დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,გადასახადის გადამხდელთა სახელმწიფო ან/და საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის, იურიდიულ პირთა ფილიალების სახელმწიფო ან/და საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 8 მაისის №419 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 918 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 17/12/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 181, 22/12/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200.090.000.22.033.012.480 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.090.000.22.033.012.480
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №918
2008 წლის 17 დეკემბერი
ქ. თბილისი
,,გადასახადის გადამხდელთა სახელმწიფო ან/და საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის, იურიდიულ პირთა ფილიალების სახელმწიფო ან/და საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 8 მაისის №419 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,გადასახადის გადამხდელთა სახელმწიფო ან/და საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის, იურიდიულ პირთა ფილიალების სახელმწიფო ან/და საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 8 მაისის №419 ბრძანების (სსმ III, 08.05.08 წ., №70, მუხლი 757) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. 2006 წლის 1 ივლისამდე საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფი გადასახადის გადამხდელი საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირებისთვის მინიჭებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო ნომრის შეცვლა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის პირადი ნომრის მიხედვით განხორციელდეს 2010 წლის 1 იანვრამდე. 2008 წლის 1 ივლისამდე სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციაზე/აღრიცხვაზე მყოფი საქართველოს მოქალაქე მეწარმე ფიზიკური პირებისთვის მინიჭებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო ნომრის შეცვლა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის პირადი ნომრის მიხედვით განხორციელდეს 2010 წლის 1 იანვრამდე, ხოლო შემოსავლების სამსახურმა 2009 წლის 1 აპრილიდან უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირის საიდენტიფიკაციო ნომრის პირადი ნომრით შეცვლის პროცედურებისა და წესის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტების მომზადება.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები