"ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 8 დეკემბრის №1-1/2935 ბრძანებაში დამატებების და ცვლილების შეტანის თაობაზე"

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1-1/294
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 13/02/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 16, 13/02/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 21/10/2019
სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.22.024.012.778
  • Word
1-1/294
13/02/2009
სსმ, 16, 13/02/2009
310.150.000.22.024.012.778
"ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 8 დეკემბრის №1-1/2935 ბრძანებაში დამატებების და ცვლილების შეტანის თაობაზე"
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.22.024.012.778

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/294

2009 წლის 13 თებერვალი

ქ. თბილისი

ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 8 დეკემბრის №1-1/2935 ბრძანებაში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 8 დეკემბრის №1-1/2935 ბრძანებით (სსმ III, 2008 წ., №177, მუხლი 1802) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილება:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები:

21. კონტეინერული სადგური – მიწისზედა რეზერვუარის/რეზერვუარების მქონე სადგური, შესრულებული როგორც ერთიანი საქარხნო ნაკეთობა, რომლის ტექნოლოგიური სისტემა უზრუნველყოფს ნავთობპროდუქტებით ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამართვას და გამოიყენება მხოლოდ ავტომეურნეობებში, სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო საწარმოებში.

22. მოძრავი სადგური – სადგური, შესრულებული როგორც ერთიანი საქარხნო ნაკეთობა, რომლის ტექნოლოგიური სისტემა დაყენებულია ავტომობილის შასიზე და/ან მისაბმელზე და გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თავმოყრის ადგილებში, საველე პირობებში, სამშენებლო მოედნებზე ნავთობპროდუქტებით ავტოსატრანსპორტო და სხვა ტექნიკის გასამართავად, აგრეთვე მოსახლეობისათვის სანათი ნავთის მისაწოდებლად.“.

2. მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ავტოგასამართი სადგურის ტექნოლოგიური, ენერგეტიკული და სხვა მოწყობილობის, აგრეთვე დამხმარე მოწყობილობის ექსპლუატაციისას უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვა ხდება მათი ექსპლუატაციის ინსტრუქციის, წესების“ და სადგურის პასპორტის შესაბამისად.“.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლ. ჟვანია