დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 8 ივლისის №1-1/1254 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/2117 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 06/10/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 150, 13/10/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 330.090.020.22.024.012.255 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 330.090.020.22.024.012.255
საქართველოს ეკონომიკური განვითარების
მინისტრის ბრძანება №1-1/2117
2008 წლის 6 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 8 ივლისის №1-1/1254 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 8 ივლისის №1-1/1254 ბრძანებით (სსმ III, 2008 წ., №99, მუხ. 1097) დამტკიცებულ „დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითად დებულებებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. მე-12 მუხლის მე-16 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ.ბ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი (კ-2) – 3,0-დან 4,0-მდე;“.
2. მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების ან მათი ნაწილების დამტკიცების თაობაზე თვითმმართველობის გადაწყვეტილებების და/ან დასკვნების მომზადება;“.
3. მე-16 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. კომისიის არსებობის შემთხვევაში მისი ფუნქცია და უფლება-მოვალეობები განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ქ. თბილისში და ქ. ბათუმში ამტკიცებს, შესაბამისად, ქ. თბილისის ან ქ. ბათუმის მერია, ხოლო სხვა თვითმმართველ ერთეულებში – ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო.“.
4. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 17. სპეციალური (ზონალური) შეთანხმება
1. სპეციალური (ზონალური) შეთანხმება ითვალისწინებს კონკრეტული მიწის ნაკვეთისთვის განსაზღვრული კ-2 კოეფიციენტის მნიშვნელობის გაზრდას.
2. ქ. თბილისის და ქ. ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებაზე გადაწყვეტილებას იღებს ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანო.
3. ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების მისაღებად ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანო, დადგენილი წესით, სხვა საბუთებთან ერთად აგზავნის მოთხოვნას საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში, რომელიც სხვა ადმინისტრაციული ორგანოსათვის განსაზღვრული წესით იღებს გადაწყვეტი-ლებას სპეციალური (ზონალური) შეთანხმების შესახებ და უგზავნის მას ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოს.
4. იმ შემთხვევაში, როდესაც ნებართვის მაძიებელს სურვილი აქვს გაზარდოს კ-2 კოეფიციენტის სიდიდე, მან მიწის ნაკვეთ(ებ)ის სამშენებლოდ გამოყენების პირობების მიღებაზე განცხადებაში უნდა დააფიქსიროს სპეციალური (ზონალური) შეთანხმების მიღების მოთხოვნა.
5. სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებაზე გადაწყვეტილება მიიღება მშენებლობის ნებართვის გაცემის პირველ სტადიაზე (ქ. თბილისში და ქ. ბათუმში მშენებლობის ნებართვის გაცემის ნებისმიერ სტადიაზე).
6. სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებაზე გადაწყვეტილების მისაღებად 30-დღიანი ვადის არასაკმარისობის შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოების ვადის გაგრძელება ხდება დადგენილი წესით.
7. სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებაზე მოსაკრებელი განისაზღვრება „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით.“.
5. 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. განაშენიანების რეგულირების გეგმის შემუშავება ხდება მხოლოდ 2000 მ2 (0.2 ჰა) და მეტი ტერიტორიისათვის, ხოლო ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში – 7000 მ2 (0.7 ჰა) და მეტი ტერიტორიისათვის.“.
6. 23-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:
„41. ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმას კომისიის დასკვნის საფუძველზე ამტკიცებს ქალაქ თბილისის მერი.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ე. შარაშიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები