დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “გარანტიის წარდგენისა და გამოყენების, მისი ეარდგენისაგან გათავისუფლების შემთხვევების და საგარანტიო თანხის განსაზღვრის წესების შესახებ დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1767 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 981 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 31/12/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 187, 31/12/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230.210.000.22.033.012.595 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.012.595
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №981
2008 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
,,გარანტიის წარდგენისა და გამოყენების, მისი წარდგენისაგან გათავისუფლების შემთხვევების და საგარანტიო თანხის განსაზღვრის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე� საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1767 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ� საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
�მუხლი 1. ,,გარანტიის წარდგენისა და გამოყენების, მისი წარდგენისაგან გათავისუფლების შემთხვევების და საგარანტიო თანხის განსაზღვრის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე� საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1767 ბრძანებით (სსმ III, 22.12.2006წ., №172, მუხ. 2333) დამტკიცებულ ,,გარანტიის წარდგენისა და გამოყენების, მისი წარდგენისაგან გათავისუფლების შემთხვევების და საგარანტიო თანხის განსაზღვრის წესების შესახებ� ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,დ� ქვეპუნქტი:
,,დ) საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილის სტატუსის მისაღებად იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატს მიეკუთვნება:
დ.ა) საერთაშორისო (სახელმწიფოთაშორისი, სამთავრობათაშორისო) ორგანიზაციები, უცხოეთის დიპლომატიური წარმომადგენლობები, მასთან გათანაბრებული დაწესებულებები და საკონსულო დაწესებულებები;
დ.ბ) ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ� საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო;
დ.გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, თვითმმართველი ქალაქების: თბილისის, ბათუმის, ქუთაისის და რუსთავის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოები (მერიები);
დ.დ) საქართველოს საპატრიარქო.�.
2. მე-3 მუხლის ,,გ.ბ� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ.ბ) საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მიღების შემთხვევაში;�.
3. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,გ.ვ� ქვეპუნქტი:
,,გ.ვ) საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილის სტატუსის მიღების შემთხვევაში.�.
4. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა.თ� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა.თ) უქმდება სანებართვო საქმიანობის დასრულებისა და საბაჟო საწყობის ან უბაჟო ვაჭრობის პუნქტის ან თავისუფალი საწყობის გაუქმების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ, რომლითაც დასტურდება კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება;�.
5. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ.თ� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ.თ) უქმდება სანებართვო საქმიანობის დასრულებისა და საბაჟო საწყობის ან უბაჟო ვაჭრობის პუნქტის ან თავისუფალი საწყობის გაუქმების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ, რომლითაც დასტურდება კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება;�.
6. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ.თ� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ.თ) ბრუნდება სანებართვო საქმიანობის დასრულებისა და საბაჟო საწყობის ან უბაჟო ვაჭრობის პუნქტის ან თავისუფალი საწყობის გაუქმების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ, რომლითაც დასტურდება კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება;�.
7. ამოღებულ იქნეს მე-6 მუხლის პირველ პუნქტის ,,ე.ბ� და ,,ე.დ� ქვეპუნქტები.
8. მე-6 მუხლის პირველ პუნქტის ,,ე.ე� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ე.ე) დახურული საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელისთვის (მაძიებლისთვის) � საბაჟო კონტროლს ქვემდებარე საქონლის შენახვისათვის განკუთვნილი ფართის � ღია მოედნის და შენობა-ნაგებობის ყოველ 1 კვ.მ-ზე 10 ევროს ეკვივალენტური ოდენობით ეროვნულ ვალუტაში, მაგრამ არანაკლებ 100 000 და არა უმეტეს 2 000 000 ევროს ეკვივალენტური ოდენობით ეროვნულ ვალუტაში. იმ შემთხვევაში, როცა საბაჟო კონტროლს ქვემდებარე საქონლის შენახვა ხორციელდება (განხორციელდება), გვაროვნული ნივთის შენახვის თავისებურებების გათვალისწინებით, საქონლის სპეციფიკური შენახვის პირობების შესაბამისად რეზერვუარში (ცისტერნა, სილოსი და ა.შ.), რეზერვუარის ყოველ 1 კუბ.მ-ზე 10 ევროს ეკვივალენტური ოდენობით ეროვნულ ვალუტაში, მაგრამ არანაკლებ 100 000 და არა უმეტეს 2 000 000 ევროს ეკვივალენტური ოდენობით ეროვნულ ვალუტაში;�.
9. მე-6 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ლ� ქვეპუნქტი:
,,ლ) საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილის სტატუსის მიღების შემთხვევაში � კანდიდატის მიერ განცხადების წარდგენის თვის პირველი რიცხვიდან წინა ერთი წლის განმავლობაში განხორციელებულ იმპორტზე გადახდილი გადასახდელების მოცულობის საშუალო თვიური 1/12-ის ოდენობით, მაგრამ არა ნაკლებ 100 000 ევროს ეკვივალენტური ოდენობით ეროვნულ ვალუტაში. აქციზური საქონლის იმპორტის განმახორციელებელი პირის შემთხვევაში გარანტიის ოდენობა არ უნდა იყოს ნაკლები ეროვნულ ვალუტაში 500 000 ევროს ეკვივალენტურ ოდენობაზე.�;
10. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
,,3. იმ შემთხვევაში, როცა ხორციელდება საბაჟო საწყობის (ღია ან/და დახურული) ან უბაჟო ვაჭრობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილება, რომელიც დაკავშირებულია ნებართვის მფლობელის საწარმოს სრული საფირმო სახელწოდების შეცვლასთან, ნებართვის მფლობელი ვალდებულია საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების განხორციელებიდან 7 დღის განმავლობაში წარადგინოს შემოსავლების სამსახურში საბაჟო გარანტია, სადაც აისახება ნებართვის მფლობელის საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემებში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად სრული საფირმო სახელწოდება. წარდგენილი საბაჟო გარანტიის ვადა უნდა იყოს არანაკლებ ნებართვის მოქმედების დარჩენილი ვადისა�.
11. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. დადგენილ ვადაში საბაჟო გადასახდელების თანხის გადაუხდელობის ან/და საბაჟო ზედამხედველობიდან საქონლის უკანონოდ გასვლის შემთხვევაში საბაჟო ორგანო უფლებამოსილია სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე მოითხოვოს წარდგენილი გარანტიის შესრულება საბაჟო გადასახდელების თანხისა და საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დღიდან დარიცხული, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული საურავის გადახდით.�.
12. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ი� ქვეპუნქტი:
,,ი) საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილის სტატუსის შემთხვევაში � საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილის სტატუსის გაუქმება.�.
13. მე-10 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,თ� ქვეპუნქტი:
,,თ) საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილის სტატუსის შემთხვევაში � დადგენილ ვადაში საბაჟო გადასახდელების თანხის გადაუხდელობა ან/და საბაჟო ზედამხედველობიდან საქონლის უკანონოდ გასვლა.�.
მუხლი 2
1. ეს ბრძანება, გარდა პირველი მუხლის პირველი, მე-3, მე-9, მე-11, მე-12 და მე-13 პუნქტებისა, ძალაში შევიდეს ,,საქართველოს საბაჟო კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ� საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონის ამოქმედებისთანავე.
2. ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი, მე-3, მე-9, მე-11, მე-12 და მე-13 პუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები