დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 19 მარტის №147 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 385 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 11/06/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 71, 12/06/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430.210.000.22.022.013.171 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.013.171
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №385
2009 წლის 11 ივნისი
ქ. თბილისი
„ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 19 მარტის №147 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვე-პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. ,,ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 19 მარტის №147 ბრძანებით (სსმ III, 19.03.2009 წ., №33, მუხ. 390) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:
ა) მე-4 მუხლს დაემატოს მე-5 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,5. დაინტერესებულ პირთა მიერ მათი შეფასების ამსახველი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში აფხაზეთის სამინისტრო უზრუნველყოფს ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი შეფასების გადაყვანას ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შეფასებაზე.“;
ბ) მე-5 მუხლის 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,31. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული სრული ზოგადი განათლების აღიარების თაობაზე აფხაზეთის სამინისტროს/ადმინისტრაციის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემიდან 2 დღის ვადაში ეგზავნება სამინისტროს. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული სრული ზოგადი განათლების აღიარების თაობაზე სამინისტროს/აფხაზეთის სამინისტროს/ადმინისტრაციის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, სამინისტრო გასცემს სრული ზოგადი განათლების ატესტატს, სრული ზოგადი განათლების ოქროს მედალოსნის ატესტატს ან სრული ზოგადი განათლების ვერცხლის მედალოსნის ატესტატს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
გ) მე-5 მუხლს დაემატოს 61 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,61. გადაწყვეტილება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული სრული ზოგადი განათლების აღიარების შესახებ, რომლის საფუძველზეც კონკრეტულ დაინტე-რესებულ პირზე უნდა გაიცეს სრული ზოგადი განათლების ოქროს მედალოსნის ან სრული ზოგადი განათლების ვერცხლის მედალოსნის ატესტატი, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემებისა, უნდა შეიცავდეს ინფორმაციას დაინტერესებული პირის ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის საერთო საფეხურის ნიშნისა და ამ პირისათვის გასაცემი ატესტატის სახეობის შესახებ.“;
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გვარამია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები