„საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
„საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 906
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 30/12/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 159, 30/12/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.014.010
  • Word
906
30/12/2009
სსმ, 159, 30/12/2009
230.210.000.22.033.014.010
„საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
„საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.014.010

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №906

2009 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებაში (სსმ III, 29.11.2007წ., №169, მუხ. 1881) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. ბრძანების პირველი მუხლის:

ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ინსტრუქცია „ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციისა“ და „დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის ნუსხის“ შევსების წესის შესახებ“ (დანართი №5);

ბ) „ჟ“ და „რ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

გ) „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქ) ინსტრუქცია „ფიზიკური პირის მიერ სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ფორმა №4-ის შევსების, წარდგენის და რეგისტრაციის წესების შესახებ“ (დანართი №22).“.

2. ბრძანების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „საბაჟო რეჟიმების (გარდა ტრანზიტის საბაჟო რეჟიმისა და საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილის მიერ ან მისი დანიშნულებით შემოტანილი საქონლისა, რომლის მიმართაც დადგენილი წესით ხორციელდება გამარტივებული საბაჟო კონტროლი) აგრეთვე რეექსპორტის შესაბამისად გაცხადებულ საქონელზე სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმის შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის და რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №1):

ა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დეკლარაციის წარდგენა ხდება საქართველოს საბაჟო კოდექსის 61-ე მუხლით დადგენილ ვადებში, რომელიც აითვლება საქონლის ზოგადი დეკლარირების საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 111 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობისათვის“ მინიჭებული „D“ ნომრის გასწვრივ მითითებული შევსების თარიღიდან (ექსპორტის საბაჟო რეჟიმის დროს ფიზიკური პირის მიერ გასატან, წერილობით დეკლარირებას დაქვემდებარებულ საქონელზე სატვირთო საბაჟო დეკლარაცია წარედგინება იმ შემთხვევაში, თუ საქონელი არ ექვემდებარება სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ფორმა №3-ით ან სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ფორმა №4-ით ან სასაქონლო ზედნადების წარდგენით დეკლარირებას).“;

 ბ) მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 14

საქონლის რეექსპორტის დროს სატვირთო საბაჟო დეკლარაცია წარედგინება მხოლოდ საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის, საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების ან საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის, აგრეთვე თავისუფალ საწყობში არსებული საქონლის ან საქართველოს საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს საქონლის რეექსპორტისას.“.

3. ბრძანების პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „საბაჟო ორგანოსათვის წარდგენილი დოკუმენტების შესახებ განაცხადი“ (დანართი №3) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დანართი №3

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო შემოსავლების სამსახური

 

საბაჟო ორგანოსათვის წარდგენილი დოკუმენტების შესახებ განაცხადი

 

დოკუმენტის დასახელება

დოკუმენ-ტის

დედანი

ასლი

დედანი

და

ასლი

შენიშვნა

საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა (გარდა უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილების შემთხვევისა)

 

*

 

 

 

მოქალაქის სამგზავრო დოკუმენტის (პასპორტის) სტიკერიანი ფურცლის სათანადოდ დამოწმებული ასლი

 

 

*

 

 

ხელშეკრულება

 

*

*

 

 

შესყიდვის დოკუმენტი (ინვოისი ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტი)

 

*

*

 

 

სატრანსპორტო ზედნადები

 

*

 

 

 

კონოსამენტი

 

*

*

 

 

მანიფესტი

 

*

*

 

 

TIR-წიგნაკი

 

*

 

 

 

ერთჯერადი ან გენერალური მინდობილობა, ხელშეკრულება ან მისი შემცვლელი დოკუმენტი წარმომადგენლის უფლებამოსილების შესახებ

 

*

 

 

 

დაკვირვების ელექტრონული საშუალებების იმპორტის ან ექსპორტის ლიცენზია

 

*

 

*

 

ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა

 

*

 

*

 

ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვა

 

*

 

*

 

ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვა

 

*

 

*

 

შეზღუდულად ბრუნვადი მასალების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა

 

*

 

*

 

ბირთვული, რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიაქტიული ნივთიერებების, რადიაქტიული ნარჩენების, მინერალების (წიაღისეულის), რომლებისგანაც პრაქტიკულად შესაძლებელია ბირთვული მასალების მიღება, ყველაფრის, რაც დამზადებულია ბირთვული მასალისაგან ან რადიაქტიული ნივთიერებისაგან ან შეიცავს მათ, როგორც შემადგენელ ნაწილს, აგრეთვე ბირთვული ტექნოლოგიების ან ნოუ-ჰაუების ექსპორტის, იმპორტის ან ტრანზიტის ნებართვა

 

*

 

 

 

*

 

 გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორის და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის ნებართვა

 

*

 

 

*

 

იარაღისა და საბრძოლო მასალის იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა

 

*

 

 *

 

უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ნებართვა

 

*

 

 

*

 

იარაღის ერთი სახეობის ცალკეული ეგზემპლარების საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის (გარდა ექსპორტ-იმპორტის, ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვა

 

*

 

 

*

 

ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა

 

*

 

*

 

სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის ან ექსპორტის ნებართვა

 

*

 

*

 

არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვა

 

*

 

*

 

საქართველოს კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანის ნებართვა

 

*

 

*

 

დსთ-ის ზოგიერთ ქვეყანაში წარმოებული საქონლის რეექსპორტის ნებართვა (შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული)

 

*

 

 

 *

 

ხე-ტყის ექსპორტისას – ხე-ტყის კანონიერების ან/და წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი

 

 

*

*

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წერილობითი დასკვნა საქონლისათვის ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების შესახებ

 

 

*

 

 

*

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წერილობითი დასკვნა საქონლისათვის გრანტის სტატუსის მინიჭების შესახებ

 

*

 

 

 

*

 

საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი

 

*

 

*

 

იოდირებული მარილისა და სხვა ფორტი­ფი­ცირებული საკვები პროდუქტების შესაბამისობის სერტიფიკატი

 

*

 

*

 

ფიტო-სანიტარიული სერტიფიკატი

 

*

 

*

 

ვეტერინარული სერტიფიკატი

 

*

 

*

 

საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევის საბაჟო დეკლარაცია

 

 

*

 

 

საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევის საბაჟო დეკლარაცია

 

 

*

 

 

საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევის საბაჟო დეკლარაცია

 

 

*

 

 

საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევის საბაჟო დეკლარაცია

 

 

*

 

 

სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (სსაფ) – ნავთობპროდუქტების იმპორტის დროს

 

*

 

 

 

საქონლის სპეციფიკაცია

 

*

*

 

 

საბანკო გარანტია

 

*

 

 

 

ფინანსური რისკის დაზღვევის პოლისი

 

*

 

 

 

სახელმწიფო ხაზინის ცნობა სახელმწიფო ხაზინაში გარანტიის სახით სათანადო თანხის (დეპოზიტის) შეტანის თაობაზე

 

*

 

 

 

საქონლისა და/ან სატრანსპორტო საშუალების საბაჟო კონტროლის ქვეშ დროებითი შენახვის განაცხადი

 

*

 

 

 

სამკურნალო საშუალებების საბაჟო აღნუსხვის ფორმა

 

*

 

 

 

საბაჟო გადასახდელების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი

 

*

 

 

 

შეფუთვის ფურცელი

 

*

*

 

 

ექსპერტიზის აქტი

 

*

 

 

 

საქონლის დათვალიერების აქტი

 

*

 

 

 

საქონლის სინჯის (ნიმუშის) აღების აქტი (ოქმი)

 

*

 

 

 

ჯარიმის გადახდის დოკუმენტი

 

*

 

 

 

სასამართლოს დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ

 

*

*

 

 

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი

 

*

*

 

 

საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი

 

*

*

 

 

საბაჟო შეტყობინება

 

*

*

 

 

წერილი

 

*

*

 

 

განცხადება

 

*

*

 

 

ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური პასპორტი

 

 

*

 

 

საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევის საბაჟო დეკლარაცია

 

 

*

 

 

საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევის საბაჟო დეკლარაცია

 

 

*

 

 

საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევის საბაჟო დეკლარაცია

 

 

*

 

 

ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაცია

 

*

*

 

 

სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ფორმა 3

 

*

*

 

 

სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ფორმა 4

 

*

*

 

 

საფოსტო გზავნილის დეკლარაცია C22

 

*

*

 

 

საფოსტო გზავნილის დეკლარაცია C23

 

*

*

 

 

გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია

 

*

*

 

 

საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცეული, იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებული საქონლის მიმართ გადასახდელი თანხის გადახდის განრიგი

 

*

 

 

 

აწონვის ქვითარი

 

*

 

 

 

წინასწარი საბაჟო გადაწყვეტილება

 

*

 

 

 

 სხვა დოკუმენტები:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

1. დოკუმენტების წარმომდგენი პირი ---------------------------------------------------------------------

2. იურიდიული ან ფიზიკური პირის საიდენტიფიკაციო ნომერი -------------------------------------

3. დეკლარაციის რეგისტრაციის C (სტატისტიკური) ნომერი ------------------------------------------

4. საბაჟო ორგანოს მიერ დოკუმენტების მიღების თარიღი და დრო -----------------------------------

 20 წელი -------საა --------წ

5. დოკუმენტების მიღებაზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა -------------------------------------

6. დეკლარაციის შემოწმებაზე უფლებამოსილი საბაჟო მოხელის მიერ დოკუმენტების მიღების

თარიღი და დრო ------------- 20 წელი -------საა --------წ

7. დეკლარაციის შემოწმებაზე უფლებამოსილი საბაჟო მოხელის ხელმოწერა „--------------- “

4. ბრძანების პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტით დამტკიცებული ინსტრუქცია „ფიზიკური პირის

საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესის შესახებ“ (დანართი №5) ჩამოყალიბდეს

შემდეგი რედაქციით:

„დანართი №5

ინსტრუქცია

„ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციისა“ და „დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის ნუსხის“ შევსების წესის შესახებ

    მუხლი 1

1. ეს ინსტრუქცია განსაზღვრავს „ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის“ (დანართი №6) და „დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის ნუსხის“ (დანართი №7) შევსების წესს.

2. „ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაცია“ (შემდგომში – დეკლარაცია) ივსება საქართველოს საბაჟო საზღვარზე ფიზიკური პირის მიერ ბარგით ან/და ხელბარგით დეკლარაციის მე-3 ნაწილში მითითებული საგნების გადაადგილებისას.

3. დეკლარაცია ივსება ფიზიკური პირის (შემდგომში – პირი) მიერ, სურვილისამებრ – ქართულ, რუსულ ან ინგლისურ ენაზე. გაურკვევლად შევსებული დეკლარაცია საბაჟო ორგანოს მიერ არ მიიღება.

4. დეკლარაციაში არ უნდა იყოს წაშლილი და გადასწორებული ადგილები. ყოველი შესწორების შეტანა უნდა მოხდეს არასწორი მონაცემების გადახაზვით და თუ საჭიროა, შესაბამისი მონაცემების იმავე ფურცელზე ჩამატებით. ყოველი შესწორება მოწმდება საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით და პირადნომრიანი ბეჭდის დასმით.

5. დეკლარაცია ივსება ორ ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი რჩება საბაჟო ორგანოს, ხოლო მეორე ეგზემპლარი გადაეცემა პირს.

6. შევსებული დეკლარაცია რჩება საბაჟო ორგანოში და ინახება არანაკლებ 6 წლის განმავლობაში.

    მუხლი 2

დეკლარაციის I ნაწილში – „გადაადგილების მიზანი“ შესაბამისი პუნქტის გასწვრივ კეთდება აღნიშვნა – „X“.

    მუხლი 3

დეკლარაციის II ნაწილში – „პირადი ინფორმაცია“:

ა) პირველ პუნქტში აღინიშნება პირის გვარი;

ბ) მე-2 პუნქტში აღინიშნება პირის სახელი;

გ) მე-3 პუნქტში აღინიშნება პირის მუდმივი საცხოვრებელი (რეგისტრაციის) ადგილი, ზუსტი მისამართის მითითებით;

დ) მე-4 პუნქტში აღინიშნება პირის მოქალაქეობა;

ე) მე-5 პუნქტში აღინიშნება პირის სამგზავრო დოკუმენტის (პასპორტი, მისი შემცვლელი სხვა სამგზავრო დოკუმენტი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით ან საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე აღიარებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ვარგისია მგზავრობისათვის; ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეების პირადობის მოწმობა) ნომერი და პირადი ნომერი;

ვ) მე-6 პუნქტში აღინიშნება პირის დაბადების თარიღი;

ზ) მე-7 პუნქტში აღინიშნება ქვეყანა, საიდანაც ჩამოვიდა პირი;

თ) მე-8 პუნქტში აღინიშნება ქვეყანა, სადაც მიემგზავრება პირი;

ი) მე-9 პუნქტში აღინიშნება ინფორმაცია მგზავრთან ერთად გადაადგილებული ბარგისა და ხელბარგის მიერ დაკავებული ადგილების (შეკვრების რაოდენობის) შესახებ;

კ) მე-10 პუნქტში აღინიშნება ინფორმაცია მგზავრისაგან დამოუკიდებლად გადაადგილებული ბარგის მიერ დაკავებული ადგილების (შეკვრების რაოდენობის) შესახებ.

    მუხლი 4

დეკლარაციის III ნაწილში – „ინფორმაცია საქონლის შესახებ“ პირველი პუნქტის:

ა) შესაბამისი ქვეპუნქტის გასწვრივ შემოიხაზება „დიახ“ ან „არა“, ამასთან, „კ“ ქვეპუნქტი ივსება პირის სურვილის შემთხვევაში;

ბ) „ა“–„თ“ ქვეპუნქტების გასწვრივ დადებითი პასუხის არჩევის (შემოხაზვის) შემთხვევაში ივსება ამავე ნაწილის მე-2 პუნქტით წარმოდგენილი ცხრილი, რომლის შესაბამის უჯრებში აღინიშნება საქონლის დასახელება, მათი მოკლე აღწერილობა, რაოდენობა (კგ., ცალი) როგორც ციფრებით, ისე სიტყვიერად. თუ ცხრილში დარჩება ცარიელი უჯრები, ისინი გადაიხაზება;

გ) „ი“ ქვეპუნქტის გასწვრივ დადებითი პასუხის არჩევისას (როგორც საქონლის საქართველოში შემოტანის, ასევე ტრანზიტით გადაადგილების დროს) ივსება „დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის ნუსხა“ (დანართი №7), გარდა ამ საქონელზე სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ფორმა №4-ის წარდგენის შემთხვევისა;

დ) „კ“ ქვეპუნქტის გასწვრივ დადებითი პასუხის არჩევისას პირის სურვილისამებრ ივსება „დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის ნუსხა“ (დანართი №7) ან წარედგინება სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ფორმა №4 ან ხორციელდება სასაქონლო ზედნადების წარდგენით დეკლარირება.

    მუხლი 5

1. დეკლარაციის შესაბამის ადგილზე პირი აკეთებს ხელმოწერას, ხოლო „თარიღის“ გასწვრივ აღნიშნავს დეკლარაციის შევსების თარიღს რიცხვის, თვის და წელიწადის მითითებით.

2. საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი მოხელე შესაბამის ადგილზე აკეთებს ხელმოწერას და „ბ.ა“-ზე (ბეჭდის ადგილზე) ამოწმებს მისი პირადნომრიანი ბეჭდით. ამასთან, სრულყოფილად უნდა იკითხებოდეს ბეჭდის ნომერი და წარწერა.

    მუხლი 6

1. „დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის ნუსხა“ (დანართი №7) ივსება დეკლარაციის III ნაწილის პირველი პუნქტის:

ა) „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში (როგორც საქონლის საქართველოში შემოტანის, ასევე ტრანზიტით გადაადგილების დროს) გარდა ამ საქონელზე სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ფორმა №4-ის წარდგენის შემთხვევისა;

ბ)„კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში (საქონლის საქართველოდან გატანის დროს) დადებითი პასუხის არჩევისას (შემოხაზვისას), გარდა ამ საქონელზე სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ფორმა №4-ის წარდგენის ან სასაქონლო ზედნადების წარდგენით დეკლარირების შემთხვევისა.

2. პირი ავსებს ნუსხის ორივე ეგზემპლარს.

3. ნუსხის შევსებისას:

ა) ცხრილის შესაბამის უჯრებში აღინიშნება საქონლის დასახელება, მათი მოკლე აღწერილობა, რაოდენობა (ზომის ერთეულის მითითებით სეს ესნ-ის მიხედვით) როგორც ციფრებით, ისე სიტყვიერად. თუ ცხრილში დარჩება ცარიელი უჯრები, ისინი გადაიხაზება;

ბ) ნუსხის ქვედა ნაწილში პირი აღნიშნავს დეკლარაციის შევსების თარიღს რიცხვის, თვის და წელიწადის მითითებით, და მონაცემების სისწორეს ადასტურებს ხელმოწერით.

4. საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი მოხელე ნუსხის ორივე ეგზემპლარის შესაბამის ადგილზე აკეთებს ხელმოწერას და „ბ.ა“-ზე (ბეჭდის ადგილზე) ამოწმებს პირადნომრიანი ბეჭდით. ამასთან, სრულყოფილად უნდა იკითხებოდეს ბეჭდის ნომერი და წარწერა.

5. ნუსხის „საბაჟოს ეგზემპლარი“ რჩება საბაჟო ორგანოში, ხოლო „დეკლარანტის ეგზემპლარი“ – უბრუნდება პირს.“.

5. ბრძანების პირველი მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაცია“ (დანართი №6) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „დანართი №6

 

ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაცია

 

I. გადაადგილების მიზანი

 

1. საქართველოში შემოსვლა

2. საქართველოდან გასვლა

3. ტრანზიტი

 

II. პირადი ინფორმაცია

 

1. გვარი-----------------------------------------------------------------------------------------------

2. სახელი---------------------------------------------------------------------------------------------

3. საცხოვრებელი ადგილი (ქვეყანა, მისამართი)------------------------------------------------

4. მოქალაქეობა--------------------------------------------------------------------------------------

5. სამგზავრო დოკუმენტის №-------------------------- პირადი № -----------------------------

6. დაბადების თარიღი -----------------------------------------------------------------------------

7. ქვეყანა, საიდანაც ჩამოვიდა პირი--------------------------------------------------------------

8. ქვეყანა, სადაც მიემგზავრება პირი-------------------------------------------------------------

9. თან მიმაქვს ბარგი და ხელბარგი-------------------------------------- ადგილი

10. ჩემგან დამოუკიდებლად იგზავნება ბარგი --------------------------------- ადგილი

 

III. ინფორმაცია საქონლის შესახებ

 

1. თან მაქვს ან ბარგით და ხელბარგით გადავაადგილებ შემდეგ საქონელს:

ა) ნაღდი ფული (ეროვნული და/ან უცხოური ვალუტა), ჩეკები და/ან სხვა ფასიანი ქაღალდები, რომელთა ჯამური ნომინალური ღირებულებაც აღემატება 30 000 ლარს, ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში

              დიახ                    არა

ბ) იარაღი ან ასაფეთქებელი მასალები

              დიახ                    არა

გ) ნარკოტიკული ან ფსიქოტროპიული ნივთიერებები

              დიახ                    არა

დ) ანტიკვარული ან ხელოვნების ნიმუშები

              დიახ                    არა

ე) მომწამვლელი ნივთიერებები ან მედიკამენტები

               დიახ                    არა

ვ) მცენარეები და ცხოველები, მათი ნაწილები ან მათგან მიღებული პროდუქცია

              დიახ                    არა

ზ) მაღალი სიხშირის რადიოელექტრონული მოწყობილობები, კავშირგაბმულობის საშუალებები

              დიახ                    არა

თ) რადიოაქტიური მასალები

              დიახ                    არა

ი) ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონელი ან/და იმპორტის გადასახდელებით დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი საქონელი

              დიახ                    არა

კ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი 15 000 ლარზე ნაკლები საბაჟო ღირებულების საქონელი. (გრაფა ივსება პირის სურვილის შემთხვევაში)

              დიახ

 

2. თუ ამ ნაწილის პირველი პუნქტის „ა“–„თ“ ქვეპუნქტებში აირჩიეთ დადებითი პასუხი, შეავსეთ ცხრილი:

 

საქონლის

დასახელება

რაოდენობა

(კგ., ცალი)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

3. თუ ამ ნაწილის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტში აირჩიეთ დადებითი პასუხი (როგორც საქონლის საქართველოში შემოტანის, ასევე ტრანზიტით გადაადგილების დროს) შეავსეთ დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის ნუსხა“ (დანართი №7), გარდა ამ საქონელზე სატვირთო- საბაჟო დეკლარაციის ფორმა №4-ის წარდგენის შემთხვევისა.

4. თუ ამ ნაწილის პირველი პუნქტის კ“ ქვეპუნქტში აირჩიეთ დადებითი პასუხი, თქვენი სურვილისამებრ შეგიძლიათ შეავსოთ დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის ნუსხა“ (დანართი №7) ან წარადგინოთ სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ფორმა №4 ან განახორციელოთ სასაქონლო ზედნადების წარდგენით დეკლარირება.

 

თარიღი --------- ------------------------- 20 --------- წელი

 

ფიზიკური პირის ხელმოწერა------------------------------------------------

 

საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერა ----------------------------------. ბ.ა.

 (მეორე გვერდი)

 

 

 

მოგესალმებათ საქართველოს საბაჟო ! ! !

 

საქართველოს საბაჟო სამსახური ვალდებულია აღკვეთოს აკრძალული ნივთების ქვეყანაში შემოტანა. საბაჟო მოხელე უფლებამოსილია დაგისვათ შეკითხვები, შეამოწმოს თქვენი პირადი ბარგი და ხელბარგი. თუ თქვენ შეგარჩიეს შემოწმებისათვის, საბაჟოს მოხელეები მოგეპყრობიან თავაზიანად, პროფესიონალურად და დაიცავენ თქვენს უფლებებს. საბაჟოს თანამშრომლები უპასუხებენ თქვენს შეკითხვებს. გაუგებრობის შემთხვევაში შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სატელეფონო ცენტრის მომსახურებით, ცხელი ხაზის სატელეფონო ნომერია 077.

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

1. ნებისმიერი ოდენობით ვალუტის საქართველოში შემოტანა და მისი გატანა თავისუფლდება გადასახდელებისაგან, თუმცა პირის მიერ ნაღდი ფულის (ეროვნული და/ან უცხოური ვალუტა), ჩეკების და/ან სხვა ფასიანი ქაღალდების, რომელთა ჯამური ნომინალური ღირებულებაც აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში, საზღვარზე გადაადგილება ექვემდებარება სავალდებულო დეკლარირებას.

2. იმ შემთხვევაში, თუ პირი არ განახორციელებს სავალდებულო საბაჟო დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის დეკლარირებას, მის მიმართ გატარდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესაბამისი ღონისძიებები.

3. იმპორტისას საბაჟო გადასახდელებისაგან თავისუფლდება ფიზიკური პირის მიერ:

ა) კალენდარულ დღეში ერთხელ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 06, 07, 08, 19 ჯგუფებისა და 0401–0406, 1601, 1702–1704, 2101–2102 სასაქონლო პოზიციების შესაბამისი ჯამური თანხით 500 ლარამდე ღირებულების, საერთო წონით არა უმეტეს 30 კგ-ისა კვების პროდუქტების იმპორტი (მათ შორის, საფოსტო გზავნილის შემთხვევაში), რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის;

ბ) 30 კალენდარულ დღეში ერთხელ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 28–97 ჯგუფების შესაბამისი 500 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის;

გ) საჰაერო ტრანსპორტით შემოტანის შემთხვევაში ერთი კალენდარული დღის, ხოლო სხვა შემთხვევაში – 30 კალენდარული დღის განმავლობაში 200 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის ან/და 50 სიგარილას ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის (გარდა თამბაქოს ნედლეულისა) ან ზემოაღნიშნული ზღვრული ოდენობის ფარგლებში თამბაქოს ამ დასახელებული ნაწარმის საერთო წონით 250 გრამის იმპორტი; ასევე 4 ლიტრი ყველა სახის ალკოჰოლიანი სასმელის იმპორტი;

დ) საჰაერო ტრანსპორტით შემოტანის შემთხვევაში საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 28–97 ჯგუფების შესაბამისი 3000 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის.

4. თუ თქვენ მიერ საქართველოში შემოტანილი საქონლის პარამეტრები აღემატება „მნიშვნელოვანი ინფორმაციის“ მე-3 პუნქტში აღნიშნულს ან/და საქონლის შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან/და ლიცენზია და მას არ ადეკლარირებთ ამ დეკლარაციით, თქვენ ვალდებული ხართ მოახდინოთ საქონლის დეკლარირება სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ფორმა №4-ით ან სატვირთო საბაჟო დეკლარაციის წარდგენით, რისთვისაც თქვენ შეგიძლიათ:

ა) საქონელი დროებით დაასაწყობოთ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებულ საბაჟო საწყობში და წარადგინოთ შესაბამისი განაცხადი; ან

ბ) საქონელი თქვენ მიერ მითითებულ საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილამდე გადააადგილოთ „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით“ კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. თუ თქვენ მიერ საქართველოდან გასატანი საქონლის საბაჟო ღირებულება შეადგენს 15 000 ლარს და მეტს ან/და საქონლის გატანისათვის საჭიროა ნებართვა ან/და ლიცენზია და მას არ ადეკლარირებთ ამ დეკლარაციით, თქვენ ვალდებული ხართ მოახდინოთ საქონლის დეკლარირება სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ან სასაქონლო ზედნადების წარდგენით.“.

6. ბრძანების პირველი მუხლის „პ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის“ (დანართი №15):

ა) „ნაწილი 6. „გადასახადების გაანგარიშების დამხმარე კოდების კლასიფიკატორი“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ნაწილი 6. გადასახადების გაანგარიშების დამხმარე კოდების კლასიფიკატორი

 

კოდი

დასახელება

000

დამხმარე კოდი

001

საქონლის ექსპორტი (საბაჟო გადასახადისაგან გათავისუფლება, აქციზის და დღგ-ის ნულოვანი განაკვეთი)

002

საქონლის რეექსპორტი (საბაჟო გადასახადისაგან, აქციზისაგან და დღგ-სგან გათავისუფლება)

003

საქართველოს ტერიტორიაზე საქონლის ტრანზიტი (საბაჟო გადასახადისაგან, აქციზისაგან და დღგ-სგან გათავისუფლება)

004

საბაჟო საწყობში საქონლის შენახვა (საბაჟო გადასახადისაგან, აქციზისაგან და დღგ-სგან გათავისუფლება)

005

საქონლის იმპორტი სტიქიური უბედურების, ავარიისა და კატასტროფის ლიკვიდაციის, აგრეთვე ჰუმანიტარული დახმარების მიზნით (საბაჟო გადასახადისაგან და დღგ-სგან გათავისუფლება)

006

საქონლის იმპორტი, რომელიც გათვალისწინებულია გრანტების შესახებ ხელ­შეკრულებით (საბაჟო გადასახადისაგან და დღგ-სგან გათა­ვი­სუფლება)

007

საქონლის იმპორტი, რომელიც ფინანსდება გრანტებით ან უცხო ქვეყნის სახელმწიფო ორგანოს ან/და საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გაცემული შეღავათიანი კრედიტებით, რომლებიც შეიცავს გრანტის ელემენტს არანაკლებ 25 პროცენტის ოდენობით (საბაჟო გადასახადისაგან გათავისუფლება)

008

საქონლის იმპორტი, რომელიც განკუთვნილია უცხო ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობისა და მასთან გათანაბრებული წარმომადგენლობების ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მასთან მცხოვრები ოჯახის წევრების ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის (საბაჟო გადასახადისაგან, აქციზისაგან და დღგ-სგან გათავისუფლება)

009

„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ნავ­თობისა და გაზის ოპერაციებში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა (მათთან მცხოვრები ოჯახის წევრების ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი პირადი მოხმარების საგნებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების იმპორტი (საბაჟო გადასახადისაგან და დღგ-სგან გათავისუფლება)

010

საქონლის დროებითი შემოტანა საქართველოს კანონმდებლობით გათვა­ისწინებულ შემთხვევებში (საბაჟო გადასახადისაგან, აქციზისაგან და დღგ-სგან გათავისუფლება)

011

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2705 მუხლის ლ¨ ქვე­პუნქტით გათვალისწინებული საქონლის იმპორტი (საბაჟო გადასახადისაგან და დღგ-სგან გათავისუფლება)

012

ბავშვთა კვების პროდუქტების და დიაბეტური კვების იმ პროდუქტების იმპორტი, რომლებიც მარკირე­ბულია ასეთად საბითუმო და საცალო წესით მიწოდებისას; რენტგენის ფირების, ინსულინის შპრიცების (ნემსების), გლუ­კომეტრების, სადიაგნოსტიკო ტესტ-სისტემების იმპორტი (საბაჟო გადა­სახა­დისაგან გათავისუფლება)

013

საერთაშორისო საჰაერო რეისების განსახორცი­ელებლად ბორტზე მიწო­დებული საავიაციო საწვავი, საპოხი და სხვა დამხმარე საშუალებები, აგრეთვე საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორ­ციელებლად ბორტზე მიწოდ­ებული საწვავი და საპოხი საშუალებები (საბაჟო გადასახადისაგან და აქციზისაგან გათავისუფლება, დღგ-ის ნულოვანი განაკვეთი )

014

„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთ­ობისა და გაზის ოპერაციების წარმოებისათვის განკუთვნილი მოწყობილობა-დანადგარების, სატრანსპორტო საშუალებების, სათადარიგო ნაწილებისა და მასალების იმპორტი (საბაჟო გადასახადისაგან და დღგ-სგან გათავისუფლება)

015

უსასყიდლოდ ჩამორთმეული, კონფისკებული, უპატრონო და სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება, რო­მელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადავიდა სახელმწიფოს განკარგვაში ან საკუთრებაში (საბაჟო გადასახადისაგან გათავისუფლება)

016

ეროვნული და უცხოური ვალუტის (გარდა ნუმიზმატიკური მიზნებით გამოსა­ყენებლად გათვალისწინებულის) და ფასიანი ქაღალდების იმპორტი (დღგ-სგან გათავისუფლება)

017

საქართველოს ეროვნული ბანკისათვის გადასაცემი ოქროს იმპორტი (დღგ-სგან გათავისუფლება)

018

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აქციზური მარკების იმპორტი (დღგ-სგან გათავისუფლება)

019

განძეულობის, ჩამორთმეული ან/და უპატრონო საქონლის, აგრეთვე სახელ­მწიფოს მიერ მემკვიდრეობით მიღებული საქონლის იმპორტი, რომელთა რეალიზაციით მიღებული შემოსავლები შეიტანება ბიუჯეტში (დღგ-სგან გათავისუფლება)

021

საგანმანათლებლო დაწესებულებათა მიერ სამეცნიერო და საგანმანათ­ლე­ბლო საქმიანობისათვის გამოთვლითი ტექნიკის, ხელსაწყო-დანადგარებისა და ქიმიური რეაქტივების იმპორტი (დღგ-სგან გათავისუფლება)

022

ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტების ან/და ბავშვთა ჰიგიენის ნაწარმის იმპორტი, რომელიც საბითუმო და საცალო წესით მიწოდებისას მარკი­რებულია ასეთად (დღგ-სგან გათავისუფლება)

023

საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომეკლატურის 8703 კოდში აღნიშნული მსუბუქი ავტომობილის იმპორტი (დღგ-სგან გათავისუფლება)

024

ელექტროენერგეტიკული სექტორის რეაბილიტაციისათვის საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით უცხოეთის სახელმწიფოების ან/და საერთაშორისო ორგა­ნიზაციების მიერ გაცემული შეღავათიანი კრედიტით დაფინანსებული სა­ქონ­ლის იმპორტი (დღგ-სგან გათავისუფლება)

025

ელექტროენერგიის წარმოებისათვის (თბოელექტროსადგურებისათვის) ბუნებ­რი­ვი აირის იმპორტი (დღგ-სგან გათავისუფლება)

026

ფიზიკური პირის მიერ 2 ლიტრი ალკოჰოლური სასმელისა და 200 ღერი სიგარეტის იმპორტი (საბაჟო გადასახადისაგან, აქციზისაგან და დღგ-სგან გათავისუფლება)

027

საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემომსვლელი პირის ავტოსატრანსპორტო საშუალების იმ სტანდარტულ ავზში არსებული საწვავი, რომელიც ძრავის კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად არის დაკავშირებული (აქციზისაგან გათავისუფლება)

028

„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების განსახორციელებლად ნავთობპროდუქ­ტების იმპორტი (აქციზისაგან გათავისუფლება)

030

გადასახადებისაგან გათავისუფლებული საქონელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად

031

უცხოეთში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობათა ქონების იმპორტი (საბაჟო გადასახადისაგან და დღგ-სგან გათავისუფლება)

034

დღგ-ისა და აქციზის გადახდა საქონლის დროებითი შემოტანის რეჟიმის დროს

051

მხოლოდ საბაჟო გადასახადისაგან გათავისუფლება (თუ სხვა კოდის გამოყენება შეუძლებელია)

052

მხოლოდ აქციზისაგან გათავისუფლება (თუ სხვა კოდის გამოყენება შეუძ­ლებელია)

053

მხოლოდ დღგ-ისგან გათავისუფლება (თუ სხვა კოდის გამოყენება შეუძლებელია)

054

საბაჟო გადასახადისა და აქციზისაგან გათავისუფლება (თუ სხვა კოდის გამოყენება შეუძლებელია)

055

საბაჟო გადასახადისა და დღგ-სგან გათავისუფლება (თუ სხვა კოდის გამოყენება შეუძლებელია)

056

აქციზისა და დღგ-სგან გათავისუფლება (თუ სხვა კოდის გამოყენება შეუძლებელია)

057

საბაჟო გადასახადის, აქციზისა და დღგ-სგან გათავისუფლება (თუ სხვა კოდის გამოყენება შეუძლებელია)

102

საბაჟო გადასახადისაგან გათავისუფლებული საქონელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად

202

სამედიცინო, საპროტეზო-ორთოპედიული ნაწარმი და სამედიცინო ტექნიკა

203

სამეცნიერო ლიტერატურა, დამტკიცებული სასწავლო სახელმძღვანელოები და საბავშვო ლიტერატურა

207

სანაშენე ცხოველები, შინაური ფრინველი, ხარის სპერმა, მინერალური სასუქები, ქიმიკატები, მცენარეთა დაცვის საშუალებები

208

ბუნებრივი გაზი და ელექტროენერგია

209

დღგ-სა და აცქიზისაგან გათავისუფლებული საქონელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად

304

საზღვარგარეთ გამოცემული ბეჭდვითი პროდუქცია

313

აქციზური და სხვა სპეციალური ქართული მარკების იმპორტი

332

საქონლის დროებითი შემოტანა, სხვა

333

საქონლის დაბრუნება

540

აქციზის გარანტია საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების რეჟიმის დროს

550

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის მშენებლობისათვის განკუთვნილი საქონელი

604

საბაჟო გადასახადისაგან და დღგ-სგან გათავისუფლება

605

ჰუმანიტარული დახმარების მიზნით იმპორტირებული საქონელი

609

წონის მიხედვით

612

სამკურნალო (ფარმაცევტული) ნედლეული და სუბსტანციები

613

ჩამოსასხმელი ღვინოები

614

სიგარეტი 30-ღერიანი კოლოფებით

615

თამბაქოს წარმოებისათვის ნედლეული (ტრაბზონის¨ ჯიშის თამბაქოს გარდა)

651

საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდში მითითებული საქონლის იმპორტი

703

ბორტზე მიწოდება შიდა რეისებისათვის

704

საბაჟო გარანტია სტანდარტული გაცვლის სისტემის გამოყენებისას შემცვლელი პროდუქტის წინასწარ შემოტანის დროს

705

ნამუშევარი ნავთობპროდუქტები – ლიალური წყალი (ნავთობით დაბინძურებული წყალი) ტანკის (ნავთობპროდუქტების ბაკსაცავების) ნარეცხი

 

ბ) ნაწილი 11. საქონლის მიმართ საბაჟო დამუშავების ოპერაციების განხორციელებისათვის

საბაჟო ორგანოში წარდგენილი დოკუმენტებისა და საქონელთან დაკავშირებით სხვა საჭირო

ინფორმაციის კლასიფიკატორი“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

ნაწილი 11. საქონლის მიმართ საბაჟო დამუშავების ოპერაციების განხორციელებისათვის

საბაჟო ორგანოში წარდგენილი დოკუმენტებისა და საქონელთან დაკავშირებით სხვა საჭირო

ინფორმაციის კლასიფიკატორი

 

დოკუმენტის კოდი ASYCUDA-ში

დოკუმენტის დასახელება

001

საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა

002

ხელშეკრულება

003

შესყიდვის დოკუმენტი (ინვოისი ან სხვა საანგარიშ­სწო­რებო დოკუმენტი)

004

სატრანსპორტო ზედნადები

005

კონოსამენტი

006

მანიფესტი

007

TIR-წიგნაკი

008

ერთჯერადი ან გენერალური მინდობილობა, ხელშეკ­რუ­ლება ან მისი შემცვლელი დოკუმენტი წარმომადგენლის უფლებამოსილების შესახებ

009

დაკვირვების ელექტრონული საშუალებების იმპორტის ან ექსპორტის ლიცენზია

010

ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა

011

ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვა

012

ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვა

013

შეზღუდულად ბრუნვადი მასალების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა

014

ბირთვული, რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიაქტიული ნივთიერებების, რადიაქტიული ნარჩენების, მინერალების (წიაღისეულის), რომლებისგანაც პრაქტიკულად შესაძლებელია ბირთვული მასალების მიღება, ყველაფრის, რაც დამზადებულია ბირთვული მასალისაგან ან რადიაქტიული ნივთიერებისაგან ან შეიცავს მათ, როგორც შემადგენელ ნა­წილს, აგრეთვე ბირთვული ტექნოლოგიების ან ნოუ-ჰაუების ექსპორტის, იმპორტის ან ტრანზიტის ნებართვა

015

გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორის და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ¨ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის ნებართვა

016

იარაღისა და საბრძოლო მასალის იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა

017

უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ნებართვა

018

იარაღის ერთი სახეობის ცალკეული ეგზემპლარების საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის (გარდა ექსპორტ-იმპორტის, ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვა

019

ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა

020

სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის ან ექსპორტის ნებართვა

021

არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვა

022

საქართველოს კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანის ნებართვა

023

დსთ-ის ზოგიერთ ქვეყანაში წარმოებული საქონლის რეექსპორტის ნებართვა (შესაბამისი ქვეყნის უფლება­მოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული)

024

ხე-ტყის ექსპორტისას – ხე-ტყის კანონიერების ან/და წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი

025

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წერილობითი დასკვნა საქონლისათვის ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების შესახებ

026

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წერილობითი დასკვნა საქონლისათვის გრანტის სტატუსის მინიჭების შესახებ

027

საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი

028

იოდირებული მარილისა და სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების შესაბამისობის სერტიფიკატი

030

ფიტო-სანიტარიული სერტიფიკატი

031

ვეტერინარული სერტიფიკატი

034

საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევის საბაჟო დეკლარაცია

035

საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევის საბაჟო დეკლარაცია

036

საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევის საბაჟო დეკლარაცია

037

საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევის საბაჟო დეკლარაცია

039

სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (სსაფ) –

 ნავთობპროდუქტების იმპორტის დროს

040

საქონლის სპეციფიკაცია

041

საბანკო გარანტია

042

ფინანსური რისკის დაზღვევის პოლისი

043

სახელმწიფო ხაზინის ცნობა სახელმწიფო ხაზინაში გარანტიის სახით სათანადო თანხის (დეპოზიტის) შეტანის თაობაზე

045

საქონლისა და/ან სატრანსპორტო საშუალების საბაჟო კონტროლის ქვეშ დროებითი შენახვის განაცხადი

046

სამკურნალო საშუალებების საბაჟო აღნუსხვის ფორმა

047

საბაჟო გადასახდელების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი

049

შეფუთვის ფურცელი

050

ექსპერტიზის აქტი

051

საქონლის დათვალიერების აქტი

052

საქონლის სინჯის (ნიმუშის) აღების აქტი (ოქმი)

053

ჯარიმის გადახდის დოკუმენტი

054

სასამართლოს დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ

055

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი

056

წერილი

057

განცხადება

058

ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური პასპორტი

062

საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევის საბაჟო დეკლარაცია

063

საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევის საბაჟო დეკლარაცია

064

საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევის საბაჟო დეკლარაცია

065

ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაცია

067

საფოსტო გზავნილის დეკლარაცია CN 22

068

საფოსტო გზავნილის დეკლარაცია CN 23

069

გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია

070

საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცეული, იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებული საქონლის მიმართ გადასახდელი თანხის გადახდის განრიგი

071

მოქალაქის სამგზავრო დოკუმენტის (პასპორტის) სტიკერიანი ფურცლის სათანადოდ დამოწმებული ასლი

072

სატვირთო საბაჟო დეკლარაცია ფორმა N3

073

სატვირთო საბაჟო დეკლარაცია ფორმა N4

200

ავტომანქანის სახელმწიფო N

201

რკინიგზის ვაგონი, N

202

თვითმფრინავი, რეისი N

203

გემი, რეისი N

204

კონტეინერი, N

210

წინმსწრები დეკლარაციის N: A-

300

ავტომანქანის მარკა

330

მედიკამენტის დასახელება

333

სიგარეტების დასახელება და რაოდენობა, კოლოფი

340

აქციზური მარკების ნომრები

341

საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი

342

საბაჟო შეტყობინება

345

აწონვის ქვითარი

444

დამატებითი ინფორმაცია საქონელზე

445

წინასწარი საბაჟო გადაწყვეტილება

446

სასაქონლო ზედნადები

 

7. ბრძანების პირველი მუხლის ჟ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი №16 (ინსტრუქცია სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ფორმა №2“-ის შევსების წესის შესახებ“) და რ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი №17 (სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ფორმა №2“) ამოღებულ იქნეს.

8. ბრძანების პირველი მუხლის „ქ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „საფოსტო გზავნილით ან საჰაერო ტრანსპორტით შემოტანის შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი საქონლის იმპორტის დროს ფიზიკური პირის მიერ სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ფორმა №4-ის შევსების, წარდგენის და რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №22):

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ფიზიკური პირის მიერ სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ფორმა №4-ის შევსების, წარდგენის და რეგისტრაციის წესების შესახებ“;

ბ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2.

1. დეკლარაციით საბაჟო დამუშავების ოპერაციას ექვემდებარება (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქონლისა):

ა) საფოსტო გზავნილით შემოტანილი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2705 მუხლის ლ.ა“ და ლ.ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი, საჰაერო ტრანსპორტით შემოტანილი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2705 მუხლის ლ.ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი საქონელი (საქონელთა ჯგუფი), რომელიც ფიზიკური პირის მიერ გაცხადებულია თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში და რომლის ღირებულება 10 000 ლარზე ნაკლებია;

ბ) ფიზიკური პირის მიერ ერთი სახეობის ტრანსპორტით (საჰაერო ტრანსპორტის გარდა) გადაადგილებული, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2705 მუხლის ლ.ა“ და ლ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი, თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) რეჟიმში გაცხადებული 3000 ლარზე ნაკლები ღირებულების მქონე საქონელი;

გ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2705 მუხლის „ლ.დ“ და „ლ.ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონელი (საქონელთა ჯგუფი);

დ) ფიზიკური პირის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი 15 000 ლარზე ნაკლები საბაჟო ღირებულების საქონელი (სურვილის შემთხვევაში).

2. ამ ინსტრუქციის მოქმედება არ ვრცელდება:

ა) აქციზურ საქონელზე;

ბ) საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8709, 8710, 8711, 8716 სასაქონლო პოზიციებით და 88, 89 სასაქონლო ჯგუფებით გათვალისწინებულ საქონელზე.“.

გ) მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. დეკლარაცია წარედგინება წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.“;

დ) მე-9 მუხლის თ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თ.გ) მე-3 სვეტის უჯრებში:

თ.გ.ა) მიეთითება შესაბამისი საქონლის ოთხნიშნა სასაქონლო პოზიცია საგარეო ეკონომიკური საქმიანო-ბის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად;

თ.გ.ბ) საბაჟო გადასახადის დარიცხვის ან საგადასახადო შეღავათების გამოყენების შემთხვევაში მიეთითება საქონლის თერთმეტნიშნა კოდი;

თ.გ.გ) უცხო ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობიდან ან საკონსულო დაწესებულებიდან როტაციის წესით სამუშაო მივლინებიდან გამოწვეული დიპლომატიური თანამდებობის პირის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2705 მუხლის ლ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლის (საქონელთა ჯგუფის) დეკლარირებისას საქონლის კოდი (თერთმეტნიშნა) მიეთითება მხოლოდ დამატებით პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონლის (ოჯახზე ერთი მაცივარი, კომპიუტერი და ტელევიზორი) შემთხვევაში;

თ.გ.დ) საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემოსვლისას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2705 მუხლის ლ.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლის (საქონელთა ჯგუფის) დეკლარირების დროს სასაქონლო კოდი არ მიეთითება.“;

ე) მე-9 მუხლს ი.ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ი.ბ1“ ქვეპუნქტი:

ი.ბ1) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2705 მუხლის ლ.დ“ და ლ.ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლის დეკლარირების შემთხვევაში ივსება მხოლოდ მე-4 სვეტი.“;

ვ) მე-9 მუხლს ი.გ.ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ი.გ.თ“, ი.გ.ი“ და ი.გ.კ“ ქვეპუნქტები:

ი.გ.თ) ციფრი 8“ იმ შემთხვევაში, თუ დეკლარაციის მე-8 გრაფაში დასახელებული საქონლის მიმართ გამოიყენება უცხოეთში ყოველ 6 თვეზე მეტი ხნით ყოფნის შემდეგ საქართველოში შემოსული ფიზიკური პირისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2705 მუხლის ლ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი;

ი.გ.ი) ციფრი 9“ იმ შემთხვევაში, თუ დეკლარაციის მე-8 გრაფაში დასახელებული საქონლის მიმართ გამოიყენება უცხო ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობიდან ან საკონსულო დაწესებულებიდან როტაციის წესით სამუშაო მივლინებიდან გამოწვეული დიპლომატიური თანამდებობის პირისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2705 მუხლის ლ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი;

ი.გ.კ) ციფრი 10“ იმ შემთხვევაში, თუ დეკლარაციის მე-8 გრაფაში დასახელებული საქონლის მიმართ გამოიყენება საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემომსვლელი პირისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2705 მუხლის ლ.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი;“;

ზ) მე-9 მუხლს ჟ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის რ“ ქვეპუნქტი:

რ) გრაფა R. რეჟიმი – გრაფაში მიეთითება საბაჟო რეჟიმის კოდი, იმპორტის შემთხვევაში – 40, ექსპორტის შემთხვევაში – 10.“.

9. ბრძანების პირველი მუხლის ღ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ფორმა №4“ (დანართი №23) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 კ. ბაინდურაშვილი

დანართი №23

სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ფორმა №4

 

1. პირადი ნომერი

 

2. უცხო ქვეყნის მოქალაქის პასპორტის ნომერი და პასპორტის გამცემი ქვეყანა

 

3. სახელი

 

4. გვარი

 

 

5. დეკლარანტი/ წარმომადგენელი

 

6. დეკლარაციის რეგისტრაციის № 00000/00000

 

R. reJimi

 

 

7. საფოსტო გზავნილის/ავიარეისის და ბარგის სარეგისტრაციო ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

 

8. საქონლის აღწერილობა

 

 

9. საბაჟო ღირებულება და გადასახდელები

საქონ-ლის დასა-ხელება

რაოდე-ნობა, კგ.

საქონლის კოდი სეს ესნ-ის შესაბამისად

საქონლის ღირებულება

ტრანსპორ-ტირების და სხვა ხარჯი

საბაჟო ღირებუ-ლება

შეღავა-თები

საბაჟო მოსაკრე-ბელი

საბაჟო გადასა-ხადი

დღგ

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სულ:

სულ:

 

 

სულ:

სულ:

სულ:

 

 

 

 

 

 

სულ:

 

10. რეგისტრაციის თარიღი

 

-----“ --------------------“ 20 წ.

 

 

11. დეკლარირებულ საქონელზე გადახდილი საბაჟო გადასახდელების საერთო რაოდენობა:

 

12. ხელმოწერები:

დეკლარანტი ------------------------

წარმომადგენელი ------------------

 

13. საბაჟო გადასახდელების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი და სხვა თანმხლები დოკუმენტების რეკვიზიტები

 

 

14. განსაკუთრებული აღნიშვნები:

 

15. საბაჟო აღნიშვნები:

 

-------“ ---------------------“ 20 წ.