენერგოდისტრიბუციის” საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე მომხმარებლების მიერ ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის შესაბამისი დადგენილება.“.

ბ) ამოღებულ იქნას დადგენილების მე-4 პუნქტი.

2. დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

თავმჯდომარე გ. ჩალაგაშვილი