დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 37 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/01/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 11, 30/01/2009 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/02/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230.210.000.22.033.012.724 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.012.724
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №37
2009 წლის 30 იანვარი
ქ. თბილისი
„საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებით (სსმ III, 29.11.2007 წ., №169, მუხ. 1881) დამტკიცებული „საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის“ (დანართი №15) ნაწილი 13. „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მოქმედი საბაჟო საწყობების (ღია ან დახურული), დროებითი შენახვის საწყობების (ღია ან დახურული), უბაჟო ვაჭრობის პუნქტებისა და შენახვის სხვა ადგილების კლასიფიკატორი“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნაწილი 13. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მოქმედი საბაჟო საწყობების (ღია ან დახურული), საქონლის დროებითი დასაწყობების, უბაჟო ვაჭრობის პუნქტებისა და შენახვის სხვა ადგილების კლასიფიკატორი
1. საბაჟო საწყობების (ღია ან დახურული), საქონლის დროებითი დასაწყობების, უბაჟო ვაჭრობის პუნქტების, საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილეთა საწყობების კლასიფიკატორი მტკიცდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და ცხადდება საჯაროდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 57-ე მუხლის შესაბამისად.
2. საქონლის დროებითი დასაწყობების სხვა ადგილები.
| კოდი | სახელწოდება | მისამართი |
| 066 | საქართველოს ეროვნული ბანკი | – |
| 067 | „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მის სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება | – |
| 068 | უცხოეთის დიპლომატიური და მასთან გათანაბრებული დაწესებულება | – |
| 069 | იმ შემთხვევაში, როცა არ არსებობს (ადამიანის ორგანო, ადამიანის ორგანოთა ნაწილები, ქსოვილები, ღეროვანი უჯრედის; რადიაციული, საშიში, არაგაბარიტული ტვირთის; საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 0407 00 (ფრინველის კვერცხი ინკუბირებისთვის), 0511 91 901 00 (თევზის განაყოფიერებული ქვირითი), 0301 კოდებში (ცოცხალი თევზები), 01 ჯგუფში (ცოცხალი ცხოველები) აღნიშნული საქონლის) შენახვისათვის აუცილებელი, განსაკუთრებული პირობების შესატყვისი საბაჟო საწყობი | –- |
| 070 | ფოთის საზღვაო ნავსადგური | – |
| 071 | ბათუმის საზღვაო ნავსადგური | – |
| 072
| სასაზღვრო სარკინიგზო სადგურებისა და იმ სარკინიგზო სადგურების ტერიტორიებზე, საიდანაც ხორციელდება საერთაშორისო მიმოსვლა. იმ შემთხვევაში, თუ სარკინიგზო სადგური ესაზღვრება საზღვაო ნავსადგურს, საიდანაც ხორციელდება საერთაშორისო მიმოსვლა – ამ რკინიგზის სადგურიდან საზღვაო ნავსადგურის შემოფარგლულ ტერიტორიამდე არსებულ სალიანდაგო ტერიტორიაზე | – |
|
073
| საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი კომერციული ბანკი – ეროვნული და უცხოური ვალუტის (მათ შორის, ნუმიზმატიკური მიზნებით გამოსაყენებლად გათვალისწინებულისა) და ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში | – |
|
074
| თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ავტოსადგომი – უცხოეთში რეგისტრირებული იმ მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების დროებით დასაწყობებისთვის, რომლითაც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოდიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები | – |
|
075
| ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ავტოსადგომი – უცხოეთში რეგისტრირებული იმ მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების დროებით დასაწყობებისთვის, რომლითაც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოდიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები | – |
|
076
| ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ავტოსადგომი – უცხოეთში რეგისტრირებული იმ მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების დროებით დასაწყობებისთვის, რომლითაც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოდიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები | – |
შენიშვნა: შესაბამისი საბაჟო დოკუმენტების შევსების დროს მიეთითება ნაწილი 13-ის 066-076 კოდების შესაბამის სტრიქონებში აღნიშნული კონკრეტული ორგანიზაციების მისამართები.“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 1 თებერვლიდან.
ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები