„საქართველოს საბანკო დაწესებულებაში ანგარიშების გახსნის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის 2009 წლის 24 თებერვლის №18 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„საქართველოს საბანკო დაწესებულებაში ანგარიშების გახსნის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის 2009 წლის 24 თებერვლის №18 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 25
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი
მიღების თარიღი 19/10/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 127, 20/10/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 12/04/2011
სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.50.055.013.676
  • Word
25
19/10/2009
სსმ, 127, 20/10/2009
220.090.000.50.055.013.676
„საქართველოს საბანკო დაწესებულებაში ანგარიშების გახსნის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის 2009 წლის 24 თებერვლის №18 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.50.055.013.676

საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის

ბრძანება 25

2009 წლის 19 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს საბანკო დაწესებულებაში ანგარიშების გახსნის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის 2009 წლის 24 თებერვლის 18 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

საქართველოს საბანკო დაწესებულებაში ანგარიშების გახსნის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის 2009 წლის 24 თებერვლის 18 ბრძანებით (სსმ III, 27.02.2009, 22, მუხ. 279) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლის პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

პ) საკასო მომსახურების ანგარიში – კომერციული ბანკის, მისი ფილიალის, განყოფილების (სერვის ცენტრის) ანგარიში სხვა კომერციულ ბანკში (მის ფილიალში) და/ან ეროვნულ ბანკში (მის ფილიალში) საკასო მომსახურების მიზნებისათვის.“.

2. მე-3 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

8. კომერციულ ბანკს, მის ფილიალს, განყოფილებას (სერვისცენტრს) საკასო მომსახურებისათვის ეროვნულ ბანკში ან/და მის ფილიალში ან/და კომერციულ ბანკში ან/და მის ფილიალში გაეხსნება ერთი საკასო მომსახურების ანგარიში თითოეულ ვალუტაში. კომერციული ბანკის, მისი ფილიალის, განყოფილების (სერვისცენტრის) საკასო მომსახურების ანგარიშზე შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ ნაღდი ფულის შეტანისა და გატანის ოპერაციები, სათავო ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშიდან ჩარიცხვის ოპერაციები, ასევე ამ ანგარიშზე არსებული თანხების გადარიცხვა სათავო ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშზე.“.

3. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რეადქციით:

2. კომერციულ ბანკს, მის ფილიალს, განყოფილებას (სერვისცენტრს) ეროვნულ ბანკში (მის ფილიალში) ან/და კომერციულ ბანკში (მის ფილიალში (ფილიალებში)) ეხსნება ერთი ანგარიში საკასო მომსახურებისათვის. ანგარიშის გასახსნელად საბანკო დაწესებულება წარადგენს:

ა) განცხადებას საკასო მომსახურების ანგარიშის გახსნის თაობაზე;

ბ) კომერციული ბანკის, მისი ფილიალის, განყოფილების (სერვის ცენტრის) შესაბამისი უფლებამოსილი პირის ხელმოწერის ნიმუშს;

გ) სათავო საწარმოს/დაწესებულების საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობას (იმ შემთხვევაში, თუ მას უკვე გახსნილი არ აქვს საკორესპონდენტო ანგარიში აღნიშნულ ბანკში).“.

4. მე-9 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5. საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 211 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე უფლება აქვთ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უარი განაცხადონ ანგარიშის გახსნაზე. საქართველოს ეროვნულ ბანკს უფლება აქვს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უარი განაცხადოს ეროვნულ ბანკში კომერციული ბანკის ფილიალის (საქართველოში მოქმედი არარეზიდენტი კომერციული ბანკის ფილიალის გარდა), განყოფილების (სერვის ცენტრის) საკასო მომსახურების ანგარიშის გახსნაზე.“.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლ. გოთუა