„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1079
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 27/08/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 106, 27/08/2009
სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.22.034.013.496
  • Word
1079
27/08/2009
სსმ, 106, 27/08/2009
310.150.000.22.034.013.496
„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.22.034.013.496

საქართველოს შინაგან საქმეთა

მინისტრის ბრძანება №1079

2009 წლის 27 აგვისტო

ქ. თბილისი

„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დატკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 (სსმ III, 01.02.2007 წ., №14, მუხ. 153) ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ეს ინსტრუქცია აგრეთვე ადგენს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის წესსა და პირობებს, რომლებიც:

ა) სამსახურებრივი საჭიროებისათვის გადაეცათ აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებს;

ბ) აუქციონის გარეშე, თხოვების ფორმით გადაეცათ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას;

გ) თხოვების ფორმით გადაეცათ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებს.“.

2. ინსტრუქციის მე-3 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. რეგისტრაცია – სააგენტოს მიერ ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე საკუთრების ან სარგებლობის უფლებით მექანიკური სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვა, პირველადი რეგისტრაცია, გადაფორმება, სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების განხორციელება, დროებითი რეგისტრაცია, აღრიცხვიდან მოხსნა, სარეგისტრაციო ნიშნების მინიჭება, საგზაო მოძრაობაში მონაწილეობისათვის მათი დაშვება, დადგენილი წესით სარეგისტრაციო სისტემაში ელექტრონული ან/და მატერიალური სახით შესაბამისი ინფორმაციის ასახვა.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. მესაკუთრე – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელმაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოიპოვა მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლება და გააჩნია შესაბამისი საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი.“;

გ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს 61 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„61. მოსარგებლე – ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო ორგანოები, ორგანიზაციები, საჯარო სამართლის იურიდიული პირები და დაწესებულებები.“;

დ) მე-18 პუნქტის შემდეგ დაემატოს 181 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„181. საექსპერტო შემოწმება – სააგენტოს სპეციალისტის მიერ სატრანსპორტო საშუალებისა და თანმხლები დოკუმენტაციის ტრასოლოგიური და სასაქონლო შემოწმების გზით, დეკლარირებისა ან/და რეგისტრაციისათვის კანონმდებლობით დადგენილი მონაცემების განსაზღვრა, შესაბამისი აქტის შედგენა.“.

3. ინსტრუქციის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

     „მუხლი 5

სააგენტო უფლებამოსილია:

ა) განახორციელოს მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დაადგინოს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ან/და სარეგისტრაციო მონაცემების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა;

გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხები, შეადგინოს ან/და გამოსცეს შესაბამისი დოკუმენტი;   

დ) რეგისტრაციის განსახორციელებლად გამოითხოვოს აუცილებელი დოკუმენტები ადმინისტრაციული ორგანოებიდან, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან;

ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით მექანიკურ სატრანსპორტო საშულებებზე აღრიცხოს სამართლებრივი დატვირთვა და უფლებრივი შეზღუდვა;

ვ) მესაკუთრის თხოვნით ელექტრონული ან/და მატერიალური სახით უზრუნველყოს მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებასთან დაკავშირებული დოკუმენტების წარდგენა შესაბამისი სამსახურებისათვის;

ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით დაადასტუროს საბაჟო დამუშავების ოპერაციისათვის განკუთვნილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეების ხელმოწერების ნამდვილობა;

თ) განახორციელოს საბაჟო დამუშავების ოპერაციისათვის განკუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმება და შეადგინოს შესაბამისი აქტი;

ი) დეკლარანტის თხოვნის საფუძველზე განახორციელოს სატრანსპორტო საშუალების კანონმდებლობით განსაზღვრული დეკლარაციის შევსება;

კ) მატერიალური ან/და ელექტრონული დოკუმენტის (მათ შორის, მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებების გამოყენებით) სახით შექმნას, მიიღოს, შეინახოს და გასცეს ნებისმიერი დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება სამართლებრივი შედეგები მოჰყვეს, აგრეთვე გამოიყენოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა და ელექტრონული ხელმოწერა. ამასთანავე, ელექტრონულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალურ დოკუმენტებს;

ლ) კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად;

მ) გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებები.“.

4. ინსტრუქციის მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6.

1. სარეგისტრაციო საქმისწარმოების დაწყების საფუძველია უფლებამოსილი პირის ელექტრონული/ანდა მატერიალური სახის განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

2. განცხადებას უნდა ერთვოდეს კანონმდებლობით განსაზღვრული ელექტრონული ან/და მატერიალური სახის სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია.

3. სააგენტოს მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციასთან დაკავშირებული საქმის წარმოებისას შედგენილ/გამოცემულ დოკუმენტში მონაცემები შეიძლება შეტანილი ან შენახული (მათ შორის, საარქივო მასალა) იქნეს მექანიკური ან/და ელექტრონული საშუალებების გამოყენებით.

4. რეგისტრაციისათვის წარმოდგენილი კანონმდებლობით განსაზღვრული მატერიალური სახის დოკუმენტები ინახება სამი წლის ვადით.

5. რეგისტრაცია არ განხორციელდება იმ დოკუმენტის საფუძველზე, რომელშიც არის ამოშლილი, ამოფხეკილი, და/ან გადახაზული (გადაშლილი) სიტყვები, წინადადებები და მსგავსი გადასწორებანი და აღნიშნული შესწორებანი არ არის დათქმული. არ მიიღება, აგრეთვე, ქსეროასლები ან ფანქრით შედგენილი დოკუმენტები.

6. სააგენტო უფლებამოსილია უარი განაცხადოს სხვა ქვეყანაში გაცემული დოკუმენტის მიღებაზე, თუ იგი კანონმდებლობით დადგენილი წესით ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული არ არის, თუ საერთაშორისო ხელშეკრულებებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

7. თუ პირმა არ იცის ის ენა ან მისი დამწერლობა, რომელზეც შედგენილია დოკუმენტი, იგი ხელს აწერს იმ ენაზე, რომელიც მან იცის.“.

5. ინსტრუქციის მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 8

1.მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შედეგად მონაცემთა ბაზაში აისახება შემდეგი სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემები:

ა) მესაკუთრის/მოსარგებლის საიდენტიფიკაციო მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, რეგისტრაციის ადგილი და ა.შ);

ბ) რეგისტრაციის განხორციელების საფუძველი;

გ) განხორციელებული რაგისტრაციის სახე და თარიღი;

დ) ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობის სერია და ნომერი;

ე) რეგისტრაციის შედეგად მინიჭებული სახელმწიფო სანომრე ნიშანი;

ვ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების:

ვ.ა) მარკა;

ვ.ბ) მოდელი;

ვ.გ) ძარას ტიპი;

ვ.დ) საიდენტიფიკაციო (VIN) ნომერი;

ვ.ე) გამოშვების წელი;

ვ.ვ) ფერი;

ვ.ზ) ძრავას ნომერი;

ვ.თ) ძრავას მოცულობა;

ვ.ი) საწვავის ტიპი;

ვ.კ) ძარას ნომერი;

ვ.ლ) შასის ნომერი;

ვ.მ) დასაშვები წონა;

ვ.ნ) დაუტვირთავი წონა;

ზ) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე აღრიცხული სამართლებრივი დატვირთვა ან უფლებრივი შეზღუდვა.

2. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მონაცემებისა, სარეგისტრაციო მონაცემებში სააგენტოს მიერ შეიძლება შეტანილ იქნეს დამატებითი ინფორმაცია.

3. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციის, ტიპის ან სხვა მახასიათებელი ნიშნების გათვალისწინებით სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემებში დასაშვებია არ იქნეს ან ნაწილობრივ იქნეს ასახული ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ.ზ-ვ.ნ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მონაცემები.

4. სააგენტოს მიერ სარეგისტრაციო მონაცემების დადგენა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი რეგისტრაციისათვის წარმოსადგენი დოკუმენტების, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების ან/და საექსპერტო შემოწმების გზით.

5. მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ერთ დღეს სხვადასხვა სარეგისტრაციო მოქმედებების განხორციელების შემთხვევაში, შემდგომი რეგისტრაცია შეიძლება განხორციელდეს წინა რეგისტრაციისათვის შედგენილი დათვალიერების აქტის ან საექსპერტო შემოწმების საფუძველზე.    

6. მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები არ საჭიროებენ დათვალიერებას:

ა) ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას;

ბ) ამ ინსტრუქციის 32-ე მუხლით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას;

გ) დაკარგული ან დაზიანებული ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობის აღდგენისას, თუ აღნიშნული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების უკანასკნელი რეგისტრაციიდან არ არის გასული ორ წელზე მეტი.

7. სააგენტოს მიერ საექსპერტო შემოწმება ხორციელდება ტრანსოლოგიური ან/და სასაქონლო შემოწმების გზით და მიზნად ისახავს ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დეკლარირებისა ან/და რეგის-ტრაციისათვის სავალდებულო მონაცემების დადგენას.

8. საექსპერტო შემოწმებას საჭიროებს:

ა) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში საბაჟო დამუშავების ოპერაციისათვის განკუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები;

ბ) ამ ინსტრუქციის 32-მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები.

9. სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ მექანიკური სატანსპორტო საშუალების დათვალიერებას შეიძლება დაესწროს საექსპერტო შემოწმების განმახორციელებელი პირი.“.

6. ინსტრუქციის მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 9

ქვეყანაში 90 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით შემოყვანილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დროებითი აღრიცხვა ხორციელდება სარეგისტრაციო სამსახურების მიერ, საბაჟო ორგანოების მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტის საფუძველზე, მასში მითითებული ვადით. უცხო ქვეყნის სარეგისტრაციო ნიშნები მესაკუთრის თხოვნის საფუძველზე შეიძლება დროებითი რეგისტრაციის ვადით შესანახად ჩაბარდეს სარეგისტრაციო სამსახურს.“.

7. ინსტრუქციის მე-11 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ (უფლებამოსილი პირის ბრძანება, აუქციონის ოქმი ან გარიგება სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების განკარგვის თაობაზე);“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს მე-3 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე პირის საკუთრების უფლების წარმოშობა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის მომენტიდან.“.

8. ინსტრუქციის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სავალდებულო რეგისტრაციაში გატარებულ დამხმარე ტექნიკურ საშუალებებზე გაიცემა ტექნიკური ტალონი.“.

9. ინსტრუქციის 27-ე მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ა1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ა1) რეგისტრირებული გირავნობის შემთხვევაში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 2601 მუხლის და 283-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილით განსაზღვრული უფლების მქონე მოგირავნის მიერ კანონმდებლობით დადგენილი გარემოების არსებობისას, დაგირავებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საკუთრებაში აღრიცხვის ან რეალიზაციისათვის სააგენტოში წარმოდგენილი უნდა იქნეს:

1.ა) განცხადება;

1.ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;

1.გ) დათვალიერების აქტი;

1.დ) გირავნობის გარიგება;

1.ე) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული წესით დამგირავებლისა და სხვა მოგირავნეებისათვის გირავნობის საგნის მოსალოდნელი რეალიზაციის შესახებ შეტყობინების ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი;

1.ვ) საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.“;

ბ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ე“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ე) მოსარგებლე პირის მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია ხორციელდება ამ ბრძანებით, მესაკუთრის მიერ რეგისტრაციისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად.“;

გ) შენიშვნის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისათვის, გარდა ამ ინსტრუქციით განსაზღვრული დოკუმენტებისა, იურიდიული პირის მიერ დამატებით წარმოდგენილ უნდა იქნეს:

ა) არასრულყოფილი ელექტრონული სახელმწიფო (მათ შორის, სამეწარმეო) რეესტრის ამონაწერის ან მისი არარსებობის შემთხვევაში _ იურიდიული პირის რეგისტრაციის ამსახველი დოკუმენტაცია;

ბ) რეგისტრაციის განხორციელებაზე იურიდიული პირის წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.“;

დ) შენიშვნის მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს მე-7 და მე-8 პუნქტები შემდეგი რედაქციით:

„7. მოგირავნის მიერ დაგირავებული ნივთის საკუთრებაში აღრიცხვის ან რეალიზაციის შესახებ მოთხოვნის არამართლზომიერ გამოყენებაზე ან/და მიყენებულ ზიანზე პასუხიმგებლობა ეკისრება მოგირავნეს.

8. მემკვიდრეს ან სამართალმემკვიდრეს უფლება აქვს განახორციელოს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ჩამოწერა 27-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სარეგისტრაციო მოქმედების გარეშე, თუ რეგისტრაციის მომენტისათვის მიღებული ქონება განადგურებულია ან/და დაზიანების გამო არ ექვემდებარება გადაფორმებას, ამასთან, ჩამოწერის დოკუმენტით მესაკუთრედ აღირიცხება მემკვიდრე ან მამკვიდრებელი.“.

10. ინსტრუქციის 271 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რადაქციით:

     „მუხლი 271

1.  გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საფუძველზე, გადაკეთებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციაში ცვლილებების განხორციელებისათვის მესაკუთრემ უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;

დ) დათვალიერების აქტი;

ე) ტესტირების ცენტრის მიერ გაცემული, გადაკეთებული სატრანსპორტო საშუალების ტესტირების ბარათი;

ვ) შეცვლილი ნომრიანი აგრეგატის კუთვნილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ზ) კანონით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. გადაკეთებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ტესტირების ბარათში ასახული მონაცემების შესაბამისად გაიცემა ახალი სარეგისტრაციო მოწმობა, გრაფაში გამოშვების წლად ჩაიწერება ძარას გამოშვების თარიღი.

3. დასაშვებია მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ძრავას შეცვლა:

ა) სხვა მარკა მოდელის ძრავათი, თუ შეცვლილი ძრავას მასა 30%-ზე მეტად არ განსახვავდება საბაზო სატრანსპორტო საშუალების ძრავას მასისაგან;

ბ) სხვა ლიტრაჟის და პარამეტრების ძრავათი, თუ იგი სერტიფიცირებულია მოცემული ტიპის ან/და მოდელის სატრანსპორტო საშუალებების შემადგენლობაში.

4. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ნომრიანი აგრეგატის (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებისა) ან/და ძრავათი შეცვლის შემთხვევაში შესაბამისი სარეგისტრაციო ცვლილების განხორციელებისათვის მესაკუთრემ უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;

დ) დათვალიერების აქტი;

ე) შეცვლილი ნომრიანი აგრეგატის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) კანონით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

5. ახლად დამზადებული თვითნაკეთი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია ხორციელდება მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის შემდგომ, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში სავალდებულო რეგისტრაციამდე შეიძლება გაიცეს სპეციალური სანომრე ნიშანი (TEST) და დროებითი სარეგისტრაციო მოწმობა“.

11. ინსტრუქციის 271 მუხლის შემდეგ დაემატოს 272 მუხლი შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 272

1. იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრაციის განმახორციელებელ მესაკუთრე ფიზიკურ პირს (გარდა აღრიცხვიდან მოხსნისა) საქართველოში არ გააჩნია რეგისტრაციის ან დროებითი რეგისტრაციის ადგილი, ან რეგისტრირებულია მისამართის მითითების გარეშე, სარეგისტრაციო ჩანაწერებში მესაკუთრის საცხოვრებელ ადგილად შეიძლება აღრიცხულ იქნეს:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის მისამართი;

ბ) წერილობითი თანხმობის საფუძველზე, საქართველოში განსაზღვრულ მისამართზე რეგისტრირებული ქმედუნარიანი პირის რეგისტრაციის ადგილი.

2. ამ მუხლით განსაზღვრული სარეგისტრაციო მონაცემის შეცვლის შემთხვევაში მესაკუთრე ვალდებულია მიმართოს სააგენტოს შესაბამისი სარეგისტრაციო ჩანაწერის შეცვლის მიზნით, წინააღმდეგ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას ხელმძღვანელობს აღნიშნული ჩანაწერით, ეხსნება პასუხისმგებლობა დოკუმენტის გაუგზავნელობისათვის და ეს არ შეიძლება გახდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების საფუძველი, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა.“.

12. ინსტრუქციის 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 29

1. ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ რეალიზებული ან უსასყიდლოდ გადაცემული, სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრა-ცია ქონების მიმღებზე ხდება ქონების გადამცემზე დაურეგისტრირებლად.“.

2. ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ პირებზე გადაცემული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია ხდება ქონების გადამცემზე დაურეგისტრირებლად.“.

13. ინსტრუქციის 30-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 30.

სარეგისტრაციო განყოფილებებში მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გამსხვისებელი პირების უშუალო მონაწილეობა გადაფორმების პროცესში სავალდებულო არ არის, თუ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების შემძენმა პირმა წარმოადგინა:

ა) ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ნოტარიუსის მიერ გაცემული დოკუმენტი;

ბ) ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული, ნივთზე საკუთრების უფლების გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანება;

დ) ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი საჯარო მოხელის მიერ გაცემული დოკუმენტი;

ე) ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის წერილობითი მომართვა და საკუთრების უფლების შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი.“.

14. ინსტრუქციის მე-40 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 40.

1. კანონმდებლობით დადგენილი წესით გარიგების მონაწილე მხარეების მიერ საბაჟო დამუშავების ოპერაციისათვის განკუთვნილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეების ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურების მოთხოვნის შემთხვევაში, დოკუმენტს დაერთვება სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლის დამადასტურებელი წარწერა (ფორმულარი).

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ განხორციელებული დამადასტურებელი წარწერა (ფორმულარი) უნდა შეიცავდეს:

ა) სამსახურის დასახელებას;

ბ) ფორმულარის შედგენის თარიღს;

გ) გარიგების მონაწილე მხარეების საიდენტიფიკაციო მონაცემებს;

დ) ფორმულარის შედგენის საფუძველს;

ე) გარიგების მონაწილე მხარეების მიერ გარიგებაზე ხელმოწერების პირადად შესრულების ფაქტის დადასტურებას;

ვ) სააგენტოს უფლებამოსილი თანამდებობის პირის სახელს, გვარს, დაკავებულ თანამდებობას.

3. ფორმულარს უნდა დაერთოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და ბეჭედი. დასაშვებია ფორმულარში ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული სხვა მონაცემების ასახვაც.

4. ფორმულარი უნდა დაიბეჭდოს მექანიკურ ან ელექტრონულ საბეჭდ მანქანაზე, კომპიუტერზე ან სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით; ფორმულიარი სრულდება A4 ფორმატის ((210X297 მმ) მყარ ქაღალდზე, რომლის სიმკვრივეა არანაკლებ 80 გრ/კვ.მ. დოკუმენტის გაყალბებისაგან დაცვის მიზნით, სააგენტო უფლებამოსილია ფორმულარი შეასრულოს დამცავი ან/და განმასხვავებელი ნიშნების მქონე ქაღალდის გამოყენებით. ფორმულარი სრულდება სამ – ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.

5. ფორმულარი უნდა განთავსდეს ცალკე ფურცელზეც და გარიგებასთან ერთად უნდა იყოს აკინძული, ზონარგაყრილი და ზონარდაწებებული. ამასთანავე, ზონარს ქაღალდი ისე უნდა ჰქონდეს გადაკრული, რომ ქაღალდის მთლიანობის დარღვევის გარეშე შეუძლებელი იყოს ზონრის გახსნა. ქაღალდის მთლიანობა არ უნდა იყოს დარღვეული. ზონარზე დაწებებულ ქაღალდზე დასმული უნდა იყოს დოკუმენტის გამცემი ორგანოს ბეჭედი და უფლებამოსილი პირის ხელმოწერა ისე, რომ ბეჭდის ანაბეჭდისა და ხელმოწერის ნაწილი ასახული იყოს დაწებებულ ფურცელზე, ხოლო ნაწილი დოკუმენტის ფურცელზე.

6. გარიგება დაბეჭდილ უნდა იქნეს მექანიკურ ან ელექტრონულ საბეჭდ მანქანაზე, კომპიუტერზე ან სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით. ამასთან, გარიგების მონაწილე მხარეების სურვილის შემთხვევაში გარიგების ტექსტი შეიძლება შესრულებულ იქნეს ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული პირობების დაცვით.

7. გარიგების დამოწმებისას სააგენტოს თანამშრომელი ადასტურებს მხოლოდ, რომ დოკუმენტზე ხელმოწერა ნამდვილად ეკუთვნის კონკრეტულ პირებს. იგი არ ადასტურებს გარიგებაში მოყვანილი ფაქტების ნამდვილობას და, შესაბამისად, პასუხს არ აგებს მის ნამდვილობაზე.“.

15. ინსტრუქციის 43-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კანონმდებლობით დადგენილი წესით ყადაღადადებული ან ძებნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია დასაშვებია ყადაღისგან გათავისუფლების ან ძებნიდან მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ.“;

ბ) მე-2 პუნქტი ამოღებული იქნეს.

მუხლი  2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე         

 ი. მერაბიშვილი