,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №220 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №220 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 230
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 25/12/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 157, 25/12/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 07/05/2014
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.027.013.957
  • Word
230
25/12/2009
სსმ, 157, 25/12/2009
040.030.000.22.027.013.957
,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №220 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.027.013.957

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №230

2009 წლის 25 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №220 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №220 ბრძანებით (სსმ III, 30.09.2008წ., №143, მუხ. 1422) დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულებაში შევი-დეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სააღსრულებო ბიუროებისა და აღმასრულებელთა, აღსრულების პოლიციის სამმართველოს თანამშრომელთა საქმიანობის რევიზიასა და კონტროლს, მათ საქმიანობაზე ორგანიზაციულ და მეთოდურ ხელმძღვანელობას;“.

2. დებულების მე-5 მუხლის „შ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შ) უშუალოდ კურირებს აღსრულების პოლიციის სამმართველოს, შიდა ინსპექტირების სამსახურის და ეკონომიკური სამსახურის საქმიანობას;“.

3. დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ადმინისტრაცია (სამსახური);

ბ) შიდა ინსპექტირების სამსახური;

გ) რეგიონული ზედამხედველობის სამსახური;

დ) იურიდიული სამსახური;

ე) აღსრულების პოლიციის სამმართველო, რომლის ორგანიზაცია, სტრუქტურა, ფუნქციები და საქმიანობის წესი განისაზღვრება შესაბამისი დებულებით, რომელსაც იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით ამტკიცებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე;

ვ) საქმისწარმოების, სტატისტიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახური, რომელიც შედგება შემდეგი განყოფილებებისაგან:

ვ.ა) სტატისტიკისა და ანალიზის განყოფილება;

ვ.ბ) საქმისწარმოების განყოფილება;

ვ.გ) ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფილება.

ზ) ეკონომიკური სამსახური, რომელიც შედგება შემდეგი განყოფილებებისაგან:

ზ.ა) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება;

ზ.ბ) საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების განყოფილება;

ზ.გ) დაგეგმვისა და შესყიდვების განყოფილება.“.

4. დებულების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 7. აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები

1. ადმინისტრაცია უზრუნველყოფს:

ა) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემისა და მისი თავმჯდომარის ურთიერთობის კოორდინირებას;

ბ) საზოგადოების ინფორმირებას აღსრულების ეროვნული ბიუროს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის მიმდინარეობისა და სიახლეების შესახებ;

გ) მოქალაქეთა და სხვა სტუმართა მიღების ორგანიზებას;

დ) სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობათა პოლიტიკის ფარგლებში, აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობით დაინტერესებულ საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ევროკავშირის და საქართველოს მეგობარი ქვეყნების აღსრულების სისტემებთან აქტიურ ურთიერთობას;

ე) აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის დავალებით სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან ერთად საერთაშორისო ვიზიტების დაგეგმვა-ორგანიზებას;

ვ) საერთაშორისო ურთიერთობების ამსახველი მასალების მომზადებას, უცხოეთიდან მიღებული კორესპონდენციის შესაბამის დამუშავებას, გავრცელებასა და სათანადო ფორმით ხელმძღვანელობისათვის მიწოდებას;

ზ) აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემაში კადრების აღრიცხვას;

თ) აღსრულების ეროვნული ბიუროს უფლებამოსილების ფარგლებში აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემის მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლებისა და სხვა საკადრო ხასიათის ბრძანებების პროექტების მომზადებას;

ი) კანონმდებლობით დადგენილი წესით აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოებისათვის კვალიფიციური კადრების შერჩევას, სამსახურში მისაღებ კანდიდატთა შესწავლას და შესაბამისი შემოწმების განხორციელებას;

კ) აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემის მოსამსახურეთათვის ჩასატარებელი ატესტაციის ორგანიზებაში მონაწილეობას, მათი პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების, საკვალიფიკაციო გამოცდების მომზადება-ჩატარების და კონკურსების ორგანიზებას, საკადრო რეზერვის შექმნას;

ლ) აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემაში სტაჟირების გავლის ორგანიზებას დადგენილი წესის შესაბამისად;

მ) აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემის მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილებების, სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების, წახალისების, აგრეთვე დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების თაობაზე სათანადო დოკუმენტაციის მომზადებას;

ნ) აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემის სტრუქტურული სრულყოფისა და რეორგანიზაციის, საშტატო ერთეულების რაოდენობის ოპტიმიზაციისა და მათი რაციონალურად გამოყენების შესახებ წინადადებების მომზადებას;

ო) აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემის მოსამსახურეთა წელთა ნამსახურობისა და შრომის სტაჟის გამოთვლას, პირადი საქმეების აღრიცხვასა და დამუშავებას, შრომის წიგნაკების აღრიცხვა-წარმოებას, ასევე საარქივო პირადი საქმეების აღრიცხვასა და შესაბამისი საცნობარო ბაზის შექმნას;

პ) დოკუმენტაციის მომზადებას აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემიდან დათხოვნილ მოსამსახურეთა საპენსიო უზრუნველყოფის მიზნით;

ჟ) აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემის ფარგლებში სამოქალაქო თავდაცვისა და სამობილიზაციო ღონისძიებების განხორციელებას;

რ) შრომის შინაგანაწესის შემუშავებას, მის შესრულებას და შრომის დისციპლინის დარღვევის ფაქტების გამოვლენას;

ს) მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოწმობების გაცემას და აღმასრულებლის თანამდებობაზე დანიშვნისას მისთვის მისანიჭებელი საიდენტიფიკაციო ნომრის განსაზღვრას;

ტ) კომპეტენციის ფარგლებში, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარისა და კურატორი მოადგილის სხვა დავალებების შესრულებას.

2. შიდა ინსპექტირების სამსახური უზრუნველყოფს:

ა) სისტემის მოსამსახურეთა მიერ შრომის დისციპლინის დარღვევის ფაქტებზე რეაგირებას და კანონიერების დარღვევის სამსახურებრივი ფაქტების გამოვლენას, თავიდან აცილებას, პროფილაქტიკას, აღნიშნულ ფაქტებზე სამსახურებრივ შემოწმებას;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში აღსრულების ეროვნული ბიუროს მოსამსახურეთა მიერ გაწეული მუშაობის ანალიზს, სისტემის საფინანსო საქმიანობის კონტროლს და ამ მიზნით შესაბამის სამსახურებრივ შემოწმებას;

გ) შემოსული განცხადებებისა და საჩივრების შემოწმებას, მათზე შესაბამის რეაგირებას;

დ) სამსახურებრივი შემოწმების შედეგების შესახებ შესაბამისი დასკვნების შედგენასა და აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარისათვის წარდგენას;

ე) აღსრულების ეროვნული ბიუროს ცხელი ხაზის მუდმივ ფუნქციონირებას, მიღებულ ინფორმაციაზე დროულ და ადეკვატურ რეაგირებას;

ვ) აუცილებლობის შემთხვევაში სააღსრულებო ბიუროებიდან საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტე-ბის გამოთხოვას;

ზ) კერძო აღმასრულებლის საქმიანობის მონიტორინგს, პირთა განცხადებების, საჩივრებისა და შეტყობინებების, აგრეთვე სხვა ნებისმიერი გზით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 1414  მუხლის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, „კერძო აღმასრულებლის საქმიანობის მონიტორინგისა და კერძო აღმასრულებლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების წესის“ „კერძო აღმასრულებლის საქმიანობის მონიტორინგისა და კერძო აღმასრულებლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 21 ივლისის №140 ბრძანების შესაბამისად;

თ) ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელებას.

3. რეგიონული ზედამხედველობის სამსახური უზრუნველყოფს:

ა) აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოების – სააღსრულებო ბიუროების და აღმასრულებლების მიერ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის, შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესრულების ორგანიზებას;

ბ) სააღსრულებო ბიუროების და აღმასრულებლების საქმიანობის რევიზიასა და კონტროლს, მათ საქმიანობაზე ორგანიზაციულ და მეთოდურ ხელმ-ძღვანელობას;

გ) სააღსრულებო ბიუროებში სააღსრულებო წარმოებების მიმდინარეობაზე კონტროლს და შესაბამისი მთითებების გაცემას;

დ) მოვალეთა რეესტრის წარმოებას – მონაცემთა დროულად რეგისტრაციას, შესაბამისი ცნობებისა და ამონაწერების მომზადებას მოვალეთა რეესტრის წარმოების წესის შესაბამისად;

ე) აუცილებლობის შემთხვევაში სააღსრულებო ბიუროებიდან საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტების გამოთხოვას;

ვ) სააღსრულებო ბიუროების სადეპოზიტო ანგარიშის (ანგარიშების) მართვის კონტროლს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბერის №221 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციით დადგენილი წესით;

ზ) აღსრულებასთან დაკავშრებით შემოსული განცხადებების განხილვასა და მათზე შესაბამის რეაგირებას;

თ) სააღსრულებო პრაქტიკის შესწავლას, ანალიზს, განზოგადებას და შესაბამისი წინადადებების წარმოდგენას აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარისათვის;

ი) კომპეტენციის ფარგლებში აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის და კურატორი მოადგილის სხვა დავალებების შესრულებას.

4. იურიდიული სამსახური უზრუნველყოფს:

ა) აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემის სამართლებრივი მომსახურებით უზრუნველყოფას;

ბ) აღსრულებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტებისა და სხვა დოკუმენტების პროექტების მომზადებას და სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის წარდგენას;

გ) აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობასთან დაკავშირებული დავების თაობაზე სამართლებრივ დასკვნების მომზადებას;

დ) აღსრულებასთან დაკავშირებული საერთაშორისო სამართლებრივი ბაზისა და გამოცდილების შესწავლას და ამ სფეროში მოქმედი სამართლებრივი აქტების სრულყოფის მიზნით აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარისათვის შესაბამისი წინადადებების წარდგენას;

ე) სასამართლო ორგანოებში აღსრულების ეროვნული ბიუროსა და მისი ტერიტორიული ორგანოების წარმომადგენლობას;

ვ) აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემის თანამშრომელთა ტრენინგებსა და სწავლებაში მონაწილეობის უზრუნველყოფას;

ზ) აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელით გამოსაცემი სამართლებრივი ხასიათის, აღსრულებასთან დაკავშირებული, სახელმძღვანელო თუ სარეკო-მენდაციო მასალების მომზადებას;

თ) აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის სხვა სამართლებრივი სახის დავალებების შესრულებას.

5. საქმისწარმოების, სტატისტიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახური უზრუნველყოფს:

ა) აღსრულების ეროვნულ ბიუროში საქმისწარმოების განხორციელებას საქმისწარმოების ერთიანი წესების შესაბამისად;

ბ) შესაბამისი სამართლებრივი აქტების, საკონტროლო დავალებების და აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულების შემოწმებასა და კონტროლს;

გ) საქმისწარმოების და სააღსრულებო წარმოებათა დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვას, დამუშავებასა და სათანადო წესით შენახვას (არქივირებას);

დ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემას;

ე) აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვერული ცენტრებისა და კომპიუტერული ქსელის უსაფრთხოების დაცვასა და ადმინისტრირებას, კომპიუტერული და სხვა ელექტრონული ტექნიკის გამართულ ფუნქციონირებას;

ვ) აღსრულების ეროვნული ბიუროს სხვა სტრუქტურული ერთეულებიდან და ტერიტორიული ორგანოებიდან მიღებული ინფორმაციის დამუშავებას;

ზ) ცენტრალიზებული ბაზების მონიტორინგს, ლოკალურ და ცენტრალიზებულ ბაზებში არსებული შეცდომების გასწორებას და მათ შევსება-სრულყოფას;

თ) ჯამური – ყოველთვიური, კვარტალური, წლიური ანგარიშების (სტატისტიკური მონაცემების) წარმოებასა და მათ ანალიზს, ამ მიზნით სხვა სტრუქტურული ერთეულებიდან და ტერიტორიული ორგანოებიდან საჭირო ინფორმაციის გამოთხოვას;

ი) აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის, მისი მოადგილეების, სამსახურების უფროსების, სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობისათვის მაქსიმალური ხელშეწყობის რეჟიმის შექმნას;

კ) კომპეტენციის ფარგლებში, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარისა და კურატორი მოად-გილის სხვა დავალებების შესრულებას.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას უზრუნველყოფს საქმისწარმოების განყოფილება, „ე“, „ვ“, „ზ“, „ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფუნქციების განახორციელებას უზრუნველყოფს ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფილება, „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფუნქციების განახორციელებას უზრუნველყოფს სტატისტიკისა და ანალიზის განყოფილება.

7. ეკონომიკური სამსახური უზრუნველყოფს:

ა) აღსრულების ეროვნული ბიუროსა და მისი ტერიტორიული ორგანოების მატერიალურ-ტექნიკურ მომსახურებას;

ბ) აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემაში სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზებას;

გ) გამოყოფილი სახსრების რაციონალურ ხარჯვასთან დაკავშირებით, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარისათვის შესაბამისი წინადადებებისა და პროექტების წარმოდგენას;

დ) სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის შემუშავებას და ცალკეული შესასყიდი ობიექტის წლიური ღირებულებიდან გამომდინარე შესყიდვის ფორმის განსაზღვრას;

ე) ტენდერის გამოცხადების ორგანიზებას, სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებას, მიმწოდებელთან ხელშეკრულებების დადებას და დადებული ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლის განხორციელებას;

ვ) აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემაში საფინანსო-ეკონომიკური და ბუღალტრული აღრიცხვის წარმართვასა და ორგანიზებას;

ზ) ბალანსის მომზადებას;

თ) აღსრულების ეროვნული ბიუროს ხარჯთაღრცხვის პროექტის შემუშავებას;

ი) აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემაში ძირითადი საშუალებების, ფულადი სახსრებისა და საფინანსო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარებას;

კ) აღსრულების ეროვნული ბიუროს ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების დაცვას;

ლ) ცენტრალიზებული მომარაგების ორგანიზებას;

მ) სამეურნეო საქმიანობის წარმართვას;

ნ) აღსრულების ეროვნული ბიუროს შენობაში ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვას;

ო) აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომელთა სწავლებისა და გადამზადების დაფინანსებას;

პ) სასაწყობო მეურნეობის წარმართვას;

ჟ) ამ დებულებითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების შესრულებას.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „გ“, „ვ“, „ზ“, „ი“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელებას უზრუნველყოფს საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების განყოფილება, „ბ“, „დ“, „ე“, „ვ“, „თ“, „კ“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელებას უზრუნველყოფს დაგეგმვისა და შესყიდვების განყოფილება, „ა“, „ი“, „ლ“, „მ“, „ნ“ და „პ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელებას უზრუნველყოფს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება.“.

5. დებულების მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 9. აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეულებისა და მათში შემავალი განყოფილებების ხელმძღვანელთა ფუნქციები და უფლებამოსილებანი

1. სამსახურის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;

ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამსახურის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს;

გ) ახორციელებს კონტროლს სამსახურის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე;

დ) ხელს აწერს და ვიზას ადებს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს;

ე) აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს წარუდგენს ანგარიშს სამსახურის საქმიანობის შესახებ;

ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარისა და კურატორი მოადგილის სხვა დავალებებს.

2. განყოფილების უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს განყოფილების საქმიანობას;

ბ) ანაწილებს მოვალეობებს განყოფილების მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს;

გ) ახორციელებს კონტროლს განყოფილების მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე;

დ) ვიზას ადებს განყოფილებაში მომზადებულ დოკუმენტებს;

ე) სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშს განყოფილების საქმიანობის შესახებ;

ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის, კურატორი მოადგილის და სამსახურის უფროსის სხვა დავალებებს.“.

6. მე-12 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს „დ1 “ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„დ1 ) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;“.

    მუხლი 2

1. ეს ბრძანება, გარდა პირველი მუხლის მე-6 პუნქტისა ამოქმედდეს 2010 წლის 29 იანვრიდან.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი