დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,აქციზური მარკების ფერებისა და მათზე დატანილი ნუმერაციის განმსაზღვრელი სისტემის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 6 თებერვლის №89 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 312 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 25/05/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 65, 29/05/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 16/04/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200.120.000.22.033.013.132 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.120.000.22.033.013.132
საქართველოს ფინანსთა
მინისტრის ბრძანება №312
2009 წლის 25 მაისი
ქ. თბილისი
„აქციზური მარკების ფერებისა და მათზე დატანილი ნუმერაციის განმსაზღვრელი სისტემის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 6 თებერვლის №89 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„აქციზური მარკების ფერებისა და მათზე დატანილი ნუმერაციის განმსაზღვრელი სისტემის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 6 თებერვლის №89 ბრძანებით (სსმ III, 2006 წ., №17, მუხლი 217) დამტკიცებულ „აქციზური მარკების ფერებისა და მათზე დატანილი ნუმერაციის განმსაზღვრელ სისტემაში“ (დანართი №1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. პროდუქციის სახეობის ფარგლებში, საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (შემდგომში – სეს ესნ) შესაბამისი კოდის მქონე პროდუქციისათვის განკუთვნილი აქციზური მარკების მარაგის ამოწურვის შემთხვევაში, მეწარმეთა მოთხოვნების დაკმაყოფილების და აქციზური მარკების დეფიციტის თავიდან აცილების მიზნით, (ლუდსა და ალკოჰოლურ სასმელებზე), საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, გასცეს სეს ესნ-ის სხვა კოდისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 258-ე მუხლის შესაბამისად აქციზის არანაკლები განაკვეთის მქონე საქონლისათვის განკუთვნილი იგივე, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში მარაგში არსებული ყველაზე მიახლოებული უფრო დაბალი ტარის მოცულობისათვის განკუთვნილი აქციზური მარკა. დაუშვებელია იმპორტული და ადგილობრივი ნაწარმისათვის განკუთვნილი აქციზური მარკების ერთმანეთით შეცვლა.“.
2. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. ალკოჰოლური სასმელებისათვის განკუთვნილი თვითწებადი აქციზური მარკები
1. პროდუქციის სახეობის მიხედვით განსაზღვრული ალკოჰოლური სასმელებისათვის განკუთვნილ აქციზურ მარკებს აქვთ შემდეგი ფონური ფერი, განურჩევლად მათი წარმომავლობისა:
ა) იისფერი – აქციზურ მარკას, რომელზეც არსებობს სიტყვიერი აღნიშვნა პროდუქციის სახეობის შესახებ (არაყი);
ბ) წითელი – აქციზურ მარკას, რომელზეც არ არსებობს სიტყვიერი აღნიშვნა პროდუქციის სახეობის შესახებ.
2. პროდუქციის წარმომავლობის მიხედვით ალკოჰოლური სასმელებისათვის განკუთვნილ აქციზურ მარკებს აქვთ შემდეგი ფონური ფერი და წარწერა:
ა) მწვანე ფერი, წარწერით „ადგილობრივი“ – ადგილობრივი წარმოშობის ალკოჰოლური სასმელის აქციზურ მარკას;
ბ) ცისფერი ფერი, წარწერით „იმპორტი“ – იმპორტული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელის აქციზურ მარკას.
3. ალკოჰოლური სასმელებისათვის განკუთვნილი აქციზური მარკების ნუმერაცია განისაზღვრება სერიის აღმნიშვნელი ქართული ანბანის ორი ასო-ნიშნითა და რვაციფრიანი რიგითი ნომრით.
4. ალკოჰოლური სასმელებისათვის განკუთვნილი აქციზური მარკების პირველი სერიული ასო-ნიშანი განსაზღვრავს სეს ესნ-ის შესაბამის კოდის მქონე შემდეგ პროდუქციას:
ა) ა – არაყი, სეს ესნ-ის კოდი 220860;
ბ) ბ – სპირტიანი სასმელები, რომლებიც მიღებულია ყურძნის ღვინის ან ჭაჭის დისტილაციით, სეს ესნ-ის კოდი 220820;
გ) ლ – ლიქიორი და ტკბილი ნაყენი, სეს ესნ-ის კოდი 220870;
დ) ე – ეთილის სპირტი, სეს ესნ-ის კოდი 2207;
ე) ს – ვისკი, სეს ესნ-ის კოდი 220830; რომი და ტაფია, სეს ესნ-ის კოდი 220840; ჯინი და ღვინის ნაყენი, სეს ესნ-ის კოდი 220850; სხვა დადუღებული სასმელები, სეს ესნ-ის კოდი 220600; სხვა სპირტიანი სასმელები, სეს ესნ-ის კოდი 220890.
5. ალკოჰოლური სასმელებისათვის განკუთვნილი აქციზური მარკების სერიის მეორე ასო-ნიშანი ცვალებადია და რვაციფრიანი რიგითი ნომრის შევსების შემთხვევაში იცვლება სხვა ანბანური ასო-ნიშნით.
6. ალკოჰოლური სასმელებისათვის განკუთვნილ აქციზურ მარკაზე აღნიშნულია ტარის მოცულობის შემდეგი მაჩვენებლები:
ა) არაყისათვის –
0.051ლ-0,100ლ
0.101ლ-0,200ლ
0.201ლ-0,250ლ
0.251ლ-0,300ლ
0.301ლ-0,400ლ
0.401ლ-0,500ლ
0.501ლ-0,700ლ
0.701ლ-1,00ლ
1,001ლ-2,00ლ
2,001ლ-10,00ლ
ბ) სპირტიანი სასმელები, რომლებიც მიღებულია ყურძნის, ღვინის ან ჭაჭის დისტილაციით –
0,051ლ – 0.200ლ
0,201ლ – 0.300ლ
0,301ლ – 0.500ლ
0,501ლ – 0.750ლ
გ) ლიქიორისა და ტკბილი ნაყენისათვის –
0,051ლ – 0.200ლ
0,201ლ – 0.300ლ
0,301ლ – 0.500ლ
0,501ლ – 0.750ლ
0.751ლ – 1,00ლ
დ) ეთილის სპირტისათვის –
0,301ლ – 0.500ლ
0,501ლ – 0.750ლ
ე) სხვა ალკოჰოლური სასმელებისათვის (ვისკი, რომი და ტაფია, ჯინი და ღვინის ნაყენი, სხვა დადუღებული სასმელები, სხვა სპირტიანი სასმელები)
0,051ლ – 0.200ლ
0,201ლ – 0.500ლ
0,501ლ – 0,750ლ
0,751ლ – 1,00ლ.
მუხლი 2.
ამ ბრძანების ძალაში შესვლამდე დაბეჭდილ აქციზურ მარკებს შეუნარჩუნდეთ იურიდიული ძალა სამომხმარებლო ბაზარზე. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა პირველ რიგში განახორციელოს ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული იისფერი და წითელი ფერის აქციზური მარკების გაცემა, ამავე პუნქტით გათვალისწინებული მწვანე და ცისფერი ფერის აქციზური მარკების პარალელურად, იმის გათვალისწინებით, რომ უნდა განხორციელდეს პროდუქციის სახეობისა და ტარის მოცულობის შესაბამისი იისფერი და წითელი ფერის აქციზური მარკების მარაგის ამოწურვა.
მუხლი 3.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის
შემსრულებელი პ. პეტრიაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები