„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 405
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 26/03/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 37, 26/03/2009
სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.22.034.012.941
  • Word
405
26/03/2009
სსმ, 37, 26/03/2009
310.150.000.22.034.012.941
„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.22.034.012.941

საქართველოს შინაგან საქმეთა

მინისტრის ბრძანება №405

2009 წლის 26 მარტი

ქ. თბილისი

„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დატკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 (სსმ III, 01.02.2007 წ., №14, მუხ. 153) ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 13.   

კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოს მიერ გაიცემა:        

ა) ავტომობილების რეგისტრაციისას ან დროებითი რეგისტრაციისას – სანომრე ნიშანი ზომით 520 X 110 მმ. სანომრე ნიშნის ზედა მარცხენა კუთხეში საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოსახულებით, ხოლო მარცხენა ქვედა კუთხეში ლათინური ასოთა კომბინაციისაგან შემდგარი სიმბოლოთი „GEO“, სანომრე ნიშნის შუა ნაწილში გამოსახული ლათინურშრიფტიანი სამი ასოთი და სამი ციფრით, ასოთა და ციფრთა კომბინაციის შუაში დატანილი ტირეთი და ფალსიფიცირების საწინააღმდეგო ჰოლოგრამით;

ბ) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და მისაბმელების რეგისტრაციისას ან დროებითი რეგისტრაციისას – სანომრე ნიშანი ზომით 280 X 205 მმ, სანომრე ნიშნის ზედა მარცხენა კუთხეში საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოსახულებით, ხოლო მის ქვეშ ლათინურ ასოთა კომბინაციისაგან შემდგარი სიმბოლოთი „GEO“ და ფალსიფიცირების საწინააღმდეგო ჰოლოგრამით; სანომრე ნიშნის შუა ნაწილში გამოსახული ლათინურშრიფტიანი ორი ასოთი, ხოლო მის ქვეშ სამი ციფრით;

გ) მოტოციკლების რეგისტრაციისას ან დროებითი რეგისტრაციისას – სანომრე ნიშანი ზომით 240 X 130 მმ. მარცხენა მხარეს ფალსიფიცირების საწინააღმდეგო ჰოლოგრამითა და ლათინურ ასოთა კომბინაციისაგან შემდგარი სიმბოლოთი „GEO“, სანომრე ნიშნის მარჯვენა მხარეს გამოსახული ლათინურშრიფტიანი ორი ასოთი, ხოლო მის ქვეშ ოთხი ციფრით;

დ) შიდა ტრანზიტი – დროებითი სანომრე ნიშანი ზომით 520 X 110 მმ. სანომრე ნიშნის ზედა მარცხენა კუთხეში საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოსახულებით, ხოლო მარცხენა ქვედა კუთხეში ლათინურ ასოთა კომბინაციისაგან შემდგარი სიმბოლოთი „GEO“, სანომრე ნიშნის შუა ნაწილში გამოსახული ლათინურშრიფტიანი ორი ასო TR და ოთხი ციფრით; ასოთა და ციფრთა კომბინაციის შუაში დატანილი ტირეთი და ფალსიფიცირების საწინააღმდეგო ჰოლოგრამით; სანომრე ნიშნის მოქმედების ვადა განისაზღვრება კანონმდებლობით;

ე) სატრანზიტო სანომრე ნიშანი – დროებითი სანომრე ნიშანი დამზადებული შუქამრეკლი მასალისაგან, ორი ასოთი და ოთხი ციფრით, შუაში წელიწადისა და თვის აღნიშვნით, ზომებით 305 X 113 მმ;

ვ) TEST-ი – სპეციალური სანომრე ნიშანი, ზომებით 520 X 110 1მმ, ლათინურ ასოთა კომბინაციით TEST გაიცემა გამოსაცდელ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე გამოცდისათვის დადგენილი ვადით;

ზ) საქართველოში დიპლომატიურ წარმომადგენლობათა სამსახურების ხელმძღვანელების, ელჩების სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისას ან დროებითი რეგისტრაციისას – მუქ წითელ ფონზე თეთრი წარწერებით CMD სერიის სარეგისტრაციო ნომრები, ზომებით 520 X 110 მმ;

თ) საელჩოებისა და საკონსულოების დიპლომატიური სტატუსის მქონე თანამშრომლების სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისას ან დროებითი რეგისტრაციისას – მუქ წითელ ფონზე თეთრი წარწერებით D სერიის სარეგისტრაციო ნომრები, ზომებით 520 X 110 მმ;    

 ი) საელჩოების ყველა სხვა თანამშრომლისა და ტექნიკური პერსონალის სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისას ან დროებითი რეგისტრაციისას – მწვანე ფონზე თეთრი წარწერებით AS სერიის სარეგისტრაციო ნომრები, ზომებით 520 X 110 მმ;

კ) „ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში“ საკუთრებაში არსებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციისას ან დროებით რეგისტრაციისას – სანომრე ნიშანი ზომით 520 X 110 მმ. ლურჯ ფონზე თეთრი ფერით გამოსახული ოთხი ლათინური ასო EUMM და სამი ციფრის კომბინაციით.

შენიშვნა:

1. ავტომობილის მესაკუთრის მოთხოვნით შესაძლებელია ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სანომრე ნიშანი (ცალი ან წყვილი) შესაბამისი საფასურის გადახდის შემდეგ დამატებით გაიცეს (შეიცვალოს) 280 X 205 მმ ზომის იდენტური სერიისა და ნომრის კომბინაციის მქონე სანომრე ნიშნით;

2. იმ შემთხვევაში, თუ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია (დროებითი რეგისტრაცია) ხორციელდება საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულო დაწესებულებების მიერ, ამ მუხლის „ზ“ – „ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სანომრე ნიშნების მინიჭება ხორციელდება აღნიშნული დაწესებულებების წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად.“.

2. 37-ე მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

     „მუხლი 37.

1. საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულო დაწესებულებების მიერ საკუთრებაში არსებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პირველადი რეგისტრაციისათვის (დროებითი რეგისტრაციისათვის) სააგენტოში წარმოდგენილ უნდა იქნეს:

ა) განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს ამ ბრძანების მე-13 მუხლის „ზ“, „თ“ ან „ი“ ქვე-პუნქტებით განსაზღვრული სანომრე ნიშნის გაცემის მოთხოვნას;

ბ) საბაჟო დეკლარაცია;

გ) რეგისტრაციის განხორციელებისათვის უფლებამოსილი პირის რწმუნებულება;

დ) დათვალიერების აქტი;

ე) კანონით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;

2. ამ ბრძანების მე-13 მუხლის „ზ“, „თ“ ან „ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირების მიერ საკუთრებაში არსებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პირველადი რეგისტრაციისათვის (დროებითი რეგისტრაციისათვის) სააგენტოში წარმოდგენილ უნდა იქნეს:

ა) განცხადება;

ბ) საბაჟო დეკლარაცია;

გ) დიპლომატური ბარათი ან სამსახურებრივი ბარათი;

დ) დათვალიერების აქტი;

ე) კანონით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.   

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გასხვისების შემთხვევაში სააგენტოში წარმოდგენილ უნდა იქნეს: ა) საბაჟო დეკლარაცია და ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა;

ბ) დათვალიერების აქტი;

გ) ერთობლივი განცხადება;

დ) კანონით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;

ე) დიპლომატიური ბარათი (სამსახურებრივი ბარათი) ან რეგისტრაციის განხორციელებისათვის უფლებამოსილი პირის რწმუნებულება.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საბაჟო დეკლარაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ამ ინსტრუქციის 35-ე მუხლით დადგენილი წესით.“.

    მუხლი 2.

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. მერაბიშვილი