„საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
„საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 172
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 19/03/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 33, 19/03/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.012.907
  • Word
172
19/03/2009
სსმ, 33, 19/03/2009
230.210.000.22.033.012.907
„საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
„საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.012.907

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №172

2009 წლის 19 მარტი

ქ. თბილისი

საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებაში (სსმ III, 29.11.2007 წ., №169, მუხ. 1881) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. ბრძანების პირველი მუხლის ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაჟო რეჟიმების (გარდა ტრანზიტის საბაჟო რეჟიმისა და საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილის მიერ ან მისი დანიშნულებით შემოტანილი საქონლისა, რომლის მიმართაც დადგენილი წესით ხორციელდება გამარტივებული საბაჟო კონტროლი) აგრეთვე რეექსპორტის შესაბამისად გაცხადებულ საქონელზე სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმის შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის და რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №1):

ა) მე-5 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

8. დეკლარაცია იბეჭდება 3 ეგზემპლარად და ნაწილდება შემდეგნაირად:

ა) პირველი ეგზემპლარი რჩება საბაჟო დამუშავების საბაჟო ორგანოში;

ბ) მეორე ეგზემპლარი საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის შემთხვევაში რჩება სასაზღვრო საბაჟო ორგანოში, ხოლო საქონლის შემოტანის შემთხვევაში – ინახება საბაჟო დამუშავების საბაჟო ორგანოში;

გ) მესამე ეგზემპლარი უბრუნდება დეკლარანტს.“;

ბ) მე-6 მუხლის:

ბ.ა) მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

8. დეკლარაციის რეგისტრაციის შემდეგ დეკლარანტის წერილობითი განცხადების, დეკლარაციაში ცვლილების განხორციელებისათვის საბაჟო მოსაკრებლისა და, შესაბამისად, საბაჟო გადასახდელების გაზრდილი თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის საფუძველზე შესაძლებელია დეკლარაციაში მითითებული მონაცემების შეცვლა. ეს ცვლილებები არ შეიძლება შეეხებოდეს იმ საქონელს, რომელიც არ არის დეკლარირებული (რომლის დასახელება და საქონლის კოდი არ არის მითითებული) ამ საბაჟო დეკლარაციით.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტის საფუძველზე დეკლარაციაში ცვლილებების შეტანისათვის დეკლარანტს არ დაეკისრება საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა, თუ აღნიშნული ცვლილებები განხორციელდა მანამ, სანამ:

ა) საბაჟო ორგანომ დაადგინა დეკლარირებული მონაცემების მცდარობა;

ბ) საბაჟო ორგანომ შეატყობინა დეკლარანტს ამ საბაჟო დეკლარაციის შემოწმების განზრახვის თაობაზე;

გ) საბაჟო ორგანომ გაუშვა საქონელი.“;

ბ.ბ) მე-18 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ.გ) 23-ე–25-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

23. დეკლარაციაში ისეთი არასწორი მონაცემების გამოვლენის შემთხვევაში (გარდა ამ მუხლის 35-ე პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), რომლებიც იწვევს საბაჟო სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობას, მაგრამ არ წარმოადგენს დეკლარაციის ბათილად ან/და ძალადაკარგულად ცნობის საფუძველს, საბაჟო მოხელე ახორციელებს შემდეგ მოქმედებებს:

ა) დადგენილი წესით ადგენს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს;

ბ) დეკლარაციის ელექტრონულ ვერსიაში ცვლილებების შეტანის შემდეგ ამობეჭდავს კორექტირებულ დეკლარაციას, რომელიც წარმოადგენს საბაჟო გადაწყვეტილებას და ეგზავნება (გადაეცემა) დეკლარანტს;

გ) ახორციელებს საქონლის გაშვებას ამ მუხლის 25-ე–252 პუნქტებით განსაზღვრული წესით;

დ) საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების ან/და საბაჟო სანქციის უზრუნველსაყოფად სამართალდარღვევის საქონლის მიმართ შესაბამისი უზრუნველყოფის ღონისძიებების – საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის გამოყენების შემთხვევაში, საბაჟო ორგანოს მიერ მიიღება გადაწყვეტილება საქონლის გაშვების პროცედურების შეჩერების შესახებ სამართალდარღვევის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ან უზრუნველყოფის სხვა ღონისძიებით ჩანაცვლებამდე (გარანტიის წარმოდგენამდე).

24. დეკლარანტს უფლება აქვს დაეთანხმოს კორექტირებული დეკლარაციის მონაცემებს ან გაასაჩივროს იგი დადგენილი წესით.

25. იმ შემთხვევაში, როცა დეკლარაციაში ცვლილებების შეტანა არ იწვევს საბაჟო გადასახდელების თანხის ოდენობის გაზრდას:

ა) თუ დეკლარანტი ეთანხმება კორექტირებული დეკლარაციის მონაცემებს, ხელს აწერს კორექტირებულ დეკლარაციას საბაჟო დამუშავების ოპერაციის დასრულების მიზნით;

ბ) თუ დეკლარანტი არ ეთანხმება კორექტირებული დეკლარაციის მონაცემებს, მაგრამ ითხოვს საქონლის დაუყოვნებლივ გაშვებას, საქონლის გაშვება განხორციელდება კორექტირებული დეკლარაციით, დეკლარანტის ხელმოწერის გარეშე.“;

ბ.დ) 25-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს 251 და 252 პუნქტები შემდეგი რედაქციით:

251. იმ შემთხვევაში, როცა დეკლარაციაში ცვლილებების შეტანა იწვევს საბაჟო გადასახდელების თანხის ოდენობის გაზრდას:

ა) თუ დეკლარანტი ეთანხმება კორექტირებული დეკლარაციის მონაცემებს, იხდის კორექტირებული დეკლარაციით განსაზღვრულ საბაჟო გადასახდელებსა და თავდაპირველი დეკლარაციით დეკლარირებულ (გადახდილ) საბაჟო გადასახდელებს შორის სხვაობას და ხელს აწერს კორექტირებულ დეკლარაციას საბაჟო დამუშავების ოპერაციის დასრულების მიზნით;

ბ) თუ დეკლარანტი არ ეთანხმება კორექტირებული დეკლარაციის მონაცემებს, მაგრამ ითხოვს საქონლის დაუყოვნებლივ გაშვებას, დამატებით წარმოადგენს საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულ არანაკლებ ორთვიან გარანტიას, რომლის საგარანტიო თანხა ტოლია კორექტირებული დეკლარაციით განსაზღვრულ საბაჟო გადასახდელებსა და თავდაპირველი დეკლარაციით დეკლარირებულ (გადახდილ) საბაჟო გადასახდელებს შორის არსებული სხვაობისა; უფლებამოსილი საბაჟო მოხელე კორექტირებული დეკლარაციის ყველა ეგზემპლარზე C გრაფაში აკეთებს აღნიშვნას – გაშვება ნებადართულია გარანტიით“, უსვამს A“ ნომერს და უშვებს საქონელს დეკლარაციაში K“ ნომრის დასმის გარეშე.

252. თუ დეკლარანტი დადგენილი წესით გაასაჩივრებს კორექტირებულ დეკლარაციას:

ა) საბაჟო დავის განმხილველი ორგანოს მიერ დეკლარანტის საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე მიღებული, ძალაში შესული გადაწყვეტილების საბაჟო ორგანოში წარდგენისას უფლებამოსილ საბაჟო მოხელეს ცვლილებები შეაქვს კორექტირებული დეკლარაციის ელექტრონულ ვერსიაში, ამობეჭდავს და დეკლარანტს წარუდგენს ხელმოსაწერად საბოლოო დეკლარაციას, რომლის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა დეკლარანტს. გარანტიით გაშვებული საქონლის შემთხვევაში დეკლარაციის C“ გრაფაში აღნიშვნა გაშვება ნებადართულია გარანტიით“ იცვლება აღნიშვნით გაშვება ნებადართულია“ და დეკლარაციას ენიჭება K“ ნომერი;

ბ) საბაჟო დავის განმხილველი ორგანოს მიერ დეკლარანტის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მიღებული, ძალაში შესული გადაწყვეტილების საბაჟო ორგანოში წარდგენისას, გარანტიით გაშვებული საქონლის შემთხვევაში, დარიცხული გადასახდელების გადახდის ან გარანტიის შესრულების გათვალისწინებით, კორექტირებული დეკლარაციის ელექტრონულ ვერსიაში და დეკლარაციის ყველა ეგზემპლარზე უფლებამოსილი საბაჟო მოხელის მიერ ხორციელდება K“ ნომრის მინიჭება და C“ გრაფაში აღნიშვნა გაშვება ნებადართულია გარანტიით“ იცვლება აღნიშვნით გაშვება ნებადართულია.“;

ბ.ე) 27-ე პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ.ვ) 33-ე პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ.ზ) 34-ე და 35-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

34. დეკლარაციის შემოწმების შემდეგ ეტაპზე საბაჟო მოხელე ამოწმებს საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მეთოდის გამოყენების სისწორეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის წესების“ შესაბამისად.

35. როდესაც საბაჟო მოხელე ახდენს საბაჟო ღირებულების კორექტირებას ან განსხვავებული მეთოდით განსაზღვრას, ადგენს „საქონლის საბაჟო ღირებულების კორექტირების აქტს“, რომელიც ეგზავნება დეკლარანტს, ამასთან:

ა) თუ დეკლარანტი იხდის კორექტირების აქტით განსაზღვრული საბაჟო ღირებულების საფუძველზე გაანგარიშებულ საბაჟო გადასახდელებსა და დეკლარირებულ (გადახდილ) საბაჟო გადასახდელებს შორის სხვაობას, საბაჟო მოხელის მიერ დეკლარაციის ელექტრონულ ვერსიაში ცვლილებების შეტანის შემდეგ დეკლარანტი წარადგენს კორექტირებულ დეკლარაციას;

ბ) თუ დეკლარანტი არ ეთანხმება კორექტირების აქტის მონაცემებს, მაგრამ დამატებით წარმოადგენს საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულ არანაკლებ ორთვიან გარანტიას, რომლის საგარანტიო თანხა ტოლია კორექტირების აქტით განსაზღვრული საბაჟო ღირებულების საფუძველზე გაანგარიშებულ საბაჟო გადასახდელებსა და დეკლარანტის მიერ დეკლარირებული (გადახდილი) საბაჟო ღირებულების საფუძველზე გაანგარიშებულ საბაჟო გადასახდელებს შორის სხვაობისა, უფლებამოსილი საბაჟო მოხელე საბაჟო დეკლარაციის ყველა ეგზემპლარზე C გრაფაში აკეთებს აღნიშვნას – გაშვება ნებადართულია გარანტიით“, უსვამს A“ ნომერს და უშვებს საქონელს დეკლარაციაში K“ ნომრის დასმის გარეშე;

გ) კორექტირების აქტის დადგენილი წესით გასაჩივრების შემთხვევაში:

გ.ა) საბაჟო დავის განმხილველი ორგანოს მიერ დეკლარანტის საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე მიღებული, ძალაში შესული გადაწყვეტილების საბაჟო ორგანოში წარმოდგენისას, უფლებამოსილი საბაჟო მოხელე საბაჟო დეკლარაციას ანიჭებს K“ ნომერს, C“ გრაფაში კეთდება აღნიშვნა გაშვება ნებადართულია“. გარანტიით გაშვებული საქონლის შემთხვევაში C“ გრაფაში აღნიშვნას გაშვება ნებადართულია გარანტიით“ გადაესმება ხაზი და კეთდება აღნიშვნა გაშვება ნებადართულია“, ხოლო დეკლარაციის ელექტრონულ ვერსიაში ხორციელდება შესაბამისი ცვლილება;

გ.ბ) საბაჟო დავის განმხილველი ორგანოს მიერ დეკლარანტის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მიღებული, ძალაში შესული გადაწყვეტილების საბაჟო ორგანოში წარმოდგენისას თავდაპირველი საბაჟო დეკლარაცია ექვემდებარება ცვლილებას. დეკლარანტს ეგზავნება მოთხოვნა დეკლარაციის მისი ეგზემპლარის წარმოდგენის (დაბრუნების) თაობაზე, აგრეთვე შეტყობინება დარიცხულ საბაჟო ვალდებულებაზე, რომელიც მოიცავს კორექტირების აქტით განსაზღვრული საბაჟო ღირებულების საფუძველზე გაანგარიშებულ საბაჟო გადასახდელებსა და დეკლარანტის მიერ დეკლარირებული საბაჟო ღირებულების საფუძველზე გაანგარიშებულ საბაჟო გადასახდელებს შორის სხვაობას და აღნიშნულ თანხაზე დარიცხულ საურავს საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის მომდევნო დღიდან ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. დეკლარირებული საბაჟო გადასახდელების და შეტყობინებით დარიცხული საბაჟო ვალდებულებების გადახდის (მათ შორის, გარანტიის თანხის ჩამოჭრის) დადასტურების შემთხვევაში უფლებამოსილი საბაჟო მოხელე ახორციელებს ცვლილებებს საბაჟო დეკლარაციის ელექტრონულ ვერსიაში საქონლის საბაჟო ღირებულებისა და გადასახდელების გრაფებში, დეკლარაციას ანიჭებს K“ ნომერს, ამობეჭდავს და C“ გრაფაში აკეთებს აღნიშვნას გაშვება ნებადართულია“. გარანტიით გაშვებული საქონლის შემთხვევაში C“ გრაფაში აღნიშვნა გაშვება ნებადართულია გარანტიით“ იცვლება აღნიშვნით გაშვება ნებადართულია“.“;

ბ.თ) 47-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

47. დეკლარაციის შემოწმების ბოლოს ან მის ნებისმიერ ეტაპზე საბაჟო მოხელე უფლებამოსილია მიიღოს ქვემოთ ჩამოთვლილიდან ერთ-ერთი ან რამდენიმე გადაწყვეტილება:

ა) საქონლის გაშვების შესახებ;

ბ) საქონლის გაშვების აკრძალვის შესახებ;

გ) საქონლის დათვალიერების და/ან სინჯის ან/და ნიმუშის აღების შესახებ;

დ) სამართალდარღვევის ნიშნების არსებობის შესახებ;

ე) საქონლის გაშვების პროცედურების შეჩერების შესახებ;

ვ) საქონლის საბაჟო ღირებულების კორექტირების შესახებ;

ზ) დეკლარაციაში ცვლილებების შეტანის ან დეკლარაციის ბათილად ცნობის შესახებ.“;

ბ.ი) 51-ე-53-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

51. სამართალდარღვევის ნიშნების არსებობის შემთხვევაში საბაჟო მოხელე ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოქმედებებს. თუ საბაჟო დეკლარაციის შემოწმების შედეგად გამოვლინდა საბაჟო კანონმდებლობის დარღვევები, რაც გახდა საბაჟო სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი, საქონელი გაიშვება შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმის დადგენილი წესით შედგენისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარების შემდეგ.

52. საბაჟო სამართალდარღვევის ნიშნების არსებობის შემთხვევაში საბაჟო მოხელე დოკუმენტების პაკეტს დაურთავს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს და პირადად წარუდგენს დეკლარანტს ხელმოსაწერად.

53. საქონლის გაშვების პროცედურების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საბაჟო მოხელე აღნიშნულის შესახებ წერილობით აცნობებს დეკლარანტს.“;

ბ.კ) 54-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

54. საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების პროცესში დანაშაულის ნიშნების არსებობისას საბაჟო მოხელე ატყობინებს უშუალო ხელმძღვანელს, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, საპროცესო მოქმედებების ჩასატარებლად შესაძლებელია დახმარებისათვის მიმართოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს. საქმის მასალები დაუყოვნებლივ გადაეგზავნება შესაბამის საგამოძიებო ორგანოს ქვემდებარეობის მიხედვით, ხოლო საბაჟო ორგანოს მიერ მიიღება გადაწყვეტილება საქონლის გაშვების პროცედურების შეჩერების შესახებ.“;

ბ.ლ) 57-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

57. ბათილად ცნობილი დეკლარაცია, რომელსაც დაესმება შტამპი გაბათილებულია“ საბაჟო მოხელის ხელმოწერით და პირადნომრიანი ბეჭდით, ასევე თანმხლები დოკუმენტების ასლები რჩება საბაჟო ორგანოს და ინახება დადგენილი წესით.“;

გ) მე-8 მუხლის:

გ.ა) 31-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

31. გრაფა 30 საქონლის ადგილმდებარეობა“ – იმ შემთხვევაში, როდესაც საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაცია ხორციელდება საბაჟო საწყობში (ღია ან დახურული) ან საქონლის დროებითი დასაწყობების სხვა ადგილებში განთავსებულ საქონელზე, გრაფაში აღინიშნება სამნიშნა ციფრული კოდი კლასიფიკატორის ნაწილი 13-ის შესაბამისად.“;

გ.ბ) 41-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

41. გრაფა 40 საერთო დეკლარაცია/წინმსწრები დოკუმენტი“ – გრაფა ივსება იმ შემთხვევაში, როდესაც თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებამდე საქონელი იმყოფებოდა სხვა საბაჟო რეჟიმში. გრაფაში აღინიშნება წინმსწრები დეკლარაციის ნომერი და გაფორმების წელი.“;

გ.გ) 49-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

49. გრაფა 49 საწყობის დასახელება“ – გრაფა ივსება იმ შემთხვევაში, როდესაც თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებამდე საქონელი იმყოფებოდა საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის რეჟიმში ან დროებით დასაწყობებული იყო საბაჟო საწყობში. გრაფაში აღინიშნება საბაჟო საწყობის საბაჟო-საიდენტიფიკაციო კოდი.“;

გ.დ) 52-ე პუნქტის ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) მოსაკრებელი სულ“ – აღინიშნება დეკლარირებული საქონლის პარტიაზე გადასახდელი მოსაკრებლისა და დეკლარანტის წერილობითი განცხადების საფუძველზე დეკლარაციაში ცვლილების განხორციელებისათვის (ასეთი ცვლილების შემთხვევაში) გადასახდელი მოსაკრებლის ჯამი.“;

დ) მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 10.

გრაფები 3, 5, 6, 7, 9, 11, 13, 16, 19, 20, 22, 23, 24, 25, 26, 28, 30, 31, 32, 33, 34, 35, 36, 38, 39, 40, 41, 43, 44, 46, 47, 48, 49, 54, A, B, C ივსება საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში დეკლარირებისას სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის შევსების წესის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, როდესაც საქონელი ექცევა ექსპორტის საბაჟო რეჟიმში უკან დაბრუნების პირობით, მაშინ 31-ე გრაფაში ჩაიწერება სიტყვები: დაბრუნების პირობით“.“;

ე) მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. გრაფა 2 ექსპორტიორი“ – გრაფაში აღინიშნება საქონლის გამგზავნის შესახებ მონაცემები. თუ საქონლის გამგზავნი იურიდიული პირია, გრაფაში აღინიშნება მისი სრული სახელწოდება, მისამართი, ტელეფონის ან ფაქსის (ტელეფაქსის) ნომერი, ხოლო გრაფის ზედა ნაწილში N“ ნიშნის შემდეგ აღინიშნება საქონლის გამგზავნის ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც მინიჭებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ. თუ საქონლის გამგზავნი ფიზიკური პირია, გრაფაში აღინიშნება მისი სახელი, გვარი, მისამართი, ხოლო გრაფის ზედა ნაწილში N“ ნიშნის შემდეგ აღინიშნება ამავე პირის მოქალაქის პირადობის მოწმობაში აღნიშნული პირადი ნომერი (გარდა ინდივიდუალური საწარმოსი და მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ფიზიკური პირისა). არარეზიდენტი ფიზიკური პირის შემთხვევაში, აგრეთვე გრაფის ზედა ნაწილში N“ ნიშნის შემდეგ აღინიშნება საქონლის გამგზავნი არარეზიდენტი ფიზიკური პირის ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც მინიჭებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ.“;

ვ) მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 12.

გრაფები 2, 3, 5, 6, 7, 8, 9, 11, 13, 14, 16, 17, 17ა, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34, 35, 36, 38, 39, 40, 41, 43, 44, 46, 48, 49, 54, A, B და C ივსება საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმში დეკლარირებისას სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის შევსების წესის შესაბამისად.“;

ზ) მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

21. საქართველოს საქონლის რეექსპორტის შემთხვევაში (როდესაც დადგინდა, რომ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში მოქცეულ საქონელს გააჩნია დეფექტი ან მისი რაოდენობა, ხარისხი, შეფუთვა ან აღწერილობა არ შეესაბამება საგარეო-ეკონომიკური გარიგების პირობებს და ამ მიზეზით უბრუნდება მომწოდებელს ან მის მიერ მითითებულ სხვა პირს):

ა) გრაფა 46 საბაჟო ღირებულება“ – გრაფაში აღინიშნება 31-ე გრაფაში გაცხადებული საქონლის, წინმსწრებ (საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში) საბაჟო დეკლარაციაში მითითებული საბაჟო ღირებულება ლარებში. თუ დეკლარირებული საქონელი წინმსწრები დეკლარაციით დეკლარირებული სასაქონლო პარტიის ნაწილია, 46-ე გრაფაში მითითებული საბაჟო ღირებულება იგივე პროპორციით უნდა შეესაბამებოდეს მთლიანი პარტიის საბაჟო ღირებულებას, როგორც დეკლარირებული საქონლის რაოდენობა მთლიანი პარტიის რაოდენობას;

მაგალითი 1:

თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული იყო 150 ცალი სანთებელა, რომლის დეკლარირებული საბაჟო ღირებულება იყო 150 ლარი. თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების შემდეგ დადგინდა, რომ საქონელს გააჩნდა დეფექტი, მთლიანი პარტია უბრუნდება მომწოდებელს, ხორციელდება რეექსპორტი. ამ შემთხვევაში რეექსპორტის დეკლარაციის 46-ე გრაფაში მიეთითება წინმსწრები დეკლარაციის 46-ე გრაფაში მითითებული თანხა – 150 ლარი.

მაგალითი 2:

თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული იყო 100 ცალი სანთებელა, დეკლარირებული საბაჟო ღირებულება იყო 100 ლარი. თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების შემდეგ დადგინდა, რომ საქონლის ნაწილს – 30 სანთებელას გააჩნდა დეფექტი, პარტიის ნაწილი 30 სანთებელა უბრუნდება მომწოდებელს, ხორციელდება რეექსპორტი. ამ შემთხვევაში რეექსპორტის დეკლარაციის 46-ე გრაფაში მიეთითება წინმსწრები დეკლარაციის 46-ე გრაფაში მითითებული თანხის – 100 ლა-რის პროპორციული ნაწილი – 30 ლარი.

ბ) გრაფა 47 გადასახდელების გამოთვლა“ – ივსება საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში დეკლარირებისას სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის შევსების წესის შესაბამისად და გრაფაში მითითებული საბაჟო გადასახდელების თანხა ნიშნავს დასაბრუნებელ ან მომავალ ვალდებულებათა ანგარიშში ჩასათვლელ თანხას. თუ დეკლარირებული საქონელი წინმსწრები დეკლარაციით დეკლარირებული (საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში მოქცეული) სასაქონლო პარტიის ნაწილია, 47-ე გრაფაში მითითებული გადასახდელების თანხა (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა) იგივე პროპორციით უნდა შეესაბამებოდეს წინა დეკლარაციით დეკლარირებული საბაჟო გადასახდელების თანხას (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა), როგორც დეკლარირებული საქონლის რაოდენობა მთლიანი პარტიის რაოდენობას.“;

თ) 23-ე მუხლის შემდეგ დაემატოს 24-ე და 25-ე მუხლები შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 24.

1. საქონლის გაშვებამდე დეკლარაცია ბათილად შეიძლება იქნეს ცნობილი საბაჟო ორგანოს ინიციატივით ან დეკლარანტის წერილობითი განცხადების საფუძველზე:

ა) თუ დეკლარაციით გაცხადებულია საქონელი, რომლის საქართველოში შემოტანა ან/და საქართველოდან გატანა ან/და რომლის მიმართ გაცხადებული საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენება აკრძალულია;

ბ) როდესაც დეკლარანტის მიერ დადგენილ ვადაში არ იქნა წარმოდგენილი კანონმდებლობით გათვალისწინებული ლიცენზიები ან ნებართვები;

გ) თუ შეუძლებელია ან შეცდომით მოხდა საქონლის მიმართ გაცხადებული საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენება;

დ) დეკლარირებული გადასახდელების გადაუხდელობის შემთხვევაში;

ე) თუ დეკლარაციის გრაფები – 1 ან/და 8 (მხოლოდ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან დაკავშირებული საბაჟო დამუშავების ოპერაციების შემთხვევაში) და 2 (მხოლოდ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან დაკავშირებული საბაჟო დამუშავების ოპერაციების შემთხვევაში) არასწორად არის შევსებული;

ვ) საბაჟო ორგანოს მიერ საქართველოს საბაჟო კოდექსის 87-ე მუხლის შესაბამისად საქონლის განკარგვის ან საბაჟო სამართალდარღვევის საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევის შემთხვევაში;

ზ) კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ან დეკლარირებული სატრანსპორტო საშუალების მიმართ სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელი ორგანოს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 123-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების (მესაკუთრისათვის ან კანონიერი მფლობელისათვის დაბრუნება ან სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევა) გამოყენების შემთხვევაში;

თ) თუ დეკლარირება განხორციელდა არაუფლებამოსილი პირის მიერ;

ი) თუ დეკლარირებული საქონლის ფაქტობრივი წარდგენა საბაჟო ორგანოსათვის შეუძლებელია;

კ) დეკლარირებული საქონლის დათვალიერებისას საქართველოს საბაჟო კოდექსის 242-ე მუხლით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევის ან დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში.

2. საქონლის გაშვების შემდეგ საბაჟო დეკლარაცია ბათილად შეიძლება იქნეს ცნობილი შემდეგ შემთხვევებში:

ა) დათვალიერების გარეშე გაშვებული საქონლის პარტიაში არადეკლარირებელი საქონლის აღმოჩენისას;

ბ) კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ან დეკლარირებული სატრანსპორტო საშუალების მიმართ სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელი ორგანოს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 123-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების (მესაკუთრისათვის ან კანონიერი მფლობელისათვის დაბრუნება ან სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევა) გამოყენებისას;

3. საქონლის გაშვების შემდეგ საბაჟო დეკლარაცია ძალადაკარგულად შეიძლება იქნეს ცნობილი შემდეგ შემთხვევებში:

ა) დეკლარანტის წერილობითი განცხადების საფუძველზე – თუ დეკლარანტი წარადგენს მტკიცებულებებს, რომ განსაზღვრული გარემოებების წარმოშობის შედეგად შეუძლებელია საქონლის მიმართ გაცხადებული საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენება (მათ შორის, საქონლის განადგურების, დაზიანების ან გაფუჭების, კონტრაქტის პირობების შეცვლის შემთხვევებში);

ბ) მიზნობრივი დანიშნულებითა და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელზე მიზნობრივი დანიშნულების შეცვლისას (თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას სხვა მიზნობრივი დანიშნულებით).

    მუხლი 25.

1. საბაჟო ორგანოს უფლება აქვს საკუთარი ინიციატივით ან დეკლარანტის წერილობითი განცხადების საფუძველზე შეცვალოს დეკლარაციაში მითითებული მონაცემები საქონლის გაშვების შემდეგ, ამასთან:

ა) ეს ცვლილებები არ შეიძლება შეეხებოდეს იმ საქონელს, რომელიც არ არის დეკლარირებული (რომლის დასახელება და საქონლის კოდი არ არის მითითებული) ამ საბაჟო დეკლარაციით;

ბ) დაუშვებელია ცვლილებების შეტანა დეკლარაციის გრაფებში: 1 ან/და 8 (მხოლოდ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან დაკავშირებული საბაჟო დამუშავების ოპერაციების შემთხვევაში) და 2 (მხოლოდ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან დაკავშირებული საბაჟო დამუშავების ოპერაციების შემთხვევაში);

გ) საქონლის გაშვების შემდეგ დეკლარაციაში მითითებული მონაცემების შეცვლა, თუ ასეთი ცვლილება იწვევს დეკლარირებული საქონლის სახეობების რაოდენობის (გრაფა 5) ან/და საქონლის რაოდენობის (გრაფები 38, 41) ან/და საბაჟო ღირებულების (გრაფა 42, 46) ან/და საბაჟო გადასახდელების თანხის (გრაფა 47, 52) შემცირებას, შესაძლებელია მხოლოდ საბაჟო შემოწმების მასალების განხილვის შედეგებზე საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილების შესაბამისად.

2. საქონლის გაშვების შემდეგ დეკლარანტის წერილობითი განცხადების საფუძველზე შესაძლებელია დეკლარაციაში მითითებული მონაცემების შეცვლა, თუ ასეთი ცვლილება არ იწვევს დეკლარირებული საქონლის სახეობების რაოდენობის (გრაფა 5) ან/და საქონლის რაოდენობის (გრაფები 38, 41) ან/და საბაჟო ღირებულების (გრაფა 42, 46) ან/და საბაჟო გადასახდელების თანხის ოდენობის (გრაფა 47, 52) შემცირებას.

3. დეკლარანტის წერილობით განცხადებას თან უნდა ერთვოდეს: მტკიცებულებები, რაც წარმოადგენს დეკლარაციაში ცვლილებების განხორციელების საფუძველს, დეკლარანტთან არსებული დეკლარაციის ეგზემპლარი, დეკლარაციაში ცვლილების განხორციელებისათვის საბაჟო მოსაკრებლისა და, შესაბამისად, საბაჟო გადასახდელების გაზრდილი თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები.

4. დეკლარანტის წერილობითი განცხადებისა და დეკლარაციის შესაბამის გრაფებში მითითებული მონაცემების შემოწმებას უფლებამოსილი საბაჟო მოხელე ახორციელებს ამ ინსტრუქციის მე-6 მუხლის შესაბამისად, შეაქვს ცვლილებები დეკლარაციაში ან ამზადებს საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილების პროექტს დეკლარაციაში ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ.

5. საქონლის გაშვების შემდგომი საბაჟო შემოწმების განხორციელებისას, შემოწმების მასალების განხილვის შედეგებზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, თუ საბაჟო ორგანო დაადგენს, რომ დეკლარაციაში მითითებული მონაცემები არასწორია, იგი დადგენილი წესით აფიქსირებს საბაჟო სამართალდარღვევას, ხოლო დეკლარაციაში ცვლილებებს ახორციელებს დეკლარანტის შესაბამისი განცხადებისა და მასთან არსებული დეკლარაციის ეგზემპლარის წარმოდგენის შემთხვევაში. ამასთან, დეკლარაციაში ისეთი არასწორი მონაცემების დადგენისას, რამაც გამოიწვია საბაჟო გადასახდელების ოდენობის შემცირება, ვალდებულ პირს ეგზავნება შეტყობინება საბაჟო გადასახდელის ვადაგადაცილებული დავალიანების, საბაჟო სანქციების თანხის დარიცხვის თაობაზე.

6. დეკლარაციაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება დეკლარაციის ელექტრონულ ვერსიაში ცვლილებების შეტანით, ახალი ეგზემპლარების ამობეჭდვით და საქონლის გაშვებისათვის ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით გათვალისწინებული აღნიშვნებისა და ხელმოწერების დაფიქსირებით. ამასთან, დეკლარაციის C“ გრაფაში უნდა დაისვას საბაჟო ორგანოს დამღა გაშვების შემდეგ შეცვლილია“, რაც მოწმდება უფლებამოსილი მოხელის ბეჭდითა და ხელმოწერით.“.

2. ბრძანების პირველი მუხლის დ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის შესაბამისად გაცხადებულ საქონელზე სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმის, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის და რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №4):

ა) მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. TIR–კარნეტის წიგნაკით გადაადგილებული ტრანზიტული საქონლის შესაბამის საბაჟო ორგანოში დეკლარირების დროს სატვირთო საბაჟო დეკლარაციად ითვლება TIR–კარნეტის წიგნაკი (გარდა იმ შემთხვევისა, როცა საქონლის მიმართ წინმსწრები საბაჟო დამუშავების ოპერაცია განხორციელდა სატვირთო–საბაჟო დეკლარაციის მეშვეობით), ხოლო TIR–კარნეტის წიგნაკის არქონის შემთხვევაში – სატრანსპორტო ზედდებული, საჰაერო, სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტის დროს (გარდა საზღვაო ტრანსპორტით გასატანი (კონტეინერებში და სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებებში განთავსებულის გარდა) საქონლისა, ან იმ საქონლისა, რომლის მიმართ წიმსწრები საბაჟო დამუშავების ოპერაცია განხორციელდა სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის მეშვეობით), აგრეთვე სხვა დოკუმენტი, რომელიც გამოიყენება შემდგომი გადაზიდვისათვის და/ან შეიცავს საქონლის და სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაციისათვის საჭირო მონაცემებს. საბაჟო საწყობიდან დროებით დასაწყობებული საქონლის ტრანზიტით გადაადგილების შემთხვევაში, დეკლარაციის ნაცვლად გამოიწერება „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა“ (გარდა საზღვაო ტრანსპორტით ტრანზიტით გასატანი (კონტეინერებში და სატრანსპორტო საშუალებებში განთავსებულის გარდა) საქონლისა). მილსადენი და ელექტროგადამცემი ხაზებით ტრანზიტით გადაადგილებულ, ასევე საზღვაო ტრანსპორტით საქართველოს ტრანზიტით გასატან საქონელზე (გარდა კონტეინერებში და სატრანსპორტო საშუალებებში განთავსებულისა), აგრეთვე საქართველოდან ტრანზიტით გასატან იმ საქონელზე, რომლის მიმართ წინსწრები საბაჟო დამუშავების ოპერაცია განხორციელდა დეკლარაციის მეშვეობით, წარმოდგენილ უნდა იქნეს დეკლარაცია.“;

ბ) მე-6 მუხლის მე8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

8. დეკლარაცია იბეჭდება 3 ეგზემპლარად და ნაწილდება შემდეგნაირად:

ა) პირველი ეგზემპლარი რჩება საბაჟო დამუშავების საბაჟო ორგანოში;

ბ) მეორე ეგზემპლარი საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის შემთხვევაში რჩება სასაზღვრო საბაჟო ორგანოში;

გ) მესამე ეგზემპლარი უბრუნდება დეკლარანტს.“;

გ) მე-7 მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

10. დეკლარაციის რეგისტრაციის შემდეგ დეკლარანტის წერილობითი განცხადების საფუძველზე შესაძლებელია დეკლარაციაში მითითებული მონაცემების შეცვლა. ეს ცვლილებები არ შეიძლება შეეხებოდეს იმ საქონელს, რომელიც არ არის დეკლარირებული (რომლის დასახელება და საქონლის კოდი არ არის მითითებული) ამ დეკლარაციით.

11. ამ მუხლის მე-10 პუნქტის საფუძველზე დეკლარაციაში ცვლილებების შეტანისათვის დეკლარანტს არ დაეკისრება საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა, თუ აღნიშნული ცვლილებები განხორციელდა მანამ, სანამ:

ა) საბაჟო ორგანომ დაადგინა დეკლარირებული მონაცემების მცდარობა;

ბ) საბაჟო ორგანომ შეატყობინა დეკლარანტს ამ საბაჟო დეკლარაციის შემოწმების განზრახვის თაობაზე;

გ) საბაჟო ორგანომ გაუშვა საქონელი.“;

დ) მე-10 მუხლის 24-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

24. გრაფა 40. საერთო დეკლარაცია/წინმსწრები დოკუმენტი“ – ივსება იმ შემთხვევაში, როდესაც საქონელი იმყოფებოდა სხვა საბაჟო რეჟიმში. გრაფაში აღინიშნება წინმსწრები დეკლარაციის ნომერი და გაფორმების წელი.“;

ე) მე-11 მუხლის მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. ბრძანების პირველი მუხლის ვ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის (დანართი №6) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5. მნიშვნელოვანი ინფორმაცია

5.1. იმპორტისას საბაჟო გადასახდელებისაგან თავისუფლდება პირის მიერ ერთი დღე-ღამის განმავლობაში შემოტანილი:

5.1.1. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 06, 07, 08, 19 ჯგუფებისა და 0401–0406, 1601, 1702–1704, 2101–2102 სასაქონლო პოზიციების შესაბამისი ჯამური თანხით 500 ლარამდე ღირებულების, საერთო წონით არა უმეტეს 30 კგ-ისა კვების პროდუქტები (მხოლოდ ფიზიკური პირის მიერ, მათ შორის, საფოსტო გზავნილის შემთხვევაში);

5.1.2. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 28–96 ჯგუფების შესაბამისი 1000 ლარამდე (ფიზიკური პირის მიერ საჰაერო ტრანსპორტით შემოტანისას – 3000 ლარამდე) ღირებულების, 50 კგ-მდე საერთო წონის საქონელი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის;

5.1.3. უცხოეთში ყოველ 6 თვეზე მეტი ხნით ყოფნის შემდეგ საქართველოში შემოსული ფიზიკური პირის მიერ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–96-ე ჯგუფების (გარდა 87-ე ჯგუფისა) შესაბამისი 15000 ლარის ღირებულების საქონელი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის, ხოლო უცხო ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობიდან ან საკონსულო დაწესებულებიდან როტაციის წესით სამუშაო მივლინებიდან გამოწვეული დიპლომატიური თანამდებობის პირისათვის – დამატებით მის მიერ პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონელი (ოჯახზე ერთი სატრანსპორტო საშუალება, მაცივარი, კომპიუტერი და ტელევიზორი);

5.1.4. 200 ღერი სიგარეტი ან 50 სიგარა ან 50 სიგარილა ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმი (გარდა თამბაქოს ნედლეულისა) ან ზემოაღნიშნული ზღვრული ოდენობის ფარგლებში თამბაქოს დასახელებული ნაწარმი საერთო წონით 250 გრამი და 4 ლიტრი ყველა სახის ალკოჰოლიანი სასმელი;

5.1.5. საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემოსვლისას (რაც დასტურდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით გაცემული შესაბამისი დოკუმენტით) ფიზიკური პირის მიერ შემოტანილი საქონელი (მათ შორის, ავეჯი, საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონელი, ოჯახზე ერთი სატრანსპორტო საშუალება), რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის.

5.2. თუ თქვენ მიერ საქართველოში შემოტანილი საქონლის პარამეტრები აღემატება მე-5 ნაწილის 5.1. პუნქტში აღნიშნულს ან/და რომლის შემოტანა-გატანისათვის საჭიროა ნებართვა ან/და ლიცენზია, თქვენ ვალდებული ხართ მოახდინოთ საქონლის დეკლარირება სატვირთო საბაჟო დეკლარაციის წარდგენით, რისთვისაც თქვენ შეგიძლიათ:

5.2.1. საქონელი დროებით დაასაწყობოთ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებულ საბაჟო საწყობში და წარადგინოთ შესაბამისი განაცხადი, ან

5.2.2. საქონელი თქვენ მიერ მითითებულ საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილამდე გადააადგილოთ „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით“ კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამასთან, თუ თქვენ მიერ შემოტანილი დაბეგვრას დაქვემდებარებული საქონელი არ აღემატება 20 კგ-სა და 0,5მ3-ს, უნდა მოითხოვოთ დანართი №7 და შეიტანოთ მასში საქონლის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია, ხოლო საბაჟო ორგანო შესაძლებლობის შემთხვევაში უზრუნველყოფს ამ საქონლის მიტანას უახლოეს ან თქვენ მიერ მითითებულ საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილამდე;

5.2.3. წარადგინოთ სატვირთო-საბაჟო დეკლარაცია კანონმდებლობით განსაზღვრულ ადგილებში. ამასთან, საბაჟო ორგანოს მიერ გადაადგილებული დაბეგვრას დაქვემდებარებული 20 კგ-სა და 0,5მ3-ზე ნაკლები საქონლის დანიშნულების ადგილზე მიტანის დროს, თქვენი მოთხოვნის საფუძველზე საბაჟო ორგანო ავსებს სატვირთო საბაჟო დეკლარაციას.“.

4. ბრძანების პირველი მუხლის პ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის“ (დანართი №15):

 ა) მე-2 ნაწილის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. საბაჟო დამუშავების ოპერაციების განხორციელების სხვა ადგილები რეგიონალური ცენტრები (საგადასახადო ინსპექციები)

 

კოდი

რეგიონალური ცენტრები (საგადასახადო ინსპექციები)

1

 

 

 

69000

 

20002

 

 

 

 

69221

 

69227

 

 

69043

 

 

 

 

 

 

 

 

69250

 

თბილისის რეგიონალური ცენტრი

(საგადასახადო ინსპექცია):

 

ქ. თბილისი, ცოტნე დადიანის ქ. №30;

 

ქ. თბილისი, ცოტნე დადიანის ქ. №30 (მხოლოდ საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილეთა მიერ, ან მათი დანიშნულებით საქართველოს საბა-ჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაციებისათვის);

 

ქ. თბილისი, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია;

 

ქ. მცხეთა, მუხრანის ქ. №17;

 

 

საქართველოს საბაჟო საზღვრიდან ქ. თბილისის რკინიგზის სამგზავრო სადგურის ტერიტორიის ჩათვლით და უკუმიმართულებით მოძრავი ერევანი–ბათუმი–ერევანი, ბათუმი–ერევანი–ბათუმის საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლის ძირითადი მარშრუტის მსვლელობის სწრაფი სამგზავრო მატარებელი. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება აღნიშნული პროცედურის მატარებელში წარმართვა, საქონლის საბაჟო რეჟიმში მოქცევის ოპერაცია განხორციელდება უახლოეს ან დეკლარანტის მიერ შერჩეულ საბაჟო პროცედურის ჩატარების ადგილზე;

 

ქ. გორი, მოსკოვის ქ. №1, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. გორის განყოფილების შენობა.

2

 

 

69300

 

 

69350

ახალციხის რეგიონალური ცენტრი

(საგადასახადო ინსპექცია):

საბაჟო გამშვები პუნქტი „ვალეს“ ტერიტორია

 

ქ. ახალციხე, ახალქალაქის გზატკეცილი №2, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ახალციხის განყოფილების შენობა.

3

 

 

69017

 

69070

თელავის რეგიონალური ცენტრი

(საგადასახადო ინსპექცია):

. თელავი, ერეკლე II-ის გამზ. №1;

ქ. თელავი, ჩოლოყაშვილის ქ. №21, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. თელავის განყოფილების შენობა

4

 

69400

 

 

69450

ქუთაისის რეგიონალური ცენტრი

(საგადასახადო ინსპექცია):

წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, სოფ. ქვიტირი, „საბაჟო-კემპინგი“;

 

სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ქუთაისის განყოფილების შენობა.

5

 

 

69014

 

 

 

69050

რუსთავის რეგიონალური ცენტრი

(საგადასახადო ინსპექცია):

ქ. რუსთავი, ფიროსმანის ქ. 38;

 

სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თბილისის სამმართველოს სარეგისტრაციო განყოფილების შენობა.

6

 

 

 

69600

 

20001

 

 

 

 

69605

 

 

ბათუმის რეგიონალური ცენტრი

(საგადასახადო ინსპექცია):

 

ქ. ბათუმი, ფიროსმანის ქ. №5ა;

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ადლია, შპს ტერმინალის საწყობის ტერიტორია (მხოლოდ საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილეთა მიერ, ან მათი დანიშნულებით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაციებისათვის);

 

ქ. ბათუმი, ტბელ აბუსერიძის ქ. №11, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ბათუმის განყოფილების შენობა.

7

 

 

 

69500

 

20003

 

 

 

69502

 

69510

 

 

 

69511

 

 

 

 

69555

 

ფოთის რეგიონალური ცენტრი

(საგადასახადო ინსპექცია):

 

ქ. ფოთი, კოკაიას ხეივანი №1;

 

ქ. ფოთი, კოკაიას ხეივანი №1 (მხოლოდ საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილეთა მიერ, ან მათი დანიშნულებით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაციებისათვის);

 

ხობის მუნიციპალიტეტი, სოფელი ყულევი;

 

ქ. ფოთი, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ფოთის განყოფილების შენობა;

 

ქ. ზუგდიდი, პარიზის კომუნის ქ. № 7, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ზუგდიდის განყოფილების შენობა;

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. ოზურგეთი, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ოზურგეთის განყოფილების შენობა;

 

ბ) ნაწილი 5. საბაჟო მოსაკრებლების გაანგარიშების დამხმარე კოდების კლასიფიკატორი“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

ნაწილი 5. საბაჟო მოსაკრებლების გაანგარიშების დამხმარე კოდების კლასიფიკატორი

 

კოდი

დასახელება

1

საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული შემთხვევები

2

საქონლის იმპორტი სტიქიური უბედურების, ავარიისა და კატასტროფის ლიკვიდაციის, აგრეთვე ჰუმანიტარული დახმარების მიზნით;

3

საქონლის იმპორტი, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულებით გრანტის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით განსაზღვრული წესით;

4

უცხო ქვეყნების დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების ოფიციალური სარგებლობისათვის, აგრეთვე ამ წარმომადგენლობების დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრები ოჯახის წევრების ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონელი;

5

საქონლის იმპორტი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2705 მუხლის ქვეპუნქტის შესაბამისად;

6

ეროვნული და უცხოური ვალუტის (გარდა ნუმიზმატიკური მიზნებით გამოსაყენებლად გათვალისწინებულისა) და ფასიანი ქაღალდების იმპორტი;

7

საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ტრანზიტი;

0

კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა გათავისუფლებები

9

შეღავათიანი განაკვეთი – 5 ევრო (საბაჟო მოსაკრებლების შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ა.ა ქვეპუნქტის შესაბამისად)

საბაჟო ორგანოს არასამუშაო დროს ან/და სხვა ადგილებში საბაჟო პროცედურების განხორციელებისას:

98

3000 ლარზე ნაკლები საბაჟო ღირებულების მქონე საქონელზე ერთ დეკლარაციაზე (გარდა დროებითი შემოტანისა) – 15 ევროს ეკვივალენტის ლარებში გადახდის ვალდებულება;

8

3000 ლარისა და მასზე მეტი საბაჟო ღირებულების მქონე საქონელზე ერთ დეკლარაციაზე (გარდა დროებითი შემოტანისა) – 180 ევროს ეკვივალენტის ლარებში გადახდის ვალდებულება;

10000 კილოგრამი და მასზე ნაკლები წონის საქონლის დროებითი შემოტანისათვის – საქონლის ყოველ კილოგრამზე 3 თეთრის გადახდის ვალდებულება;

10000 კილოგრამზე მეტი წონის საქონლის დროებითი შემოტანისათვის – 300 ლარს დამატებული 0,9 თეთრი 10000 კილოგრამის ზევით ყოველ კილოგრამზე გადახდის ვალდებულება;

საგამოფენო დანიშნულების საქონლის დროებითი შემოტანისათვის ყოველ კილოგრამზე 7,5 თეთრის გადახდის ვალდებულება

საქართველოს საბაჟო კოდექსის 71-ე მუხლის შესაბამისად საბაჟო მოსაკრებლის განახევრებული განაკვეთის დამატების ვალდებულება დეკლარანტის წერილობითი განცხადების საფუძველზე ცვლილების განხორციელებისას:

61

3000 ლარზე ნაკლები საბაჟო ღირებულების მქონე საქონელზე (გარდა დროებითი შემოტანისა) წარდგენილ დეკლარაციაში – ჯამში 7,5 ევროს ეკვივალენტი ლარებში

62

3000 ლარისა და მასზე მეტი საბაჟო ღირებულების მქონე საქონელზე (გარდა დროებითი შემოტანისა) წარდგენილ დეკლარაციაში – ჯამში 90 ევროს ეკვივალენტი ლარებში

63

10000 კილოგრამი და მასზე ნაკლები წონის საქონლის დროებითი შემოტანისათვის წარდგენილ დეკლარაციაში – ჯამში 1,5 თეთრი საქონლის ყოველ კილოგრამზე

64

10000 კილოგრამზე მეტი წონის საქონლის დროებითი შემოტანისათვის წარდგენილ დეკლარაციაში – ჯამში 150 ლარს დამატებული 0,45 თეთრი 10000 კილოგრამის ზევით ყოველ კილოგრამზე

65

საგამოფენო დანიშნულების საქონლის დროებითი შემოტანისათვის წარდგენილ დეკლარაციაში – ჯამში 3,75 თეთრი საქონლის ყოველ კილოგრამზე

66

3000 ლარზე ნაკლები საბაჟო ღირებულების მქონე საქონელზე (გარდა დროებითი შემოტანისა) საბაჟო ორგანოს არასამუშაო დროს ან/და სხვა ადგილებში საბაჟო პროცედურების განხორციელებისას წარდგენილ დეკლარაციაში – ჯამში 22,5 ევროს ეკვივალენტი ლარებში

67

3000 ლარისა და მასზე მეტი საბაჟო ღირებულების მქონე საქონელზე (გარდა დროებითი შემოტანისა) საბაჟო ორგანოს არასამუშაო დროს ან/და სხვა ადგილებში საბაჟო პროცედურების განხორციელებისას წარდგენილ დეკლარაციაში – ჯამში 270 ევროს ეკვივალენტი ლარებში

68

10000 კილოგრამი და მასზე ნაკლები წონის საქონლის დროებითი შემოტანისათვის საბაჟო ორგანოს არასამუშაო დროს ან/და სხვა ადგილებში საბაჟო პროცედურების განხორციელებისას წარდგენილ დეკლარაციაში – ჯამში 4,5 თეთრი საქონლის ყოველ კილოგრამზე

69

10000 კილოგრამზე მეტი წონის საქონლის დროებითი შემოტანისათვის საბაჟო ორგანოს არასამუშაო დროს ან/და სხვა ადგილებში საბაჟო პროცედურების განხორციელებისას წარდგენილ დეკლარაციაში – ჯამში 450 ლარს დამატებული 1,35 თეთრი 10000 კილოგრამის ზევით ყოველ კილოგრამზე

70

საგამოფენო დანიშნულების საქონლის დროებითი შემოტანისათვის საბაჟო ორგანოს არასამუშაო დროს ან/და სხვა ადგილებში საბაჟო პროცედურების განხორციელებისას წარდგენილ დეკლარაციაში – ჯამში 11,25 თეთრი საქონლის ყოველ კილოგრამზე”

 

გ) ნაწილი 11. საქონლის მიმართ საბაჟო დამუშავების ოპერაციების განხორციელებისათვის საბაჟო ორგანოში წარდგენილი დოკუმენტებისა და საქონელთან დაკავშირებით სხვა საჭირო ინფორმაციის კლასიფიკატორი” ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

ნაწილი 11. საქონლის მიმართ საბაჟო დამუშავების ოპერაციების განხორციელებისათვის საბაჟო ორგანოში წარდგენილი დოკუმენტებისა და საქონელთან დაკავშირებით სხვა საჭირო ინფორმაციის კლასიფიკატორი

 

დოკუმენტის კოდი ASYCUDA-ში

დოკუმენტის დასახელება

001

საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა

002

ხელშეკრულება

003

შესყიდვის დოკუმენტი (ინვოისი ან სხვა საანგარიშ­სწო­რებო დოკუმენტი)

004

სატრანსპორტო ზედნადები

005

კონოსამენტი

006

მანიფესტი

007

TIR-წიგნაკი

008

ერთჯერადი ან გენერალური მინდობილობა, ხელშეკ­რუ­ლება ან მისი შემცვლელი დოკუმენტი წარმომადგენლის უფლებამოსილების შესახებ

009

დაკვირვების ელექტრონული საშუალებების იმპორტის ან ექსპორტის ლიცენზია

010

ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა

011

ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვა

012

ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვა

013

შეზღუდულად ბრუნვადი მასალების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა

014

ბირთვული, რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიაქტიული ნივთიერებების, რადიაქტიული ნარჩენების, მინერალების (წიაღისეულის), რომლებისგანაც პრაქტიკულად შესაძლებელია ბირთვული მასალების მიღება, ყველაფრის, რაც დამზადებულია ბირთვული მასალისაგან ან რადიაქტიული ნივთიერებისაგან ან შეიცავს მათ, როგორც შემადგენელ ნა­წილს, აგრეთვე ბირთვული ტექნოლოგიების ან ნოუ-ჰაუების ექსპორტის, იმპორტის ან ტრანზიტის ნებართვა

015

გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორის და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ¨ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის ნებართვა

016

იარაღისა და საბრძოლო მასალის იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა

017

უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ნებართვა

018

იარაღის ერთი სახეობის ცალკეული ეგზემპლარების საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის (გარდა ექსპორტ-იმპორტის, ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვა

019

ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა

020

სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის ან ექსპორტის ნებართვა

021

არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვა

022

საქართველოს კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანის ნებართვა

023

დსთ-ის ზოგიერთ ქვეყანაში წარმოებული საქონლის რეექსპორტის ნებართვა (შესაბამისი ქვეყნის უფლება­მოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული)

024

ხე-ტყის ექსპორტისას – ხე-ტყის კანონიერების ან/და წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი

025

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წერილობითი დასკვნა საქონლისათვის ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების შესახებ

026

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წერილობითი დასკვნა საქონლისათვის გრანტის სტატუსის მინიჭების შესახებ

027

საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი

028

იოდიზირებული მარილისა და სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების შესაბამისობის სერტიფიკატი

030

ფიტო-სანიტარული სერტიფიკატი

031

ვეტერინარული სერტიფიკატი

 

 

034

საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევის საბაჟო დეკლარაცია

035

საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევის საბაჟო დეკლარაცია

036

საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევის საბაჟო დეკლარაცია

037

საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევის საბაჟო დეკლარაცია

039

სპეციალური საგადასახადო ანგარიშფაქტურა (სსაფ) – ნავთობპროდუქტების იმპორტის დროს

040

საქონლის სპეციფიკაცია

041

საბანკო გარანტია

042

ფინანსური რისკის დაზღვევის პოლისი

043

სახელმწიფო ხაზინის ცნობა სახელმწიფო ხაზინაში გარანტიის სახით სათანადო თანხის (დეპოზიტის) შეტანის თაობაზე

045

საქონლისა და/ან სატრანსპორტო საშუალების საბაჟო კონტროლის ქვეშ დროებითი შენახვის განაცხადი

046

სამკურნალო საშუალებების საბაჟო აღნუსხვის ფორმა

047

საბაჟო გადასახდელების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი

049

შეფუთვის ფურცელი

050

ექსპერტიზის აქტი

051

საქონლის დათვალიერების აქტი

052

საქონლის სინჯის (ნიმუშის) აღების აქტი (ოქმი)

053

ჯარიმის გადახდის დოკუმენტი

054

სასამართლოს დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ

055

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი

056

წერილი

057

განცხადება

058

ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური პასპორტი

062

საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევის საბაჟო დეკლარაცია

063

საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევის საბაჟო დეკლარაცია

064

საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევის საბაჟო დეკლარაცია

065

ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაცია

066

სატვირთო საბაჟო დეკლარაცია ფორმა N2

067

საფოსტო გზავნილის დეკლარაცია CN 22

068

საფოსტო გზავნილის დეკლარაცია CN 23

069

გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია

070

საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცეული, იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებული საქონლის მიმართ გადასახდელი თანხის გადახდის განრიგი

071

მოქალაქის სამგზავრო დოკუმენტის (პასპორტის) სტიკერიანი ფურცლის სათანადოდ დამოწმებული ასლი

200

ავტომანქანის სახელმწიფო N

201

რკინიგზის ვაგონი, N

202

თვითმფრინავი, რეისი N

203

გემი, რეისი N

204

კონტეინერი, N

210

წინმსწრები დეკლარაციის N: A

300

ავტომანქანის მარკა

330

მედიკამენტის დასახელება

333

სიგარეტების დასახელება და რაოდენობა, კოლოფი

340

აქციზური მარკების ნომრები

341

საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი

342

საბაჟო შეტყობინება

345

აწონვის ქვითარი”

444

დამატებითი ინფორმაცია საქონელზე

 

5. ბრძანების პირველი მუხლის ქვეპუნქტით დამტკიცებული სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ფორმა №2-ის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის (დანართი №16) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4.

