„საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
„საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 854
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 18/12/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 154, 18/12/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.013.926
  • Word
854
18/12/2009
სსმ, 154, 18/12/2009
230.210.000.22.033.013.926
„საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას
„საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.013.926

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №854

2009 წლის 18 დეკემბერი

ქ. თბილისი

საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებაში (სსმ III, 29.11.2007, №169, მუხ. 1881) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. ბრძანების პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „შ“ და „ჩ“ ქვეპუნქტები:

შ) ინსტრუქცია სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განყოფილებების სარეგისტრაციო სამსახურებში განთავსებული საბაჟო ორგანოების საბაჟო დამუშავების ოპერაციების განმახორციელებელი ჯგუფების განლაგების ადგილებში საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში გაცხადებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე საბაჟო დეკლარაციის შევსების, წარდგენის და რეგისტრაციის წესების შესახებ“ (დანართი №25);

ჩ) ინსტრუქცია „სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განყოფილებების სარეგისტრაციო სამსახურებში განთავსებული საბაჟო ორგანოების საბაჟო დამუშავების ოპერაციების განმახორციელებელი ჯგუფების განლაგების ადგილებში ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე საქონლის რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენებისას საბაჟო დეკლარაციის შევსების, წარდგენის და რეგისტრაციის წესების შესახებ“ (დანართი №26).“.

2. ბრძანების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „საბაჟო რეჟიმების (გარდა ტრანზიტის საბაჟო რეჟიმისა და საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილის მიერ ან მისი დანიშნულებით შემოტანილი საქონლისა, რომლის მიმართაც დადგენილი წესით ხორციელდება გამარტივებული საბაჟო კონტროლი) აგრეთვე რეექსპორტის შესაბამისად გაცხადებულ საქონელზე სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმის შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის და რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №1) 11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 11

ამ ინსტრუქციის მოქმედება არ ვრცელდება საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის), საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის ან საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმებში გაცხადებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც ექვემდებარება დეკლარირებას სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განყოფილებების სარეგისტრაციო სამსახურებში განთავსებული საბაჟო ორგანოების საბაჟო დამუშავების ოპერაციების განმახორციელებელი ჯგუფების განლაგების ადგილებში საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში გაცხადებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე საბაჟო დეკლარაციის შევსების, წარდგენის და რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციით (დანართი №20) ან სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განყოფილებების სარეგისტრაციო სამსახურებში განთავსებული საბაჟო ორგანოების საბაჟო დამუშავების ოპერაციების განმახორციელებელი ჯგუფების განლაგების ადგილებში საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმში გაცხადებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე საბაჟო დეკლარაციის შევსების, წარდგენის და რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციით (დანართი №24) ან „სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განყოფილებების სარეგისტრაციო სამსახურებში განთავსებული საბაჟო ორგანოების საბაჟო დამუშავების ოპერაციების განმახორციელებელი ჯგუფების განლაგების ადგილებში საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში გაცხადებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე საბაჟო დეკლარაციის შევსების, წარდგენის და რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციით (დანართი №25) ან „სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განყოფილებების სარეგისტრაციო სამსახურებში განთავსებული საბაჟო ორგანოების საბაჟო დამუშავების ოპერაციების განმახორციელებელი ჯგუფების განლაგების ადგილებში ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე საქონლის რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენებისას საბაჟო დეკლარაციის შევსების, წარდგენის და რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციით (დანართი №26) განსაზღვრული წესით.“.

3. ბრძანების პირველი მუხლის „უ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განყოფილებების სარეგისტრაციო სამსახურებში განთავსებული საბაჟო ორგანოების საბაჟო დამუშავების ოპერაციების განმახორციელებელი ჯგუფების განლაგების ადგილებში საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში გაცხადებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე საბაჟო დეკლარაციის შევსების, წარდგენის და რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №20):

ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ) რომლებიც თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებამდე იმყოფებოდა სხვა საბაჟო რეჟიმში (გარდა საბაჟო საწყობში საქონლის შენახვისა);“;

ბ) მე-7 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. გრაფა 9. „წინმსწრები დოკუმენტი“ – წინმსწრები საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის“ არსებობის შემთხვევაში გრაფაში მიეთითება მოწმობის ნომერი, ხოლო როდესაც თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებამდე საქონელი იმყოფებოდა საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში, გრაფაში აღინიშნება წინმსწრები საბაჟო დეკლარაციის ნომერი და გაფორმების წელი.“.

4. ბრძანების პირველი მუხლის „ყ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „სსიპ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განყოფილებების სარეგისტრაციო სამსახურებში განთავსებული საბაჟო ორგანოების საბაჟო დამუშავების ოპერაციების განმახორციელებელი ჯგუფების განლაგების ადგილებში საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმში გაცხადებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე საბაჟო დეკლარაციის შევსების, წარდგენის და რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №24):

ა) მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დეკლარანტი დეკლარაციის შევსებისას ავსებს პირველი–მე-8, მე-10, მე-12 და R გრაფებს. დეკლარაციის მე-9 და მე-11 გრაფები არ ივსება.“;

ბ) მე-6 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. გრაფა 12. დანიშნულების საბაჟო ორგანო და ვადა“, რომელიც შედგება 2 უჯრისაგან:

ა) უჯრა 12.1 – მიეთითება დანიშნულების სასაზღვრო საბაჟო ორგანოს კოდი ამ ბრძანებით დამტკიცებული საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის“ (დანართი №15) ნაწილი 2-ის შესაბამისად;

ბ) უჯრა 12.2 – მიეთითება დანიშნულების საბაჟო ორგანოში ან დროებითი დასაწყობების ადგილზე საქონლის მიტანის საბოლოო თარიღი, რომელიც აითვლება დეკლარაციის რეგისტრაციის თარიღიდან 10 კალენდარული დღით.“;

გ) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 პუნქტი:

„13. D გრაფაში სასაზღვრო საბაჟო ორგანოს მიერ დაესმება საბაჟო დამღა მოხსნილია კონტროლიდან“. დამღაში მითითებულ ადგილზე პასუხისმგებელი მოხელე აწერს ხელს, უთითებს კონტროლიდან მოხსნის თარიღს და ამოწმებს პირადნომრიანი ბეჭდით. ხელმოწერა შესრულებული უნდა იყოს გარკვევით, სრულყოფილად უნდა იკითხებოდეს დამღის ნომერი და წარწერა.“.

5. ბრძანების პირველი მუხლის „ფ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „სატვირთოსაბაჟო დეკლარაციის ფორმა №3“ (დანართი №21) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

6. ბრძანებას დაემატოს დანართი №25 და დანართი №26 თანდართული რედაქციით.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის

შემსრულებელი ი. ღვალაძე

დანართი №21

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი №25

ინსტრუქცია

სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განყოფილებების სარეგისტრაციო სამსახურებში განთავსებული საბაჟო ორგანოების საბაჟო დამუშავების ოპერაციების განმახორციელებელი ჯგუფების განლაგების ადგილებში საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში გაცხადებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე საბაჟო დეკლარაციის შევსების, წარდგენის და რეგისტრაციის წესების შესახებ

    მუხლი 1

1. „სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განყოფილებების სარეგისტრაციო სამსახურებში განთავსებული საბაჟო ორგანოების საბაჟო დამუშავების ოპერაციების განმახორციელებელი ჯგუფების განლაგების ადგილებში საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში გაცხადებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე საბაჟო დეკლარაციის შევსების, წარდგენის და რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქცია (შემდგომში – ინსტრუქცია) განსაზღვრავს სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმა №3“-ის (შემდგომში – დეკლარაცია) შევსების, წარდგენის და რეგისტრაციის წესებს.

2. ამ ინსტრუქციის მოქმედება არ ვრცელდება საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში გაცხადებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე:

ა) რომლებიც საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცევამდე იმყოფებოდა სხვა საბაჟო რეჟიმში;

ბ) რომელთა მიმართ გამოიყენება საგადასახადო შეღავათები ან/და საბაჟო გადასახდელებისაგან გათავისუფლება;

გ) რომელთა მიმართ გამოიყენება უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესი;

დ) რომელთა მიმართ ადგილი აქვს საბაჟო კანონმდებლობის დარღვევას.

    მუხლი 2

ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინთა განმარტებები:

ა) „დეკლარანტი“ – პირი, რომელიც საბაჟო დეკლარირებას ახორციელებს თავისი სახელით ან რომლის სახელითაც ხორციელდება საბაჟო დეკლარირება;

ბ) „საქონელი“ ან „ავტოსატრანსპორტო საშუალება“ – საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8703 სასაქონლო პოზიციაში აღწერილი და კლასიფიცირებული ავტოსატრანსპორტო საშუალება;

გ) „სასაქონლო პარტია“ – ერთი ან რამდენიმე დასახელების საქონელი, გაგზავნილი ერთი გამგზავნის მიერ ერთი მიმღების მისამართით ერთი ხელშეკრულების საფუძველზე, ერთი სახეობის ტრანსპორტით, წარდგენილი საბაჟო დამუშავების ოპერაციისათვის ერთდროულად ერთი და იმავე საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, მიუხედავად სატრანსპორტო საშუალებებისა და გადაზიდვის დამადასტურებელი დოკუმენტების რაოდენობისა;

დ) „რისკი“ – საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის პოტენციური დარღვევის ალბათობა;

ე) „დერეფანი (მწვანე, ყვითელი)“ – საბაჟო კონტროლი, რომელიც ხორციელდება დეკლარირებული საქონლის შესახებ მონაცემთა რისკის გათვალისწინებით;

ვ) „მწვანე დერეფანი“ – საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცევისას დეკლარირებული საქონლის გაშვება საბაჟო დეკლარაციის და თანდართული დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების გარეშე;

ზ) „ყვითელი დერეფანი“ – საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცევისას დეკლარირებული საქონლის გაშვება საბაჟო დეკლარაციის და თანდართული დოკუმენტების კამერალური შემოწმებით.

    მუხლი 3

დეკლარაციის წარდგენა ხდება საქართველოს საბაჟო კოდექსის 61-ე მუხლით დადგენილ ვადებში, რომელიც აითვლება საქონლის ზოგადი დეკლარირების საფუძველზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 111 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობისათვის“ მინიჭებული „D“ ნომრის გასწვრივ მითითებული შევსების თარიღიდან.

    მუხლი 4

1. ერთი დეკლარაციით შეიძლება გაცხადდეს მხოლოდ ერთი სასაქონლო პარტია.

2. იმ შემთხვევაში, როდესაც სასაქონლო პარტიაში მოთავსებულია ერთზე მეტი დასახელების საქონელი, დასაშვებია დეკლარაციის დამატებითი ფურცლების გამოყენება.

3. დეკლარაციის დამატებით ფურცლებზე ივსება მხოლოდ მე-4, მე-5, მე-7, მე-9, მე-10 და მე-11 გრაფები.

    მუხლი 5

1. დეკლარაცია წარედგინება ამ ბრძანების დანართი №21-ით დადგენილი ფორმით.

2. დეკლარაციას ავსებს დეკლარანტი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დეკლარანტი თხოვნით მიმართავს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) დეკლარაციის შევსების თაობაზე.

3. დეკლარაციასთან ერთად წარედგინება „საქონლის დროებითი დასაწყობებისა და საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1759 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციით გათვალისწინებული, აგრეთვე კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შესაბამისი დოკუმენტები.

4. დეკლარაცია ივსება ქართულ ენაზე, მონაცემთა დამუშავებისა და გადაცემის ელექტრონული სისტემის გამოყენებით, ამ ინსტრუქციის მე-7 მუხლით დადგენილი წესით.

5. შევსებული დეკლარაცია სააგენტოს მიერ ელექტრონულად მიეწოდება საბაჟო ორგანოს.

6. დეკლარაციის გრაფების დადგენილი წესით შევსების შემთხვევაში, საბაჟო ორგანოს მიერ, მონაცემთა დამუშავებისა და გადაცემის ელექტრონული სისტემის გამოყენებით, დეკლარაციას ავტომატურად ენიჭება ნომერი, რაც ნიშნავს დეკლარირების დასრულებას და საქონლის გაშვებას მწვანე დერეფნის შესაბამისად.

7. დასრულებული დეკლარაცია ამოიბეჭდება 2 ეგზემპლარად, მოწმდება სააგენტოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით და ნაწილდება შემდეგნაირად:

ა) ერთი ეგზემპლარი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად სააგენტოს მეშვეობით გადაეცემა საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანოს;

ბ) მე-2 ეგზემპლარი უბრუნდება დეკლარანტს.

8. სააგენტოში დასრულებული დეკლარაცია ინახება ელექტრონული დოკუმენტის სახით.

    მუხლი 6

საბაჟო კანონმდებლობის დარღვევის ნიშნების არსებობის შემთხვევაში დეკლარაციას ნომერი არ მიენიჭება, არ ამოიბეჭდება და საქონელი ექვემდებარება საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელებას ყვითელი დერეფნის შესაბამისად. ამასთან, დეკლარაციის შემოწმების პროცედურები ხორციელდება ამ ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო რეჟიმების (გარდა ტრანზიტის საბაჟო რეჟიმისა და საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილის მიერ ან მისი დანიშნულებით შემოტანილი საქონლისა, რომლის მიმართაც დადგენილი წესით ხორციელდება გამარტივებული საბაჟო კონტროლი) აგრეთვე რეექსპორტის შესაბამისად გაცხადებულ საქონელზე სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმის შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის და რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №1) მე-6 მუხლის შესაბამისად. თუ საბაჟო დეკლარაციის შემოწმების შედეგად გამოვლინდა საბაჟო კანონმდებლობის დარღვევები, რაც გახდა საბაჟო სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი, საქონელი გაიშვება შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმის დადგენილი წესით შედგენისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარების შემდეგ.

    მუხლი 7

1. დეკლარანტი დეკლარაციის შევსებისას ავსებს პირველი – მე-11 და R გრაფებს. დეკლარაციის მე-12 გრაფა არ ივსება.

2. გრაფა 1. „იმპორტიორი/ექსპორტიორი“ – გრაფაში აღინიშნება საქონლის მიმღების შესახებ მონაცემები. თუ საქონლის მიმღები იურიდიული პირია, გრაფაში აღინიშნება მისი სრული სახელწოდება, მისამართი, ტელეფონის ან ფაქსის ნომერი, საქონლის მიმღების საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც მინიჭებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ. თუ საქონლის მიმღები ფიზიკური პირია, გრაფაში აღინიშნება მისი სახელი, გვარი, მისამართი, მოქალაქის პირადობის მოწმობაში აღნიშნული პირადი ნომერი ან საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც მინიჭებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ.

3. გრაფა 2. „წარმომადგენელი“ – თუ დეკლარირება ხორციელდება წარმომადგენლის მეშვეობით, გრაფაში აღინიშნება წარმომადგენლის სრული სახელწოდება, მისამართი, ტელეფონის ან ფაქსის ნომერი, წარმომადგენლის საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც მინიჭებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ. თუ წარმომადგენელი ფიზიკური პირია, გრაფაში აღინიშნება მისი სახელი, გვარი, მისამართი, მოქალაქის პირადობის მოწმობაში აღნიშნული პირადი ნომერი. იმ შემთხვევაში, თუ დეკლარანტი არის უშუალოდ საქონლის მიმღები, მაშინ გრაფაში მიეთითება – იხ. გრაფა 1“.

4. გრაფა 3. გამომგზავნი ქვეყანა/დანიშნულების ქვეყანა“ – გრაფაში მიეთითება საქართველოში საქონლის გამომგზავნი ქვეყნის მოკლე დასახელება ამ ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის“ (დანართი №15) ნაწილი 3-ის შესაბამისად. გამომგზავნი ქვეყანა განისაზღვრება სატრანსპორტო დოკუმენტებში მოყვანილი ცნობების საფუძველზე, რომელთა თანახმად ხორციელდებოდა საქონლის საერთაშორისო გადაზიდვა.

5. გრაფა 4. V კოდი“, შასის ნომერი“ – გრაფაში აღინიშნება ავტოსატრანსპორტო საშუალების VIN“ (Vehiche Identification Number)/სხვა საიდენტიფიკაციო ნომერი, შასის ნომერი.

6. გრაფა 5. საქონლის აღწერა“, რომელიც შედგება 3 უჯრისაგან:

ა) უჯრა 5.1 – მიეთითება საქონლის თერთმეტნიშნა კოდი სეს ესნ-ის შესაბამისად;

ბ) უჯრა 5.2 – მიეთითება დეკლარირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების ძრავის მოცულობა სმ3-ში;

გ) უჯრა 5.3 – მიეთითება დეკლარირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მარკა, მოდელი, გამოშვების წელი.

7. გრაფა 6. „შევსების თარიღი“ – გრაფაში მიეთითება დეკლარაციის შევსების თარიღი.

8. გრაფა 7. „საბაჟო ღირებულება“ – გრაფაში მიეთითება მე-5 გრაფაში მითითებული საქონლის საბაჟო ღირებულება ლარებში.

9. გრაფა 8. „ხელმოწერა“ – გრაფაში დეკლარანტი ხელმოწერით ადასტურებს დეკლარაციაში გაცხადებული მონაცემების სისწორეს.

10. გრაფა 9. „წინმსწრები დოკუმენტი“ – გრაფაში მიეთითება წინმსწრები „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის“ ნომერი.

11. გრაფა 10. „სატრანზიტო ნომერი“ – გრაფაში მიეთითება ავტოსატრანსპორტო საშუალების შიდა ტრანზიტული სარეგისტრაციო ნომერი.

12. გრაფა 11. „საბაჟო გადასახდელების გაანგარიშება“, რომელიც შედგება 4 უჯრისაგან:

ა) უჯრა 11.1. – მიეთითება დეკლარირებულ საქონელზე დარიცხული საბაჟო მოსაკრებლის ოდენობა;

ბ) უჯრები 11.2 და 11.3 – არ ივსება;

გ) უჯრა 11.4. – მიეთითება დეკლარირებულ საქონელზე დარიცხული საბაჟო გადასახდელების ჯამი.

13. გრაფა R. „რეჟიმი“ – გრაფაში მიეთითება საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმის კოდი – „74“.

დანართი №26

ინსტრუქცია

სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განყოფილებების სარეგისტრაციო სამსახურებში განთავსებული საბაჟო ორგანოების საბაჟო დამუშავების ოპერაციების განმახორციელებელი ჯგუფების განლაგების ადგილებში ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე საქონლის რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენებისას საბაჟო დეკლარაციის შევსების, წარდგენის და რეგისტრაციის წესების შესახებ“

    მუხლი 1

1. „სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განყოფილებების სარეგისტრაციო სამსახურებში განთავსებული საბაჟო ორგანოების საბაჟო დამუშავების ოპერაციების განმახორციელებელი ჯგუფების განლაგების ადგილებში ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე საქონლის რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენებისას საბაჟო დეკლარაციის შევსების, წარდგენის და რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქცია“ (შემდგომში – ინსტრუქცია) განსაზღვრავს „სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმა №3“-ის (შემდგომში – დეკლარაცია) შევსების, წარდგენის და რეგისტრაციის წესებს.

2. საქონლის რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენებისათვის ამ ინსტრუქციით დადგენილი წესი არ ვრცელდება ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე:

ა) რომლებზეც რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის გაცხადებამდე გამოყენებული იყო სხვა საბაჟო დამუშავების ოპერაცია (გარდა სატვირთო საბაჟო დეკლარაცია ფორმა №3-ის გამოყენებით საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის რეჟიმში მოქცეულისა);

ბ) რომლებიც წარმოადგენს საქართველოს საქონელს;

გ) რომელთა მიმართ გამოიყენება საგადასახადო შეღავათები ან/და საბაჟო გადასახდელებისაგან გათავისუფლება;

დ) რომელთა მიმართ გამოიყენება უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესი;

ე) რომელთა მიმართ ადგილი აქვს საბაჟო კანონმდებლობის დარღვევას.

    მუხლი 2

ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინთა განმარტებები:

ა) „დეკლარანტი“ – პირი, რომელიც საბაჟო დეკლარირებას ახორციელებს თავისი სახელით ან რომლის სახელითაც ხორციელდება საბაჟო დეკლარირება;

ბ) „საქონელი“ ან „ავტოსატრანსპორტო საშუალება“ – საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8703 სასაქონლო პოზიციაში აღწერილი და კლასიფიცირებული ავტოსატრანსპორტო საშუალება;

გ) „რისკი“ – საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის პოტენციური დარღვევის ალბათობა;

დ) „დერეფანი (მწვანე, ყვითელი)“ – საბაჟო კონტროლი, რომელიც ხორციელდება დეკლარირებული საქონლის შესახებ მონაცემთა რისკის გათვალისწინებით;

ე) „მწვანე დერეფანი“ – რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენებისას დეკლარირებული საქონლის გაშვება საბაჟო დეკლარაციის და თანდართული დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების გარეშე;

ვ) „ყვითელი დერეფანი“ – რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენებისას დეკლარირებული საქონლის გაშვება საბაჟო დეკლარაციის და თანდართული დოკუმენტების კამერალური შემოწმებით.

    მუხლი 3

ერთი დეკლარაციით შეიძლება გაცხადდეს ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალება.

    მუხლი 4

1. დეკლარაცია წარედგინება ამ ბრძანების დანართი №21-ით დადგენილი ფორმით.

2. დეკლარაციას ავსებს დეკლარანტი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დეკლარანტი თხოვნით მიმართავს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) დეკლარაციის შევსების თაობაზე.

3. დეკლარაციასთან ერთად წარედგინება „საქონლის რეექსპორტის გამოყენების წესის შესახებ~ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1754 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციით გათვალისწინებული, აგრეთვე კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შესაბამისი დოკუმენტები.

4. დეკლარაცია ივსება ქართულ ენაზე, მონაცემთა დამუშავებისა და გადაცემის ელექტრონული სისტემის გამოყენებით, ამ ინსტრუქციის მე-6 მუხლით დადგენილი წესით.

5. შევსებული დეკლარაცია სააგენტოს მიერ ელექტრონულად მიეწოდება საბაჟო ორგანოს.

6. დეკლარაციის გრაფების დადგენილი წესით შევსების შემთხვევაში, საბაჟო ორგანოს მიერ, მონაცემთა დამუშავებისა და გადაცემის ელექტრონული სისტემის გამოყენებით, დეკლარაციას ავტომატურად ენიჭება ნომერი, რაც ნიშნავს დეკლარირების დასრულებას და საქონლის გაშვებას მწვანე დერეფნის შესაბამისად.

7. დასრულებული დეკლარაცია ამოიბეჭდება 3 ეგზემპლარად, მოწმდება სააგენტოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით და ნაწილდება შემდეგნაირად:

ა) ერთი ეგზემპლარი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად სააგენტოს მეშვეობით გადაეცემა საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანოს;

ბ) ორი ეგზემპლარი უბრუნდება დეკლარანტს, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას რჩება სასაზღვრო საბაჟო ორგანოში.

8. სააგენტოში დასრულებული დეკლარაცია ინახება ელექტრონული დოკუმენტის სახით.

    მუხლი 5

საბაჟო კანონმდებლობის დარღვევის ნიშნების არსებობის შემთხვევაში დეკლარაციას ნომერი არ მიენიჭება, არ ამოიბეჭდება და საქონელი ექვემდებარება საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელებას ყვითელი დერეფნის შესაბამისად. ამასთან, დეკლარაციის შემოწმების პროცედურები ხორციელდება საბაჟო რეჟიმების (გარდა ტრანზიტის საბაჟო რეჟიმისა და საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილის მიერ ან მისი დანიშნულებით შემოტანილი საქონლისა, რომლის მიმართაც დადგენილი წესით ხორციელდება გამარტივებული საბაჟო კონტროლი) აგრეთვე რეექსპორტის შესაბამისად გაცხადებულ საქონელზე სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმის შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის და რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №1) მე-6 მუხლის შესაბამისად. თუ საბაჟო დეკლარაციის შემოწმების შედეგად გამოვლინდა საბაჟო კანონმდებლობის დარღვევები, რაც გახდა საბაჟო სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი, საქონელი გაიშვება შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმის დადგენილი წესით შედგენისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარების შემდეგ.

    მუხლი 6

1. დეკლარანტი დეკლარაციის შევსებისას ავსებს პირველი–მე-10, მე-12 და R გრაფებს. დეკლარაციის მე-11 გრაფა არ ივსება.

2. გრაფა 1. იმპორტიორი/ექსპორტიორი“ – გრაფაში აღინიშნება საქონლის გამგზავნის შესახებ მონაცემები. თუ საქონლის გამგზავნი იურიდიული პირია, გრაფაში აღინიშნება მისი სრული სახელწოდება, მისამართი, საქონლის გამგზავნის საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც მინიჭებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ. თუ საქონლის გამგზავნი ფიზიკური პირია, გრაფაში აღინიშნება მისი სახელი, გვარი, მისამართი, მოქალაქის პირადობის მოწმობაში აღნიშნული პირადი ნომერი ან საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც მინიჭებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ.

3. გრაფა 2. „წარმომადგენელი“ – თუ დეკლარირება ხორციელდება წარმომადგენლის მეშვეობით, გრაფაში აღინიშნება წარმომადგენლის სრული სახელწოდება, მისამართი, წარმომადგენლის საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც მინიჭებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ. თუ წარმომადგენელი ფიზიკური პირია, გრაფაში აღინიშნება მისი სახელი, გვარი, მისამართი, მოქალაქის პირადობის მოწმობაში აღნიშნული პირადი ნომერი. იმ შემთხვევაში, თუ დეკლარანტი არის უშუალოდ საქონლის გამგზავნი, მაშინ გრაფაში მიეთითება – „იხ. გრაფა 1“.

4. გრაფა 3. გამომგზავნი ქვეყანა/დანიშნულების ქვეყანა“ – გრაფაში მიეთითება იმ ქვეყნის მოკლე დასახელება, ამ ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის“ (დანართი №15) ნაწილი 3-ის შესაბამისად, რომელიც დეკლარაციის შედგენის დღისათვის ცნობილი იქნება, როგორც საქონლის დანიშნულების ქვეყანა.

5. გრაფა 4. „V კოდი“, „შასის ნომერი“ – გრაფაში აღინიშნება ავტოსატრანსპორტო საშუალების „VIN“ (Vehiche Identification Number)/სხვა საიდენტიფიკაციო ნომერი, შასის ნომერი.

6. გრაფა 5. „საქონლის აღწერა“, რომელიც შედგება 3 უჯრისაგან:

ა) უჯრა 5.1 – მიეთითება საქონლის თერთმეტნიშნა კოდი სეს ესნ-ის შესაბამისად;

ბ) უჯრა 5.2 – მიეთითება დეკლარირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების ძრავის მოცულობა სმ3-ში;

გ) უჯრა 5.3 – მიეთითება დეკლარირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მარკა, მოდელი, გამოშვების წელი.

7. გრაფა 6. „შევსების თარიღი“ – გრაფაში მიეთითება დეკლარაციის შევსების თარიღი.

8. გრაფა 7. „საბაჟო ღირებულება“ – გრაფაში მიეთითება მე-5 გრაფაში მითითებული საქონლის საბაჟო ღირებულება ლარებში.

9. გრაფა 8. „ხელმოწერა“ – გრაფაში დეკლარანტი ხელმოწერით ადასტურებს დეკლარაციაში გაცხადებული მონაცემების სისწორეს.

10. გრაფა 9. „წინმსწრები დოკუმენტი“ – გრაფაში მიეთითება წინმსწრები სატვირთო საბაჟო დეკლარაცია ფორმა №3-ის ნომერი.

11. გრაფა 10. „სატრანზიტო ნომერი“ – გრაფაში მიეთითება ავტოსატრანსპორტო საშუალების ტრანზიტული სარეგისტრაციო ნომერი.

12. გრაფა 12. „დანიშნულების საბაჟო ორგანო და ვადა“, რომელიც შედგება 2 უჯრისაგან:

ა) უჯრა 12.1 – მიეთითება დანიშნულების სასაზღვრო საბაჟო ორგანოს კოდი ამ ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის“ (დანართი №15) ნაწილი 2-ის შესაბამისად;

ბ) უჯრა 12.2 – მიეთითება დანიშნულების საბაჟო ორგანოში საქონლის მიტანის საბოლოო თარიღი, რომელიც აითვლება დეკლარაციის რეგისტრაციის თარიღიდან 3 კალენდარული დღით;

13. გრაფა R. „რეჟიმი“ – გრაფაში მიეთითება საქონლის რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის კოდი – „11–74“.

14. D გრაფაში სასაზღვრო საბაჟო ორგანოს მიერ დაესმება საბაჟო დამღა „მოხსნილია კონტროლიდან“. დამღაში მითითებულ ადგილზე პასუხისმგებელი მოხელე აწერს ხელს, უთითებს კონტროლიდან მოხსნის თარიღს და ამოწმებს პირადნომრიანი ბეჭდით. ხელმოწერა შესრულებული უნდა იყოს გარკვევით, სრულყოფილად უნდა იკითხებოდეს დამღის ნომერი და წარწერა.