დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,აქციზური მარკების ფერებისა და მათზე დატანილი ნუმერაციის განმსაზღვრელი სისტემის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 6 თებერვლის №89 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 820 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/10/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 158, 03/11/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 16/04/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200.120.000.22.033.012.323 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.120.000.22.033.012.323
საქართველოს ფინანსთა
მინისტრის ბრძანება №820
2008 წლის 30 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„აქციზური მარკების ფერებისა და მათზე დატანილი ნუმერაციის განმსაზღვრელი სისტემის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 6 თებერვლის №89 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„აქციზური მარკების ფერებისა და მათზე დატანილი ნუმერაციის განმსაზღვრელი სისტემის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 6 თებერვლის №89 ბრძანებით (სსმ III, 2006 წ., №17, მუხლი 217) დამტკიცებულ „აქციზური მარკების ფერებისა და მათზე დატანილი ნუმერაციის განმსაზღვრელ სისტემაში“ (დანართი №1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-2 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) პროდუქციის დასახელება (არაყი);“;
ბ) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) იისფერი – აქციზური მარკა, რომელზეც არსებობს სიტყვიერი აღნიშვნა პროდუქციის სახეობის შესახებ (არაყი);“;
გ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს 21 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„21. პროდუქციის სახეობის მიხედვით განსაზღვრული ალკოჰოლიანი სასმელებისათვის განკუთვნილ აქციზურ მარკებს აგრეთვე ექნებათ შემდეგი ფონური ფერი:
ა) მწვანე;
ბ) ცისფერი.“;
დ) მე-4 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;
ე) მე-5 პუნქტის:
ე.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ბ – სპირტიანი სასმელები, რომლებიც მიღებულია ყურძნის ღვინის ან ჭაჭის დისტილაციით. სასაქონლო ნომენკლატურის კოდი 220820;“;
ე.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ე.გ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ს – ვისკი, სასაქონლო ნომენკლატურის კოდი 220830; რომი და ტაფია, სასაქონლო ნომენკლატურის კოდი 220840; ჯინი და ღვინის ნაყენი, სასაქონლო ნომენკლატურის კოდი 220850; სხვა დადუღებული სასმელები, სასაქონლო ნომენკლატურის კოდი 220600; სხვა სპირტიანი სასმელები, სასაქონლო ნომენკლატურის კოდი 220890.“.
ვ) მე-7 პუნქტის:
ვ.ა) „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;
ვ.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) სპირტიანი სასმელები, რომლებიც მიღებულია ყურძნის ღვინის ან ჭაჭის დისტილაციით – ბა
0,051ლ – 0.200ლ
0,201ლ – 0.300ლ
0,301ლ – 0.500ლ
0,501ლ – 0.750ლ.“;
ვ.გ) „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ზ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-9 პუნქტი:
„9. ამ მუხლის 21 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ადგილობრივი და იმპორტული ალკოჰოლიანი სასმელის აქციზური მარკების ერთმანეთისგან განმასხვავებელი ნიშანი, გარდა მათზე არსებული სიტყვიერი მითითებისა (რაც გათვალისწინებულია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში და მე-5 პუნქტში), არის მათი ფონური ფერი:
ა) ადგილობრივი ალკოჰოლიანი სასმელის აქციზური მარკისთვის – მწვანე;
ბ) იმპორტული ალკოჰოლიანი სასმელის აქციზური მარკისთვის – ცისფერი.“.
2. მე-3 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ა) ადგილობრივი წარმოების პროდუქციისათვის:
H – ლიქიორი და ტკბილი ნაყენები, სხვა სპირტიანი სასმელები;
G – ვისკი, ჯინი და ღვინის ნაყენი, რომი და ტაფია, სპირტიანი სასმელები, რომლებიც მიღებულია ყურძნის ღვინის ან ჭაჭის დისტილაციით;
F – ეთილის სპირიტი, არაყი;
E – დადუღებული სასმელები (ვაშლის სიდრი, პერი, თაფლის სასმელები), დადუღებული სასმელების ნარევი და დადუღებული სასმელებისა და უალკოჰოლო სასმელების ნარევი;
ბ) იმპორტის შემთხვევაში:
M – ლიქიორი და ტკბილი ნაყენები, სხვა სპირტიანი სასმელები;
L – ვისკი, ჯინი და ღვინის ნაყენი, რომი და ტაფია, სპირტიანი სასმელები, რომლებიც მიღებულია ყურძნის ღვინის ან ჭაჭის დისტილაციით;
K – ეთილის სპირტი, არაყი;
J – დადუღებული სასმელები (ვაშლის სიდრი, პერი, თაფლის სასმელები), დადუღებული სასმელების ნარევი და დადუღებული სასმელებისა და უალკოჰოლო სასმელების ნარევი.“.
მუხლი 2.
ამ ბრძანების ძალაში შესვლამდე დაბეჭდილ აქციზურ მარკებს შეუნარჩუნდეს იურიდიული ძალა სამომხმარებლო ბაზარზე და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული აქციზური მარკების გაცემა განახორციელოს ეტაპობრივად, თითოეული პროდუქციის სახეობაზე არსებული აქციზური მარკების მარაგის ამოწურვის შემდეგ.
მუხლი 3.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის
შემსრულებელი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები