დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,გარანტიის წარდგენისა და გამოყენების, მისი წარდგენისაგან გათავისუფლების შემთხვევების და საგარანტიო თანხის განსაზღვრის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1767 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 870 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 26/11/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 170, 01/12/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230.210.000.22.033.012.425 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.012.425
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №870
2008 წლის 26 ნოემბერი
ქ. თბილისი
,,გარანტიის წარდგენისა და გამოყენების, მისი წარდგენისაგან გათავისუფლების შემთხვევების და საგარანტიო თანხის განსაზღვრის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე� საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1767 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ� საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,გარანტიის წარდგენისა და გამოყენების, მისი წარდგენისაგან გათავისუფლების შემთხვევების და საგარანტიო თანხის განსაზღვრის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე� საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1767 ბრძანებით (სსმ III, 22.12.2006 წ., №172, მუხ. 2333) დამტკიცებულ ,,გარანტიის წარდგენისა და გამოყენების, მისი წარდგენისაგან გათავისუფლების შემთხვევების და საგარანტიო თანხის განსაზღვრის წესების შესახებ� ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,გ.ე� ქვეპუნქტი:
,,გ.ე) თავისუფალი საწყობის საქმიანობის ნებართვის მიღების შემთხვევაში.�.
2. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა.თ� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა.თ) უქმდება სანებართვო საქმიანობის დასრულებისა და საბაჟო საწყობის ან/და დროებითი შენახვის საწყობის ან უბაჟო ვაჭრობის პუნქტის ან თავისუფალი საწყობის გაუქმების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ, რომლითაც დასტურდება კანონდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება;�.
3. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ.თ� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ.თ) უქმდება სანებართვო საქმიანობის დასრულებისა და საბაჟო საწყობის ან/და დროებითი შენახვის საწყობის ან უბაჟო ვაჭრობის პუნქტის ან თავისუფალი საწყობის გაუქმების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ, რომლითაც დასტურდება კანონდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება;�.
4. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ.თ� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ.თ) ბრუნდება სანებართვო საქმიანობის დასრულებისა და საბაჟო საწყობის ან/და დროებითი შენახვის საწყობის ან უბაჟო ვაჭრობის პუნქტის ან თავისუფალი საწყობის გაუქმების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ, რომლითაც დასტურდება კანონდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება;�.
5. მე-6 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,კ� ქვეპუნქტი:
,,კ) � თავისუფალი საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელისათვის (მაძიებლისთვის) � საქონლის შენახვისთვის განკუთვნილი ფართის � ღია მოედნის ყოველ 1 კვ.მ-ზე 50 ევროს, ხოლო შენობა-ნაგებობის ყოველ 1 კვ.მ-ზე 25 ევროს, რეზერვუარის (ცისტერნა, სილოსი და ა.შ.) ყოველ 1 კუბ.მ.-ზე 20 ევროს ეკვივალენტური ოდენობით ეროვნულ ვალუტაში, მაგრამ არანაკლებ 200 000 და არა უმეტეს 5 000 000 ევროს ეკვივალენტური ოდენობით ეროვნულ ვალუტაში.�.
6. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,თ� ქვეპუნქტი:
,,თ) თავისუფალი საწყობის საქმიანობის სანებართვო მოწმობის შემთხვევაში � თავისუფალი საწყობის საქმიანობის ნებართვის გაუქმება.�.
7. მე-10 მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ზ) თავისუფალი საწყობის საქმიანობის სანებართვო მოწმობის შემთხვევაში � საქართველოს საბაჟო კოდექსის 149-ე�155-ე, 159-ე, 161-ე და 162-ე მუხლებით გათვალისწინებულ თავისუფალ საწყობთან დაკავშირებულ დებულებათა დარღვევისას.�.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 1 იანვრიდან.
ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები