„ტექნიკური რეგლამენტის „მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების წესები“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2007 წლის 14 ივნისის №35 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

  • Word
„ტექნიკური რეგლამენტის „მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების წესები“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2007 წლის 14 ივნისის №35 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 155
დოკუმენტის მიმღები ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსი
მიღების თარიღი 06/11/2009
დოკუმენტის ტიპი ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 140, 13/11/2009
სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.47.052.013.752
  • Word
155
06/11/2009
სსმ, 140, 13/11/2009
310.150.000.47.052.013.752
„ტექნიკური რეგლამენტის „მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების წესები“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2007 წლის 14 ივნისის №35 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.47.052.013.752

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის

სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის

უფროსის  ბრძანება 155

2009 წლის 6 ნოემბერი

ქ. თბილისი

„ტექნიკური რეგლამენტის „მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების წესები“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2007 წლის 14 ივნისის N 35 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის  შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „ტექნიკური რეგლამენტის „მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების წესები“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2007 წლის 14 ივნისის N35 ბრძანებით  (სსმ III, 18.06.2007 წ. N83 მუხ. 900) დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტში „მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების წესები“ შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. რეგლამენტი ვრცელდება საქართველოში რეგისტრირებულ ან რეგისტრაციისათვის განკუთვნილ ყველა სახის მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე,  გარდა მოპედისა, აგრეთვე იმ სატრანსპორტო საშუალებისა, რომელზეც ხდება აირბალონიანი მოწყობილობის განთავსება, მოხსნა, დაყენება და პარამეტრების შეცვლა.

2. მე-4 მუხლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. გადაკეთებული სატრანსპორტო საშუალების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის ტესტირების სამუშაოების ჩატარების შემდეგ ტესტირების ცენტრის მიერ ფორმდება შეფასების აქტი ტესტირებაზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით და ხდება მისი რეგისტრაცია სააღრიცხვო ჟურნალში საიდენტიფიკაციო მონაცემების (აქტის №, აქტის შედგენის რეგისტრაციის თარიღი, სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშანი, გადაკეთების სახეობა, მფლობელი, მისი მისამართი და ტელეფონი) მითითებით. დადებითი დასკვნის შემთხვევაში სავალდებულოა ჩატარდეს (გარდა ამ რეგლამენტის დანართი № 1-ის მე-11 მუხლით განსაზღვრული გადაკეთებისა) გადაკეთებული სატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ რეგლამენტის დანართი № 11-ის მე-11 მუხლით განსაზღვრული გადაკეთებისას ტესტირების ცენტრი ახდენს გადაკეთებული სატრანსპორტო საშუალების მხოლოდ გამონაბოლქვის პარამეტრების ტესტირებას და მისი შედეგები აისახება ამ პუნქტით გათვალისწინებულ შეფასების აქტში.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების დადებითი შედეგების მიღების შემთხვევაში  ტესტირების ცენტრის მიერ  გადაკეთებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელზე გაიცემა გადაკეთებული მექანიკური სატრანსპორტო  საშუალების ტესტირების ბარათი (ინფორმაცია, რასაც უნდა მოიცავდეს ტესტირების ბარათი, მოცემულია რეგლამენტის დანართ № 3-ში). 

10. ტესტირების ცენტრი ვალდებულია შექმნას სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების შედეგების ამსახველი ფოტომასალა და მასთან ერთად შეინახოს შეფასების აქტი, აგრეთვე გადაკეთებულ კვანძებზე, აგრეგატებსა და დეტალებზე განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ასლები.

11. ამ რეგლამენტის შესაბამისად გადაკეთებული სატრანსპორტო საშულების მესაკუთრე ვალდებულია უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციაში ცვლილებების განხორციელება, რომლის წესები და პირობები რეგულირდება „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის № 150 ბრძანებით.“.

3. რეგლამენტის დანართი № 1-ის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დასაშვებია სატვირთო (მათ შორის სპეციალური დანიშნულების) ავტოფურგონის გადაკეთება მგზავრთა გადასაყვან ავტოსატრანსპორტო საშუალებად გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის N36 და N52 წესების შესაბამისად. რეგლამენტის დანართ №4-ში „ავტობუსის კლასიფიკაცია და მათი ძირითადი კონსტრუქციული ელემენტები“ მოცემულია ამ წესების შესაბამისად განსაზღვრული ტექნიკური პირობები და პარამეტრების მნიშვნელობები.“.

4. რეგლამენტის დანართი № 3–ის მე–11 და მე–12 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

5. რეგლამენტს დაემატოს  დანართი №4 „ავტობუსების კლასიფიკაცია და მათი ძირითადი კონსტრუქციული ელემენტები“ თანდართული ფორმითა და რედაქციით.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ბოკუჩავა

დანართი № 4

ავტობუსების კლასიფიკაცია და მათი ძირითადი კონსტრუქციული ელემენტები

გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის № 36 და № 52 წესების შესაბამისად:

ავტობუსები იყოფა შემდეგ კლასებად:

ა) I - საქალაქო ავტობუსები - სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც აღჭურვილია სავარძლებით და ფეხზე მდგომი მგზავრების გადასაყვანად ადგილებით, გასასვლელის გარდა;

ბ) II - საქალაქთაშორისო ავტობუსები - სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც აღჭურვილია სავარძლებით, მაგრამ რომელშიც დასაშვებია გასასვლელში მდგომი მგზავრების გადაყვანა;

გ) III - შორი მიმოსვლის ავტობუსები - სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც განკუთვნილია მხოლოდ მჯდომარე მგზავრებისთვის შორ მანძილზე საკმარისად მაღალი კომფორტულებით.

2. დანართში გამოყენებულ ტერმინებსა და ცნებებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ავტობუსი - მგზავრის გადასაყვანად და მისი ბარგის გადასატანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება 8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილით, მძღოლის გარდა (M2  M3  კატეგორიები);

ბ) სამგზავრო (შესასვლელი) კარი - კარი, რომელიც გამოიყენება მგზავრების მიერ ჩვეულებრივი ექსპლუატაციის პირობებში, მძღოლის სამუშაო ადგილზე ყოფნისას;

გ) ავარიული კარი - კარი, რომელიც სამგზავრო კართან ერთად განკუთვნილია მგზავრების გამოსასვლელად მხოლოდ განსაკუთრებულ და საშიშროების შემთხვევებში;

დ) ავარიული ფანჯარა - ფანჯარა, რომელიც გამოიყენება მგზავრების გამოსასვლელად მხოლოდ საშიშროების შემთხვევებში;

ე) ავარიული ლუკი (სარკმელი) - ლუკი სახურავში, რომელიც გამოიყენება მგზავრების გამოსასვლელად მხოლოდ საშიშროების შემთხვევაში;

 

ზომები, სმ

17 დასაჯდომ ადგილამდე ავტობუსებისათვის

K

H

არა ნაკლებ

J

 

35

65

35 თვლის გარცმიდან

17 და მეტი დასაჯდომი ადგილით ავტობუსებისათვის

I

35

65

40-50

 

II

40

68

35 თვლის გარცმიდან

 

III

40

75

-

 

12. ავარიული ფანჯრები დამზადებული უნდა იყოს ადვილად და უსაფრთხოდ მსხვრევადი მინისაგან ან აღჭურვილი უნდა იყოს მოწყობილობით, რომელიც იძლევა ჩარჩოდან ფანჯრის სწრაფად ამოღების ან გაღების საშუალებას. ის უნდა იყოს სწორკუთხედი ფორმის, მინიმალური ზომებით: სიმაღლე - 50 სმ, სიგანე - 70 სმ და ჭრილის ფართობი - 4 000 სმ2.

13. ავტობუსს უნდა გააჩნდეს ვენტილაციისა და გათბობის სისტემები. ვენტილაციის სისტემის ალტერნატივად შესაძლებელია ჩაითვალოს ფანჯრები ან ლუკები, რომლებიც შესაძლებელია გაიღოს და გაღებულ მდგომარეობაში დაფიქსირდეს.

14. მგზავრთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით სალონი გაწყობილი უნდა იყოს რბილი და ხმაურჩამხშობი გადასაკრავით და არ უნდა იყოს ტრავმასაშიში შვერილები და სხვა კონსტრუქციული ელემენტები.

15. ავტობუსის დანარჩენი პარამეტრები განისაზღვრება ზემოთ აღნიშნული გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის № 36 და № 52 წესების შესაბამისად.

16. ავტობუსის კლასისა და დასაჯდომი ადგილების რაოდენობა უნდა აისახოს გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების ბარათის შესაბამის გრაფაში.