დეკლარაცია ივსება 3 ეგზემპლარად და ნაწილდება შემდეგნაირად:

ა) ერთი ეგზემპლარი რჩება სასაზღვრო საბაჟო ორგანოში, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში – საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილზე;

ბ) მეორე ეგზემპლარი უბრუნდება საქონლის განმცხადებელ პირს;

გ) მესამე ეგზემპლარი ეგზავნება რეგიონალურ საბაჟოს.;

6. ბრძანების პირველი მუხლის ტ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილეთა მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში გაცხადებულ საქონელზე, რომლის მიმართაც დადგენილი წესით ხორციელდება გამარტივებული საბაჟო კონტროლი, სატვირთო–საბაჟო დეკლარაციის შევსების, წარდგენის და რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №19):

ა) მე-2 მუხლის გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გ) სასაქონლო პარტია – ერთი ან რამდენიმე დასახელების საქონელი, გაგზავნილი ერთი გამგზავნის მიერ ერთი მისამართით ერთი ხელშეკრულების საფუძველზე, ერთი სახეობის ტრანსპორტით (გარდა საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტისა), წარდგენილი საბაჟო დამუშავების ოპერაციისათვის ერთდროულად, ერთი და იმავე საბაჟო პუნქტის გავლით, მიუხედავად სატრანსპორტო საშუალებებისა და გადაზიდვის დამადასტურებელი დოკუმენტების რაოდენობისა.“;

ბ) მე-4 მუხლს მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს 31 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

31. ამ მუხლის მე-3 პუნქტის მიუხედავად, დეკლარანტს უფლება აქვს სატვირთო საბაჟო დეკლარაციაზე დასართავი დოკუმენტები დეკლარაციასთან ერთად წარადგინოს ელექტრონულად.“;

გ) მე-5 მუხლის:

გ.ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

6. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში დეკლარაცია იბეჭდება 3 ეგზემპლარად და ნაწილდება შემდეგნაირად:

ა) ორი ეგზემპლარი რჩება სასაზღვრო საბაჟო ორგანოში, რომელთაგან ერთი ეგზავნება საბაჟო დამუშავების განმახორციელებელ საბაჟო ორგანოს;

ბ) მესამე ეგზემპლარი გადაეცემა დეკლარანტს.“;

გ.ბ) მე-7 პუნქტის ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ) დეკლარანტი ვალდებულია, თანამშრომლობის მონაწილის საწყობში ან მის მიერ შერჩეულ საბაჟო საწყობში ან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელ საბაჟო ორგანოსთან უახლოეს დანიშნულების ადგილზე საქონლის დადგენილი წესით მიტანიდან 2 სამუშაო დღის ვადაში საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელ საბაჟო ორგანოს წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1760 ბრძანებით დამტკიცებული საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციით“ გათვალისწინებული, სატვირთო საბაჟო დეკლარაციასთან ერთად წარსადგენი დოკუმენტები ან/და მათი დამოწმებული ასლები, გარდა ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;“;

გ.გ) მე-8 პუნქტის ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ) დეკლარანტი ვალდებულია, დანიშნულების ადგილზე საქონლის მიტანიდან 2 სამუშაო დღის ვადაში საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელ საბაჟო ორგანოს წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1760 ბრძანებით დამტკიცებული საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციით“ გათვალისწინებული, სატვირთო საბაჟო დეკლარაციასთან ერთად წარსადგენი დოკუმენტები ან/და მათი დამოწმებული ასლები, გარდა ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;“;

გ.დ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

9. ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში დეკლარაცია იბეჭდება 2 ეგზემპლარად და ნაწილდება შემდეგნაირად:

ა) ერთი ეგზემპლარი რჩება საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელ საბაჟო ორგანოს;

ბ) მეორე ეგზემპლარი გადაეცემა დეკლარანტს.“;

დ) მე-6 მუხლის:

დ.ა) მე-4 პუნქტის ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ) დეკლარანტი ვალდებულია, დეკლარაციის რეგისტრაციიდან 2 სამუშაო დღის ვადაში საბაჟო ორგანოს წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1760 ბრძანებით დამტკიცებული საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციით“ გათვალისწინებული, სატვირთო საბაჟო დეკლარაციასთან ერთად წარსადგენი დოკუმენტები ან/და მათი დამოწმებული ასლები, გარდა ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;“;

დ.ბ) მე-5 პუნქტის ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ) დეკლარანტი ვალდებულია, დეკლარაციის რეგისტრაციიდან 2 სამუშაო დღის ვადაში საბაჟო ორგანოს წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1760 ბრძანებით დამტკიცებული საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციით“ გათვალისწინებული, სატვირთო საბაჟო დეკლარაციასთან ერთად წარსადგენი დოკუმენტები ან/და მათი დამოწმებული ასლები, გარდა ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;“;

დ.გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

6. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში დეკლარაცია იბეჭდება 2 ეგზემპლარად და ნაწილდება შემდეგნაირად:

ა) ერთი ეგზემპლარი რჩება საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელ საბაჟო ორგანოს;

ბ) მეორე ეგზემპლარი გადაეცემა დეკლარანტს.“;

ე) მე-7 მუხლის შემდეგ დაემატოს მე-8 მუხლი შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 8.

დეკლარაციის შემოწმების პროცედურები ხორციელდება საბაჟო რეჟიმების (გარდა ტრანზიტის საბაჟო რეჟიმისა და საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილის მიერ ან მისი დანიშნულებით შემოტანილი საქონლისა, რომლის მიმართაც დადგენილი წესით ხორციელდება გამარტივებული საბაჟო კონტროლი), აგრეთვე რეექსპორტის შესაბამისად გაცხადებულ საქონელზე სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმის შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის და რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №1) მე-6 მუხლის შესაბამისად.“.

7. ბრძანების პირველი მუხლის უ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განყოფილებების სარეგისტრაციო სამსახურებში განთავსებული საბაჟო ორგანოების საბაჟო დამუშავების ოპერაციების განმახორციელებელი ჯგუფების განლაგების ადგილებში საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში გაცხადებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე საბაჟო დეკლარაციის შევსების, წარდგენის და რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №20) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6.

საბაჟო კანონმდებლობის დარღვევის ნიშნების არსებობის შემთხვევაში დეკლარაციას ნომერი არ მიენიჭება, არ ამოიბეჭდება და საქონელი ექვემდებარება საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელებას ყვითელი დერეფნის შესაბამისად. ამასთან, დეკლარაციის შემოწმების პროცედურები ხორციელდება საბაჟო რეჟიმების (გარდა ტრანზიტის საბაჟო რეჟიმისა და საბაჟოსავაჭრო თანამშრომლობის მონაწილის მიერ ან მისი დანიშნულებით შემოტანილი საქონლისა, რომლის მიმართაც დადგენილი წესით ხორციელდება გამარტივებული საბაჟო კონტროლი), აგრეთვე რეექსპორტის შესაბამისად გაცხადებულ საქონელზე სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმის შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის და რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №1) მე-6 მუხლის შესაბამისად. თუ საბაჟო დეკლარაციის შემოწმების შედეგად გამოვლინდა საბაჟო კანონმდებლობის დარღვევები, რაც გახდა საბაჟო სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი, საქონელი გაიშვება შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმის დადგენილი წესით შედგენისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარების შემდეგ.“.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის

შემსრულებელი პ. პეტრიაშვილი