„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1892
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 08/07/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 42, 29/07/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 12/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 130.030.000.05.001.001.966
  • Word
1892
08/07/2005
სსმ, 42, 29/07/2005
130.030.000.05.001.001.966
„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21 ნოემბერი, 1996, გვ. 53) მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახური არის საქართველოს პრეზიდენტის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულება, რომელიც ახორციელებს სახელმწიფო საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებებს საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების, ორგანიზაციებისა და მივლინებაში მყოფ იმ პირთა მიმართ, რომლებიც თავიანთი საქმიანობით დაკავშირებულნი არიან სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციასთან.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი

 მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 8 ივლისი.

№1892–რს