დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,გადასახადის გადამხდელთა სახელმწიფო ან/და საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის, იურიდიულ პირთა ფილიალების სახელმწიფო ან/და საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 8 მაისის №419 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 33 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 29/01/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 12, 02/02/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200.090.000.22.033.012.723 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.090.000.22.033.012.723
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №33
2009 წლის 29 იანვარი
ქ. თბილისი
„გადასახადის გადამხდელთა სახელმწიფო ან/და საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის, იურიდიულ პირთა ფილიალების სახელმწიფო ან/და საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 8 მაისის №419 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „გადასახადის გადამხდელთა სახელმწიფო ან/და საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის, იურიდიულ პირთა ფილიალების სახელმწიფო ან/და საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 8 მაისის №419 ბრძანებაში (სსმ III, 08.05.2008წ., №70, მუხ.757) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს საგადასახადო კოდექსის 41-ე, 52-ე და მე-100 მუხლების, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 28-ე მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
2. ბრძანების მე-2 პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ფ) მაღალმთიანი რაიონების სია, სადაც ინდივიდუალურ მეწარმეებს და ფიზიკურ პირებს საცხოვრებელი/საქმიანობის ადგილი განსაზღვრული აქვთ მოცემული თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე და მათ სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის პროცესებზე ვრცელდება განსხვავებული წესი (დანართი №21);“.
3. ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადის გადამხდელთა სახელმწიფო ან/და საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის, იურიდიულ პირთა ფილიალების სახელმწიფო ან/და საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის წესის შესახებ“ ინსტრუქციის:
ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ეს ინსტრუქცია შემუშავებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 41-ე, 52-ე და მე-100 მუხლების, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 28-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად და განსაზღვრავს საწარმოთა, არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა, მათი ფილიალების (წარმომადგენლობების), მათ შორის, უცხო ქვეყნის საწარმოს და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (მუდმივი დაწესებულებების, წარმომადგენლობის), ინდივიდუალურ მეწარმეთა და სამეწარმეო ამხანაგობათა სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის და სხვა გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვის წესს.“;
ბ) ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მ) გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი – საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელისათვის (გარდა საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირისათვის) საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის შესაბამისად მინიჭებული ნომერი, რომელიც შედგება 9 ციფრისაგან. საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირის (გარდა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სამეწარმეო ამხანაგობისა) საიდენტიფიკაციო ნომერს წარმოადგენს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის პირადი ნომერი (გარდა 2006 წლის 1 ივლისამდე არსებული წესის მიხედვით საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანილი ფიზიკური პირისა, რომლის საიდენტიფიკაციო ნომერიც წარმოადგენს საგადასახადო ორგანოს მიერ მინიჭებულ ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო ნომერს);“;
გ) ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. გადასახადის გადამხდელს ენიჭება (ერთი) საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც მუდმივია და მისი შეცვლა (გარდა შეცდომით მინიჭებულისა) ან განმეორება (სხვა გადასახადის გადამხდელისათვის მინიჭება) აკრძალულია (თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული).“;
დ) ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საწარმო (გარდა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წარმონაქმნებისა) და/ან ორგანიზაცია (გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის პირველი წიგნის პირველი კარის მეორე თავში განსაზღვრული წარმონაქმნებისა) ვალდებულია ეკონომიკური საქმიანობის დაწყებამდე განცხადებით მიმართოს საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) შესახებ საგადასახადო ორგანოს თავისი ადგილსამყოფლის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.
3. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ფიზიკური პირი ვალდებულია ეკონომიკური საქმიანობის დაწყებამდე საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) შესახებ განცხადებით მიმართოს საგადასახადო ორგანოს მის მიერ გაცხადებული საცხოვრებელი/საქმიანობის ადგილის მიხედვით.“;
ე) ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირს, გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 36-ე მუხლით განსაზღვრული მეწარმე ფიზიკური პირისა, გადასახადის გადამხდელის მოწმობის მისაღებად (მისი დადგენილი წესით მარეგისტრირებელ ორგანოში დარეგისტრირების შემთხვევაში) შეუძლია მიმართოს მარეგისტრირებელ ორგანოს მის მიერ გაცხადებული საცხოვრებელი/საქმიანობის ადგილის მიხედვით. ამასთან, საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირს საგადასახადო ორგანოში, გარდა ამ ინსტრუქციის მე-12 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წესისა, ასევე შეუძლია საგადასახადო აღრიცხვაზე დადგეს განცხადების საფუძველზე, რომლის დროსაც მას მარეგისტრირებელ ორგანოში საგადასახადო აღრიცხვისას საიდენტიფიკაციო ნომრად უფიქსირდება ამავე პირის მოქალაქის პირადობის მოწმობაში აღნიშნული პირადი ნომერი.
6. სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის შესახებ პირმა განცხადებით უნდა მიმართოს უფლებამოსილ მარეგისტრირებელ ორგანოს იურიდიული მისამართის მიხედვით, ინდივიდუალურმა მეწარმემ – მის მიერ გაცხადებული საცხოვრებელი/საქმიანობის ადგილის მიხედვით, ხოლო სამეწარმეო ამხანაგობამ – სამეწარმეო ამხანაგობის სახელწოდებაში მითითებული პირის საცხოვრებელი ან იურიდიული მისამართის მიხედვით.“;
ვ) ინსტრუქციის მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 54 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალური მეწარმის სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაციას/აღრიცხვას ახორციელებს ინდივიდუალური მეწარმის საქართველოში გაცხადებული საცხოვრებელი/საქმიანობის ადგილის მიხედვით მარეგისტრირებელი ორგანო (გარდა სამეწარმეო ამხანაგობაში მონაწილის რეგისტრაციის შემთხვევაში), რომელიც ვალდებულია შექმნას სამეწარმეო რეესტრი (დანართი №3). სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის მონაცემები შეიტანება მონაცემთა დამუშავების კომპიუტერულ ბაზაში.“;
ზ) ინსტრუქციის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) განმცხადებლის მიერ გაცხადებული საცხოვრებელი/საქმიანობის ადგილის მისამართს;“;
თ) ინსტრუქციის მე-8 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. იმ ინდივიდუალურ მეწარმეთათვის, რომელთა საცხოვრებელი/საქმიანობის ადგილი არ წარმოადგენს ამ ინსტრუქციაზე თანდართული მაღალმთიანი რაიონების ტერიტორიას (დანართი №21), ან მისი საცხოვრებელი/საქმიანობის ადგილი ემთხვევა მარეგისტრირებელი ორგანოს ადგილსამყოფელს, ტარდება შემდეგი პროცედურები:
ა) ინდივიდუალური მეწარმის სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის თაობაზე განცხადებას ინდივიდუალური მეწარმე ან წარმომადგენელი პირი წარუდგენს (ან დაზღვეული წერილით უგზავნის, დადგენილი წესით დამოწმებულ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლთან ერთად) შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს (დანართი №8);
ბ) რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირი უზრუნველყოფს წარმოდგენილი განცხადების სათანადო წესით რეგისტრაციას, რომლის შემდგომ მის მიერ დაუყოვნებლივ მოწმდება განცხადების მონაცემთა სისრულე. თუ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მონაცემთა ბაზის მონაცემები არ შეესაბამება განცხადებაში მითითებული ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილის მონაცემებს, სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის მონაცემებში შეიტანება წარმოდგენილ განცხადებაში მითითებული მონაცემები. თუ პირის მიერ წარმოდგენილი განცხადება აკმაყოფილებს კანონით და ამ წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, იგი დასტურდება რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით და დადგენილი ნიმუშის ბეჭდით, რის შემდგომაც მონაცემები შედის ინდივიდუალურ მეწარმეთა სამეწარმეო (დანართი №3) და გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვის მონაცემების დამუშავების კომპიუტერულ ბაზაში, ენიჭება საიდენტიფიკაციო (სარეგისტრაციო) ნომერი, ფიქსირდება რეგისტრაციის თარიღი. რეგისტრირებულ ინდივიდუალურ მეწარმეზე გაიცემა ინდივიდუალური მეწარმის სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობა (დანართი №13), რომელსაც ხელს აწერს რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირი.
8. იმ ინდივიდუალური მეწარმეთათვის, რომელთა საცხოვრებელ/საქმიანობის ადგილს წარმოადგენს ამ ინსტრუქციაზე თანდართული მაღალმთიანი რაიონების ტერიტორია (დანართი №21) (გარდა იმ შემთხვევისა, როცა საცხოვრებელი/საქმიანობის ადგილი ემთხვევა მარეგისტრირებელი ორგანოს ადგილსამყოფელს), ტარდება შემდეგი პროცედურები:
ა) ინდივიდუალური მეწარმე ან მისი წარმომადგენელი წარუდგენს (ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად) განცხადებას მარეგისტრირებელ ორგანოს;
ბ) რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირი უზრუნველყოფს წარმოდგენილი განცხადების სათანადო წესით რეგისტრაციას, რომლის შემდგომ მის მიერ დაუყოვნებლივ მოწმდება განცხადების მონაცემთა სისრულე. თუ პირის მიერ წარმოდგენილი განცხადება აკმაყოფილებს კანონით და ამ წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირი გადამხდელს ანიჭებს საიდენტიფიკაციო ნომერს, ადასტურებს ხელმოწერით და დადგენილი ნიმუშის ბეჭდით. მონაცემები შეაქვს ინდივიდუალურ მეწარმეთა სამეწარმეო რეესტრში (დანართი №3). რეგისტრირებულ ინდივიდუალურ მეწარმეზე გაიცემა ინდივიდუალური მეწარმის სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობა (დანართი №13), რომელსაც ხელს აწერს უფლებამოსილი პირი;
გ) მონაცემების სამეწარმეო რეესტრში ჩართვის შემდგომ წარმოდგენილი განცხადების ფორმა, ყოველი თვის 1, 11 და 21 რიცხვებში წარედგინება შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს (წარდგენის ადგილი განისაზღვრება მარეგისტრირებელი ორგანოს ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით), მონაცემების ინდივიდუალური მეწარმის სახელმწიფო რეგისტრაციისა და საგადასახადო აღრიცხვის მონაცემთა დამუშავების ერთიან კომპიუტერულ ბაზაში შეტანის მიზნით. მონაცემები კომპიუტერულ ბაზაში შეიტანება ფორმების წარმოდგენიდან 2 სამუშაო დღის ვადაში. კომპიუტერულ ბაზაში მონაცემთა შეტანის შემდეგ ინდივიდუალური მეწარმის განცხადება უბრუნდება განყოფილებას ან შესაბამის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციაზე პასუხისმგებელ პირს, ხოლო ასლები რჩება გადამხდელთა მომსახურების სამმართველოში/მომსახურების სამმართველოში/გადამხდელთა მომსახურების ცენტრში (განყოფილებაში) ან მის ტერიტორიულ ერთეულში.“;
ი) ინსტრუქციის მე-8 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. ინდივიდუალური მეწარმის სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის თაობაზე განცხადება, როცა მას საქართველოში არ გააჩნია საცხოვრებელი/საქმიანობის ადგილი, განმცხადებელმა უნდა წარადგინოს ნებისმიერ მარეგისტრირებელ ორგანოში (გარდა მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციისა).“;
კ) ინსტრუქციის მე-12 მუხლის მე-2–მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ფიზიკური პირი, გარდა ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 36-ე მუხლით გათვალისწინებული ფიზიკური პირისა, ვალდებულია სარეგისტრაციოდ მიმართოს საქართველოში თავისი საცხოვრებელი/საქმიანობის ადგილის მიხედვით მარეგისტრირებელ ორგანოს, საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების (მათ შორის, მიმდინარე გადასახდელების) ან საგადასახადო დეკლარაციის წარდგენამდე, ხოლო „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ფიზიკური პირი – საცხოვრებელი/საქმიანობის ადგილის მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობის დაწყებამდე.
3. იმ ფიზიკური პირისათვის, რომლის საცხოვრებელი/საქმიანობის ადგილი არ წარმოადგენს ამ ინსტრუქციაზე თანდართული მაღალმთიანი რაიონების ტერიტორიას (დანართი №21), ან მისი საცხოვრებელი/საქმიანობის ადგილი ემთხვევა მარეგისტრირებელი ორგანოს ადგილსამყოფელს, ტარდება შემდეგი პროცედურები:
ა) ფიზიკური პირი საგადასახადო აღრიცხვისათვის წარუდგენს შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს ფიზიკური პირის საგადასახადო აღრიცხვის დადგენილი ფორმის განცხადებას (დანართი №10);
ბ) რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირი უზრუნველყოფს წარმოდგენილი განცხადების სათანადო წესით რეგისტრაციას, რომლის შემდგომ მის მიერ დაუყოვნებლივ მოწმდება განცხადების მონაცემთა სისრულე. თუ პირის მიერ წარმოდგენილი განცხადება აკმაყოფილებს ამ ინსტრუქციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, იგი დასტურდება რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით და დადგენილი ნიმუშის ბეჭდით, რის შემდგომ მონაცემები შედის გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვის მონაცემების დამუშავების ერთიან კომპიუტერულ ბაზაში. რეგისტრირებულ ფიზიკურ პირზე გაიცემა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო რეგისტრაციის შესაბამისი მოწმობა (დანართი №17), რომელსაც ხელს აწერს რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირი.
4. იმ ფიზიკური პირისათვის, რომელთა საცხოვრებელ/საქმიანობის ადგილს წარმოადგენს ამ ინსტრუქციაზე თანდართული მაღალმთიანი რაიონების ტერიტორია (დანართი №21) (გარდა იმ შემთხვევისა, როცა საქმიანობის ან საცხოვრებელი ადგილი ემთხვევა მარეგისტრირებელი ორგანოს ან მისი ტერიტორიული ერთეულის ადგილსამყოფელს), ტარდება შემდეგი პროცედურები:
ა) ფიზიკური პირი წარუდგენს შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს საგადასახადო აღრიცხვის თაობაზე შესაბამის განცხადებას;
ბ) რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირი უზრუნველყოფს წარმოდგენილი განცხადების სათანადო წესით რეგისტრაციას, რომლის შემდგომ მის მიერ დაუყოვნებლივ მოწმდება განცხადების მონაცემთა სისრულე. თუ პირის მიერ წარმოდგენილი განცხადება აკმაყოფილებს ამ ინსტრუქციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირის მიერ ივსება განცხადების დანარჩენი მონაცემები, ადასტურებს ხელმოწერით და დადგენილი ნიმუშის ბეჭდით. რეგისტრირებულ ფიზიკურ პირზე გაიცემა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო რეგისტრაციის შესაბამისი მოწმობა (დანართი №17), რომელსაც ხელს აწერს რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირი;
გ) გადასახადის გადამხდელისათვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭებისა და მოწმობის გაცემის შემდგომ წარმოდგენილი განცხადების ფორმა თვის 1, 11 და 21 რიცხვებში წარედგინება შესაბამის მარეგისტრირებელი ორგანოს (ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით) მონაცემების საგადასახადო აღრიცხვის მონაცემთა დამუშავების ერთიან კომპიუტერულ ბაზაში შეტანის მიზნით. მონაცემები კომპიუტერულ ბაზაში შეიტანება ფორმების წარმოდგენიდან 2 სამუშაო დღის ვადაში. კომპიუტერულ ბაზაში მონაცემთა შეტანის შემდეგ განცხადება უბრუნდება განყოფილებას ან შესაბამის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციაზე პასუხისმგებელ პირს, ხოლო ასლები რჩება მარეგისტრირებელ ორგანოში.“;
ლ) ინსტრუქციის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საგადასახადო მიზნებისათვის არარეზიდენტი ფიზიკური პირის მუდმივ დაწესებულებად ითვლება განსაზღვრული ადგილმდებარეობა, რომლის გამოყენებით ეს პირი მთლიანად ან ნაწილობრივ ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე, რწმუნებული პირის საქმიანობის ჩათვლით, გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 29-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“;
მ) ინსტრუქციის მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 14. საგადასახადო რეგისტრაციის იძულებითი წესით უზრუნველყოფის ღონისძიებები
1. თუ პირი საგადასახადო ორგანოში სახელმწიფო რეგისტრაციის ან/და საგადასახადო აღრიცხვის გარეშე ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, საგადასახადო ორგანო ვალდებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში უზრუნველყოს მისი სახელმწიფო ან/და საგადასახადო რეგისტრაცია (აღრიცხვა).
2. რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირი არსებული ადმინისტრაციული სამართლადარღვევის ოქმის საფუძველზე ავსებს შესაბამისი საგადასახადო აღრიცხვის განცხადების ფორმას, მონაცემები შეჰყავს მონაცემთა დამუშავების კომპიუტერულ ბაზაში და ანიჭებს საიდენტიფიკაციო ნომერს.
3. გადასახადის გადამხდელს, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების ჩატარების შემდეგ, დაზღვეული საფოსტო გზავნილით ეგზავნება დადგენილი ფორმის და დადგენილი წესით შევსებული შესაბამისი გადასახადის გადამხდელის მოწმობა და შეტყობინება გადასახადის გადამხდელის სახელმწიფო ან/და საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანის თაობაზე.“;
ნ) ბრძანებით დამტკიცებული №8, №10, №21 და №23 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გილაური


„დანართი №21
მაღალმთიანი რაიონების სია, სადაც ინდივიდუალურ მეწარმეებს და ფიზიკურ პირებს საცხოვრებელი/საქმიანობის ადგილი განსაზღვრული აქვთ მოცემული თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე და მათ სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის პროცესებზე ვრცელდება განსხვავებული წესი
1. ბათუმის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია)
ა) ხულოს მუნიციპალიტეტი;
ბ) შუახევის მუნიციპალიტეტი;
გ) ქედის მუნიციპალიტეტი.
2. ახალციხის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია)
ა) ადიგენის მუნიციპალიტეტი;
ბ) ასპინძის მუნიციპალიტეტი;
გ) ახალქალაქის მუნიციპალიტეტი;
დ) ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი.
3. თელავის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია)
ახმეტის მუნიციპალიტეტი.
4. რუსთვის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია)
ა) დმანისის მუნიციპალიტეტი;
ბ) წალკის მუნიციპალიტეტი.
5. გორის საგადასახადო ინსპექცია
ა) თიანეთის მუნიციპალიტეტი;
ბ) ყაზბეგის მუნიციპალიტეტი.
6. ქუთაისის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია)
ა) ამბროლაურის მუნიციპალიტეტი;
ბ) ლენტეხის მუნიციპალიტეტი;
გ) ონის მუნიციპალიტეტი;
დ) ცაგერის მუნიციპალიტეტი.
7. ფოთის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია)
მესტიის მუნიციპალიტეტი.
8. გურიის საგადასახადო ინსპექცია
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი.“.
„დანართი №23
სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი ინდივიდუალური მეწარმისათვის
| საფირმო სახელწოდება (სრული დასახელება) |
1 |
| |
| საიდენტიფიკაციო (რეგისტრაციის) ნომერი | 2 |
| |
| რეგისტრაციის (ცვლილების) თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) | 3 |
| |
| მონაცემები ინდივიდუალური მეწარმის შესახებ
| სახელი | 4 |
|
| გვარი | 5 |
| |
| ინდივიდუალური მეწარმის მიერ გაცხადებული საცხოვრებელი/საქმიანობის ადგილი (ქვეყანა, მისამართი) |
6 |
| |
| პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში ფიქსირებული პირადი ნომერი | 7
|
| |
| ინფორმაცია პროკურისტის (პროკურისტების) შესახებ (თუ იგი ფიზიკური პირია (სახელი, გვარი, ქვეყანა, ქალაქი, საცხოვრებელი ადგილი, პირადი ნომერი)) წარმომადგენლობის სახე და წესი |
8 |
| |
| ინფორმაცია პროკურისტის (პროკურისტების) შესახებ (თუ იგი იურიდიული პირია (საფირმო სახელწოდება, იურიდიული მისამართი და საიდენტიფიკაციო (რეგისტრაციის) ნომერი) |
9 |
| |
| შენიშვნა | 10 |
| |
“.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები