,,გარანტიის წარდგენისა და გამოყენების, მისი წარდგენისაგან გათავისუფლების შემთხვევების და საგარანტიო თანხის განსაზღვრის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1767 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ“

  • Word
,,გარანტიის წარდგენისა და გამოყენების, მისი წარდგენისაგან გათავისუფლების შემთხვევების და საგარანტიო თანხის განსაზღვრის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1767 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 174
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 19/03/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 33, 19/03/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.012.909
  • Word
174
19/03/2009
სსმ, 33, 19/03/2009
230.210.000.22.033.012.909
,,გარანტიის წარდგენისა და გამოყენების, მისი წარდგენისაგან გათავისუფლების შემთხვევების და საგარანტიო თანხის განსაზღვრის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1767 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ“
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.012.909

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №174

2009 წლის 19 მარტი

ქ. თბილისი

,,გარანტიის წარდგენისა და გამოყენების, მისი წარდგენისაგან გათავისუფლების შემთხვევების და საგარანტიო თანხის განსაზღვრის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1767 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,გარანტიის წარდგენისა და გამოყენების, მისი წარდგენისაგან გათავისუფლების შემთხვევების და საგარანტიო თანხის განსაზღვრის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1767 ბრძანებით (სსმ III, 22.12.2006 წ., №172, მუხ. 2333) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

1. მე-3 მუხლს დაემატოს ,,ბ.ე“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,ბ.ე) როდესაც დეკლარანტი არ ეთანხმება კორექტირებული დეკლარაციის მონაცემებს, მაგრამ ითხოვს საქონლის დაუყოვნებლივ გაშვებას.“.

2. მე-6 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს ,,მ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,მ) როდესაც დეკლარანტი არ ეთანხმება კორექტირებული დეკლარაციის მონაცემებს, მაგრამ ითხოვს საქონლის დაუყოვნებლივ გაშვებას – კორექტირებული დეკლარაციით განსაზღვრულ საბაჟო გადასახდელებსა და თავდაპირველი დეკლარაციით დეკლარირებულ (გადახდილ) საბაჟო გადასახდელებს შორის არსებულ სხვაობას.“.

3. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. გარანტიის მოქმედების ვადა გარანტიის წარდგენიდან არ უნდა იყოს 30 კალენდარულ დღეზე ნაკლები, ხოლო საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების რეჟიმში მოქცევის დროს შემცვლელი პროდუქტის წინასწარ შემოტანისას ან დეკლარანტსა და საბაჟო ორგანოს შორის საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის უთანხმოების დროს საქონლის გატანისას ან იმ შემთხვევაში, როდესაც დეკლარანტი არ ეთანხმება კორექტირებული დეკლარაციის მონაცემებს, მაგრამ ითხოვს საქონლის დაუყოვნებლივ გაშვებას – არანაკლებ 2 თვისა.“.

4. მე-9 მუხლს დაემატოს ,,კ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,კ) როდესაც დეკლარანტი არ ეთანხმება კორექტირებული დეკლარაციის მონაცემებს, მაგრამ საქონლის დაუყოვნებლივ გაშვების მიზნით წარმოდგენილი აქვს გარანტია – გარანტიის მოქმედების პერიოდში დეკლარანტის მიერ გარანტიით უზრუნველყოფილი საბაჟო გადასახდელების თანხის გადახდა ან საბაჟო დავის განმხილველი ორგანოს მიერ დეკლარანტის საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ძალაში შესვლა.“.

5. მე-10 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს ,,ი“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,ი) როდესაც დეკლარანტი არ ეთანხმება კორექტირებული დეკლარაციის მონაცემებს ,,საქონლის დაუყოვნებლივ გაშვების მიზნით წარმოდგენილი გარანტიის ვადის ამოწურვამდე დარჩენილია 3 დღე და გარანტიის მოქმედების პერიოდში დეკლარანტს არ გადაუხდია გარანტიით უზრუნველყოფილი საბაჟო გადასახდელების თანხა ან საბაჟო დავის განმხილველი ორგანოს მიერ დეკლარანტის საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება არ არის ძალაში შესული.“.

6. ინსტრუქციას დაემატოს მე-11 მუხლი შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 11. ახალი ან დამატებითი გარანტიის წარდგენა

თუ საბაჟო ორგანო დაადგენს, რომ წარდგენილი გარანტიის საგარანტიო თანხა არასაკმარისია ან მისი მოქმედების ვადა ვეღარ უზრუნველყოფს წარმოსაშობი საბაჟო ვალდებულებების შესრულებას, საბაჟო ორგანო ვალდებულია გარანტიის წარმდგენს მოსთხოვოს პირველად წარდგენილი გარანტიის ახლით შეცვლა ან დამატებითი გარანტიის წარდგენა.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პ.პეტრიაშვილი

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი