„რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვისა და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №135/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“

  • Word
„რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვისა და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №135/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 218/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 25/06/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 79, 29/06/2009
სარეგისტრაციო კოდი 170.230.000.22.035.013.222
  • Word
218/ნ
25/06/2009
სსმ, 79, 29/06/2009
170.230.000.22.035.013.222
„რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვისა და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №135/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
„რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვისა და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №135/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.013.222

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

მინისტრის ბრძანება №218/ნ

2009 წლის 25 ივნისი

ქ. თბილისი

„რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვისა და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №135/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვისა და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №135/ნ ბრძანებაში (სსმ III, 10.04.2009 წ., №45, მუხ. 509) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ დანართ 1-ში (რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვისა და შეფასების წესი) შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-13 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მონაწილეობდეს სარეზიდენტო პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო პროცესის დაგეგმვასა და შეფასებაში.“;

ბ) მე-14 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სპეციალობის მაძიებელი ვალდებულია, ყოველი სასწავლო წლის ბოლოს პროგრამის ხელმძღვანელს წარუდგინოს გაწეული მუშაობის ანგარიში, გაიაროს ეტაპობრივი და შემაჯამებელი გამოცდა.“;

გ) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. სპეციალობის მაძიებლის ეტაპობრივი/საბოლოო უარყოფითი შეფასების შემთხვევაში, პროგრამის ხელმძღვანელმა/ხელმძღვანელობამ, სპეციალობის მაძიებელთან შეთანხმებით, შეიძლება განუსაზღვროს მას მოდული/მოდულები, რომლებიც უნდა გაიაროს განმეორებით.“;

დ) მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„17. სპეციალობის მაძიებელს უფლება აქვს, გადავიდეს ერთი აკრედიტებული დაწესებულებიდან/სასწავლებლიდან მეორე აკრედიტებულ დაწესებულებაში/სასწავლებელში.“;

2. ბრძანების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართ 2-ში (იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმები და წესი, რომლებშიც შესაძლებელია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა) შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ლიმიტი (კვოტა) – რეზიდენტთა/მაძიებელთა მაქსიმალური რაოდენობა, რომელთა ერთდროულად მზადების უფლებაც ეძლევა აკრედიტებულ დაწესებულებას/სასწავლებელს ან/და კონკრეტული მოდულის განხორციელებაში მონაწილე აფილირებულ დაწესებულებას.“;

ბ) პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. აკრედიტაციის მინიჭების შემთხვევაში საბჭო დაწესებულებას/სასწავლებელს განუსაზღვრავს რეზიდენტთა/მაძიებელთა ლიმიტს (კვოტას) კონკრეტული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) /სარეზიდენტო პროგრამის ფარგლებში.“;

გ) პირველ მუხლს დაემატოს მე-5 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„5. კონკრეტული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამის ფარგლებში აკრედიტებულ დაწესებულებას/სასწავლებელს უფლება აქვს, განახორციელოს დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მზადება) აღნიშნული პროგრამის როგორც სრული, ასევე შესაბამისი საექიმო სპეციალობის მომიჯნავე სპეციალობებისათვის დადგენილი კურსის ფარგლებში. ამ შემთხვევაში რეზიდენტთა/მაძიებელთა საერთო რაოდენობა განისაზღვრება პროგრამით გათვალისწინებული ვადებისა და აკრედიტაციით მინიჭებული კვოტის შესაბამისად.“;

დ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დაწესებულებების/სასწავლებლის აკრედიტაცია ხორციელდება კონკრეტული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) /სარეზიდენტო პროგრამის (პროგრამების) ფარგლებში.“;

ე) მე-2 მუხლს დაემატოს „11“ პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„11. დაწესებულებების/სასწავლებლების აკრედიტაცია შესაძლებელია განხორციელდეს კონკრეტული საექიმო სპეციალობის/სპეციალობების დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) პროგრამის/პროგრამების მომიჯნავე საექიმო სპეციალობებისათვის დადგენილი კურსის ფარგლებშიც.“;

ვ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აკრედიტაციის მაძიებელი დაწესებულება/სასწავლებელი უნდა უზრუნველყოფდეს კონკრეტული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამით გათვალისწინებული კლინიკური მოდულების სულ მცირე 1/2-ის საკუთარ ბაზებზე გატარებას (აღნიშნული არ ეხება უმაღლეს სასწავლებელსა და მომიჯნავე საექიმო სპეციალობე-ბისათვის დადგენილ პროგრამებს საექიმო სპეციალობაში – „საოჯახო მედიცინა“).“;

ზ) მე-2 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. კონკრეტული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამის ფარგლებში აკრედიტებულ დაწესებულებას/სასწავლებელს არ შეიძლება ჰქონდეს გაფორმებული ხელშეკრულება იგივე პროგრამის ფარგლებში აკრედიტებულ სხვა დაწესებულებასთან/სასწავლებელთან. აღნიშნული არ ეხება თეორიულ მოდულებსა და მომიჯნავე საექიმო სპეციალობებისათვის დადგენილ პროგრამებს საექიმო სპეციალობაში – „საოჯახო მედიცინა“.“;

თ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აკრედიტაციის მოთხოვნის შესახებ განაცხადს უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) დადგენილი ფორმის შესაბამისი თვითშეფასების კითხვარი (დანართი 2.1);

ბ) დაწესებულების/სასწავლებლის წესდების/დებულების დამოწმებული ასლი, ხოლო კერძო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში – აგრეთვე სარეგისტრაციო მონაცემები;

გ) აფილირებულ დაწესებულებასთან/დაწესებულებებთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი/ასლები;

დ) იმ სამედიცინო საქმიანობათა ჩამონათვალი, რომლებსაც ახორციელებს დაწესებულება/სასწავლებელი ან/და მისთან აფილირებული დაწესებულებები/სასწავლებლები, ხოლო ლიცენზირებადი სამედიცინო საქმიანობების განხორციელებისას – შესაბამისი სალიცენზიო მოწმობების ასლები;

ე) უმაღლესი სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამების, დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) პროგრამების, უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამების დასახელება, რომლებიც ხორციელდება სამედიცინო დაწესებულებაში/სასწავლებელში;

ვ) დოკუმენტაცია დაწესებულების/სასწავლებლის და მასთან აფილირებული დაწესებულების (დაწესებულებების) შენობა-ნაგებობებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის კანონმდებლობით დადგენილი წესით ფლობისა და სარგებლობის უფლების შესახებ;

 ზ) დოკუმენტაცია დაწესებულების/სასწავლებლის და მასთან აფილირებული დაწესებულების (დაწესებულებების) მიერ სამედიცინო აღჭურვილობისა და კომპიუტერული ტექნიკის ფლობის შესახებ.“;

ი) მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სააკრედიტაციო ვიზიტის მიზანია, საშუალება მისცეს სააგენტოს თანამშრომლებს, დადგინდეს თვითშეფასების კითხვართან და აკრედიტაციის კრიტერიუმებთან დაწესებულების/სასწავლებლის და მასთან აფილირებული დაწესებულების (დაწესებულებების) პირობების შესაბამისობა. სააკრედიტაციო ვიზიტის ხანგრძლივობა განისაზღვრება დაწესებულების/სასწავლებლისა და მისი დოკუმენტაციის მოცულობის შესაბამისად.“;

კ) მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სააგენტოს თანამშრომლები ამოწმებენ დაწესებულების/სასწავლებლის აკრედიტაციის მიზნებისათვის საჭირო დოკუმენტაციას, ახორციელებენ მათში დასაქმებული პირების, რეზიდენტების/მაძიებლების და სხვა დაინტერესებული პირების ინტერვიუირებას და შენობა-ნაგებობის და აღჭურვილობის ადგილზე დათვალიერებას. აკრედიტაციის პირობების გადამოწმების მიზნით, სააგენტოს თანამშრომლები უფლებამოსილნი არიან, მოიძიონ და გადაამოწმონ კონკრეტული მონაცემები.“;

ლ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სააკრედიტაციო დოკუმენტაციის წარმოდგენიდან ერთი თვის ვადაში. თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამო აუცილებელია მეტი ვადა, ამ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.“;

მ) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6. დაწესებულებისათვის რეზიდენტთა/მაძიებელთა რაოდენობის (ლიმიტი/კვოტა) განსაზღვრა

1. რეზიდენტთა/მაძიებელთა რაოდენობის განსაზღვრა გულისხმობს დაწესებულებისათვის/სასწავლებლისათვის რეზიდენტთა/მაძიებელთა მაქსიმალური რაოდენობის – ლიმიტის (კვოტის) განსაზღვრას, რომლის ერთდროულად მზადების უფლება აქვს დაწესებულებას/სასწავლებელს ერთი წლის განმავლობაში იმ პროგრამის ფარგლებში, რომელზედაც უნდა მოიპოვოს აკრედიტაცია ან/და კონკრეტული მოდულის განხორციელებაში მონაწილე აფილირებულ დაწესებულებას მოდულის მიმდინარეობის ვადებში.

2. აკრედიტებული დაწესებულების/სასწავლებლის ლიმიტი/კვოტა განისაზღვრება კომპლექსურად, აკრედიტაციის მაძიებელი დაწესებულების/სასწავლებლის საკუთარი და მასთან აფილირებული დაწესებულებების სიმძლავრეების შესაბამისად. მხედველობაში მიიღება პროგრამის (მოდულის) განხორციელების ვადები.

3. 1 წელზე ნაკლები ხანგრძლივობის დიპლომისშემდგომი მზადების პროგრამის შემთხვევაში, რეზიდენტთა/მაძიებელთა ლიმიტი (კვოტა) განისაზღვრება აღნიშნული დიპლომისშემდგომი მზადების პროგრამის ხანგრძლივობის ვადის შესაბამისად.

4. რეზიდენტთა/მაძიებელთა ლიმიტი (კვოტა) განისაზღვრება დაწესებულებისათვის:

ა) აკრედიტაციის მინიჭებისას;

ბ) რეზიდენტთა/ მაძიებელთა ლიმიტის (კვოტის) ცვლილების შემთხვევაში.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რეზიდენტთა/მაძიებელთა ლიმიტი (კვოტა) განისაზღვრება დაწესებულების/სასწავლებლის მიერ წარმოდგენილი დამატებითი ინფორმაციის და სააგენტოს თანამშრომელთა მიერ მონაცემების ადგილზე შესწავლის საფუძველზე.

6. საბჭოს ინიციატივით, დაწესებულების/სასწავლებლის რეზიდენტთა/მაძიებელთა ადგილების რაოდენობა შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ ამ წესის შესაბამისად, დაწესებულების შესაბამისი შემოწმების შედეგად და სააგენტოს ინფორმაციის საფუძველზე.“;

ნ) დანართი 2.1 (სამედიცინო დაწესებულებებისა ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის თვითშეფასების კითხვარი) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი 2.1

სამედიცინო დაწესებულებებისა ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის თვითშეფასების კითხვარი

სამედიცინო დაწესებულების ან/და სასწავლებლის დასახელება ––––

 

I. ზოგადი ინფორმაცია

 

სარეზიდენტო პროგრამის დასახელება

 

 

სამედიცინო დაწესებულების/სასწავლებლის დასახელება

 

 

 

 

მისამართი

 

 

ტელეფონი, ფაქსი

 

 

ელექტრონული ფოსტა

 

 

ვებგვერდი

 

არსებობის შემთხვევაში

ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა

 

 

 

 

სამედიცინო დაწესებულებების/სასწავლებლების (აფილირებული დაწესებულებების) დასახელება, რომელთანაც დაწესებულებას/სასწავლებელს პროგრამის განხორციელების მიზნით გაფორმებული აქვს ხელშეკრულებები (შესაბამისი მოდულების მითითებით)

 

 

 

 

მიმდინარე პერიოდში რეზიდენტების/სპეციალობის მაძიებლების რაოდენობა (მიუთითეთ: სახელი, გვარი, საექიმო სპეციალობა, მზადების დაწყების და დასრულების ჩვენებით)

 

 

 

 

 

II. კლინიკური რესურსი

 

იმ სამედიცინო საქმიანობათა ჩამონათვალი, რომელზედაც დაწესებულების/სასწავლებლის კლინიკურ ბაზებს ან/და მასთან აფილირებულ დაწესებულებას/სასწავლებელს მიღებული აქვს ლიცენზია (გენერალური, სპეციალური) (დაწესებულების/სასწავლებლის კლინიკური ბაზების ან/და მასთან აფილირებული დაწესებულებებისა/სასწავლებლებისა და შესაბამისი საქმიანობების მითითებით)

 

 

 

 

არალიცენზირებადი საქმიანობების ჩამონათვალი

(დაწესებულების/სასწავლებლის კლინიკური ბაზების ან/და მასთან აფილირებული დაწესებულებებისა/სასწავლებლებისა და შესაბამისი საქმიანობების მითითებით)

 

 

 

 

ამბულატორიულ დაწესებულებაში არსებული განყოფილების/კაბინეტის მომსახურების პროფილი

 

 

 

 

სტაციონარულ დაწესებულებაში/სასწავლებელში არსებული განყოფილების/კაბინეტის მომსახურების პროფილი

 

 

ამბულატორიულ განყოფილებაში/კაბინეტში დასაქმებული ექიმ-სპეციალისტების ნუსხა

(მიუთითეთ: სახელი, გვარი, საექიმო სპეციალობა, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სეტიფიკატის გაცემის თარიღი, სერტიფიკატის ნომერი, სამუშაო ადგილი)

1.

 

2.

 

3.

 

4.

პროგრამით გათვალისწინებული მოდულების გათვალისწინებით

სპეციალიზებულ განყოფილებაში/კაბინეტში დასაქმებული ექიმ-სპეციალისტების ნუსხა

(მიუთითეთ: სახელი, გვარი, საექიმო სპეციალობა, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სეტიფიკატის გაცემის თარიღი, სერტიფიკატის ნომერი, სამუშაო ადგილი)

1.

2.

3.

4.

პროგრამით გათვალისწინებული მოდულების გათვალისწინებით

სტომატოლოგიურ დაწესებულებაში სავარძლების საერთო რაოდენობა

 

 

 

 

სტომატოლოგიურ დაწესებულებაში სავარძლების რაოდენობა, რომლებიც განკუთვნილია რეზიდენტებისათვის

 

 

 

 

ამბულატორიული დაწესებულების დატვირთვა (ვიზიტების რაოდენობა), თვეში, წელიწადში

 

 

პროგრამით გათვალისწინებული მოდულების გათვალისწინებით

სტაციონარულ დაწესებულებაში არსებული განყოფილებების პროფილი, საწოლების რაოდენობა

 

 

 

 

სტაციონარულ დაწესებულებაში დასაქმებული ექიმ-სპეციალისტების ნუსხა

(მიუთითეთ: სახელი, გვარი, საექიმო სპეციალობა, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სეტიფიკატის გაცემის თარიღი, სერტიფიკატის ნომერი, სამუშაო ადგილი)

1.

 

2.

 

3.

 

4.

პროგრამით გათვალისწინებული მოდულების გათვალისწინებით

სტაციონარული დაწესებულების საწოლის საშუალო დატვირთვის მაჩვენებელი

 

 

პროგრამით გათვალისწინებული მოდულების გათვალისწინებით

სტაციონარული დაწესებულების საოპერაციო აქტივობების, მანიპულაცია/პროცედურების ჩამონათვალი

 

 

პროგრამით გათვალისწინებული მოდულების გათვალისწინებით

დიაგნოსტიკური, სამკურნალო, პროფილაქტიკური პროცედურები, რომელიც ტარდება დაწესებულებაში და მათი რაოდენობა განვლილი კალენდარული წლის განმავლობაში

1. დიაგნოსტიკური

2. სამკურნალო

3. პროფილაქტიკური

მხოლოდ ის პროცედურები, რომლებიც გათვალისწინებულია პროგრამის მოდულის/მოდულების ფარგლებში

 

III. მატერიალური რესურსი

 

რეზიდენტების/მაძიებლების თეორიული მზადებისათვის გამოყოფილი ფართი (ოთახების რაოდენობა, მ2-ის მითითებით)

 

 

 

 

კონფერენციის, კონსილიუმის, სემინარის ჩატარებისათვის საჭირო სათანადოდ აღჭურვილი ფართი

 

 

 

 

ტექნიკური აღჭურვილობის ჩამონათვალი, რომელიც უზრუნველყოფს მოდულებით გათვალისწინებული საკითხების სწავლებასა და უნარ-ჩვევების ათვისებას

 

 

 

 

აუცილებელი და რეკომენდებული ლიტერატურის ჩამონათვალი, რომელიც უზრუნველყოფს პროგრამის მოდულებით გათვალისწინებული საკითხების სწავლებასა და უნარ-ჩვევების ათვისებას

1.

 

2.

 

3.

 

 

საინფორმაციო/საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (კომპიუტერული უზრუნველყოფა: რეზიდენტების/მაძიებლების თავისუფალი სარგებლობისათვის განკუთვნილი ინტერნეტში ჩართული კომპიუტერების რაოდენობა)

 

 

 

 

 

IV. ინტელექტუალური რესურსი

 

სარეზიდენტო პროგრამის ხელმძღვანელის/ხელმძღვანელობის მონაცემები (მიუთითეთ: სახელი, გვარი, დეპარტამენტი/განყოფილება, თანამდებობა, აკად. ხარისხი, სამეცნ. ხარისხი, საკონტაქტო ინფორმაცია)

1.

 

2.

 

3.

 

 

ცალკეული მოდულის განხორციელებაზე პასუხისმგებელ პირთა მონაცემები (მიუთითეთ: სახელი, გვარი, დეპარტამენტი/განყოფილება, თანამდებობა, აკად. ხარისხი, სამეცნ. ხარისხი, პედაგოგიური გამოცდილება, საკონტაქტო ინფორმაცია)

მოდული 1.

 

მოდული 2.

 

მოდული 3.

 

 

 

ასევე წარმოდგენილ უნდა იქნეს სარეზიდენტო პროგრამის ხელმძღვანელისა და ცალკეული მოდულის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირების ავტოგრაფიები/CV.

 

V. სამეცნიერო კვლევა

 

პროგრამების, პროექტების, სამეცნიერო გრანტების დასახელება, რომელშიც მონაწილეობს დაწესებულება

 

 

 

 

საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციებში ჩართულობა

 

 

 

 

სამეცნიერო და სახელმძღვანელო ლიტერატურის, მონოგრაფიების, სამეცნიერო სტატიების, კლინიკური გაიდლაინების მომზადებაში მონაწილეობა

 

 

 

 

 

VI. ხარისხის უზრუნველყოფა

 

ინფორმაცია სამედიცინო მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის შიდა სისტემის შესახებ

 

 

 

 

ინფორმაცია სწავლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის შესახებ

 

 

 

 

 

 

სამედიცინო დაწესებულების ან/და სასწავლებლის ხელმძღვანელის ხელმოწერა

 ––––––––––––––––––––––––

 

ბეჭედი –––––––––––––––“;

 

ო) დანართი 2.2-ში (აკრედიტაციის კრიტერიუმები) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ო.ა) ამოღებულ იქნეს პირველი პუნქტი.

ო.ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამბულატორიული ვიზიტების რაოდენობა ერთ რეზიდენტზე/მაძიებელზე გაანგარიშებით პროფილის მიხედვით:

ა) საოჯახო მედიცინა – საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი წელიწადში 1 000 ვიზიტზე;

ბ) თერაპიული პროფილი – საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი წელიწადში 1000 ვიზიტზე;

გ) ქირურგიული პროფილი – საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი წელიწადში 800 ვიზიტზე;

დ) პედიატრიული პროფილი – საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი წელიწადში 1000 ვიზიტზე;

ე) სამეანო-გინეკოლოგიური პროფილი – საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი წელიწადში 1000 ვიზიტზე;

ვ) ფტიზიატრიული პროფილი – საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი წელიწადში 800 ვიზიტზე;

ზ) ფსიქიატრიული პროფილი – საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი წელიწადში 800 ვიზიტზე.“;

ო.გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სტაციონარული სამედიცინო დაწესებულების საწოლის საშუალო დატვირთვის მაჩვენებლები (შესაბამისი პროფილის ფარგლებში) – საწოლის საშუალო დატვირთვა წელიწადში არანაკლებ 60%-ისა, ფსიქიატრია არანაკლებ 65%-ისა, ფტიზიატრია არანაკლებ 82%-ისა (წელიწადში არანაკლებ 200 საწოლდღისა, ფსიქიატრია – არანაკლებ 240, ფტიზიატრია – არანაკლებ 300 საწოლდღისა).“;

ო.დ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. პროგრამის ხელმძღვანელი: სარეზიდენტო პროგრამის შესაბამის საექიმო სპეციალობაში აკადემიური თანამდებობა (სრული/ასოცირებული პროფესორი) ან დოქტორის აკადემიური ხარისხი (გარდა საექიმო სპეციალობისა – „საოჯახო მედიცინა“ – როგორც სრული, ასევე მომიჯნავე სპეციალობებისათვის დადგენილი პროგრამებისათვის); პედაგოგიური გამოცდილება არანაკლებ 5 წელი. პროგრამის ხელმძღვანელი უნდა მონაწილეობდეს დიპლომამდელ განათლებაში ან/და უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში.“;

ო.ე) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. მოდულზე პასუხისმგებელი პირი: 2 წელი პედაგოგიური გამოცდილება, სახელმწიფო სერტიფიკატი სარეზიდენტო პროგრამის/მოდულის შესაბამის საექიმო სპეციალობაში და სახელმწიფო სერტიფიკატით განსაზღვრულ საექიმო სპეციალობაში პრაქტიკული მუშაობის სულ მცირე 3 წლის გამოცდილება, ან დოქტორის აკადემიური ხარისხი, სახელმწიფო სერტიფიკატი სარეზიდენტო პროგრამის/მოდულის შესაბამის საექიმო სპეციალობაში და სახელმწიფო სერტიფიკატით განსაზღვრულ საექიმო სპეციალობაში პრაქტიკული მუშაობის სულ მცირე 4 წლის გამოცდილება, ან სახელმწიფო სერტიფიკატი სარეზიდენტო პროგრამის/მოდულის შესაბამის საექიმო სპეციალობაში, სახელმწიფო სერტიფიკატით განსაზღვრულ საექიმო სპეციალობაში პრაქტიკული მუშაობის სულ მცირე 5 წლის გამოცდილება (საექიმო სპეციალობაში – „საოჯახო მედიცინა“– მომიჯნავე სპეციალობებისათვის დადგენილი პროგრამის შემთხვევაში, „საოჯახო მედიცინაში“/პირველად ჯანდაცვაში პრაქტიკული მუშაობის 2 წლის გამოცდილება) და მასწავლებელთა ტრენინგ-პროგრამის გავლა. მოდულის ხელმძღვანელი უნდა მონაწილეობდეს დიპლომამდელ განათლებაში ან/და უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში.“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. კვიტაშვილი