დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საექიმო სპეციალობათა, მომიჯნავე საექიმო სპეციალობათა და სუბსპეციალობების შესაბამისი სპეციალობების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 18 აპრილის №136/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 374/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 12/11/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 140, 13/11/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470.230.000.22.035.013.756 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.013.756
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №374/ნ
2009 წლის 12 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საექიმო სპეციალობათა, მომიჯნავე საექიმო სპეციალობათა და სუბსპეციალობების შესაბამისი სპეციალობების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 18 აპრილის №136/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„საექიმო სპეციალობათა, მომიჯნავე საექიმო სპეციალობათა და სუბსპეციალობების შესაბამისი სპეციალობების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 18 აპრილის №136/ნ ბრძანებაში (სსმ III, 18.04.2007, №54, მუხ.588) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ბრძანების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საექიმო სპეციალობის „საოჯახო მედიცინის“ მომიჯნავე სპეციალობებად განისაზღვროს საექიმო სპეციალობათა, მომიჯნავე საექიმო სპეციალობათა და სუბსპეციალობების თანდართული ნუსხით (დანართი 1) განსაზღვრული სპეციალობები (სპეციალობები და მომიჯნავე სპეციალობები), გარდა შემდეგი სპეციალობებისა: ფსიქოთერაპია, ფსიქიატრია (შესაბამისი მომიჯნავე სპეციალობებით), ბავშვთა ფსიქოთერაპია, ლაბორატორიული მედიცინა, პათოლოგიური ანატომიაკლინიკური პათოლოგია, სასამართლო მედიცინა, სამედიცინო რადიოლოგია (შესაბამისი მომიჯნავე სპეციალობებით), სამედიცინო რეაბილიტაცია და სპორტის მედიცინა, კლინიკური ფარმაკოლოგია, ფიზიკური მედიცინა-კურორტოლოგია, სამედიცინო გენეტიკა, ჰომეოპათია.“.
2. ბრძანების მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ექიმებს, რომელთაც 2008 წლის 1 მაისამდე მინიჭებული ჰქონდათ სახელმწიფო სერტიფიკატი „ზოგადი პროფილის ექიმის“ შესაბამის სპეციალობაში, მიეცეთ გადამზადების უფლება (დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) დადგენილი კურსის ნაწილის გავლის გზით) დანართი 2-ით განსაზღვრულ სპეციალობებში.“.
3. ამოღებულ იქნეს ბრძანების მე-6 პუნქტი.
მუხლი 2.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. კვიტაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები