„საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
„საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 520
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 07/08/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 98, 07/08/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.013.395
  • Word
520
07/08/2009
სსმ, 98, 07/08/2009
230.210.000.22.033.013.395
„საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
„საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.013.395

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება520

2009 წლის 7 აგვისტო

ქ. თბილისი

საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ

ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებაში (სსმ III, 29.11.2007წ., №169, მუხ. 1881) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

1. ბრძანების პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ქ“ და ღ“ ქვეპუნქტები:

ქ) ინსტრუქცია საფოსტო გზავნილის შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი საქონლის იმპორტის დროს ფიზიკური პირის მიერ სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ფორმა №4-ის შევსების, წარდგენის და რეგისტრაციის წესების შესახებ“ (დანართი №22);

ღ) სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმა №4“ (დანართი №23).“.

2. ბრძანების პირველი მუხლის პ“ ქვეპუნქტით დატკიცებული საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის“ (დანართი №15) მე-2 ნაწილის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

2. საბაჟო დამუშავების ოპერაციების განხორციელების სხვა ადგილები

რეგიონალური ცენტრები (საგადასახადო ინსპექციები)

 

კოდი

რეგიონალური ცენტრები (საგადასახადო ინსპექციები)

1

 

 

 

69000

 

20002

 

 

 

20010

 

 

69221

 

9227

 

69043

 

 

 

 

 

 

 

69250

 

თბილისის რეგიონალური ცენტრი

(საგადასახადო ინსპექცია):

 

ქ. თბილისი, ცოტნე დადიანის ქ. 30;

 

ქ. თბილისი, ცოტნე დადიანის ქ. 30 (მხოლოდ საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილეთა მიერ, ან მათი დანიშნულებით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაციებისათვის);

 

ქ. თბილისი, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია (მხოლოდ საფოსტო გზავნილების შემთხვევაში სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ფორმა 4-ის წარდგენისას)

 

ქ. თბილისი, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია;

 

ქ. მცხეთა, მუხრანის ქ. 17

 

საქართველოს საბაჟო საზღვრიდან ქ. თბილისის რკინიგზის სამგზავრო სადგურის ტერიტორიის ჩათვლით და უკუმიმართულებით მოძრავი ერევანი–ბათუმი–ერევანი, ბათუმი – ერევანი – ბათუმის საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლის ძირითადი მარშრუტის მსვლელობის სწრაფი სამგზავრო მატარებელი. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება აღნიშნული პროცედურის მატარებელში წარმართვა, საქონლის საბაჟო რეჟიმში მოქცევის ოპერაცია განხორციელდება უახლოეს ან დეკლარანტის მიერ შერჩეულ საბაჟო პროცედურის ჩატარების ადგილზე;

 

ქ. გორი, მოსკოვის ქ. 1 სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. გორის განყოფილების შენობა

 

 

2

 

 

69300

 

 

69350

ახალციხის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია):

საბაჟო გამშვები პუნქტი „ვალე“-ს ტერიტორია

 

ქ. ახალციხე, ახალქალაქის გზატკეცილი 2 სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ახალციხის განყოფილების შენობა

3

 

 

69017

 

 

69070

თელავის რეგიონალური ცენტრი

(საგადასახადო ინსპექცია):

ქ. თელავი, ერეკლე II–ის გამზ. 1;

 

ქ. თელავი, ჩოლოყაშვილის ქ. 21 სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. თელავის განყოფილების შენობა

4

 

69400

 

 

69450

ქუთაისის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია):

წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, სოფ. ქვიტირი, საბაჟო-კემპინგი

 

სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ქუთაისის განყოფილების შენობა

5

 

 

 

69014

 

 

69050

რუსთავის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია):

 

ქ. რუსთავი, ფიროსმანის ქ. 38

 

სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თბილისის სამმართველოს სარეგისტრაციო განყოფილების შენობა

6

 

 

69600

 

 

20001

 

 

 

 

69605

 

 

 

ბათუმის რეგიონალური ცენტრი

(საგადასახადო ინსპექცია):

 

ქ. ბათუმი, ფიროსმანის ქ. 5ა

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ადლია, შპს ტერმინალის” საწყობის ტერიტორია (მხოლოდ საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილეთა მიერ, ან მათი დანიშნულებით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაციებისათვის);

 

ქ. ბათუმი, ტბელ აბუსერიძის ქ. 11, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ბათუმის განყოფილების შენობა

 

 7

 

 

 

69500

 

 

20003

 

 

69502

 

69510

 

 

69511

 

 

 

69555

 

 

ფოთის რეგიონალური ცენტრი

(საგადასახადო ინსპექცია):

 

ქ. ფოთი, კოკაიას ხეივანი 1;

 

ქ. ფოთი, კოკაიას ხეივანი 1 (მხოლოდ საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილეთა მიერ, ან მათი დანიშნულებით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაციებისათვის);

 

ხობის მუნიციპალიტეტი, სოფელი ყულევი

 

ქ. ფოთი, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ფოთის განყოფილების შენობა;

 

ქ. ზუგდიდი, პარიზის კომუნის ქ. N7, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ზუგდიდის განყოფილების შენობა;

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. ოზურგეთი, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ოზურგეთის განყოფილების შენობა

 

3. ბრძანებას დაემატოს დანართი №22 და დანართი №23 თანდართული რედაქციით.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი

დანართი №22

ინსტრუქცია

საფოსტო გზავნილის შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი საქონლის იმპორტის დროს ფიზიკური პირის მიერ სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ფორმა №4-ის შევსების, წარდგენისა და რეგისტრაციის წესების შესახებ

    მუხლი 1

ეს ინსტრუქცია განსაზღვრავს სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ფორმა №4-ის (დანართი №23) (შემდგომში – დეკლარაცია) შევსების, წარდგენისა და რეგისტრაციის წესებს.

    მუხლი 2

დეკლარაციით საბაჟო დამუშავების ოპერაციას ექვემდებარება საფოსტო გზავნილით გადაადგილებული, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2705 მუხლის ლ.ა“ და ლ.ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი, ფიზიკური პირის მიერ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში გაცხადებული, 10 000 ლარზე ნაკლები ღირებულების მქონე საქონელი (საქონელთა ჯგუფი), გარდა შემდეგი საქონლისა:

ა) აქციზური საქონელი;

ბ) საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8709, 8710, 8711, 8712, 8713, 8716 სასაქონლო პოზიციებით და 88, 89 ჯგუფებით გათვალისწინებული საქონელი.

    მუხლი 3

ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინთა განმარტებები:

ა) დეკლარანტი“ – პირი, რომელიც საბაჟო დეკლარირებას ახორციელებს თავისი სახელით ან რომლის სახელითაც ხორციელდება საბაჟო დეკლარირება;

ბ) რისკი“ – საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის დარღვევის ალბათობა;

გ) დერეფანი (მწვანე, ყვითელი, წითელი)“ – საბაჟო კონტროლი, რომელიც ხორციელდება დეკლარირებული საქონლის შესახებ მონაცემთა რისკის გათვალისწინებით;

დ) მწვანე დერეფანი“ – საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში მოქცევისას დეკლარირებული საქონლის გაშვება საბაჟო დეკლარაციის და თანდართული დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების გარეშე;

ე) ყვითელი დერეფანი“ – საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში მოქცევისას დეკლარირებული საქონლის გაშვება საბაჟო დეკლარაციის და თანდართული დოკუმენტების კამერალური შემოწმებით;

ვ) წითელი დერეფანი“ – დეკლარირებული საქონლის მიმართ იმპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელებისას დეკლარაციისა და დოკუმენტების კამერალური შემოწმება, აგრეთვე დეკლარირებული საქონლის დათვალიერება.

    მუხლი 4

1. ერთი დეკლარაციით შეიძლება გაცხადდეს მხოლოდ ერთ საფოსტო გზავნილში მოთავსებული საქონელი.

2. იმ შემთხვევაში, როდესაც საფოსტო გზავნილში მოთავსებულია ათზე მეტი დასახელების საქონელი, დასაშვებია დეკლარაციის დამატებითი ფურცლების გამოყენება.

3. დეკლარაციის დამატებით ფურცლებზე ივსება მხოლოდ მე-8 და მე-9 გრაფები.

    მუხლი 5

1. დეკლარაცია ივსება ქართულ ენაზე კომპიუტერის საბეჭდი მოწყობილობის გამოყენებით.

2. თუ ამ ინსტრუქციით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დეკლარაციას უნდა დაერთოს:

ა) გადასახდელების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) ანგარიშფაქტურა (ინვოისი) ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

გ) ფიტო ან/და ვეტერინარული სერტიფიკატები, კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვები (საჭიროების შემთხვევაში);

დ) სატრანსპორტო დოკუმენტი (ზედდებული) ან მისი ასლი;

ე) წარმომადგენლობის უფლების განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტი (დეკლარირების წარმომადგენლის მეშვეობით განხორციელების შემთხვევაში).

3. დეკლარაცია იბეჭდება 2 ეგზემპლარად და ნაწილდება შემდეგნაირად:

ა) პირველი ეგზემპლარი რჩება საბაჟო დამუშავების საბაჟო ორგანოში;

ბ) მეორე ეგზემპლარი უბრუნდება დეკლარანტს.

    მუხლი 6

1. დეკლარაცია წარედგინება წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.

2. მონაცემთა ავტომატიზებული დამუშავების სისტემის მეშვეობით დეკლარაციის ელექტრონულად წარდგენისთვის კომპიუტერული ტექნიკის, პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების, ქსელისა და ელექტრონული მონაცემის ფორმატის პარამეტრები, სისტემის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის აუცილებელი სხვა მოთხოვნები მტკიცდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. დეკლარაციის ელექტრონულად წარდგენის შემთხვევაში ამ ინსტრუქციის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული, ხოლო დეკლარაციის წერილობითი ფორმით წარდგენის შემთხვევაში – ამ ინსტრუქციის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები რჩება და ინახება დეკლარანტთან, რომელიც ვალდებულია, მოთხოვნისამებრ წარუდგინოს ისინი საბაჟო ორგანოს.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის მიუხედავად, დეკლარანტს უფლება აქვს სატვირთო საბაჟო დეკლარაციაზე დასართავი დოკუმენტები დეკლარაციასთან ერთად წარადგინოს ელექტრონულად.

    მუხლი 7

1. დეკლარაციას საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირის მიერ მონაცემთა ავტომატიზებული დამუშავების სისტემის საშუალებით ენიჭება დეკლარაციის რეგისტრაციის ნომერი.

2. კალენდარული წლის განმავლობაში დეკლარაციების ნუმერაცია უწყვეტია.

3. კალენდარული წლის დამთავრების შემდეგ დეკლარაციების ნუმერაცია იწყება თავიდან.

    მუხლი 8

1. წერილობითი ფორმით წარდგენილი დეკლარაციის ყველა გრაფის დადგენილი წესით შევსების შემთხვევაში, საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირის მიერ დეკლარაციისათვის ნომრის მინიჭება ნიშნავს დეკლარირების დასრულებას და საქონლის გაშვებას მწვანე დერეფნის შესაბამისად.

2. საბაჟო კანონმდებლობის დარღვევის ნიშნების არსებობის შემთხვევაში დეკლარაციას ნომერი არ მიენიჭება და საქონელი ექვემდებარება საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელებას წითელი დერეფნის შესაბამისად. ამასთან, დეკლარაციის შემოწმების პროცედურები ხორციელდება საბაჟო რეჟიმების (გარდა ტრანზიტის საბაჟო რეჟიმისა და საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილის მიერ ან მისი დანიშნულებით შემოტანილი საქონლისა, რომლის მიმართაც დადგენილი წესით ხორციელდება გამარტივებული საბაჟო კონტროლი), აგრეთვე რეექსპორტის შესაბამისად გაცხადებულ საქონელზე სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმის შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის და რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №1) მე-6 მუხლის შესაბამისად. თუ საბაჟო დეკლარაციის შემოწმების შედეგად გამოვლინდა საბაჟო კანონმდებლობის დარღვევები, რაც გახდა საბაჟო სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი, საქონელი გაიშვება შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმის დადგენილი წესით შედგენისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარების შემდეგ.

3. დეკლარაციის ელექტრონული ფორმით წარდგენის შემთხვევაში, დეკლარირებული საქონლის მიმართ საბაჟო კონტროლის განხორციელების მიზნით, დერეფანი განისაზღვრება მონაცემთა ავტომატიზებული დამუშავების სისტემის მეშვეობით.

    მუხლი 9

დეკლარაციის შევსების წესი:

ა) პირველ გრაფაში მიეთითება ფიზიკური პირის პირადი ნომერი;

ბ) მე-2 გრაფა ივსება უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში და მიეთითება პირის პასპორტის ნომერი და პასპორტის გამცემი ქვეყნის დასახელება;

გ) მე-3 გრაფაში მიეთითება დეკლარანტის სახელი;

დ) მე-4 გრაფაში მიეთითება დეკლარანტის გვარი;

ე) მე-5 გრაფაში, თუ დეკლარირება ხორციელდება წარმომადგენლის მეშვეობით, მიეთითება წარმომადგენლის სრული სახელწოდება, მისამართი, ტელეფონის ან ფაქსის (ტელეფაქსის) ნომერი, წარმომადგენლის საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც მინიჭებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ. თუ წარმომადგენელი ფიზიკური პირია, გრაფაში მიეთითება მისი სახელი, გვარი, მისამართი, პირადი ნომერი. იმ შემთხვევაში, თუ დეკლარირებას ახორციელებს უშუალოდ საქონლის მიმღები, მაშინ გრაფაში მიეთითება მისი სახელი, გვარი, მისამართი;

ვ) მე-6 გრაფაში №“-ის გასწვრივ საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირის მიერ მიეთითება დეკლარაციის რეგისტრაციის ნომერი შემდეგი სქემით: 00000 (საბაჟო ორგანოს ხუთნიშნა ციფრული კოდი)/00000 (დეკლარაციის რიგითი ნომერი);

ზ) მე-7 გრაფაში მიეთითება საფოსტო გზავნილის ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

თ) მე-8 გრაფაში მიეთითება საქონლის აღწერილობა, კერძოდ:

თ.ა) პირველი სვეტის უჯრებში მიეთითება საქონლის დასახელება, ხოლო ამავე სვეტის ბოლო (ქვედა) უჯრაში – ამ დეკლარაციით გაცხადებული საქონლის სახეობათა საერთო რაოდენობა;

თ.ბ.) მე-2 სვეტის უჯრებში მიეთითება საქონლის რაოდენობა (წონა კილოგრამებში), ხოლო ამავე სვეტის ბოლო (ქვედა) უჯრაში – ამ დეკლარაციით გაცხადებული საქონლის საერთო რაოდენობა (კგ);

თ.გ.) მე-3 სვეტის უჯრებში მიეთითება შესაბამისი საქონლის ოთხნიშნა სასაქონლო პოზიცია საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად, ხოლო საბაჟო გადასახადის დარიცხვის ან საგადასახადო შეღავათების გამოყენების შემთხვევაში – საქონლის თერთმეტნიშნა კოდი;

ი) მე-9 გრაფაში მიეთითება საბაჟო ღირებულება და გადასახდელები, კერძოდ:

ი.ა) პირველი სვეტის – საქონლის ღირებულება“ – უჯრებში მიეთითება დეკლარაციის მე-8 გრაფაში გაცხადებული შესაბამისი საქონლის ფაქტურული ღირებულება, ხოლო ამავე სვეტის ბოლო (ქვედა) უჯრაში – დეკლარაციით გაცხადებული საქონლის საერთო ფაქტურული ღირებულება;

ი.ბ) მე-2, მე-3, მე-6 და მე-7 სვეტების უჯრები დეკლარაციის მე-8 გრაფაში გაცხადებული შესაბამისი საქონლის გასწვრივ ივსება იმ შემთხვევაში, თუ ამ დეკლარაციით დეკლარირებული სხვადასხვა საქონლის მიმართ გამოიყენება დაბეგვრის განსხვავებული რეჟიმი (გადასახადისაგან გათავისუფლება ან/და განსხვავებული განაკვეთები), ხოლო ამავე სვეტების ბოლო (ქვედა) უჯრებში მიეთითება ზედა უჯრებში მითითებული მონაცემების ჯამი;

ი.გ) მე-4 სვეტის – შეღავათები“ – შესაბამის უჯრაში მიეთითება:

ი.გ.ა) ციფრი 1“ იმ შემთხვევაში, თუ დეკლარაციის მე-8 გრაფაში დასახელებული საქონლის მიმართ გამოიყენება საბაჟო გადასახადისაგან გათავისუფლება;

ი.გ.ბ) ციფრი 2“ იმ შემთხვევაში, თუ დეკლარაციის მე-8 გრაფაში დასახელებული საქონლის მიმართ გამოიყენება დღგ-ისაგან განთავისუფლება;

ი.გ.გ) ციფრი 3“ იმ შემთხვევაში, თუ დეკლარაციის მე-8 გრაფაში დასახელებული საქონლის მიმართ გამოიყენება საბაჟო გადასახადისაგან და დღგ-ისაგან განთავისუფლება;

ი.გ.დ) ციფრი 4“ იმ შემთხვევაში, თუ დეკლარაციის მე-8 გრაფაში დასახელებული საქონლის მიმართ გამოიყენება საბაჟო მოსაკრებლისაგან განთავისუფლება;

ი.გ.ე) ციფრი 5“ იმ შემთხვევაში, თუ დეკლარაციის მე-8 გრაფაში დასახელებული საქონლის მიმართ გამოიყენება საბაჟო გადასახადისაგან და საბაჟო მოსაკრებლისაგან განთავისუფლება;

ი.გ.ვ) ციფრი 6“ იმ შემთხვევაში, თუ დეკლარაციის მე-8 გრაფაში დასახელებული საქონლის მიმართ გამოიყენება დღგ-ისაგან და საბაჟო მოსაკრებლისაგან განთავისუფლება;

ი.გ.ზ) ციფრი 7“ იმ შემთხვევაში, თუ დეკლარაციის მე-8 გრაფაში დასახელებული საქონლის მიმართ გამოიყენება დღგ-ისაგან, საბაჟო გადასახადისაგან და საბაჟო მოსაკრებლისაგან განთავისუფლება;

ი.დ) მე-5 სვეტის – საბაჟო მოსაკრებელი“ – ქვედა უჯრაში მიეთითება დეკლარაციაზე გადახდილი საბაჟო მოსაკრებლის ოდენობა;

კ) მე-8 და მე-9 გრაფების გამუქებული უჯრები მონაცემების შესატანად არ გამოიყენება;

ლ) მე-10 გრაფაში მიეთითება დეკლარაციის რეგისტრაციის თარიღი;

მ) მე-11 გრაფაში მიეთითება დეკლარირებულ საქონელზე გადახდილი საბაჟო გადასახდელების საერთო რაოდენობა;

ნ) მე-12 გრაფაში დეკლარანტი ან/და წარმომადგენელი ხელმოწერით ადასტურებენ დეკლარაციაში გაცხადებული მონაცემების სისწორეს;

ო) მე-13 გრაფაში მიეთითება დეკლარაციის მე-11 გრაფაში მითითებული საბაჟო გადასახდელების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი და სხვა თანმხლები დოკუმენტების რეკვიზიტები;

პ) მე-14 გრაფა – განსაკუთრებული აღნიშვნები“ – ივსება საბაჟო ორგანოს მიერ საქონლის საბაჟო დამუშავებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მითითების შემთხვევაში;

ჟ) მე-15 გრაფაში – საბაჟო აღნიშვნები“ – საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირის მიერ, პირადნომრიანი ბეჭდით და შესაბამისი შტამპით (გაშვება ნებადართულია“) დასტურდება დეკლარაციაში გაცხადებული საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაციის დასრულება თარიღის მითითებით. ბეჭდის დასმა შტამპის შიგნით დაუშვებელია. სრულყოფილად უნდა იკითხებოდეს ბეჭდისა და შტამპის ნომრები და წარწერა.

 დანართი №23

სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ფორმა №4

 

 

1. პირადი ნომერი

 

 

2. უცხო ქვეყნის მოქალაქის პასპორტის ნომერი და

 პასპორტის გამცემი ქვეყანა

 

 

3. სახელი

 

4. გვარი

 

 

5. დეკლარანტი/წარმომადგენელი

 

6. დეკლარაციის რეგისტრაციის № 00000/00000

 

7. საფოსტო გზავნილის ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში):

 

 

8. საქონლის აღწერილობა

 

 

9. საბაჟო ღირებულება და გადასახდელები

საქონლის დასახელება

რაოდე-ნობ, კგ.

საქონლის კოდი სეს ესნ-ის შესაბამისად

საქონლის ღირებუ-ლება

ტრანსპორ-ტირების და სხვა ხარჯი

საბაჟო ღირებუ-ლება

შეღავ-ათები

საბაჟო მოსაკრე-ბელი

საბაჟო გადა-სახადი

დღგ

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სულ:

 

სულ:

 

 

სულ:

სულ:

სულ:

 

 

 

 

 

 

სულ:

 

10. რეგისტრაციის თარიღი

 

-----” ---------------------” 20 წ.

 

 

11. დეკლარირებულ საქონელზე გადახდილი საბაჟო გადასახდელების საერთო რაოდენობა:

 

12. ხელმოწერები:

დეკლარანტი-----------------------------

წარმომადგენელი -------------------------

 

13. საბაჟო გადასახდელების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი და სხვა თანმხლები დოკუმენტების რეკვიზიტები

 

 

14. განსაკუთრებული აღნიშვნები:

 

15. საბაჟო აღნიშვნები:

 

  -------” ---------------------” 20 წ.