„საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
„საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 191
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 27/03/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 39, 30/03/2009
ძალაში შესვლის თარიღი 01/04/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.012.948
  • Word
191
27/03/2009
სსმ, 39, 30/03/2009
230.210.000.22.033.012.948
„საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
„საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.012.948

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №191

2009 წლის 27 მარტი

ქ. თბილისი

საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის,  რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებაში (სსმ III, 29.11.07 წ., №169, მუხ. 1881) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. ბრძანების პირველი მუხლის ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ს) საბაჟო მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა ASYCUDA“-ში დაშვების შესახებ განცხადება“ (დანართი №18);“.

2. ბრძანებით დამტკიცებული საბაჟო რეჟიმების (გარდა ტრანზიტის საბაჟო რეჟიმისა და საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილის მიერ ან მისი დანიშნულებით შემოტანილი საქონლისა, რომლის მიმართაც დადგენილი წესით ხორციელდება გამარტივებული საბაჟო კონტროლი) აგრეთვე რეექსპორტის შესაბამისად გაცხადებულ საქონელზე სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმის შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის და რეგისტრაციის წესების შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №1):

ა) მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. საქართველოს საწარმო, ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელსაც გააჩნია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესაბამის სერვერთან მიერთების შესაძლებლობა, საბაჟო მონაცემთა ავტომატიზირებულ სისტემა ASYCUDA“-ში (შემდგომში ASYCUDA“) დაშვების მიზნით შემოსავლების სამსახურს წარუდგენს:

ა) საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-8 მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევაში:

ა.ა) საბაჟო მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა ASYCUDA“-ში დაშვების შესახებ განცხადებას (დანართი №18);

ა.ბ) საბანკო დაწესებულების მიერ გაცემულ 50 000 ლარის ოდენობის საბანკო გარანტიას გარანტიის წარდგენისა და გამოყენების, მისი წარდგენისაგან გათავისუფლების შემთხვევების და საგარანტიო თანხის განსაზღვრის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1767 ბრძანებით გათვალისწინებული ფორმითა და  წესით;

ბ) საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 და მე-8 ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევაში საბაჟო მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა ASYCUDA“-ში დაშვების შესახებ განცხადებას (დანართი №18).“;

ბ)  მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5–მე-7 პუნქტები:

5. არასრულად შევსებული საბაჟო მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა ASYCUDA“-ში დაშვების შესახებ განცხადება ან/და გარანტიის წარდგენისა და გამოყენების, მისი წარდგენისაგან გათავისუფლების შემთხვევების და საგარანტიო თანხის განსაზღვრის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1767 ბრძანებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევით წარდგენილი საბანკო გარანტია უბრუნდება განმცხადებელს აღნიშნული განცხადების რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში. იმავდროულად განმცხადებელს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული წესით განესაზღვრება ვადა, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს ამ მუხლის მე-4 პუნქტში ასახული ინფორმაცია.

6.  საბაჟო მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა ASYCUDA“-ში დაშვების შესახებ განცხადებით გათვალისწინებული ინფორმაციის, ხოლო ამ მუხლის მე-4 პუნქტის ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დამატებით საბანკო გარანტიის წარმოდგენისას, შემოსავლების სამსახურის ცენტრალური აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ აღნიშნული განცხადების რეგისტრაციიდან ხუთი დღის ვადაში მიიღება საბაჟო გადაწყვეტილება პირის ASYCUDA“-ში დაშვების თაობაზე და განმცხადებელს წერილობით ეცნობება ASYCUDA“-ში დაშვებისთვის აუცილებელი კონფიდენციალური მონაცემების დალუქული კონვერტით მიღების შესაძლებლობის შესახებ. კონვერტი გადაეცემა ASYCUDA“-ში დაშვებულ პირს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს, რომელიც ხელმოწერით ადასტურებს კონვერტის მიღებას.

7. ASYCUDA“-ში დაშვების შესახებ საბაჟო გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველია:

ა) ამ მუხლის მე-4 პუნქტის ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საბანკო გარანტიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 20 კალენდარული დღით ადრე გარანტიის წარდგენისა და გამოყენების, მისი წარდგენისაგან გათავისუფლების შემთხვევების და საგარანტიო თანხის განსაზღვრის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1767 ბრძანებით გათვალისწინებული ფორმითა და წესით ახალი საბანკო გარანტიის წარმოუდგენლობა ან საბანკო გარანტიის მოქმედების ვადის გაუგრძელებლობა. აგრეთვე, შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საბანკო გარანტიიდან თანხის ჩამოჭრის თარიღიდან 20 კალენდარული დღის ვადაში საბანკო გარანტიის ოდენობის 50 000 ლარამდე შეუვსებლობა;

ბ)  ამ მუხლის მე-4 პუნქტის ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ASYCUDA“-ში დაშვების მიზნით განცხადების რეგისტრაციიდან 6 თვის განმავლობაში საბაჟო  ორგანოში ASYCUDA“-ში დაშვებული პირის მიერ შევსებული საბაჟო დეკლარაციის დაურეგისტრირებლობა;

გ) პირდაპირი წარმომადგენლის შემთხვევაში ASYCUDA“-ში დაშვებული პირის მიმართ საბაჟო სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებული საბაჟო ვალდებულებების კანონმდებლობით დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრებული იქნება ამ საბაჟო ვალდებულების დაკისრების შესახებ საბაჟო გადაწყვეტილება;

დ) დეკლარანტის ან ირიბი წარმომადგენლის შემთხვევაში საბაჟო პროცედურების განხორციელებისას წარმოშობილი საბაჟო ვალდებულების კანონმდებლობით დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრებული იქნება ამ საბაჟო ვალდებულების დაკისრების შესახებ საბაჟო გადაწყვეტილება;

ე) საბაჟო პროცედურების განხორციელებასთან დაკავშირებული ASYCUDA“-ში დაშვებული პირის ქმედებაში საბაჟო ორგანოს მიერ დანაშაულის ნიშნების აღმოჩენისას სათანადო საგამოძიებო ორგანოსთვის შესაბამისი მასალების გადაგზავნის შემთხვევაში;

ვ) ASYCUDA“-ში სატვირთო საბაჟო დეკლარაციის უშუალოდ შემვსები ფიზიკური პირების შეცვლის შემთხვევაში ინფორმაციის მიუწოდებლობა, ცვლილების განხორციელებიდან 20 კალენდარულ დღეში.“.

3. ბრძანებით დამტკიცებული ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის შესაბამისად გაცხადებულ საქონელზე სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმის, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის და რეგისტრაციის წესების შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №4):

ა) მე-6 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

10. საქართველოს საწარმო, ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელსაც გააჩნია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესაბამის სერვერთან მიერთების შესაძლებლობა, ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის შესაბამისად გაცხადებულ საქონელზე სატვირთო საბაჟო დეკლარაციასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელებისათვის საბაჟო მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა ASYCUDA“ -ში (შემდგომში ASYCUDA“) დაშვების მიზნით შემოსავლების სამსახურს წარუდგენს საბაჟო მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა ASYCUDA“-ში დაშვების შესახებ განცხადებას (დანართი №18).“

ბ)  მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 _ მე-13 პუნქტები:

11. არასრულად შევსებული საბაჟო მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა ASYCUDA“-ში დაშვების შესახებ განცხადება უბრუნდება განმცხადებელს აღნიშნული განცხადების რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში. იმავდროულად განმცხადებელს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული წესით განესაზღვრება ვადა, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს ამ მუხლის მე-10 პუნქტში ასახული ინფორმაცია.

12.  ამ მუხლის მე-10 პუნქტში აღნიშნული განცხადებით გათვალისწინებული ინფორმაციის წარმოდგენის  შემთხვევაში, განცხადების რეგისტრაციიდან ხუთი დღის ვადაში შემოსავლების სამსახურის ცენტრალური აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ მიიღება ASYCUDA“-ში დაშვების თაობაზე საბაჟო გადაწყვეტილება და განმცხადებელს წერილობით ეცნობება ASYCUDA“-ში დაშვებისთვის აუცილებელი კონფიდენციალური მონაცემების დალუქული კონვერტით მიღების შესაძლებლობის შესახებ. კონვერტი გადაეცემა ASYCUDA“-ში დაშვებულ პირს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს, რომელიც ხელმოწერით ადასტურებს კონვერტის მიღებას.

13. ASYCUDA“-ში დაშვების შესახებ საბაჟო გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველია:

ა) ASYCUDA“-ში დაშვების მიზნით განცხადების რეგისტრაციიდან 6 თვის განმავლობაში საბაჟო  ორგანოში ASYCUDA“-ში დაშვებული პირის მიერ შევსებული საბაჟო დეკლარაციის დაურეგისტრირებლობა;

ბ) პირდაპირი წარმომადგენლის შემთხვევაში ASYCUDA“-ში დაშვებული პირის მიმართ საბაჟო სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებული საბაჟო ვალდებულებების კანონმდებლობით დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრებული იქნება ამ საბაჟო ვალდებულების დაკისრების შესახებ საბაჟო გადაწყვეტილება;

გ) დეკლარანტის ან ირიბი წარმომადგენლის შემთხვევაში საბაჟო პროცედურების განხორციელებისას წარმოშობილი საბაჟო ვალდებულების კანონმდებლობით დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრებული იქნება ამ საბაჟო ვალდებულების დაკისრების შესახებ საბაჟო გადაწყვეტილება;

დ) ASYCUDA“-ში სატვირთო საბაჟო დეკლარაციის უშუალოდ შემვსები ფიზიკური პირების შეცვლის შემთხვევაში ინფორმაციის მიუწოდებლობა, ცვლილების განხორციელებიდან 20 კალენდარულ დღეში.

4.  ბრძანებით დამტკიცებული საბაჟო მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა ASYCUDA“ -ში დაშვების შესახებ განცხადება (დანართი №18) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 1 აპრილიდან.

კ. ბაინდურაშვილი

დანართი №18

 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს

საწარმოს ხელმძღვანელის (დირექტორის) ან მეწარმე ფიზიკური პირის:

(წარმომადგენლის)

 

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(დასახელება (სახელი, გვარი), მისამართი, საიდენტიფიკაციო №...)

 

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

    

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(ტელეფონი/ფაქსი)

 

განცხადება

 

საბაჟო მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა ASYCUDA“-ში დაშვების შესახებ

 

გთხოვთ უზრუნველყოთ საბაჟო მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა ASYCUDA“-ში დაშვება.

იმ ფიზიკური პირის (პირების) საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომელთა მიერ უშუალოდ შეივსება საბაჟო დეკლარაცია

 

ფიზიკური პირის სახელი, გვარი: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

მოქალაქის პირადობის მოწმობის სერია, ნომერი, პირადი ნომერი: ––––––––––––––––––––––––––––

მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(რამდენიმე ფიზიკური პირის შემთხვევაში განცხადებას დაურთეთ ამ პირების შესახებ აღნიშნული მონაცემები)

 

სისტემაში დაშვებული პირის (პირების) სტატუსი:

 

 

 

1. უშუალოდ დეკლარანტი

 

შემოხაზეთ თქვენთვის სასურველი სტატუსი

2. პირდაპირი წარმომადგენელი

3. ირიბი წარმომადგენელი

 

 

4. მხოლოდ ტრანზიტის საბაჟო რეჟიმში საბაჟო სატვირთო დეკლარაციასთან დაკავშირებული საბაჟო პროცედურები

მე-4 პოზიცია შემოხაზეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ აპირებთ მხოლოდ ტრანზიტის საბაჟო რეჟიმში საბაჟო სატვირთო დეკლარაციასთან დაკავშირებული საბაჟო პროცედურების განხორციელებას საბაჟო მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა ASYCUDA“-ს მეშვეობით

დანართი:

საბანკო გარანტია (  გვ.) (საბანკო გარანტია არ წარედგინება, თუ საწარმოს/ორგანიზაციის ან მეწარმე ფიზიკური პირის სახელით მოქმედებს მასთან დასაქმებული და საწარმოს/ორგანიზაციის ხელმძღვანელის (დირექტორის) ან მეწარმე ფიზიკური პირის მიერ გაცემულია წარმომადგენლობის უფლება მისივე ბეჭდით დამოწმებული (მისი არსებობის შემთხვევაში) და ხელმოწერილი დოკუმენტი, პირი განახორციელებს მხოლოდ ტრანზიტის საბაჟო რეჟიმში საბაჟო-სატვირთო დეკლარაციასთან დაკავშირებულ საბაჟო პროცედურებს ან წარმომადგენლობა ხორციელდება უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ (გარდა რეზიდენტი ფიზიკური პირისა) ან უცხოური საწარმოს/ორგანიზაციის მიერ საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმში ან საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში ან საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში საქონლის დეკლარირებისას).

სხვა (  გვ.) (მიუთითეთ დანართის დასახელება).

 

განცმხადებლის ხელმოწერა:

 

თარიღი