,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №220 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №220 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 209
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 02/11/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 135, 02/11/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 07/05/2014
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.027.013.713
  • Word
209
02/11/2009
სსმ, 135, 02/11/2009
040.030.000.22.027.013.713
,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №220 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.027.013.713

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №209

2009 წლის 2 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №220 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №220 ბრძანებით (სსმ III, 2008 წ., №143, მუხ.1422) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-5 მუხლის „შ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შ) უშუალოდ კურირებს აღსრულების პოლიციის, სამართლებრივი უზრუნველყოფის, საქმისწარმოების, სტატისტიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიე-ბის და მონიტორინგის სამმართველოების საქმიანობას;“.

2. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქმისწარმოების, სტატისტიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამმართველო, რომლის შემადგენლობაშია სტატისტიკისა და ანალიზის განყოფილება;“;

ბ) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1 “ ქვეპუნქტი:

„ა1 ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო.“.

3. მე-7 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქმისწარმოების, სტატისტიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამმართველო უზრუნველოფს:

ა) აღსრულების ეროვნულ ბიუროში საქმისწარმოების განხორციელებას საქმისწარმოების ერთიანი წესების შესაბამისად;

ბ) შესაბამისი სამართლებრივი აქტების, საკონტროლო დავალებების და თავმჯდომარის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულების შემოწმებასა და კონტროლს;

გ) საქმისწარმოების და სააღსრულებო წარმოებათა დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვას, დამუშავებასა და სათანადო წესით შენახვას (არქივირებას);

დ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემას;

ე) აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვერული ცენტრებისა და კომპიუტერული ქსელის უსაფრთხოების დაცვასა და ადმინისტრირებას, კომპიუტერული და სხვა ელექტრონული ტექნიკის გამართულ ფუნქციონირებას;

ვ) აღსრულების ეროვნული ბიუროს სხვა სტრუქტურული ერთეულებიდან და ტერიტორიული ორგა-ნოებიდან მიღებული ინფორმაციის დამუშავებას;

ზ) ცენტრალიზებული ბაზების მონიტორინგს, ლოკალურ და ცენტრალიზებულ ბაზებში არსებული შეცდომების გასწორებას და მათ შევსება-სრულყოფას;

თ) ჯამური – ყოველთვიური, კვარტალური, წლიური ანგარიშების (სტატისტიკური მონაცემების) წარმოებასა და მათ ანალიზს, ამ მიზნით სხვა სტრუქტურული ერთეულებიდან და ტერიტორიული ორგანოებიდან საჭირო ინფორმაციის გამოთხოვას;

ი) აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის, მისი მოადგილეების, სხვა სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობისათვის მაქსიმალური ხელშეწყობის რეჟიმის შექმნას;

კ) კომპეტენციის ფარგლებში, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის სხვა დავალებების შესრულებას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ფუნქციებს ახორციელებს საქმისწარ-მოების, სტატისტიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამმართველოს სტატისტიკისა და ანალიზის განყოფილება.

4. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21  პუნქტი:

„21 . საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო უზრუნველყოფს:

ა) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემისა და მისი თავმჯდომარის ურთიერთობის კოორდინირებას;

ბ) საზოგადოების ინფორმირებას აღსრულების ეროვნული ბიუროს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის მიმდინარეობისა და სიახლეების შესახებ;

გ) მოქალაქეთა და სხვა სტუმართა მიღების ორგანიზებას;

დ) სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობათა პოლიტიკის ფარგლებში, აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობით დაინტერესებულ საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ევროკავშირის და საქართველოს მეგობარი ქვეყნების აღსრულების სისტემებთან აქტიურ ურთიერთობას;

ე) აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის დავალებით სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან ერთად საერთაშორისო ვიზიტების დაგეგმვა-ორგანიზებას;

ვ) საერთაშორისო ურთიერთობების ამსახველი მასალების მომზადებას, უცხოეთიდან მიღებული კორესპონდენციის შესაბამის დამუშავებას, გავრცელებასა და სათანადო ფორმით ხელმძღვანელობისთვის მიწოდებას;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების სხვა დავალებების შესრულებას.“.

5. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აღსრულების ეროვნული ბიუროს სამმართველოს უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს;

გ) ახორციელებს კონტროლს სამმართველოს მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე;

დ) ხელს აწერს და ვიზას ადებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;

ე) თავმჯდომარეს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს საქმიანობის შესახებ;

ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების სხვა დავალებებს.“.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი