„საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით, საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესის შესახებ ინსტრუქციებისა და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 982
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 31/12/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 187, 31/12/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.012.596
  • Word
982
31/12/2008
სსმ, 187, 31/12/2008
230.210.000.22.033.012.596
„საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით, საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესის შესახებ ინსტრუქციებისა და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.012.596

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება �982

2008 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე� საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის �1232 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ნორმატიული აქტების შესახებ� საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

��� მუხლი 1

საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის �1232 ბრძანებაში (სსმ III, 29.11.2007 წ., �169, მუხ. 1881) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანებით დამტკიცებული საბაჟო რეჟიმების (გარდა ტრანზიტის საბაჟო რეჟიმისა და საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილის მიერ ან მისი დანიშნულებით შემოტანილი საქონლისა, რომლის მიმართაც დადგენილი წესით ხორციელდება გამარტივებული საბაჟო კონტროლი) აგრეთვე რეექსპორტის შესაბამისად გაცხადებულ საქონელზე სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმის შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის და რეგისტრაციის წესების შესახებ ინსტრუქციის (დანართი �1):

ა) მე-6 მუხლის 51-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

51. სამართალდარღვევის არსებობის შემთხვევაში საბაჟო მოხელე ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოქმედებებს. თუ საბაჟო დეკლარაციის შემოწმების შედეგად გამოვლინდა საბაჟო კანონმდებლობის დარღვევები, რაც გახდა საბაჟო სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი, საქონელი გაიშვება შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმის დადგენილი წესით შედგენისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარების შემდეგ.;

ბ) მე-8 მუხლის 42-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

42. გრაფა 41. დამატებითი ზომის ერთეული � გრაფაში აღინიშნება საქონლის რაოდენობა:

ა) იმ განზომილებაში, რომელიც სეს ესნ-ში შეესაბამება საქონლის თერთმეტნიშნა კოდს (მაგალითად: საქონლის დასახელება � წნეხამკრეფები, საქონლის კოდი � 8433 40 100 00, მისი ზომის დამატებითი ერთეული სეს ესნ-ის მიხედვით � ცალი, რაოდენობა � 10. გრაფაში ჩაიწერება �10). თუ საქონელს შეესაბამება ზომის მხოლოდ ძირითადი ერთეული (კგ), მაშინ გრაფა არ ივსება;

ბ) იმ შემთხვევაში, როცა საქონლის იმპორტისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულია საბაჟო გადასახადის ან/და აქციზის განაკვეთი, რომელიც გამოიყენება საქონლის კონკრეტულ ზომის ერთეულზე, გრაფაში აღინიშნება საქონლის რაოდენობა ამ ერთეულში (მაგალითად: საქონლის დასახელება � პიროლიზის თხევადი პროდუქტი, სასაქონლო სუბპოზიცია- 3911 90, საქრთველოს საგადასახადო კოდექსის 258-ე მუხლის შესაბამისად იბეგრება აქციზით: 1 ტონა 400 ლარი; რაოდენობა 45 000 კგ, 45 ტონა, ჩაიწერება 45.)�.

გ) მე-16 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. გრაფა 49 საწყობის დასახელება � გრაფის პირველ ნაწილში აღინიშნება საბაჟო საწყობის საბაჟო-საიდენტიფიკაციო კოდი. საქართველოს საბაჟო კოდექსის 110-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში გრაფის მეორე ნაწილში მიეთითება საქონლის საბაჟო საწყობში შენახვის ვადა დღეებში..

2. ბრძანებით დამტკიცებული ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის შესაბამისად გაცხადებულ საქონელზე სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ფორმის, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის და რეგისტრაციის წესების შესახებ ინსტრუქციის (დანართი �4) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

��� ��მუხლი 9

საბაჟო დეკლარირება და მისი შემოწმების პროცედურები ხორციელდება საბაჟო რეჟიმების (გარდა ტრანზიტის საბაჟო რეჟიმისა და საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილის მიერ ან მისი დანიშნულებით შემოტანილი საქონლისა, რომლის მიმართაც დადგენილი წესით ხორციელდება გამარტივებული საბაჟო კონტროლი) აგრეთვე რეექსპორტის შესაბამისად გაცხადებულ საქონელზე სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმის შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის და რეგისტრაციის წესების შესახებ� ინსტრუქციის (დანართი �1) მე-6 მუხლის შესაბამისად. თუ საბაჟო დეკლარაციის შემოწმების შედეგად გამოვლინდა საბაჟო კანონმდებლობის დარღვევები, რაც გახდა საბაჟო სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი, საქონელი გაიშვება შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმის დადგენილი წესით შედგენისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარების შემდეგ..

3. ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილეთა მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში გაცხადებულ საქონელზე, რომლის მიმართაც დადგენილი წესით ხორციელდება გამარტივებული საბაჟო კონტროლი, სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის შევსების, წარდგენის და რეგისტრაციის წესების შესახებ (დანართი �19) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

��� მუხლი 2.

