დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 569 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 31/08/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 107, 31/08/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230.210.000.22.033.013.509 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.013.509
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №569
2009 წლის 31 აგვისტო
ქ. თბილისი
„საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებაში (სსმ III, 29.11.2007წ., №169, მუხ. 1881) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ბრძანების პირველი მუხლის „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ქ) ინსტრუქცია „საფოსტო გზავნილით ან საჰაერო ტრანსპორტით შემოტანის შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი საქონლის იმპორტის დროს ფიზიკური პირის მიერ სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ფორმა №4-ის შევსების, წარდგენის და რეგისტრაციის წესების შესახებ“ (დანართი №22).
2. ბრძანების პირველი მუხლის „პ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის“ (დანართი №15) მე-2 ნაწილის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საბაჟო დამუშავების ოპერაციების განხორციელების სხვა ადგილები
რეგიონალური ცენტრები (საგადასახადო ინსპექციები)
| № | კოდი | რეგიონალური ცენტრები (საგადასახადო ინსპექციები) |
| 1 |
69000
20002
20010
20011
69221
69227
69043
69250
| თბილისის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია):
ქ. თბილისი, ცოტნე დადიანის ქ. №30;
ქ. თბილისი, ცოტნე დადიანის ქ. №30 (მხოლოდ საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილეთა მიერ, ან მათი დანიშნულებით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაციებისათვის);
ქ. თბილისი, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია (მხოლოდ საფოსტო გზავნილების შემთხვევაში სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ფორმა №4-ის წარდგენისას)
ქ. თბილისი, აეროპორტის ტერიტორია (მხოლოდ ფიზიკური პირის მიერ საჰაერო ტრანსპორტით შემოტანილი საქონლის შემთხვევაში სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ფორმა №4-ის წარდგენისას)
ქ. თბილისი, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია;
ქ. მცხეთა, მუხრანის ქ. №17
საქართველოს საბაჟო საზღვრიდან ქ. თბილისის რკინიგზის სამგზავრო სადგურის ტერიტორიის ჩათვლით და უკუმიმართულებით მოძრავი ერევანი–ბათუმი–ერევანი, ბათუმი – ერევანი – ბათუმის საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლის ძირითადი მარშრუტის მსვლელობის სწრაფი სამგზავრო მატარებელი. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება აღნიშნული პროცედურის მატარებელში წარმართვა, საქონლის საბაჟო რეჟიმში მოქცევის ოპერაცია განხორციელდება უახლოეს ან დეკლარანტის მიერ შერჩეულ საბაჟო პროცედურის ჩატარების ადგილზე;
ქ. გორი, მოსკოვის ქ. №1 სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. გორის განყოფილების შენობა
|
|
2 |
69300
69350 | ახალციხის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია): საბაჟო გამშვები პუნქტი „ვალეს“ ტერიტორია
ქ. ახალციხე, ახალქალაქის გზატკეცილი №2 სსიპ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ახალციხის განყოფილების შენობა |
| 3 |
69017
69070 | თელავის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია): ქ. თელავი, ერეკლე II-ის გამზ. №1;
ქ. თელავი, ჩოლოყაშვილის ქ. №21 სსიპ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. თელავის განყოფილების შენობა |
| 4 |
69400
69450 | ქუთაისის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია): წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, სოფ. ქვიტირი, „საბაჟო-კემპინგი”
სსიპ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ქუთაისის განყოფილების შენობა |
| 5
|
69014
69050 | რუსთავის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია):
ქ. რუსთავი, ფიროსმანის ქ. №38
სსიპ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ თბილისის სამმართველოს სარეგისტრაციო განყოფილების შენობა |
| 6 |
69600
20012
20001
69605
| ბათუმის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია):
ქ. ბათუმი, ფიროსმანის ქ. №5ა
ქ. ბათუმი, აეროპორტის ტერიტორია (მხოლოდ ფიზიკური პირის მიერ საჰაერო ტრანსპორტით შემოტანილი საქონლის შემთხვევაში სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ფორმა №4-ის წარდგენისას)
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ადლია, შპს „ტერმინალის” საწყობის ტერიტორია (მხოლოდ საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილეთა მიერ, ან მათი დანიშნულებით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაციებისათვის);
ქ. ბათუმი, ტბელ აბუსერიძის ქ. №11, სსიპ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ბათუმის განყოფილების შენობა |
| 7 |
69500
20003
69502
69510
69511
69555
| ფოთის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია):
ქ. ფოთი, კოკაიას ხეივანი №1;
ქ. ფოთი, კოკაიას ხეივანი №1 (მხოლოდ საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილეთა მიერ, ან მათი დანიშნულებით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაციებისათვის);
ხობის მუნიციპალიტეტი, სოფელი ყულევი
ქ. ფოთი, სსიპ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ფოთის განყოფილების შენობა;
ქ. ზუგდიდი, პარიზის კომუნის ქ. №7, სსიპ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ზუგდიდის განყოფილების შენობა;
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. ოზურგეთი, სსიპ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ოზურგეთის განყოფილების შენობა |
3. ბრძანების პირველი მუხლის „ქ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „საფოსტო გზავნილის შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი საქონლის იმპორტის დროს ფიზიკური პირის მიერ სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ფორმა №4-ის შევსების, წარდგენის და რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №22):
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ინსტრუქცია „საფოსტო გზავნილით ან საჰაერო ტრანსპორტით შემოტანის შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი საქონლის იმპორტის დროს ფიზიკური პირის მიერ სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ფორმა №4-ის შევსების, წარ-დგენის და რეგისტრაციის წესების შესახებ“;
ბ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2
დეკლარაციით საბაჟო დამუშავების ოპერაციას ექვემდებარება საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2705 მუხლის „ლ.ა“ და „ლ.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი ან საჰაერო ტრანსპორტით შემოტანილი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2705 მუხლის „ლ.ზ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი საქონელი (საქონელთა ჯგუფი), რომელიც ფიზიკური პირის მიერ გაცხადებულია თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში და რომლის ღირებულება 10 000 ლარზე ნაკლებია, გარდა შემდეგი საქონლისა:
ა) აქციზური საქონელი;
ბ) საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8709, 8710, 8711, 8712, 8713, 8716 სასაქონლო პოზიციებით და 88, 89 ჯგუფებით გათვალისწინებული საქონელი.“;
გ) მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საფოსტო გზავნილით შემოტანილ საქონელზე დეკლარაცია წარედგინება წერილობითი ან ელექტრონული ფორმით, ხოლო საჰაერო ტრანსპორტით შემოტანილ საქონელზე – წერილობითი ფორმით.“
დ) მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დეკლარაციას საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირის მიერ ენიჭება დეკლარაციის რეგისტრაციის ნომერი.“;
ე) მე-9 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) მე-7 გრაფაში მიეთითება (თუ ასეთი დოკუმენტები არსებობს): საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის შემთხვევაში – საფოსტო გზავნილის ნომერი, ხოლო საჰაერო ტრანსპორტით შემოტანილი საქონლის შემთხვევაში – ავიარეისის და ბარგის სარეგისტრაციო ნომრები;“.
4. ბრძანების პირველი მუხლის „ღ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ფორმა №4“ (დანართი №23) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. ბაინდურაშვილი
დანართი №23
სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ფორმა №4
|
1. პირადი ნომერი
|
2. უცხო ქვეყნის მოქალაქის პასპორტის ნომერი და პასპორტის გამცემი ქვეყანა
| |||||||||
|
3. სახელი |
4. გვარი
| |||||||||
|
5. დეკლარანტი/წარმომადგენელი |
6. დეკლარაციის რეგისტრაციის № 00000/00000 | |||||||||
|
7. საფოსტო გზავნილის/ავიარეისის და ბარგის სარეგისტრაციო ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) | ||||||||||
|
8. საქონლის აღწერილობა
|
9. საბაჟო ღირებულება და გადასახდელები | |||||||||
| საქონლის დასახელება | რაოდენობა, კგ. | საქონლის კოდი სეს ესნ-ის შესაბამისად | საქონლის ღირებულება | ტრანსპორ-ტირების და სხვა ხარჯი | საბაჟო ღირებუ-ლება | შეღავა-თები | საბაჟო მოსაკრე-ბელი | საბაჟო გადასა-ხადი | დღგ | |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||
|
სულ: |
სულ: |
| სულ: | სულ: | სულ: |
|
|
| სულ: | |
|
10. რეგისტრაციის თარიღი
„-----“ „---------------------“ 20 წ.
|
11. დეკლარირებულ საქონელზე გადახდილი საბაჟო გადასახდელების საერთო რაოდენობა: | |||||||||
|
12. ხელმოწერები: დეკლარანტი------------------------------- წარმომადგენელი ------------------------- |
13. საბაჟო გადასახდელების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი და სხვა თანმხლები დოკუმენტების რეკვიზიტები
| |||||||||
|
14. განსაკუთრებული აღნიშვნები: |
15. საბაჟო აღნიშვნები:
„---------“ „-----------------------“ 20 წ. | |||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები