,,გარანტიის წარდგენისა და გამოყენების, მისი წარდგენისაგან გათავისუფლების შემთხვევების და საგარანტიო თანხის განსაზღვრის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1767 ბრძანებაში ცვლილების და დამატებების შეტანის შესახებ“

  • Word
,,გარანტიის წარდგენისა და გამოყენების, მისი წარდგენისაგან გათავისუფლების შემთხვევების და საგარანტიო თანხის განსაზღვრის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1767 ბრძანებაში ცვლილების და დამატებების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 190
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 27/03/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 39, 30/03/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.012.949
  • Word
190
27/03/2009
სსმ, 39, 30/03/2009
230.210.000.22.033.012.949
,,გარანტიის წარდგენისა და გამოყენების, მისი წარდგენისაგან გათავისუფლების შემთხვევების და საგარანტიო თანხის განსაზღვრის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1767 ბრძანებაში ცვლილების და დამატებების შეტანის შესახებ“
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.012.949

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №190

2009 წლის 27 მარტი

ქ. თბილისი

,,გარანტიის წარდგენისა და გამოყენების, მისი წარდგენისაგან გათავისუფლების შემთხვევების და საგარანტიო თანხის განსაზღვრის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1767 ბრძანებაში ცვლილების და დამატებების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,გარანტიის წარდგენისა და გამოყენების, მისი წარდგენისაგან გათავისუფლების შემთხვევების და საგარანტიო თანხის განსაზღვრის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1767 ბრძანებით (სსმ III, 22.12.2006 წ., №172, მუხ. 2333) დამტკიცებულ ,,გარანტიის წარდგენისა და გამოყენების, მისი წარდგენისაგან გათავისუფლების შემთხვევების და საგარანტიო თანხის განსაზღვრის წესების შესახებ“ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

1. მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ე“–,,ზ“ ქვეპუნქტები:

,,ე) საწარმოს/ორგანიზაციის ან მეწარმე ფიზიკური პირის სახელით მოქმედებს მასთან დასაქმებული და საწარმოს/ორგანიზაციის ხელმძღვანელის (დირექტორის) ან მეწარმე ფიზიკური პირის მიერ გაცემულია წარმომადგენლობის უფლება მისივე ბეჭდით დამოწმებული (მისი არსებობის შემთხვევაში) და ხელმოწერილი დოკუმენტით, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში – საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული კანონიერი წარმომადგენლობისას (მეურვე, მშობელი და სხვ.), რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით;

ვ) წარმომადგენლობა ხორციელდება საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის დროს;

ზ) წარმომადგენლობა ხორციელდება უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ (გარდა რეზიდენტი ფიზიკური პირისა) ან უცხოური საწარმოს/ორგანიზაციის მიერ საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმში ან საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში ან საქართველოს ფინანთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში საქონლის დეკლარირებისას.“.

2. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,გ.ზ“ ქვეპუნქტი:

,,გ.ზ) წარმომადგენლის პასუხისმგებლობის უზრუნველყოფის შემთხვევაში.“.

3. მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,გ“ ქვეპუნქტი:

,,გ) საერთო, რომლითაც მუდმივად უზრუნველყოფილია წარმომადგენლის პასუხისმგებლობა საბაჟო ორგანოს წინაშე.“.

4. მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. გარანტიის წარმდგენი ვალდებული პირი უფლებამოსილია (გარდა ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლში მითითებული გარანტიის სახეებიდან ამოირჩიოს წარსადგენი გარანტია, ხოლო საბაჟო ორგანო უფლებამოსილია მოითხოვოს არჩეული გარანტიის შესრულება განსაზღვრულ ვადაში.“.

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

,,11. წარმომადგენლის პასუხისმგებლობის უზრუნველყოფის მიზნით შესაძლებელია მხოლოდ საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული საბანკო გარანტიის წარდგენა.“.

5. მე-6 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ნ“ ქვეპუნქტი:

,,ნ) წარმომადგენლის პასუხისმგებლობის უზრუნველყოფის შემთხვევაში – 50 000 ლარს.“.

6. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ლ“ ქვეპუნქტი:

,,ლ) საერთო გარანტიის წარდგენის შემთხვევაში – ,,საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებით დამტკიცებული ,,საბაჟო რეჟიმების (გარდა ტრანზიტის საბაჟო რეჟიმისა და საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილის მიერ ან მისი დანიშნულებით შემოტანილი საქონლისა, რომლის მიმართაც დადგენილი წესით ხორციელდება გამარტივებული საბაჟო კონტროლი) აგრეთვე რეექსპორტის შესაბამისად გაცხადებულ საქონელზე სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმის შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის და რეგისტრაციის წესების შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №1) მე-4 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული საბაჟო გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე ასეთი გარანტიის წარმდგენი პირის წერილობითი განცხადება.“.        

7. მე-10 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,კ“ ქვეპუნქტი:

,,კ) წარმომადგენლის მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელებისას მის დასრულებამდე წარმოშობილი საბაჟო ვალდებულების შეუსრულებლობა.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 1 აპრილიდან.

კ. ბაინდურაშვილი