1. ეს ბრძანება გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტისა ძალაში შევიდეს საქართველოს საბაჟო კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონის ამოქმედებისთანავე.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

ნ. გილაური

დანართი �19

ინსტრუქცია

საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილეთა მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში გაცხადებულ საქონელზე, რომლის მიმართაც დადგენილი წესით ხორციელდება გამარტივებული საბაჟო კონტროლი, სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის შევსების, წარდგენის და რეგისტრაციის წესების შესახებ�

��� მუხლი 1

1. საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილეთა მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში გაცხადებულ საქონელზე, რომლის მიმართაც დადგენილი წესით ხორციელდება გამარტივებული საბაჟო კონტროლი, სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის შევსების, წარდგენის და რეგისტრაციის წესების შესახებ ინსტრუქცია (შემდგომში � ინსტრუქცია) ადგენს საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილეთა მიერ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში (შემდგომში � იმპორტი) გაცხადებულ საქონელზე, რომლის მიმართაც დადგენილი წესით ხორციელდება გამარტივებული საბაჟო კონტროლი, სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის (შემდგომში � დეკლარაცია) შევსების, წარდგენის და რეგისტრაციის წესებს.

2. საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილეობა პირს არ ართმევს უფლებას, რომ ჩვეულებრივი წესით (ამ ბრძანების დანართი �1-ით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად) განახორციელოს იმპორტის საბაჟო რეჟიმის განსაზღვრის დასრულება.

��� მუხლი 2

ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინთა განმარტებები:

ა) დეკლარანტი � საქართველოს ფინანსთა მინისტრის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებული საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციით განსაზღვრული საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილე, რომელიც დეკლარირებას ახორციელებს თავისი სახელით ან რომლის სახელითაც ხორციელდება საბაჟო დეკლარირება;

ბ) საქონელი � თანამშრომლობის მონაწილეთა მიერ ან მათი დანიშნულებით, საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტის მიზნით შემოტანილი საქონელი, გარდა ქვემოთ მითითებული საქონლისა:

ბ.ა) შეზღუდულად ბრუნვადი მასალები (იმ შემთხვევის გარდა, როცა აღნიშნული საქონლის მიმღებია საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო);

ბ.ბ) ბირთვული და რადიაციული ობიექტები, ბირთვული მასალები, რადიაქტიური ნივთიერებები, რადიაქტიური ნარჩენები, მინერალები (წიაღისეული), რომლებისაგანაც პრაქტიკულად შესაძლებელია ბირთვული მასალების მიღება, ყველაფერი, რაც დამზადებულია ბირთვული მასალისაგან ან რადიაქტიური ნივთიერებისაგან ან შეიცავს მათ, როგორც შემადგენელ ნაწილს, აგრეთვე ბირთვული ტექნოლოგიები ან ნოუ-ჰაუები (იმ შემთხვევის გარდა, როცა აღნიშნული საქონლის მიმღებია საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ� საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო);

ბ.გ) გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობები, მათი ნაწილები და დერივატები;

ბ.დ) იარაღი და საბრძოლო მასალები (იმ შემთხვევის გარდა, როცა აღნიშნული საქონლის მიმღებია საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო);

ბ.ე) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებები;

ბ.ვ) მილსადენი ტრანსპორტით და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებული საქონელი;

ბ.ზ) თანამშრომლობის მონაწილე პირთა მიერ ან მათი დანიშნულებით ერთი სატრანსპორტო საშუალებით ერთდროულად გადაადგილებული საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში მოსაქცევად განკუთვნილი და ტრანზიტის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონელი ან/და სხვა საქონელი, რომლის მიმართ თანამშრომლობის მონაწილე პირის მიერ გამოყენებულ იქნება სხვა საბაჟო დამუშავების ოპერაცია;

ბ.თ) ერთი სატრანსპორტო საშუალებით ერთდროულად გადაადგილებული საქონელი, რომლის მიმღებს თანამშრომლობის მონაწილესთან ერთად წარმოადგენს სხვა პირი (იმ შემთხვევაშიც, როცა ეს პირი თანამშრომლობის მონაწილეა);

გ) სასაქონლო პარტია � ერთი ან რამდენიმე დასახელების საქონელი, გაგზავნილი ერთი გამგზავნის მიერ ერთი მისამართით ერთი ხელშეკრულების საფუძველზე, ერთი სახეობის ტრანსპორტით, წარდგენილი საბაჟო დამუშავების ოპერაციისათვის ერთდროულად, ერთი და იმავე საბაჟო პუნქტის გავლით, მიუხედავად სატრანსპორტო საშუალებებისა და გადაზიდვის დამადასტურებელი დოკუმენტების რაოდენობისა.

დ) რისკი � საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის დარღვევის ალბათობა;

ე) რისკის პროფილი � წინასწარ განსაზღვრული რისკის ინდიკატორების კომბინაცია, რომლის შინაარსი ისაზღვრება მოპოვებული ინფორმაციის ანალიზისა და კლასიფიცირების საფუძველზე და რომლის თანხვედრაც დეკლარირებული საქონლის შესახებ მონაცემებთან იძლევა საბაჟო კონტროლის გამოსაყენებელი ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საშუალებას;

ვ) დერეფანი � (მწვანე, ლურჯი, ყვითელი ან წითელი) საბაჟო კონტროლის ღონისძიება, რომელიც საბაჟო მოხელემ უნდა განახორციელოს დეკლარირებული საქონლის შესახებ მონაცემთა რისკის პროფილთან თანხვედრის ან არათანხვედრის შემთხვევაში;

ზ) მწვანე დერეფანი � საქონლის მიმართ იმპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელებისას საქონლის გაშვება დეკლარაციისა და დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების გარეშე;

თ) ლურჯი დერეფანი � საქონლის მიმართ იმპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელებისას საქონლის გაშვება დეკლარაციისა და დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების გარეშე, საქონლის გაშვების შემდგომ პერიოდში კამერალური შემოწმების მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტების უტყუარობისა და საბაჟო გადასახდელების დარიცხვის სისწორის შემოწმების პირობით;

) ყვითელი დერეფანისაქონლის მიმართ იმპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელებისას დეკლარაციისა და დოკუმენტების კამერალური შემოწმება, საქონლის დათვალიერების გარეშე;

) წითელი დერეფანისაქონლის მიმართ იმპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელებისას დეკლარაციისა და დოკუმენტების კამერალური შემოწმება, აგრეთვე დეკლარირებული საქონლის დათვალიერება.

��� მუხლი 3

1. დეკლარაციის წარდგენა ხდება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრულ იმ საბაჟო ორგანოში, სადაც წარმოებს საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაცია.

2. დეკლარანტს უფლება აქვს:

) დეკლარაცია წარადგინოს საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე არა უმეტეს 10 დღით ადრე ან/და საქონლის სასაზღვრო საბაჟო ორგანოში წარდგენიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა და ისარგებლოს ამ ინსტრუქციის მე-5 მუხლით დადგენილი წესით;

) დეკლარაცია წარადგინოს საქონლის სასაზღვრო საბაჟო ორგანოში წარდგენის შემდეგ, საქართველოს საბაჟო კოდექსის 61- მუხლით დადგენილ ვადებში და ისარგებლოს ამ ინსტრუქციის მე-6 მუხლით დადგენილი წესით.

��� მუხლი 4

1. დეკლარაცია წარედგინება საბაჟო მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა ASYCUDA�- (შემდგომში ASYCUDA) მეშვეობით, ელექტრონულად.

�2. ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული წესით ASYCUDA�- მეშვეობით დეკლარაციის ელექტრონულად წარდგენისთვის კომპიუტერული ტექნიკის, პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების, ქსელისა და ელექტრონული მონაცემის ფორმატის პარამეტრები, ASYCUDA�- უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის აუცილებელი სხვა მოთხოვნები მტკიცდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის �1760 ბრძანებით დამტკიცებული საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციით გათვალისწინებული, სატვირთო საბაჟო დეკლარაციასთან ერთად წარსადგენი დოკუმენტები რჩება და ინახება დეკლარანტთან, რომელიც ვალდებულია მოთხოვნისამებრ წარუდგინოს ისინი საბაჟო ორგანოს.

4. საბაჟო გადასახდელების გადახდა ხდება დეკლარაციის რეგისტრაციის თარიღიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა.

5. დეკლარაცია წარედგინება ამ ბრძანების დანართი �2-ით დადგენილი ფორმით და ივსება დანართი �1-ით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის შესაბამისად, თუ ამ ინსტრუქციით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

6. დეკლარაციის 37-ე გრაფაში საბაჟო დამუშავების ოპერაციის (იმპორტის) ციფრული კოდი ნაცვლად 40-ისა მიეთითება � 44.

7. დეკლარაციის 44-ე გრაფაში აღინიშნება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის ნომრები კლასიფიკატორის ნაწილი 11-ის შესაბამისად.

8. ერთი დეკლარაციით შეიძლება გაცხადდეს მხოლოდ ერთი სასაქონლო პარტია.

9.დეკლარაციის წარდგენისას დეკლარანტი ASYCUDA-ს მეშვეობით ახორციელებს დეკლარაციის რეგისტრაციას და C (სტატისტიკური) ნომრის მინიჭებას.

�10. რეგისტრაციის მომენტიდან დეკლარაცია წარმოადგენს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დამადასტურებელ საბუთს.

��� მუხლი 5

1. ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სასაზღვრო საბაჟო ორგანოში საქონლის წარდგენის დროს ASYCUDA-ს ბაზაში რეგისტრირებული დეკლარაციის საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი მოხელის მიერ გამოძახებისას, სისტემაში ინტეგრირებული რისკების მართვის სისტემის მეშვეობით რისკის კრიტერიუმებთან თანხვედრისა და საბაჟო კონტროლისათვის განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის შესაბამისად შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე, დეკლარაციისათვის განისაზღვრება მწვანე, ლურჯი, ყვითელი ან წითელი დერეფანი. ამასთან, მწვანე დერეფანი ნიშნავს იმ შემთხვევას, როცა დეკლარაცია არ გადაიყვანება ლურჯ, ყვითელ ან წითელ დერეფანში.

2. მწვანე დერეფნის შემთხვევაში:

ა) თუ დეკლარანტს უკვე გადახდილი აქვს საბაჟო გადასახდელები:

ა.ა) დეკლარაციას ASYCUDA-ს მეშვეობით ავტომატურად ენიჭება A და K ნომრები;

ა.ბ) სასაზღვრო საბაჟო კონტროლის განხორციელების შემდგომ ხორციელდება დეკლარაციის ქაღალდზე ამობეჭდვა, დეკლარაციის C გრაფაში დაესმება საბაჟო ორგანოს დამღა გაშვება ნებადართულია. დამღაში მითითებულ ადგილზე პასუხისმგებელი მოხელე აწერს ხელს და მიუთითებს გაფორმების თარიღს. დამღა მოწმდება ამავე მოხელის პირადნომრიანი ბეჭდით, როდესაც ის მიიღებს გადაწყვეტილებას საქონლის გაშვებაზე. ბეჭდის დასმა დამღის შიგნით დაუშვებელია. ხელმოწერა შესრულებული უნდა იყოს გარკვევით. სრულყოფილად უნდა იკითხებოდეს ბეჭდისა და დამღის ნომრები და წარწერა. დამატებითი ფურცლების აღნიშნულ გრაფაში ისმება მხოლოდ პირადნომრიანი ბეჭედი.

ბ) თუ დეკლარანტს არ აქვს გადახდილი საბაჟო გადასახდელები:

ბ.ა) დეკლარაციას ASYCUDA-ს მეშვეობით ავტომატურად ენიჭება მხოლოდ A ნომერი;

ბ.ბ) სასაზღვრო საბაჟო კონტროლის განხორციელების შემდგომ ხორციელდება დეკლარაციის ქაღალდზე ამობეჭდვა, დეკლარაციის C გრაფაში დაესმება საბაჟო ორგანოს დამღა გაშვება ნებადართულია გარანტიით. დამღაში მითითებულ ადგილზე პასუხისმგებელი მოხელე აწერს ხელს და მიუთითებს გაფორმების თარიღს. დამღა მოწმდება ამავე მოხელის პირადნომრიანი ბეჭდით, როდესაც ის მიიღებს გადაწყვეტილებას საქონლის გაშვებაზე. ბეჭდის დასმა დამღის შიგნით დაუშვებელია. ხელმოწერა შესრულებული უნდა იყოს გარკვევით. სრულყოფილად უნდა იკითხებოდეს ბეჭდისა და დამღის ნომრები და წარწერა. დამატებითი ფურცლების აღნიშნულ გრაფაში ისმება მხოლოდ პირადნომრიანი ბეჭედი;

ბ.გ) გარანტიით გაშვებულ საქონელზე საბაჟო გადასახდელების დადგენილ ვადაში გადახდის შემთხვევაში, საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელ საბაჟო ორგანოში დეკლარანტის მიერ წარდგენილ (ქაღალდზე ამობეჭდილ) საბაჟო დეკლარაციის ეგზემპლარს მიენიჭება K ნომერი, C გრაფაში საბაჟო ორგანოს დამღა � გაშვება ნებადართულია გარანტიით� გადაიხაზება და დაისმება დამღა � გაშვება ნებადართულია; ASYCUDA-ს ბაზაში არსებულ დეკლარაციაში დადგენილი წესით ხორციელდება შესაბამისი ცვლილებები.

3. ლურჯი დერეფნის შემთხვევაში ხორციელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საბაჟო პროცედურები (მწვანე დერეფნის მსგავსად), ხოლო საქონლის გაშვების შემდგომ პერიოდში საბაჟო ორგანოს მიერ ხორციელდება დეკლარირებული მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების უტყუარობისა და საბაჟო გადასახდელების დარიცხვის სისწორის შემოწმება.

4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ერთი დეკლარაციით დეკლარირებული საქონლის გაშვება ამავე დეკლარაციით განხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ერთი სასაქონლო პარტიით გაგზავნილი საქონელი სასაზღვრო საბაჟო ორგანოს წარედგინება ერთდროულად, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

5. თუ სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული ერთი სასაქონლო პარტიით გაგზავნილი საქონლის ერთდროულად წარდგენა ვერ ხორციელდება 1 სთ და 30 წთ-ის განმავლობაში, სასაქონლო პარტიის ყოველი წარდგენილი ნაწილის გაშვება სასაზღვრო ორგანოს მიერ ხორციელდება აღრიცხვის მოწმობის გამოწერით. ამასთან, გამოწერილი მოწმობები ელექტრონულად დაიხურება და დეკლარაცია ამოიბეჭება მხოლოდ დეკლარირებული საქონლის ბოლო ნაწილის გაშვების შემდეგ.

6. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში დეკლარაციების კომპლექტი შედგება 3 სხვადასხვა ფერის (ულტრაიისფერი დაცვის მქონე გერბიანი ორი თეთრი და ულტრაიისფერი დაცვის მქონე გერბიანი ერთი ცისფერი) ფურცლისაგან და ნაწილდება შემდეგნაირად:

ა) ორი თეთრი ფურცელი რჩება სასაზღვრო საბაჟო ორგანოში, რომელთაგან ერთი ეგზავნება საბაჟო დამუშავების განმახორციელებელ საბაჟო ორგანოს;

ბ) ცისფერი ფურცელი გადაეცემა დეკლარანტს.

7. ყვითელი დერეფნის შემთხვევაში:

ა) დეკლარაციას ASYCUDA-ს მეშვეობით A და K ნომრები ავტომატურად არ მიენიჭება და სასაზღვრო საბაჟო ორგანოს მიერ დეკლარაცია ქაღალდზე არ ამოიბეჭდება;

ბ) დეკლარანტი ვალდებულია, თანამშრომლობის მონაწილის საწყობში ან მის მიერ შერჩეულ საბაჟო საწყობში ან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელ საბაჟო ორგანოსთან უახლოეს დანიშნულების ადგილზე საქონლის დადგენილი წესით მიტანიდან 2 სამუშაო დღის ვადაში საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელ საბაჟო ორგანოს წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის �1760 ბრძანებით დამტკიცებული საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციით გათვალისწინებული, სატვირთო საბაჟო დეკლარაციასთან ერთად წარსადგენი დოკუმენტები ან/და მათი დამოწმებული ასლები;

გ) საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელი საბაჟო ორგანო ახორციელებს დეკლარაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტების კამერალურ შემოწმებას და შედეგების გათვალისწინებით, ხდება ASYCUDA-ს მეშვეობით დეკლარაციისათვის A ნომრის მინიჭება;

დ) თუ დეკლარანტს უკვე გადახდილი აქვს საბაჟო გადასახდელები, დეკლარაციას ASYCUDA-ს მეშვეობით ენიჭება K ნომერი და ამოიბეჭდება ქაღალდზე; დეკლარაციის C გრაფაში დაესმება საბაჟო ორგანოს დამღა გაშვება ნებადართულია. დამღაში მითითებულ ადგილზე პასუხისმგებელი მოხელე აწერს ხელს და მიუთითებს გაფორმების თარიღს. დამღა მოწმდება ამავე მოხელის პირადნომრიანი ბეჭდით, როდესაც ის მიიღებს გადაწყვეტილებას საქონლის გაშვებაზე. ბეჭდის დასმა დამღის შიგნით დაუშვებელია. ხელმოწერა შესრულებული უნდა იყოს გარკვევით. სრულყოფილად უნდა იკითხებოდეს ბეჭდისა და დამღის ნომრები და წარწერა. დამატებითი ფურცლების აღნიშნულ გრაფაში ისმება მხოლოდ პირადნომრიანი ბეჭედი;

ე) თუ დეკლარანტს არ აქვს გადახდილი საბაჟო გადასახდელები, დეკლარაცია K ნომრის გარეშე ამოიბეჭდება ქაღალდზე; დეკლარაციის C გრაფაში დაესმება საბაჟო ორგანოს დამღა გაშვება ნებადართულია გარანტიით. დამღაში მითითებულ ადგილზე პასუხისმგებელი მოხელე აწერს ხელს და მიუთითებს გაფორმების თარიღს. დამღა მოწმდება ამავე მოხელის პირადნომრიანი ბეჭდით, როდესაც ის მიიღებს გადაწყვეტილებას საქონლის გაშვებაზე. ბეჭდის დასმა დამღის შიგნით დაუშვებელია. ხელმოწერა შესრულებული უნდა იყოს გარკვევით. სრულყოფილად უნდა იკითხებოდეს ბეჭდისა და დამღის ნომრები და წარწერა. დამატებითი ფურცლების აღნიშნულ გრაფაში ისმება მხოლოდ პირადნომრიანი ბეჭედი;

ვ) გარანტიით გაშვებულ საქონელზე საბაჟო გადასახდელების დადგენილ ვადაში გადახდის შემთხვევაში, საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელ საბაჟო ორგანოში დეკლარანტის მიერ წარდგენილ (ქაღალდზე ამობეჭდილ) საბაჟო დეკლარაციის ეგზემპლარს მიენიჭება K ნომერი, C გრაფაში საბაჟო ორგანოს დამღა � გაშვება ნებადართულია გარანტიით გადაიხაზება და დაისმება დამღა � გაშვება ნებადართულია; ASYCUDA-ს ბაზაში არსებულ დეკლარაციაში დადგენილი წესით ხორციელდება შესაბამისი ცვლილებები.

8. წითელი დერეფნის შემთხვევაში:

ა) დეკლარაციას ASYCUDA-ს მეშვეობით A და K ნომრები ავტომატურად არ მიენიჭება, სასაზღვრო საბაჟო ორგანოს მიერ დეკლარაცია არ ამოიბეჭდება და საქონელი დადგენილი წესით იგზავნება თანამშრომლობის მონაწილის საწყობში ან მის მიერ შერჩეულ საბაჟო საწყობში ან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელ საბაჟო ორგანოსთან უახლოესი საბაჟო საწყობის დანიშნულებით;

ბ) დეკლარანტი ვალდებულია, დანიშნულების ადგილზე საქონლის მიტანიდან 2 სამუშაო დღის ვადაში საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელ საბაჟო ორგანოს წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის �1760 ბრძანებით დამტკიცებული საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციით გათვალისწინებული, სატვირთო საბაჟო დეკლარაციასთან ერთად წარსადგენი დოკუმენტები ან/და მათი დამოწმებული ასლები;

გ) საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელი საბაჟო ორგანო ახორციელებს დეკლარაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტების კამერალურ შემოწმებას, საქონლის დათვალიერებას დადგენილი წესით და აღნიშნული პროცედურების შედეგების გათვალისწინებით ხდება ASYCUDA-ს მეშვეობით დეკლარაციისათვის A ნომრის მინიჭება;

დ) თუ დეკლარანტს უკვე გადახდილი აქვს საბაჟო გადასახდელები, დეკლარაციას ASYCUDA-ს მეშვეობით ენიჭება K ნომერი და ამოიბეჭდება ქაღალდზე; დეკლარაციის C გრაფაში დაესმება საბაჟო ორგანოს დამღა გაშვება ნებადართულია. დამღაში მითითებულ ადგილზე პასუხისმგებელი მოხელე აწერს ხელს და მიუთითებს გაფორმების თარიღს. დამღა მოწმდება ამავე მოხელის პირადნომრიანი ბეჭდით, როდესაც ის მიიღებს გადაწყვეტილებას საქონლის გაშვებაზე. ბეჭდის დასმა დამღის შიგნით დაუშვებელია. ხელმოწერა შესრულებული უნდა იყოს გარკვევით. სრულყოფილად უნდა იკითხებოდეს ბეჭდისა და დამღის ნომრები და წარწერა. დამატებითი ფურცლების აღნიშნულ გრაფაში ისმება მხოლოდ პირადნომრიანი ბეჭედი;

ე) თუ დეკლარანტს არ აქვს გადახდილი საბაჟო გადასახდელები, დეკლარაცია K ნომრის გარეშე ამოიბეჭდება ქაღალდზე; დეკლარაციის C გრაფაში დაესმება საბაჟო ორგანოს დამღა გაშვება ნებადართულია გარანტიით. დამღაში მითითებულ ადგილზე პასუხისმგებელი მოხელე აწერს ხელს და მიუთითებს გაფორმების თარიღს. დამღა მოწმდება ამავე მოხელის პირადნომრიანი ბეჭდით, როდესაც ის მიიღებს გადაწყვეტილებას საქონლის გაშვებაზე. ბეჭდის დასმა დამღის შიგნით დაუშვებელია. ხელმოწერა შესრულებული უნდა იყოს გარკვევით. სრულყოფილად უნდა იკითხებოდეს ბეჭდისა და დამღის ნომრები და წარწერა. დამატებითი ფურცლების აღნიშნულ გრაფაში ისმება მხოლოდ პირადნომრიანი ბეჭედი;

ვ) გარანტიით გაშვებულ საქონელზე საბაჟო გადასახდელების დადგენილ ვადაში გადახდის შემთხვევაში, საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელ საბაჟო ორგანოში დეკლარანტის მიერ წარდგენილ (ქაღალდზე ამობეჭდილ) საბაჟო დეკლარაციის ეგზემპლარს მიენიჭება K ნომერი, C გრაფაში საბაჟო ორგანოს დამღა � გაშვება ნებადართულია გარანტიით� გადაიხაზება და დაისმება დამღა � გაშვება ნებადართულია; ASYCUDA-ს ბაზაში არსებულ დეკლარაციაში დადგენილი წესით ხორციელდება შესაბამისი ცვლილებები.

9. ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში დეკლარაციების კომპლექტი შედგება 2 სხვადასხვა ფერის (ულტრაიისფერი დაცვის მქონე გერბიანი ერთი თეთრი და ულტრაიისფერი დაცვის მქონე გერბიანი ერთი ცისფერი) ფურცლისაგან და ნაწილდება შემდეგნაირად:

ა) თეთრი ფურცელი რჩება საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელ საბაჟო ორგანოს;

ბ) ცისფერი ფურცელი გადაეცემა დეკლარანტს.

��� მუხლი 6

1. ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოს საბაჟო კოდექსის 61-ე მუხლით დადგენილ ვადებში საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანოში წარდგენილი დეკლარაციისათვის საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი მოხელის მიერ C (სტატისტიკური) ნომრის მინიჭების შემდეგ, ASYCUDA-ს სისტემაში ინტეგრირებული რისკების მართვის სისტემის მეშვეობით რისკის კრიტერიუმებთან თანხვედრისა და საბაჟო კონტროლისათვის განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის შესაბამისად შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე, დეკლარაციის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელი საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი მოხელის მიერ გამოძახებისას დეკლარაციისათვის განისაზღვრება მწვანე, ლურჯი, ყვითელი ან წითელი დერეფანი.

2. მწვანე დერეფნის შემთხვევაში:

ა) თუ დეკლარანტს უკვე გადახდილი აქვს საბაჟო გადასახდელები:

ა.ა) დეკლარაციას ASYCUDA-ს მეშვეობით ავტომატურად ენიჭება A და K ნომრები;

ა.ბ) ხორციელდება დეკლარაციის ქაღალდზე ამობეჭდვა, დეკლარაციის C გრაფაში დაესმება საბაჟო ორგანოს დამღა გაშვება ნებადართულია. დამღაში მითითებულ ადგილზე პასუხისმგებელი მოხელე აწერს ხელს და მიუთითებს გაფორმების თარიღს. დამღა მოწმდება ამავე მოხელის პირადნომრიანი ბეჭდით, როდესაც ის მიიღებს გადაწყვეტილებას საქონლის გაშვებაზე. ბეჭდის დასმა დამღის შიგნით დაუშვებელია. ხელმოწერა შესრულებული უნდა იყოს გარკვევით. სრულყოფილად უნდა იკითხებოდეს ბეჭდისა და დამღის ნომრები და წარწერა. დამატებითი ფურცლების აღნიშნულ გრაფაში ისმება მხოლოდ პირადნომრიანი ბეჭედი.

ბ) თუ დეკლარანტს არ აქვს გადახდილი საბაჟო გადასახდელები:

ბ.ა) დეკლარაციას ASYCUDA-ს მეშვეობით ავტომატურად ენიჭება მხოლოდ A ნომერი;

ბ.ბ) ხორციელდება დეკლარაციის ქაღალდზე ამობეჭდვა, დეკლარაციის C გრაფაში დაესმება საბაჟო ორგანოს დამღა გაშვება ნებადართულია გარანტიით. დამღაში მითითებულ ადგილზე პასუხისმგებელი მოხელე აწერს ხელს და მიუთითებს გაფორმების თარიღს. დამღა მოწმდება ამავე მოხელის პირადნომრიანი ბეჭდით, როდესაც ის მიიღებს გადაწყვეტილებას საქონლის გაშვებაზე. ბეჭდის დასმა დამღის შიგნით დაუშვებელია. ხელმოწერა შესრულებული უნდა იყოს გარკვევით. სრულყოფილად უნდა იკითხებოდეს ბეჭდისა და დამღის ნომრები და წარწერა. დამატებითი ფურცლების აღნიშნულ გრაფაში ისმება მხოლოდ პირადნომრიანი ბეჭედი;

ბ.გ) გარანტიით გაშვებულ საქონელზე საბაჟო გადასახდელების დადგენილ ვადაში გადახდის შემთხვევაში, საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელ საბაჟო ორგანოში დეკლარანტის მიერ წარდგენილ საბაჟო დეკლარაციის ეგზემპლარს მიენიჭება K ნომერი, C გრაფაში საბაჟო ორგანოს დამღა � გაშვება ნებადართულია გარანტიით გადაიხაზება და დაისმება დამღა � გაშვება ნებადართულია; ASYCUDA-ს ბაზაში არსებულ დეკლარაციაში დადგენილი წესით ხორციელდება შესაბამისი ცვლილებები.

3. ლურჯი დერეფნის შემთხვევაში ხორციელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საბაჟო პროცედურები (მწვანე დერეფნის მსგავსად), ხოლო საქონლის გაშვების შემდგომ პერიოდში საბაჟო ორგანოს მიერ ხორციელდება დეკლარირებული მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების უტყუარობისა და საბაჟო გადასახდელების დარიცხვის სისწორის შემოწმება.

4. ყვითელი დერეფნის შემთხვევაში:

ა) დეკლარაციას ASYCUDA-ს მეშვეობით A და K ნომრები ავტომატურად არ მიენიჭება;

ბ) დეკლარანტი ვალდებულია დეკლარაციის რეგისტრაციიდან 2 სამუშაო დღის ვადაში საბაჟო ორგანოს წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის �1760 ბრძანებით დამტკიცებული საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციით გათვალისწინებული, სატვირთო საბაჟო დეკლარაციასთან ერთად წარსადგენი დოკუმენტები ან/და მათი დამოწმებული ასლები;

გ) საბაჟო ორგანო ახორციელებს დეკლარაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტების კამერალურ შემოწმებას და შედეგების გათვალისწინებით ხდება ASYCUDA-ს მეშვეობით დეკლარაციისათვის A ნომრის მინიჭება;

დ) თუ დეკლარანტს უკვე გადახდილი აქვს საბაჟო გადასახდელები, დეკლარაციას ASYCUDA�-ს მეშვეობით ენიჭება K ნომერი და ამოიბეჭდება ქაღალდზე; დეკლარაციის C გრაფაში დაესმება საბაჟო ორგანოს დამღა გაშვება ნებადართულია. დამღაში მითითებულ ადგილზე პასუხისმგებელი მოხელე აწერს ხელს და მიუთითებს გაფორმების თარიღს. დამღა მოწმდება ამავე მოხელის პირადნომრიანი ბეჭდით, როდესაც ის მიიღებს გადაწყვეტილებას საქონლის გაშვებაზე. ბეჭდის დასმა დამღის შიგნით დაუშვებელია. ხელმოწერა შესრულებული უნდა იყოს გარკვევით. სრულყოფილად უნდა იკითხებოდეს ბეჭდისა და დამღის ნომრები და წარწერა. დამატებითი ფურცლების აღნიშნულ გრაფაში ისმება მხოლოდ პირადნომრიანი ბეჭედი;

ე) თუ დეკლარანტს არ აქვს გადახდილი საბაჟო გადასახდელები, დეკლარაცია K ნომრის გარეშე ამოიბეჭდება ქაღალდზე; დეკლარაციის C გრაფაში დაესმება საბაჟო ორგანოს დამღა გაშვება ნებადართულია გარანტიით. დამღაში მითითებულ ადგილზე პასუხისმგებელი მოხელე აწერს ხელს და მიუთითებს გაფორმების თარიღს. დამღა მოწმდება ამავე მოხელის პირადნომრიანი ბეჭდით, როდესაც ის მიიღებს გადაწყვეტილებას საქონლის გაშვებაზე. ბეჭდის დასმა დამღის შიგნით დაუშვებელია. ხელმოწერა შესრულებული უნდა იყოს გარკვევით. სრულყოფილად უნდა იკითხებოდეს ბეჭდისა და დამღის ნომრები და წარწერა. დამატებითი ფურცლების აღნიშნულ გრაფაში ისმება მხოლოდ პირადნომრიანი ბეჭედი;

ვ) გარანტიით გაშვებულ საქონელზე საბაჟო გადასახდელების დადგენილ ვადაში გადახდის შემთხვევაში, საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელ საბაჟო ორგანოში დეკლარანტის მიერ წარდგენილ (ქაღალდზე ამობეჭდილ) დეკლარაციის ეგზემპლარს მიენიჭება K ნომერი, C გრაფაში საბაჟო ორგანოს დამღა � გაშვება ნებადართულია გარანტიით გადაიხაზება და დაისმება დამღა � გაშვება ნებადართულია; ASYCUDA-ს ბაზაში არსებულ დეკლარაციაში დადგენილი წესით ხორციელდება შესაბამისი ცვლილებები.

5. წითელი დერეფნის შემთხვევაში:

ა) დეკლარაციას ASYCUDA-ს მეშვეობით A და K ნომრები ავტომატურად არ მიენიჭება;

�ბ) დეკლარანტი ვალდებულია დეკლარაციის რეგისტრაციიდან 2 სამუშაო დღის ვადაში საბაჟო ორგანოს წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის �1760 ბრძანებით დამტკიცებული საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციით გათვალისწინებული, სატვირთო საბაჟო დეკლარაციასთან ერთად წარსადგენი დოკუმენტები ან/და მათი დამოწმებული ასლები;

გ) საბაჟო ორგანო ახორციელებს დეკლარაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტების კამერალურ შემოწმებას, საქონლის დათვალიერებას დადგენილი წესით და აღნიშნული პროცედურების შედეგების გათვალისწინებით ხდება ASYCUDA-ს მეშვეობით დეკლარაციისათვის A ნომრის მინიჭება;

დ) თუ დეკლარანტს უკვე გადახდილი აქვს საბაჟო გადასახდელები, დეკლარაციას ASYCUDA-ს მეშვეობით ენიჭება K ნომერი და ამოიბეჭდება ქაღალდზე; დეკლარაციის C გრაფაში დაესმება საბაჟო ორგანოს დამღა გაშვება ნებადართულია. დამღაში მითითებულ ადგილზე პასუხისმგებელი მოხელე აწერს ხელს და მიუთითებს გაფორმების თარიღს. დამღა მოწმდება ამავე მოხელის პირადნომრიანი ბეჭდით, როდესაც ის მიიღებს გადაწყვეტილებას საქონლის გაშვებაზე. ბეჭდის დასმა დამღის შიგნით დაუშვებელია. ხელმოწერა შესრულებული უნდა იყოს გარკვევით. სრულყოფილად უნდა იკითხებოდეს ბეჭდისა და დამღის ნომრები და წარწერა. დამატებითი ფურცლების აღნიშნულ გრაფაში ისმება მხოლოდ პირადნომრიანი ბეჭედი;

ე) თუ დეკლარანტს არ აქვს გადახდილი საბაჟო გადასახდელები, დეკლარაცია K ნომრის გარეშე ამოიბეჭდება ქაღალდზე; დეკლარაციის C გრაფაში დაესმება საბაჟო ორგანოს დამღა გაშვება ნებადართულია გარანტიით. დამღაში მითითებულ ადგილზე პასუხისმგებელი მოხელე აწერს ხელს და მიუთითებს გაფორმების თარიღს. დამღა მოწმდება ამავე მოხელის პირადნომრიანი ბეჭდით, როდესაც ის მიიღებს გადაწყვეტილებას საქონლის გაშვებაზე. ბეჭდის დასმა დამღის შიგნით დაუშვებელია. ხელმოწერა შესრულებული უნდა იყოს გარკვევით. სრულყოფილად უნდა იკითხებოდეს ბეჭდისა და დამღის ნომრები და წარწერა. დამატებითი ფურცლების აღნიშნულ გრაფაში ისმება მხოლოდ პირადნომრიანი ბეჭედი;

ვ) გარანტიით გაშვებულ საქონელზე საბაჟო გადასახდელების დადგენილ ვადაში გადახდის შემთხვევაში, საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელ საბაჟო ორგანოში დეკლარანტის მიერ წარდგენილ (ქაღალდზე ამობეჭდილ) დეკლარაციის ეგზემპლარს მიენიჭება K ნომერი, C გრაფაში საბაჟო ორგანოს დამღა � გაშვება ნებადართულია გარანტიით� გადაიხაზება და დაისმება დამღა � გაშვება ნებადართულია; ASYCUDA-ს ბაზაში არსებულ დეკლარაციაში დადგენილი წესით ხორციელდება შესაბამისი ცვლილებები.

6. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში დეკლარაციების კომპლექტი შედგება 2 სხვადასხვა ფერის (ულტრაიისფერი დაცვის მქონე გერბიანი ერთი თეთრი და ულტრაიისფერი დაცვის მქონე გერბიანი ერთი ცისფერი) ფურცლისაგან და ნაწილდება შემდეგნაირად:

ა) თეთრი ფურცელი რჩება საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელ საბაჟო ორგანოს;

ბ) ცისფერი ფურცელი გადაეცემა დეკლარანტს.

��� მუხლი 7

სამართალდარღვევის არსებობის შემთხვევაში საბაჟო მოხელე ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოქმედებებს. თუ საბაჟო დეკლარაციის შემოწმების შედეგად გამოვლინდა საბაჟო კანონმდებლობის დარღვევები, რაც გახდა საბაჟო სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი, საქონელი გაიშვება შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმის დადგენილი წესით შედგენისა და შესაბამისი ღონისძიებების გატარების შემდეგ.