დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №220 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 302 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 24/12/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 183, 25/12/2008 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 07/05/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.22.027.012.510 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.027.012.510
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №302
2008 წლის 24 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №220 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №220 ბრძანებით (სსმ III, 30.09.2008 წ., №143, მუხ. 1422) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-5 მუხლის
ა) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჟ) ამტკიცებს აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესს, ნიშნავს და ათავისუფლებს სტაჟიორებს;“.
ბ) „ყ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ყ) წყვეტს საქმის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა კატეგორიისათვის მიკუთვნების და ამ მუხლის „ღ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმეების სპეციალური ჯგუფისათვის აღსასრულებლად დაქვემდებარების საკითხს;“.
2. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის:
ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო;“.
ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
3. მე-7 მუხლის:
ა) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 1 იანვრიდან.
ზ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები