„საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 7 ივნისის №298 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 7 ივნისის №298 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 784
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 17/12/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 183, 25/12/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 09/06/2014
სარეგისტრაციო კოდი 120.340.000.22.026.012.481
  • Word
784
17/12/2008
სსმ, 183, 25/12/2008
120.340.000.22.026.012.481
„საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 7 ივნისის №298 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.340.000.22.026.012.481

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება 784

2008 წლის 17 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 7 ივნისის №298 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 7 ივნისის №298 ბრძანებით (სსმ III, 11.06.2007 წ., №81, მუხლი 864) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს დამატება და დებულებას დაემატოს 151 მუხლი შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 151

ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის აპარატის ქვედანაყოფია დაგეგმვის პროგრამირებისა და ბიუჯეტირების განყოფილება, რომელიც ახორციელებს:

ა) დაგეგმვის, პროგრამირებისა და ბიუჯეტირების სისტემის განხორციელების პროცესისა და პროცედურების წარმართვასა და ხელმძღვანელობას;

ბ) დეპარტამენტის განვითარების ძირითადი და ალტერნატიული პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფას;

გ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული დაგეგმვის, პროგრამირებისა და ბიუჯეტირების სახელმძღვანელოს მოთხოვნების შესაბამისად, განსახორციელებელი პროგრამების პრიორიტეტულობის დადგენასა და ხელმძღვანელობისათვის რეკომენდაციების მომზადებას;

დ) დეპარტამენტის განვითარების ძირითადი და ალტერნატიული პროგრამების ანალიზს, შეიარაღებული ძალებისთვის ,,თავდაცვის დაგეგმვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დამტკიცებული თავდაცვის დაგეგმვის სტრატეგიული და უწყებრივი დონის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული აუცილებელი სამხედრო შესაძლებლობების შენარჩუნების, გაუმჯობესებისა ან ჩამოყალიბების მიზნით;

ე) დაგეგმვის, პროგრამირებისა და ბიუჯეტირების სისტემის განხორციელების პროცესში, დეპარტამენტის განვითარების ერთიანი ძირითადი პროგრამის ჩამოყალიბების უზრუნველყოფას, პერიოდულ შეფასებას, განხორციელების მონიტორინგს, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებას;

ვ) დეპარტამენტის ბიუჯეტის შედგენის პროცესში მონაწილეობის მიღებას.“.

მუხლი 2. ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი და მისი მოადგილეები, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფი.

მუხლი 3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ვ. სიხარულიძე