“დამატებითი ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის წესის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 18 იანვრის №25 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

  • Word
“დამატებითი ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის წესის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 18 იანვრის №25 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”
დოკუმენტის ნომერი 979
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 31/12/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 187, 31/12/2008
სარეგისტრაციო კოდი 200.110.000.22.033.012.578
  • Word
979
31/12/2008
სსმ, 187, 31/12/2008
200.110.000.22.033.012.578
“დამატებითი ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის წესის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 18 იანვრის №25 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.110.000.22.033.012.578

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №979

2008 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

 “დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის წესის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 18 იანვრის №25 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

“ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. “დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის წესის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 18 იანვრის №25 ბრძანებით (სსმ III, 2005წ., №8, მუხლი 91) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

პირველი მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“9. საწარმოს კაპიტალში დღგ-ის გადამხდელის მიერ შენატანის საქონლის ფორმით განხორციელებისას აღნიშნული საწარმო ვალდებულია რეგისტრაციაში გატარდეს დღგ-ის გადამხდელად დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების განხორციელებამდე, მაგრამ შენატანის განხორციელებიდან არა უგვიანეს 10 კალენდარული დღისა.”.

2. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“2. პირი, რომელიც ნებაყოფლობით ტარდება რეგისტრაციაში, დღგ-ის გადამხდელად ითვლება მის მიერ რეგისტრაციის თაობაზე განცხადებაში (დანართი №1) დაფიქსირებული თარიღიდან, მაგრამ არა უადრეს ნებაყოფლობით დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თაობაზე განცხადებით (დანართი №1) საგადასახადო ორგანოში მიმართვის დღისა და არა უგვიანეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 221-ე მუხლით განსაზღვრული ვადებისა.

მაგალითი 1. შპს ,,დავითმა” გადაწყვიტა ნებაყოფლობით დადგეს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციაზე. მან ამის შესახებ დადგენილი ფორმის განცხადებით (დანართი №1) მიმართა შესაბამის საგადასახადო ორგანოს (უფლებამოსილ პირს) 2007 წლის 24 აგვისტოს და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია ითხოვა 2007 წლის 1 მარტიდან. აღნიშნულ შემთხვევაში შპს ,,დავითი” დღგ-ის გადამხდელად ითვლება გადამხდელად რეგისტრაციის თაობაზე განცხადებით (დანართი №1) საგადასახადო ორგანოში მიმართვის დღიდან ანუ 2007 წლის 24 აგვისტოდან (რაც ფიქსირდება დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელის სარეგისტრაციო სერტიფიკატის (დანართი №3) მე-6 პუნქტში);

მაგალითი 2. შპს ,,დავითმა” გადაწყვიტა ნებაყოფლობით დადგეს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციაზე. მან ამის შესახებ დადგენილი ფორმის განცხადებით (დანართი №1) მიმართა შესაბამის საგადასახადო ორგანოს (უფლებამოსილ პირს) 2007 წლის 24 აგვისტოს და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია ითხოვა 2007 წლის 7 სექტემბრიდან. აღნიშნული განცხადების საფუძველზე გადასახადის გადამხდელზე გაიცემა დადგენილი ფორმის სერტიფიკატი (დანართი №3), შესაბამისი მონაცემები ნებაყოფლობითი რეგისტრაციის შესახებ შეიტანება დღგ-ის გადამხდელთა რეესტრში (დანართი №4) და 2007 წლის 7 სექტემბრიდან გადასახადის გადამხდელი ჩაითვლება დღგ-ის გადამხდელად. ამასთან, თუ შემდგომში, მაგალითად, 29 აგვისტოს, აღნიშნულ პირს დაუდგა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო წესით რეგისტრაციის ვალდებულება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 221-ე მუხლის შესაბამისად, აღნიშნულ შემთხვევაში იგი ვალდებულია გაიაროს დღგ-ის გადამხდელის რეგისტრაცია დადგენილი წესის შესაბამისად. მასზე გაიცემა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის დამადასტურებელი ახალი სერტიფიკატი (დანართი №3) და შესაბამისი მონაცემები სავალდებულო წესით რეგისტრაციის შესახებ შეიტანება დღგ-ის გადამხდელთა რეესტრში (დანართი №4). ამასთან, პარალელურ რეჟიმში, ნებაყოფლობითი რეგისტრაცია შეიცვლება სავალდებულო რეგისტრაციით, ხოლო ნებაყოფლობითი რეგისტრაციისას გაცემული სერტიფიკატი (დანართი №3) – ახალი სერტიფიკატით (დანართი №3). დღგ-ის გადამხდელად ახალი რეგისტრაცია ძალაში შევა განცხადების (დანართი №1) წარდგენის ვალდებულების დადგომის მომდევნო სამუშაო დღიდან, ანუ 2007 წლის 30 აგვისტოდან. ამავე დღიდან გადასახადის გადამხდელი ჩაითვლება დღგ-ის გადამხდელად (რაც ფიქსირდება დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელის სარეგისტრაციო სერტიფიკატის (დანართი №3) მე-6 პუნქტში).”.

მუხლი 2. ეს ბრძანება ძალაში შედის “საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ” საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონის ამოქმედებისთანავე.

ნ. გილაური