დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 თებერვლის №4 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 23/04/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 51, 28/04/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 02/03/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.220.020.16.009.013.058 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი
010.220.020.16.009.013.058
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება №5
2009 წლის 23 აპრილი ქ. თბილისი
,,საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 თებერვლის №4 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვადგენთ:
მუხლი 1. ,,საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 თებერვლის №4 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 08.02.2008, №20, მუხლი 232) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. დებულების მე-4 მუხლის მე-10 პუნქტის:
ა) „ა.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.ე) საერთო ხელმძღვანელობას უწევს საქმისწარმოებისა და საკადრო საქმეთა დეპარტამენტის და საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოსა და ფინანსური ანალიზის სამმართველოს საქმიანობას;“;
ბ)„ბ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ.ა) წარმართავს კომისიის საფინანსო-საბიუჯეტი დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს საქმიანობას;“.
2. დებულების მე-7 მუხლის:
ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ2“ ქვეპუნქტი:
,,ბ2. საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტი“;
ბ) პირველი პუნქტის ,,თ“ და ,,კ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.
გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც შეიძლება ჰყავდეს მოადგილე, სამმართველოს და სამსახურს კი ხელმძღვანელობს უფროსი.’’.
3. დებულების მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10.
1. ბუნებრივი გაზის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) ბუნებრივი გაზის სექტორში ლიცენზიების მაძიე-ბელთა დოკუმენტაციის ტექნიკური ექსპერტიზა, დას-კვნის მომზადება და კომისიის აპარატის სხვა დეპარ-ტამენტებისაგან ამ საკითხებზე შესაბამისი საექსპერტო დასკვნების მოპოვება;
ბ) ბუნებრივი გაზის შესაბამისი ლიცენზიის გაცემაზე, ლიცენზიაში ცვლილებების შეტანაზე ან/და გაუქმებაზე საკითხების მომზადება კომისიის სხდომაზე განსახილ-ველად;
გ) ბუნებრივი გაზის სექტორის ლიცენზიატების მიერ ლიცენზიების პირობების, მათ შორის, ბუნებრი-ვი გაზის სექტორში მოქმედი სუბიექტების მიერ, კომისიის დადგენილი ნორმების შესრულების კონ-ტროლი და შემოწმების განხორციელება. აგრეთვე, დადგენილი მოთხოვნების დარღვევისათვის შესაბამი-სი ოქმების შედგენა და კანონმდებლობით გათვალის-წინებული ღონისძიებების გასატარებლად კომისიის სხდომისათვის წინადადებების შემუშავება და საკითხის მომზადება;
დ) ყოველწლიური რეგულირების საფასურის გა-დახდაზე ბუნებრივი გაზის სექტორის ლიცენზიატებთან და მიმწოდებლებთან შესათანხმებელი გრაფიკის შემუ-შავებაში მონაწილეობის მიღება;
ე) ბუნებრივი გაზის სექტორის ლიცენზიატების მიერ ან კომისიის ინიციატივით ნორმატიული დანაკარგების დადგენაზე წარმოდგენილი მოთხოვნების და შესაბამისი დოკუმენტაციის ექსპერტიზა და დასკვნის მომზადება;
ვ) მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე აპარატის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად, კომისიის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
ზ) ბუნებრივი გაზის სექტორის ლიცენზიატებს, მიმწოდებლებს ან/და მომხმარებლებს შორის წარმო-შობილი სადავო საკითხების კომისიის სხდომაზე განსახილველად მომზადება;
თ) ბუნებრივი გაზის სექტორის ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის შემუშავება და სრულყოფა;
ი) ბუნებრივი გაზის სექტორში მოქმედი ლიცენზია-ტების მიერ, დადგენილი წესით წარმოდგენილი ტექნიკური ანგარიშების ანალიზის საფუძველზე, კომისიისთვის შესაბამისი დასკვნების მომზადება.
