“საქონლის საბაჟო ღირებულებების განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე”

  • Word
“საქონლის საბაჟო ღირებულებების განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე”
დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 13/01/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 4, 13/01/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.014.090
  • Word
18
13/01/2010
სსმ, 4, 13/01/2010
230.210.000.22.033.014.090
“საქონლის საბაჟო ღირებულებების განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე”
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.014.090

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება 18

2010 წლის 13 იანვარი

ქ. თბილისი

„საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ III, 31.12.2008 წ., №187, მუხ.2025) დამტკიცებულ „საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის წესების“ (დანართი №1) მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

„61. საქონლის საბაჟო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის სისწორის კონტროლის პროცესის გამჭვირვალობის უზუნველსაყოფად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში არსებულ მონაცემთა ბაზის სტატისტიკური დამუშავების მედიანას პრინციპის გამოყენებით მიღებული ფასებიდან, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ გარკვეული პერიოდულობით შეირჩევა განსაზღვრული სეს ესნ-ის კოდის მიხედვით საქონლის დასახელება, რომელთა ფასების მონაცემთა სისტემა მტკიცდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და ქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე. გამოქვეყნებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) სეს ესნ-ის კოდს;

ბ) საქონლის დასახელებას სეს ესნ-ის კოდის მიხედვით;

გ) ზომის ან დამატებით ზომის ერთეულს;

დ) ერთეულის ფასს ეროვნულ ვალუტაში, გამოქვეყნების დღის ლარის გაცვლის კურსის მიხედვით აშშ დოლართან მიმართებაში.“.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი პ. პეტრიაშვილი