2. ბუნებრივი გაზის დეპარტამენტის სტრუქტუ-რული ქვედანაყოფია მონიტორინგის სამმართველო, რომელიც უზრუნველყოფს ბუნებრივი გაზის ლიცენზიატებზე მონიტორინგის განხორციელებას.“.
4. დებულების მე-11 მუხლის:
ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. ტარიფებისა და ფასწარმოქმნის დეპარატმენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ელექტროენერგეტიკის სამმართველო, ბუნებრივი გაზის სამმართველო და წყალმომარაგების სამმართველო.
3. ელექტროენერგეტიკის სამმართველო უზრუნველყოფს ელექტროენერგეტიკის სექტორში ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ – „თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებას.“.
ბ) მე-4 პუნქტის შემდგომ დაემატოს მე-5 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,5. წყალმომარაგების სამმართველო უზრუნველყოფს წყალმომარაგების სექტროში ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“–,,ვ“ და ,,თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელებას“.
5. დებულების თავი XIII, თავი XIV, მე-18 და მე-19 მუხლები ამოღებულ იქნეს.
6. დებულებას დაემატოს თავი X2 შემდეგი რე-დაქციით:
,,თავი X2. საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტი
მუხლი 152.
1. საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) კომისიისა და მისი აპარატის მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების უზრუნველყოფა;
ბ) კომისიისა და მისი აპარატის მატერიალურ-ტექნიკური ინვენტარის და შენობის მოვლა-პატრონობა;
გ) სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
დ) კომისიისათვის შესყიდვებთან დაკავშირებული ყველა ინფორმაციის მომზადება და დამუშავებული დოკუმენტების საჭიროების მიხედვით გადაცემა;
ე) ფასთა კვოტირებისა და ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით საქონლის, სამუშაოსა და მომსახურების შესყიდვის განხორციელება;
ვ) ტენდერის ჩასატარებელი სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება და დამუშავება;
ზ) სახელმწიფო შესყიდვების გეგმის დამუშავება და კომისიისათვის და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის მათი წარდგენა;
თ) მიმწოდებელთან ხელშეკრულების გაფორმების უზრუნველყოფა;
ი) ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებთან განხორციელებული შესყიდვების ყოველთვიური ანგარიშის კომისიისათვის წარდგენა;
კ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთვის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ კანონმდებლობით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდება;
ლ) საბუღალტრო აღრიცხვის წარმართვა და ხარჯთა ნუსხის შედგენა;
მ) შემოსული ფულადი საშუალებების, სასაქონლო მატერიალური ფასეულობების და ძირითადი საშუალებების აღრიცხვა-ინვენტარიზაცია;
ნ) თანამშრომელთა ხელფასების, მივლინებების და სხვა გასაცემლების ანგარიში და გაცემა;
ო) ანგარიშსწორება ანგარიშვალდებულ პირებთან, მიმწოდებელთან და დამკვეთთან;
პ) სახსრების დარიცხვა და დროულად გადარიცხვა;
ჟ)კომისიის მიერ განხორციელებული ყველა სამე-ურნეო ოპერაციის საბუღალტრო ანგარიშებში ასახვის სისრულის უზრუნველყოფა და კონტროლი;
რ) ოპერატიული ინფორმაციის და ბუღალტრული ანგარიშების შედგენა და წარდგენა;
ს) ურთიერთობები ბანკებთან და საგადასახადო ორგანოებთან;
ტ) დებიტორ-კრედიტორების აღრიცხვა;
უ) კომპეტენციის ფარგლებში ლიცენზიატების ფინანსური მდგომარეობის ანალიზი;
ფ) კომისიის აპარატის საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკური პირობებით უზრუნველყოფა.
2. საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ფინანსური ანალიზის სამმართველო, რომელიც უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ლ - უ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებას, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო, რომელიც უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა - კ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებას და სამეურნეო სამმართველო, რომელიც უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ფ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებას.
მუხლი 2. ეს დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
თავმჯდომარე გ. ჩალაგაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები